Author Archives: preparatebi

იცით დიკლოფენაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლოფენაკის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: 1%-ზე ხშირად – აბდომინური ტკივილები, მუცლის შებერვის შეგრძნება, დიარეა, გულისრევა, შეკრუულობა, მეტეორიზმი, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, პეპტიური წყლული შესაძლო გართულებებით (სისხლდენა, პერფორაცია), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. 1%-ზე იშვიათად – ღებინება, სიყვითლე, მელენა, განავალში სისხლი, საყლაპავის დაზიანება, აფტოზური სტომატიტი, ლორწოვანი გარსების სიმშრალე (მათ შორის პირის), ჰეპატიტის (შესაძლებელია ელვისებური მიმდინარეობა), ღვიძლის ნეკროზი, ციროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, მადის ცვლილება, პანკრეატიტი, ქოლეცისტოპანკრეატიტი, კოლიტი.  ნერვული სისტემა: 1%-ზე ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; 1%-ზე იშვიათად – ძილის დარღვევა, ძილიანობა, დეპრესია, გაღიზიანება, ასეპტიური მენინგიტი (უფრო ხშირად სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემური დაავადების მქონე პაციენტებში), კრუნჩხვები, საერთო სისუსტე, დეზორიენტაცია, კოშმარული სიზმრები, შიშის შეგრძნება. გრძნობათა ორგანოები: 1%-ზე ხშირად – ხმაური ყურებში; 1%-ზე იშვიათად – მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, დიპლოპია, გემოვნების დარღვევა, სმენის შექცევადი ან შეუქცევადი დაქვეითება, სკოტომა. კანის საფარი: 1%-ზე ხშირად – კანის ქავილი, კანის გამონაყარი; 1%-ზე იშვიათად – ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ტოქსიური დერმატიტი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), მომატებული ფოტომგრძნობელობა, წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები. შარდ-სასქესო სისტემა: 1%-ზე ხშირად – სითხის შეკავება; 1%-ზე იშვიათად – ნეფროტოქსიკური სინდრომი, პროტეინურია, ოლიგურია, ჰემატურია, ინტერსტიციური ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, აზოტემია. სისხლმბადი ორგანოები და იმუნური სისტემა: 1%-ზე ხშირად – ანემია, (მათ შორის ჰემოლიზური და აპლაზიური ანემიები), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა, ინფექციური პროცესების მიმდინარეობის გაუარესება (მათ შორის ნეკროზული ფასციიტი). სასუნთქი სისტემა: 1%-ზე იშვიათად – ხველა, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, პნევმონიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: 1%-ზე იშვიათად – არტერიული წნევის მომატება; გულის შეგუბებითი უკმარისობა, ექსტრასისტოლია, ტკივილი გულმკერდის მიდამოში. ალერგიული რეაქციები: 1%-ზე იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (ჩვეულებრივ ვითარდება მიზნობრივად), ტუჩების და ენის შეშუპება, ალერგიული ვასკულიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოფლუქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოფლუქსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი მედიკამენტის, მათ შორის, პრეპარატ ნოფლუქსის მიღების დროს. თუმცა ეს რეაქციები არ ვლინდება ყველა პაციენტში. აღწერილი გვერდითი ეფექტების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული და ჰქონდა დროებითი ხასიათი. ———- თუ გამოგივლინდათ კანის საფარველის სიწითლე ბუშტუკებით ან კანის აქერვლით/აშრევებით, მაშინვე შეწყვიტეთ ნოფლუქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მსგავს შემთხვევებში ასევე შეიძლება გაჩნდეს დიდი ბუშტუკები და სისხლჩაქცევები ტუჩებზე, თვალების კონიუნქტივაზე, პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვან გარსებზე და სასქესო ორგანოებზე. ეს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის შესაძლო გამოლინებაა. ამას გარდა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ხშირი –           ინფექცია –           უძილობა (ძილის დარღვევა) –           თავის ტკივილი და თავბრუსხვევა –           ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (სურდო) –           დიარეა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კონსტიპაცია (შეკრულობა), მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა) –           დაუდგენელი ხასიათის ტკივილი, წელის ტკივილი –           ასთენია (სისუსტე), გრიპისმაგვარი სინდრომი არახშირი –           მომატებული აგზნებადობა ან ძილიანობა –           ბრონქიტი, სინუსიტი –           დისპეპსია (მოუნელებლობა), პირის სიმშრალე, ერუქტაცია (ბოყინი) –           კანის გამონაყარი, კანის სიწითლე –           ტკივილი სახსრებში ან კუნთებში, კრუნჩხვები ფეხებში –           შარდგამომყოფი გზების ინფექცია –           ტკივილი გულმკერდის არეში –           შემცივნება, ცხელება –           “ღვიძლის სინჯების” ცვლილება იშვიათი –           ანორექსია (მადის დაკარგვა) –           დეპრესია –           მომატებული მგრძნობელობის რეაქციები – მოულოდნელი მძიმე ალერგიული რეაქცია, რომლის სიმპტომები მოიცავს სახის შეშუპებას, არტერიული წნევის დაქვეითებას და ქოშინს, რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ გაივლის –           მხედველობითი დარღვევები –           გასტრიტი (კუჭის გაღიზიანება, ან ტკივილი კუჭის არეში), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), გემოს დარღვევა –           დარღვევები ღვიძლის მხრივ, კერძოდ ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) და სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება, ღვიძლის დაავადებისას) –           ქავილი, მომატებული ოფლიანობა, ბუშტუკები კანზე (ჩვეულებრივ გაივლის პრეპარატის მოხსნის შემდეგ) –           დარღვევები თირკმელების მხრივ, კერძოდ ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმელებში შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება) –           სხეულის მასის მომატება –           სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შეცვლა: -ნეიტროპენია (ნეიტროფილების [ლეიკოციტების სახეობა] რაოდენობის შემცირება) ან ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება) – ლეიკოციტების დონის დაქვეითების შედეგებს მიეკუთვნება ხშირი ინფექციები, რომელსაც თან ახლავს ყელის ანთება, ან სხეულის ტემპერატურის მომატება (ცხელება), ასევე პირის ღრუს ლორწოვანზე ან ხახაზე წყლულების განვითარება – ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის მომატება) –  თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება) – თრომბოციტების დონის დაქვეითების შედეგებს მიეკუთვნება სისხლდენებისადმი და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების მომატება. ძალიან იშვიათი მძიმე გვერდითი რეაქციები: –           მულტიფორმული ერითემა (კანის  გაწითლება ბუშტუკების წარმოქმნით) –           ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (კანის მძიმე დაზიანება მისი ზედა ფენის აშრევებით მთელ სხეულზე) –           სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დიდი ბუშტუკები კანზე, კანის და ლორწოვანის აშრევება, სისხლჩაქცევა ტუჩების არეში, თვალების კონიუნქტივაზე, პირის ღრუში და ცხვირის არეში). უცნობი სიხშირის: –           ცნობიერების არევა –           კოჭების და ტერფების შეშუპება –           მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება –           ჰიპონატრემია (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე), რომელიც ვლინდება შეუძლოდ ყოფნით, კუნთების სისუსტით და ცნობიერების არევით –           თუ თქვენ იღებთ ნოფლუქსს 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა სისხლში დაგიქვეითდეთ მაგნიუმის დონე. ამ მდგომარეობის სიმპტომებს მიეკუთვნება დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და გულისცემის გახშირება. თუ გამოგივლიდათ ამ სიმპტომებიდან რომელიმე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მაგნიუმის დონის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის რეგულარული ანალიზი მაგნიუმის შემცველობაზე. თუ იღებთ ნოფლუქსს ან პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა უმნიშვნელოდ გაგეზარდოთ ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის ძვლების მოტეხილობის რისკი. თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ გლუკოკორტიკოსტეროიდებს (ეს მედიკამენტები ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს), აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ. ცნობები პრეპარატის გვერდითი მოქმედების სავარაუდო შემთხვევების შესახებ თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები ამ ჩამონათვალიდან, ან სხვა რეაქციები, რომლებიც არ არის მითითებული ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესწავლას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენალაპრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენალაპრილის გვერდითი მოვლენებია: ენალაპრილის საერთოდ კარგი ამტანობით ხასიათდება და უმრავლეს შემთხვევაში არ იწვევს გვერდით მოქმედებებს, რომელთა დროსაც საჭიროა პრეპარატის მოხსნა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: აწ-ის ზედმეტად დაქვეითება, ორთოსტატული კოლაფსი, იშვიათად – ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი (ჩვეულებრივ დაკავშირებულია აწ-ს გამოხატულ დაქვეითებასთან), ძალიან იშვიათად-არითმიები (წინაგულოვანი ბრადი ან ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი), გულისცემა, ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, უძილობა, შფოთვა, ცნობიერების დაბინდვა, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა (2-3%-ში), ძალიან იშვიათად მაღალი დოზების მიღებისას – ნევროზულობა, დეპრესია, პარესთეზიები. გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულური აპარატის დარღვევა, სმენისა და მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, ანორექსია, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა, ღებინება, ტკივილი მუცელში), ნაწლავთა გაუვალობა, პანკრეატიტი, ღვიძლისა და ნაღვლისგამომყოფი ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტის, სიყვითლე. სასუნთქი სისტემის მხრივ: არაპროდუქტიული მშრალი ხველა, ინტერსტიციული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რინორეა, ფარინგიტი. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ძალიან იშვიათად – დისფონია, პოლიმორფული ერითმა, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, პემფიგუსი, ფოტოსენსიბილიზაცია, სეროზიტი, ვასკულიტი, მიოზიტი, ართრალგია, ართრიტი, სტომატიტი, გლოსიტი. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას დონის მომატება, “ღვიძლის” ფერმენტების მომატებული აქტივობა, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ჰემატოკრიტის დაქვეითება, ედს-ის მომატება, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი (აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში), ეოზინოფილია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების დარღვევა, პროტეინურია. სხვა: ალოპეცია, ლიბიდოს დაქვეითება, “მოვარდნები”.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლევოფლოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევოფლოქსის გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, დიარეა ან ძილის დარღვევები. dozireba • მწვავე მაქსილარული სინუსიტი: 500 მგ ერთჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში. • ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება: 500 მგ ერთჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. • პნევმონია: 500 მგ ერთჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში. • ნოზოკომიალური პნევმონია და კანის გართულებული ინფექციები: 750 მგ ერთჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში. • კანის გაურთულებელი და კანის სტრუქტურის ინფექციები: 500 მგ ერთჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში. • საშარდე გზების გართულებული ინფექციები: 250 მგ ერთჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში • საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები: 250 მგ ერთჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში. • ტიფოზური და სხვა ენტერალური ინფექციები: 500 მგ ერთჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში • ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი: 500 მგ ერთჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში.  დოზირება პაციენტებისათვის თირკმლის გაუარესებული ფუნქციით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომეგარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომეგარდის გვერდითი მოვლენებია: – საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – დიარეა, შეკრულობა, ტკივილი მუცლის არეში, გულძმარვა, პირღებინება, გაზების დაგროვება. აღნიშნულია აგრეთვე კანზე გამონაყარის, ქავილის, ურტიკარიის შემთხვევები, რაც, როგორც წესი, შეწყვეტისთანავე ქრება. – ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებიდან გამოვლენილია პარესთეზია, მოუსვენრობა. ეს მოვლენები მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება. ძილქუში, უძილობა და თავბრუსხვევა მეტად იშვიათად ვლინდება. ბუნებრივი კონფუზია, გაღიზიანება, დეპრესია და ჰალუცინაციები ასევე იშვიათად, მაგრამ ვლინდება მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში. – სხვა გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოიცავს ართრალგიას, მიალგიას, მხედველობის დაბინდვას, გემოს შეგრძნების დაქვეითებას, პერიფერულ შეშუპებას, ჰიპონატრიემიას, სისხლის მიმოქცევის მხრივ დარღვევებს, მათ შორის აგრანულოციტოზს, ლეიკოპენიას, თრომბოციტოპენიას, ანაფილაქსიურ შოკს, ციებ – ცხელებას, ბრონქოსპაზმს, ენცეფალოპათიას ღვიძლის დაავადების გადატანილ პაციენტებში, ჰეპატიტს სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, იშვიათად – ღვიძლის მხრივ დარღვევას და ინტერსტიციულ ნეფრიტს, რაც მწვავე რენული დარღვევების შედეგს წარმოადგენს. შეფუთვა: 1 ცალი 10 – კაფსულიანი ბლისტერ/ზოლი, 20 ბლისტერი/ზოლი კოლოფში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარიპაზიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარიპაზიმის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და ტემპერატურის მომატებით გამოიხატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დომინალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დომინალის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ მოქსიფლოქსაცინი კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები: ს უმეტესობა (90%-ზე მეტი) ვლინდება მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული ფორმით.  ხშირად – 1-10%, იშვიათად – 0.1-1%, ძალიან იშვიათად – 0.01-0.1%.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – QT ინტერვალის გახანგრძლივება ჰიპოკალემიის მქონე პაციენტებში, იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, ძალიან იშვიათად – არტერიული ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია, პერიფერიული შეშუპება, სინკოპე;  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მატება, იშვიათად – პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ანორექსია, სტომატიტი, გლოსიტი, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას აქტივობის მატება, ძალიან იშვიათად – გასტრიტი, ენის ფერის შეცვლა, დისფაგია, ფსევდომემბრანული კოლიტი, სიყვითლე, ჰეპატიტი (ძირითადად ქოლესტაზური);  ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, იშვიათად – უძილობა, ნევროზული მდგომარეობა, ძილიანობა, შფოთვა, ტრემორი, პარესთეზიები, ძალიან იშვიათად – პათოლოგიური სიზმრები, ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია, კუნთების ტონუსის მომატება, კოორდინაციის დარღვევა, ამნეზია, მეტყველების დარღვევა, ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა, მგრძნობელობის დაქვეითება, კრუნჩხვითი გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ფსიქოზური რეაქციები; ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა;  სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ქოშინი, ძალიან იშვიათად – ბრონქოსპაზმი;  გრძნობათა ორგანოების მხრივ: ხშირად – გემოვნების გაუკუღმართება, ძალიან იშვიათად – მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, გემოს შეგრძნების დაკარგვა, პაროსმია;  საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათად – ართრალგია, მიალგია, ძალიან იშვიათად – ართრიტი, ტენდოპათია;  ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – ვაგინალურო კანდიდოზი, ვაგინიტი, ძალიან იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა;  ლაბორატორიული მონაცემები: იშვიათად – ლეიკოპენია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ეოზინოფილია, თრომბოციტოზი, ამილაზას აქტივობის მომატება, ძალიან იშვიათად – თრომბოპლასტინის კონცენტრაციის დაქვეითება, პროთრომბინის დროის შემცირება, თრომბოციტოპენია, ანემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერურიკემია, ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება;  სხვა: იშვიათად – ზოგადი სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, ძალიან იშვიათად – ტკივილი მენჯის არეში, სახის შეშუპება, ტკივილი ზურგის არეში, ფეხების ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვარფარინი ნიკომედს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვარფარინი ნიკომედის გვერდითი მოვლენებია:  ყველაზე ხშირია სისხლდენა. იშვიათად – დიარეა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდა, ეგზემა, კანის ნეკროზი, ვასკულიტები, თმის ცვენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოროტის მჟავას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოროტის მჟავას გვერდითი მოვლენებია: ოროტის მჟავა, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა კანზე ალერგიული რეაქციები, დისპეფსია, რომლებიც პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. გვერდითი მოვლენების წარმოქმნის დროს, ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენება ანტიჰისტამინური საშუალებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ერბინოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ერბინოლის გვერდითი მოვლენებია: სიწითლე დატანის ადგილზე, წვის ან ქავილის შეგრძნება, თუმცა ეს გამოვლინებები იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, რომელთა განვითარებაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები