Author Archives: preparatebi

იცით მეტრონიდაზოლს რა უკუჩვენებები აქვს?

მეტრონიდაზოლის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მასში შემავალი ინგრედიენტების ან სხვა ნიტრომიდაზოლის წარმოებულების მიმართ. * პრეპარატის ინტრავენური გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების განვითარება და სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნატრიუმის ვალპროატი – valproate sodium

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
ნატრიუმის 2-პროპილვალერატი

ბრუტო ფორმულა:
C8H15NaO2

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
ანტიეპილეფსიური საშუალებები; ნორმოთიმიკები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
F06 – ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა სომატური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობები; F06.3 – ორგანული ბუნების (აფექტური) აშლილობები; F25 – შიზოაფექტური აშლილობები; F30 – მანიაკალური ეპიზოდი; F31 – ბიპოლარული აფექტური აშლილობა; F34.0 – ციკლოთიმია; F34.1 – დისთიმია; F40.0 – აგორაფობია; F41.0 – პანიკური აშლილობა (ეპიზოდური პაროქსიზმული შფოთვა); F43.1 – პოსტტრავმული სტრესული აშლილობა; F79 – გონებრივი ჩამორჩენილობა, დაუზუსტებელი; F95 – ტიკები; G40 – ეპილეფსია; G40.3 – გენერალიზებული იდიოპათიური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები; G40.6 – დიდი გულყრები (grand mal), დაუზუსტებელი (თანდართული მცირე გულყრით (petit mal) ან მის გარეშე); G40.7 – მცირე გულყრები (petit mal) დაუზუსტებელი, grand mal გულყრების გარეშე; R25.2 – კრუნჩხვა და სპაზმი

ჯენერიკები:

გაფრთხილება

რა დროს გამოიყენება ცეფაკლორი?

ცეფაკლორის გამოყენების ჩვენებებია: ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების; შარდგამომყოფი გზების; კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებები; აგრეთვე ოტიტი; ოსტეომიელიტი; ენდეომეტრიტი; გონორეა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კოლპოტროფინი ®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

კოლპოტროფინის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრომესტრიენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოს ან საშოს ესტროგენდამოკიდებული (სარძევე ჯირკვლების, ეპითელიომის) სიმსივნეები. ლაქტაციის პერიოდში, მამაკაცის ლატექსის პრეზერვატივების გამოყენების დროს რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კოლოცინტის-ჰომაკორდს რა უკუჩვენებები აქვს?

კოლოცინტის-ჰომაკორდის უკუჩვენებებია: არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კოლოსარ-დენკი 50/12.5-ის რა უკუჩვენებები აქვს?

კოლოსარ-დენკი 50/12.5-ის უკუჩვენებებია: კოლოსარ-დენკ 50/12.5 არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში: – თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიულია) ლოზარტანის, ჰიდროქლოროტიაზიდის ან კოლოსარ დენკ 50/12.5-ის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; – თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიულია) სულფონამიდის შემცველი პრეპარატების მიმართ (მაგალითად სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა კოტრიმაქსაზოლი; ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს; – თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; – თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა; – თუ პაციენტის თირკმლის ფუნქცია სერიოზულად არის დარღვეული ან თირკმელი ვეღარ გამოყოფს შარდს; – თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის ან ნატრიუმის დაბალი დონე ან კალციუმის მაღალი დონე, რომლის მკურნალობას არ ექვემდებარება; – თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნატრიუმის ენოქსაპარინი – enoxaparin sodium

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
დაბალმოლეკულური ჰეპარინი, 4500 დალტონზე მეტი მოლეკულური მასით

ბრუტო ფორმულა:
(C26H40N2O36S5)n

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
ანტიკოაგულანტები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
I20.0 – არასტაბილური სტენოკარდია; I21 – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; I26 – ფილტვის ემბოლია; I82.9 – დაუზუსტებელი ვენის ემბოლია და თრომბოზი; J96 – სუნთქვის უკმარისობა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში; Z49.1 – დახმარება, მათ შორის ექსტრაკორპორული დიალიზი; Z100* – ქირურგიული პრაქტიკა

ჯენერიკები:

გაფრთხილება

იცით ირიტეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ირიტეკის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა მედიკამენტმა, ირიტეკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ექიმი გვერდით ეფექტებს თქვენთან ერთად განიხილავს და აგიხსნით მკურნალობის რისკებს და სარგებელს. შემდოგმი გვერდითი მოვლენები: დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირესთან ერთად სიმწვავის მიხედვით.   ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) • გახანგრძლივებული მწვავე დიარეა (რომელიც იწყება ირიტეკის მიღებიდან 24 საათის შემდეგ) • სისხლის მხრივ დარღვევები: – ნეიტროპენია: (სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით და ინფექციების რისკის გაზრდით) – თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენა);  – ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით); • მონოთერაპიაში: ცხელება და ინფექციები • მონოთერაპიაში: მწვავე გულისრევა და ღებინება • კომბინირებულ თერაპიაში: ღვიძლის ენზიმების ან ბილირუბინის  ტრანზიტორული, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მომატება (ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზა).  • თმის ცვენა (თმა კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ).   ხშირი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 100-იდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ პაციენტში): • კომბინირებულ თერაპიაში: ცხელება და ინფექციები.  • სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის (ნეიტროპენია) შემცირებასთან დაკავშირებული ინფექციები, რამაც გამოიწვია სიკვდილი 3 შემთხვევაში.  • ცხელება დაკავშირებული ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის მწვავე დაქვეითებასთან (ფებრილური ნეიტროპენია) • კომბინირებულ თერაპიაში: მწვავე გულისრევა და ღებინება.  • მწვავე ქოლინერგული სინდრომი, რომელიც ვითარდება ირიტეკის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში და შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად: – ადრეული დიარეა (რომელიც იწყება ირიტეკის მიღებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში) – მუცლის ტკივილი – თვალების სიწითლე, სიმშრალე, ქავილი ან ცრემლიანობა (კონიუნქტივიტი) – მხედველობის დარღვევები – გუგის შევიწროება – გაძლიერებული ნერწყვდენა – ცხვირიდან გამონადენი (რინიტი) – ჰიპოტენზია (სისხლის დაბალი წნევა) – სისხლძარღვების გაფართოება – ოფლიანობა და წვა – ზოგადი დისკომფორტი და თვითგრძნობის გაუარესება – თავბრუსხვევა • წყლის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), ხშირად დაკავშირებული დიარეასთან და/ან ღებინებასთან • ყაბზობა • სისუსტე (ასთენია) • მონოთერაპიაში: სისხლში ღვიძლის ენზიმების (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) და ბილირუბინის ტრანზიტორული და მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მომატება.  • სისხლში კრეატინინის დონის მსუბუქი ან საშუალო მომატება (რაც შეიძლება თირკმლის პრობლემებზე მიუთითებდეს) • კომბინირებულ თერაპიაში: სისხლში ბილირუბინის დონის მწვავე ტრანზიტორული მომატება (3 ხარისხი).   ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-ზე ნაკლებ პაციენტში): • მსუბუქი ალერგიული რეაქციები, კანის სიწითლის, გამონაყარის, ურტიკარიის, კონიუნქტივიტის, რინიტის ჩათვლით.  • კანის მსუბუქი რეაქციები.  • მსუბუქი რეაქციები ინექციის ადგილზე • სუნთქვის გაძნელება • ფილტვის დაავადებები (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება), რომლებიც გამოვლინდება გულის უკმარისობით, მშრალი ხველით და ხმაურიანი სუნთქვით.  • ნაწლავის პარციალური ან სრული ბლოკი (ნაწლავის ობსტრუქცია, გაუვალობა) • ფსევდომემბრანული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება დაკავშირებული  ნაწლავის ბაქტერიული ფლორის დარღვევასთან, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და დიარეას) • გასტრო-ინტესტინური სისხლდენა • თირკმლის უკმარისობა, სისხლის დაბალი წნევა ან კარდიო-ცირკულატორული უკმარისობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ  დიარეასთან და/ან ღებინებასთან დაკავშირებული დეჰიდრატაცია ან სეფსისი.   იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 10,000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-ზე ნაკლებ პაციენტში): • მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური შოკი), ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის სიძნელეები.  • ჰიპერტენზია (სისხლის მომატებული წნევა) გამოყენების დროს ან მის შემდეგ.  • მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს (კოლიტი ტიფლიტის, იშემიური და წყლულოვანი კოლიტის ჩათვლით) • ნაწლავის პერფორაცია • ანორექსია (მადის ნაკლებობა) • მუცლის ტკივილი • მუკოზიტი (ლორწოვანი გარსის, მაგ. პირის ღრუს ლორწოვანის ანთება) • პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება) • სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონის დაქვეითება, ძირითადად დაკავშირებული დიარეასთან და ღებინებასთან.  • კუნთების შეკუმშვები და კრამპები.  • პარესთეზია (დაბუჟება)  ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 10.000-იდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): • მეტყველების ტრანზიტორული დარღვევები • ზოგიერთი მომნელებელი ენზიმის დონის მომატება, რომელიც შლის შაქრებს (ამილაზა) და ცხიმებს (ლიპაზა) • აღწერილია პერიფერიული თრომბოციტოპენიის ერთი შემთხვევა ანტითრომბოციტური ანტისხეულებით, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმის ბუნებრივ დამცავს.  თუ დარწმუნებული არ ხართ იმაში თუ რა არის გვერდითი მოვლენები: , ექიმს უნდა თხოვოთ უფრო დეტალურად აგიხსნათ.   ზოგიერთი გვერდითი ეფექტის მკურნალობა საჭიროა დაუყოვნებლივ. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ინსტრუქციები და დაიცავით ისინი თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მოცემული ეფექტები.   დიარეა თუ გაქვთ დაირეა მნიშვნელოვანია ამ ინსტრუქციების დაცვა. • თუ აღგენიშნებათ ნაადრევი დიარეა, რომელიც იწყება ინფუზიიდან 24 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს სათანადო მკურნალობის მისაღებად. არ გამოიყენოთ დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ექიმმა მოგცათ “დაგვიანებული დიარეის” სამკურნალოდ.  • თუ აღგენიშნებათ დაგვიანებული დიარეა, რომელიც იწყება ინფუზიიდან 24 საათის შემდეგ ეს შეიძლება სერიოზული იყოს. ჩვეულებრივ აღინიშნება მიღებიდან 5 დღის შემდეგ. პირველი თხევადი განავლის შენიშვნიდან დაუყოვნებლივ მიიღეთ ექიმის მიერ მოცემული ანტიდიარეული საშუალებები ზუსტად იმ წესით, როგორც მან გირჩიათ. თუ დარწმუნებული არ ხართ ეს რა არის, მიმართეთ ექიმს.  რეკომენდებული ანტიდიარეული საშუალებაა ლოპერამიდი (4მგ პირველ მიღებაზე და შემდეგ 2მგ 2 საათში ერთხელ, აგრეთვე ღამის განმავლობაშიც). ეს უნდა გაგრძელდეს თხევადი განავლის ბოლოს დაფიქსირებიდან მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ლოპირამიდის რეკომენდებული დოზის გამოყენება არ უნდა მოხდეს 48 საათზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. აგრეთვე დაუყოვნებლივ უნდა დალიოთ რეჰიდრატაციისთვის სითხეები (მაგ. წყალი, სოდიანი წყალი, გაზიანის სასმელები, წვნიანი არ ორალური რეჰიდრატაციული თერაპია).  თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს • თუ გაქვთ გულისრევა, ღებინება ან დიარეა • თუ გაქვთ ცხელება და დიარეა • თუ დიარეა კვლა აღგენიშნებათ დიარეის მკურნალობიდან 48 საათის შემდეგ.   დიარეის სამკურნალოდ არ მიიღოთ სხვა მკურნალობა გარდა ექიმის მიერ მოცემული პრეპარატების და ზემოაღწერილი სითხეებისა. დიარეის საწინააღმდეგო მკურნალობა არ უნდა გამოიყენონ პრევენციისთვის, იმის მიუხედავად თუ წინა ციკლის დროს აღგენიშნებოდათ დაგვიანებული დიარეა.   ცხელება. თუ სიცხე გაქვთ, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეიტროპენიასთან, სისხლის უჯრედების მცირე რაოდენობით გამოწვეულ ინფექციასთან (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციებთან ბრძოლაში).  ნეიტროპენია ხშირად აღინიშნება ირიტეკით მკურნალობის დროს და შექცევადია.  თუ სხეულის ტემპერატურა იმატებს 38°ჩ-ზე მეტად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობისთვის. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის რეგულარული ანალიზები თეთრი უჯრედების მონიტორინგისთვის.   გულისრევა და ღებინება თუ აღგენიშნებათ გულისრევა და/ან ღებინება დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.   სუნთქვის გაძნელება თუ აღგენიშნებათ სუნთქვის გაძნელება დაუყოვნებვლივ მიმართეთ ექიმს.   მწვავე ქოლინერგული სინდრომი ირიტეკის მიღებისას (30-90 წუთი) და გამოყენებიდან მოკლე დროში შეიძლება აღგენიშნებოდეთ შემდეგი სიმპტომები: – ადრეული დიარეა – ოფლიანობა – მუცლის ტკივილი – ცრემლდენა – მხედველობის დარღვევები – გაძლიერებული ნერწყვდენა  ამ სიმპტომებს აღწერს სამედიცინო ტერმინი მწვავე ქოლინერგული სინდრომი, რომლის მკურნალობაც შეიძლება (ატროპინით). თუ აღგენიშნებათ რომელიმე სიმპტომი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას.  სხვა გვერდითი მოვლენები: ექიმს უნდა მიმართოთ თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი: • მწვავე ალერგიული რეაქციები;  • სისხლჩაქცევა და/ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება); • სისუსტე, რომელიც შეიძლება იყოს ანემიის სიპტომი;  • კანის და/ან თვალების სკლერების ყვითელი შეფერილობა, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანებული ფუნქციის ნიშანი.  • დეჰიდრატაციამ, დიარეის და ღებინების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, სისხლის დაბალი წნევა ან ცირკულაციის პრობლემები;   თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, რაც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ნეირაქსინი B / Neiraxin B ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნეირაქსინი B – თუ თქვენს ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, გეგმავთ ორსულობას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ექთანთან. ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში B6 ვიტამინის უსაფრთხო დღიური დოზა შეადგენს 25 მგ-ს. ვინაიდან ამ სამკურნალო პრეპარატში B6 ვიტამინის შემცველობა ერთ 2 მლ-იან ამპულაში შეადგენს 100 მგ-ს, მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს აკრძალულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფაზოლინი?

ცეფაზოლინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:  • სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია); • ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (მათ შორის, შუა ყურის ანთება); • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: (ინფიცირებული ჭრილობა, დამწვრობა); • ძვლებისა და სახსრების ინფექციები: (მათ შორის, ოსტეომიელიტი); • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (სანაღვლე გზების ინფექციები, პერიტონიტი); • ენდოკარდიტი; • მასტიტი;  • სეფსისი; • შარდსასქესო სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი); • ვენერული დაავადებები (სიფილისი, გონორეა); • ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი