Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ფინლეპსინი / FINLEPSIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფინლეპსინი –  რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს ფინლეპსინი შეძლებისდაგვარად ენიშნებათ მონოთერაპიის სახით და მინიმალური ეფექტური დოზით, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება თანდაყოლილი ანომალიების რისკი იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ღებულობდნენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო კომბინირებულ მკურნალობას იმაზე დიდი დოზით, ვიდრე მონოთერაპიის დროს. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეფასდეს მკურნალობის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი და გართულებები, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ცნობილია, რომ ეპილეფსიით დაავადებული დედების შვილებს აქვთ რისკი განუვითარდეთ საშვილოსნოსშიდა განვითარების დარღვევები, მათ შორის მანკის განვითარების რისკი. ფინლეპსინს შეუძლია გაზარდოს მსგავსი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. არსებობს ცალკეული მონაცემები თანდაყოლილი დაავადებების და მანკების განვითარების შესახებ, მათ შორის როგორიცაა ხერხემლის მალის რკალების შეუხორცებლობა (spina bifida). ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები აძლიერებს ფოლის მჟავის დეფიციტს, რაც ხშირად აღინიშნება ორსულობის დროს და ხელს უწყობს თანდაყოლილი დეფექტების განვითარების სიხშირის მომატებას ბავშვებში. შესაბამისად დაორსულებამდე და ორსულობის პერიოდში რეკომენდირებულია ფოლის მჟავის მიღება. ახალშობილების ჰემორაგიული გართულებების პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის ბოლო კვირას და ასევე ახალშობილებში რეკომენდირებულია დაინიშნოს ვიტამინი K. კარბამაზეპინი გადადის დედის რძეში, შესაბამისად ლაქტაციის პერიოდში მკურნალობის გაგრძელების დროს საჭიროა მკურნალობის ეფექტურობის და არასასურველი გვერდითი ეფექტების რისკის შეფასება. ფინლეპსინის მკურნალობის ფონზე ლაქტაციის გაგრძელებისას ბავშვი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ, რადგან მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების განვითარება, მაგალითად გამოხატული ძილიანობა და კანის ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფენოქსიმეთილპენიცილინი – PHENOXYMETHYLPENICILLIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფენოქსიმეთილპენიცილინი –  ორსულობის დროს გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ დედისათვის ნავარაუდევი სასარგებლო ეფექტი ნაყოფისათვის პოტენციალურ რისკზე ბევრად მნიშვნელოვანი იქნება. ფენტანილი რძეში გადადის, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვების საკითხია გადასაწყვეტი. ფენტანილის გამოყენების პერიოდში ქალებისათვის კონტრაცეპციის საიმედო საშუალებები უნდა იქნეს დანიშნული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ქლოფაზოლინი / СHLOPHAZOLIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ქლოფაზოლინი – ორსულობა და ძუძუთი კვება ნებისმიერი სამკურნალო საშულების მიღებისას მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.  თუ ხართ ორსულად პრეპარატ ქლოფაზოლინით მკურნალობა ტარდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, რადგან პრეპარატი გადის ქალის რძეში. მეძუძური დედების მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლორდესტინი / Lordestin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლორდესტინი – უკუჩვენებები: – ორსულობა; – ლაქტაციის პერიოდი; – ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;  – ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.  სიფრთხილით: თირკმლის მძიმე უკმარისობა.  გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.  რადგან დეზლორატადინი გამოიყოფა ლაქტატში, პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვებისას) უკუნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® – Symbicort® Turbuhaler® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® –  ორსულობის პერიოდში სიმბიკორტის ან ფორმოტეროლისა და ბუდესონიდის ერთდროული გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები მოწოდებული არ არის. ორსულობის პერიოდში სიმბიკორტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პრეპარატის გამოყენებით მიღებული სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მიყენებულ პოტენციურ რისკს. ბრონქული ასთმის სიმპტომების ადექვატური კონტროლის შენარჩუნებისათვის გამოიყენება ბუდესონიდის უმცირესი ეფექტური დოზა. არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ფორმოტეროლი ან ბუდესონიდი დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში სიმბიკორტი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელია აღემატება ბავშვისათვის ნებისმიერ შესაძლო საშიშროებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფერიმაქსი სიროფი – FERIMAX SYRUP ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფერიმაქსი სიროფი –  A კატეგორიის პრეპარატი. რეპროდუქციულმა კვლევებმა ცხოველებში რაიმე რისკი არ გამოავლინა. ორსულ ქალებში კონტროლირებულმა კვლევებმა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დედისა და ნაყოფისათვის საშიშროება არ გამოავლინეს. რისკი არ აღინიშნება პირველ ტრიმესტრში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, გამოიყენება ექიმის რეკომენდაციითა და მისი კონტროლის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ბეტადერმი / BETADERM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბეტადერმი –  პრეპარატ ბეტადერმის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იმუნატი – IMMUNATE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იმუნატი –  *გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

არლევერტი / Arlevert ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

არლევერტი – ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის ფუნქცია ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ებეტრექსატი / Ebetrexat ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ებეტრექსატი – ორსულობა და ლაქტაცია. ორსულობა არ გამოიყენოთ "ებეტრექსატი" ორსულობის პერიოდში, ან თუ აპირებთ დაორსულებას. მეთოტრაქსატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ახალშობილის თანდაყოლილი დეფექტები, ნაყოფის სიმახინჯეები, ან აბორტი. შესაბამისად, დაუშვებელია ამ პრეპარატით  ორსული ქალების მკურნალობა ან ქალების, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. აქედან გამომდინარე, რეპროდუქციული ასაკის ქალებში, პრეპრატ "ებეტრექსატით" მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია გამოირიცხოს შესაძლო ორსულობა სპეციალური ტესტების გამოყენებით, მაგალითად, ორსულობის ტესტის საშუალებით. აგეთვე, დაორსულება დაუშვებელია აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დასრულებიდ, არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მკურნალობის სრული პერიოდის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი