Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

გინოტრან ფორტე L / Gynotran Forte L ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინოტრან ფორტე L –  მეტრონიდაზოლისა და ლიდოკაინის ორსულობის პერიოდში გამოყენების რისკის კატეგორიაა-B, მიკონაზოლის ნიტრატისთვის-C.  გინოტრან ფორტე L-ის ვაგინალური სანთლები გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ორსულობის II ტრიმესტრიდან ექიმის კონტროლის ქვეშ. იქიდან გამომდინარე, რომ მეტრონიდაზოლი აღწევს დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება შეწყვეტილ უნდა იქნეს. მკურნალობის დამთავრებიდან 24-48 საათში შეიძლება ძუძუთი კვება შეიძლება აღდგეს.  არ არსებობს ინფორმაცია დედის რძეში ლიდოკაინის შეღწევის შესახებ, ამიტომ მეძუძური ქალებისთვის ამ პრეპარატის გამოყენება არაა რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პაროქსეტინი / PAROXETINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პაროქსეტინი –  ორსულობის და ლაქტაციის დროს პაროქსეტინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ვიტალ მიქს FOS – VITAL MIX FOS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვიტალ მიქს FOS –  არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ზოკარდისი 30 მგ / Zocardis 30mg ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზოკარდისი 30 მგ –  ორსულობა აცნობეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება იყოთ ორსულად). თუ გეგმავთ ორსულობას, ან ორსულობის დადგენის შემთხვევაში, სავარაუდოდ თქვენი ექიმი მოგცემთ   რეკომენდაციას   ზოკარდისის®   მიღების   შეწყვეტის   შესახებ   და   გირჩევთ   სხვა პრეპარატს. ზოკარდისის®  მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე რეკომენდებული  არ არის; არ შეიძლება მისი   მიღება   ორსულობის 3   თვიდან, რადგან   ამ   შემთხვევაში    პრეპარატმა    შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.  ძუძუთი კვება აცნობეთ    ექიმს,   თუ   ბავშვს   ძუძუთი   კვებავთ   ან   გეგმავთ   ძუძუთი   კვების   დაწყებას. ზოკარდისი®   რეკომენდებული   არ  არის   მეძუძური   დედებისთვის;   ამიტომ,   თუ  გეგმავთ ძუძუთი კვების გაგრძელებას, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი – განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ზომეტა® – ZOMETA® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზომეტა® –  იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ზომეტის გამოყენების გამოცდილება ორსულობის დროს, ეს პრეპარატი არ შეიძლება რეკომენდებული იყოს მოცემული კონტინგენტის პაციენტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება რისკს ნაყოფისათვის. *ამჟამად ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ზოლედრონის მჟავა დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ზომეტის მიღება არ შეიძლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლაზოლექსი® / LAZOLEX® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლაზოლექსი® –  კლინიკური მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე პედიატრიულ პრაქტიკაში არასაკმარისია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დენკალგინ ფეინ რილიფ / DENKALGIN PAIN RELIEF ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დენკალგინ ფეინ რილიფ –  ორსულობის პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის შედეგები არ არის ცნობილი. შესაბამისად, ორსულობის პირველ და მეორე თვეში დენკალგინის გამოყენება არ არის სასურველი. უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე თვეში. აქტიური ნივთიერება აღწევს დედის რძეში. ძუძუთი კვებისას ბავშვის ქცევა შეიძლება შეიცვალოს კოფეინის ზემოქმედების გამო. პრეპარატის ხანგრძლივი პერიოდით ან მაღალი დოზის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ულტრავისტი – ULTRAVIST ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ულტრავისტი –  ორსულობის პერიოდში ულტრავისტის გამოყენების უსაფრთხოება დღეისათვის დადგენილი არ არის. ამ დროს თავისთავად საჭიროა ნებისმიერი რენტგენოლოგიური გამოკვლევისაგან თავის შეკავება. მიელოგრაფია: ამ დროს სუბარაქნოიდულ სივრცეში გამოკვლევის ჩატარების წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს ეპილეფსია. პოტენციურ რისკთან შედარებით მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტის შეფასების შემთხვევაში გამოკვლევის ჩატარების დროს, აუცილებელია კრუნჩხვების კუპირებისათვის საჭირო ყველა მედიკამენტის და აღჭურვილობის მომზადება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დიკლო-დენკი 75 ინექცია / Diclo-Denk 75 Injection ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლო-დენკი 75 ინექცია –  დიკლოფენაკის ნატრიუმი არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსულებში დიკლოფენაკის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამის გამო დიკლოფენაკის ნატრიუმი გამოიყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. მისი მოქმედების გამო დიკლოფენაკის ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს სამშობიარო მოქმედების დათრგუნვა, ასევე ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა, ზრდის დედის და ბავშვის მიდრეკილებას სისხლდენისაკენ და დედის შეშუპების რისკს. აქტიური ინგრედიენტი, დიკლოფენაკი და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით გადადიან დედის რძეში. რადგან დიკლოფენაკის ხანმოკლე გამოყენებისას ბავშვებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, ამიტომ არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა. პრეპარატის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა განხილულ იქნას ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კარსილი / CARSIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარსილი –   ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვებისას, კარსილი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სამედიცინო ჩვენებისას და იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პრეპარატის გამოყენების რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი