Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ლომექსი – რბილი კაფსულა / Lomex Soft Capsule ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლომექსი რბილი კაფსულა – უკუჩევენებები •  • 12 წლამდე ასაკი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

სიბერიანი – SIBERIAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სიბერიანი –  იმის გამო, რომ არ ჩატარებულა მაღალ კონტროლირებადი კლინიკური კვლევები პრეპარატის ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ, მისი გამოყენება აღნიშნულ პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დულოქსეტინი AAA-ფარმა 30მგ / Duloxetin AAA-Pharma 30mg ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დულოქსეტინი AAA-ფარმა 30მგ –  აცნობეთ ექიმს თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ხართ ორსულად, ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას. აცნობეთ ექიმს თუ თქვენ: – დულოქსეტინ ააა-ფარმათი მკურნალობის პერიოდში დაფეხმძიმდით ან გეგმავთ ორულობას. ასეთ შემთხვევაში დულოქსეტინ ააა-ფარმა უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ნაყოფს. დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმი და/ან გინეკოლოგი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ თქვენ გადიხართ მკურნალობას დულოქსეტინ ააა-ფარმათი. ორსულობის პერიოდში მსგავსი პრეპარატების მიღებამ შეიძლება ახალშობილს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას, როგორიცაა პირველადი ან მუდმივი პულმონალური ჰიპერტონია, რაც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: ახალშობილი სუნთქავს სწრაფად და აქვს ლურჯი ფერის კანი. სიმპტომები როგორც წესი ვლინდება დაბადებიდან პირველ 24 საათში. ასეთ შემთხვევაში მი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

სომნოლი / SOMNOL-AVERSI ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სომნოლი –  ზოპიკლონის მიღება ორსულებში დაუშვებელია (განსაკუთრებით ორსულობის I და III ტრიმესტრში). ორსულობის III ტრიმესტრში ზოპიკლონის მიღებამ, შესაძლოა ახალშობილებში გამოიწვიოს ჰიპოთერმია, ძილიანობა და სუნთქვის დათრგუნვა. ზოპიკლონი გადადის დედის რძეში, რის გამოც მისი გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ტექსამენი – TEKSAMEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტექსამენი –  არ არის საკმარისი მონაცემები ტენოქსიკამის გამოყენების შესახებ 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ქალმი / CALM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ქალმი –   პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ბიო დრეინი / BioDrain ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბიო დრეინი –  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება. სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ვენტოლინი / VENTOLIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვენტოლინი –   ორსულობა:  ორსულობისას პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.  მსოფლიო მარკეტინგული კვლევისას ვენტოლინით ნამკურნალები პაციენტების შთამომავლებში აღინიშნა კონგენიტალური ანომალიების (მაგ. მგლის ხახა და კიდურების დეფექტები) იშვიათი შემთხვევები. ზოგიერთი დედა ორსულობისას მრავალ პრეპარატს იღებდა.  იმის გამო რომ ვერ განირჩევა დეფექტების თანმიმდევრობით ნიმუში და კონგენიტალური ანომალიების ძირითადი სიხშირეა 2-3%, სალბუტამოლის გამოყენებასთან კავშირის დადგენა ვერ ხერხდება.  ლაქტაცია:  რადგანაც სალბუტამოლი სავარაუდოდ გამოიყოფა დედის რძეში, მეძუძურ ქალებში სალბუტამოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის სანამ შესაძლო სარგებელი არ გადაწონის პოტენციურ რისკს. უცნობია აქვს თუ არა რძეში გამოყოფილ სალბუტამოლს ახალშობილზე უარყოფითი მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ამოქსი–დენკ 1000 / Amoxi-Denk 1000 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ამოქსი–დენკ 1000 –  ორსულობა: ამოქსიცილინი კვეთს პლაცენტას. სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს ამოქსი-დენკ 1000 მიიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი შეაფასებს მკურნალობის მოსალოდნელ რისკს და სარგებელს. ადამიანებში ჩატარებული კვლევებიდან არ გამოვლენილა ჩანასახის ან ნაყოფის დაზიანების შემთხვევები. მხოლოდ ერთ ინდივიდუალურ შემთხვევაში ნაადრევი ამინორექსისის მქონე ქალებში ჩატარებული კვლევიდან მიღებულ იქნა შემდეგი მონაცემები: ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას პროფილაქტიკის მიზნით მიღების შედეგად, ახალშობილებში მოიმატა გარკვეული ნაწალვური ანთების (ნეკროზული ენტეროკოლიტის) განვითარების რისკი.  ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან ჩანასახის დაზიანების ნიშნები არ გამოვლენილა. ლაქტაციის პერიოდი: ამოქსიცილინი გადადის დედის რძეში. ბავშვს, რომელიც ღებულობს ასეთ რძეს, შესაძლებელია განუვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები, რაც იმას მიუთითებს, რომ საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა. ასევე გასათვალისწინებელია მგრძობელობის მომატების შესაძლებლობაც.  თუმცა ლაქტაციის პერიოდში ამოქსი-დენკი 1000 მიღება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც მკურნალი შეაჯერებს ამ წამლის მიღების პოტენციური უპირატესობასა და რისკს. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან შესაბამისი კონსულტირება. გამოყენება ბავშვებსა და ასაკოვან პაციენტებში ბავშვებში: საჭიროა ბავშვების დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინება. მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ფერის შეცვლა. ამის პრევენცია შესაძლებლია ორალური ჰიგიენის დაცვით.  ასაკოვანი პაციენტები: იზრდება გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ასაკოვან პაციენტებში (65 წელზე ზევით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ბეტაფერონი – BETAFERON 1b (INTERFERON BETA) ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბეტაფერონი –  ორსულობა: ბეტაფერონით მკურნალობის პერიოდში საჭიროა საიმედო კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენება. თუ იგეგმება ბავშვის გაჩენა, ეს საკითხი უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან. თუ ბეტაფერონით თერაპიის პერიოდში პაციენტი დარჩა ორსულად, მკურნალობა უნდა შეწყდეს. დღემდე გაურკვეველია შეუძლია თუ არა ბეტაფერონს ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან ნეგატიურად იმოქმედოს შვილოსნობის უნარზე, თუმცა კვლევების დროს დაფიქსირდა თვითნებური აბორტის შემთხვევები. ხოლო კვლევებმა ცხოველებზე აჩვენა, რომ ბეტაფერონში შემავალი აქტიური ნივთიერებები მავნე იყო ნაყოფისათვის და უფრო დიდი დოზებით იწვევდნენ თვითნებურ აბორტს. ლაქტაცია: არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ინტერფერონ ბეტა – 1б დედის რძით. თუ გავითვალისწინებთ ახალშობილებზე, რომლებიც იკვებებიან დეიდს რძით. ბეტაფერონის არასასურველი ზეგავლენის არსებობის ალბათობას, მეძუძურმა დედებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყდეს ძუძუთი კვება თუ მოიხსნას პრეპარატი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი