Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ორცერინი / Orcerin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ორცერინი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორცერინის მიღება რეკომენდირებული არაა. ბავშვები: დიაცერეინის დანიშვნა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება. ხანდაზმულები: დიაცერეინის ფარმაკოკინეტიკა იგივეა, როგორც მოზრდილებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ოქსალიპლატინი ებევე / Oxaliplatin Ebewe ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოქსალიპლატინი ებევე –  ორსულობა და ძუძუთი კვება მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან, ვიდრე დაიწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას. ოქსალიპლატინის მკურნალობის პერიოდში, თქვენ უნდა მოერიდოთ ორსულობას და მიიღოთ საიმედო კონტრაცეპტიული ზომები. თუ თქვენ გახდებით ორსულად მკურნალობის პერიოდში, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ. ოქსალიპლატინის მკურნალობის დროს და მისი დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა ჩაიტაროთ კონტრაცეპტიული ღონისძიებები ქალებმა 4 თვის, მამაკაცებმა 6 თვის მანძილზე თერაპიის დამთავრების შემდეგ. ოქსალიპლატინი იწვევს უნაყოფობას, რომელიც შეიძლება იყოს შეუქცევადი.  მამაკაცებს ურჩევენ არ გახდეს მამა მკურნალობის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 6 თვის მანიძლზე და მოახდინოს სპერმის კონსერვაცია თერაპიის დაწყებამდე. თქვენ არ უნდა იყოთ მეძუძური დედა  ოქსალიპლატინის მკურნალობის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ოქსაზეპამი – OXAZEPAM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოქსაზეპამი – უკუჩვენებები: * ორსულობა; * ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კარდივა / CARDIVA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარდივა – ორსულობა ორსულ ქალებში, კარვედილოლის მიღების ადექვატური კლინიკური გამოცდილება, არ არის. პრეპარატი კარდივა™ შეიძლება გამოყენებული იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მიღების სარგებელი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს აჭრბებს. ლაქტაცია მონაცემები, კარვედილოლის გამოყოფის შესახებ დედის რძესთან ერთად, არ არის. მეძუძურ დედებში საჭიროა შეფასდეს  შეფარდება რისკი/სარგებელი, პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კავინტონი / CAVINTON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კავინტონი – ორსულობა, ლაქტაცია. ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში წინააღმდეგნაჩვენებია (შესაბამისი კლინიკური კვლევების მონაცემების არარსებობის გამო).  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ვინპოცეტინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია. ორსულობა: ვინპოცეტინი გადის პლაცენტაში, მაგრამ პლაცენტასა და ნაყოფის სისხლში ვლინდება შედარებით დაბალი კონცენტრაციით, ვიდრე დედის სისხლში. ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიური ეფექტი არ აღნიშნულა. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ვინპოცეტინის მაღალი დოზების შეყვანას ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა პლაცენტარული სისხლდენა და აბორტი, უპირატესად პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის გაძლიერების შედეგად. ლაქტაცია: ვინპოცეტინი გამოიყოფა ქალის რძეში. კვლევებში მონიშნული ვინპოცეტინით ქალის რძის რადიოაქტიურობა იყო ათჯერ უფრო მაღალი, ვიდრე დედის სისხლში. 1 საათის განმავლობაში რძით გამოყოფილი რაოდენობა, შეადგენს პრეპარატის შეყვანილი დოზის 0,25 პროცენტს. რადგან ვინპოცეტინი გამოიყოფა დედის რძით, ხოლო ახალშობილის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არის, ძუძუთი კვების პერიოდში ვინპოცეტინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კარდირატი / Cardirat ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარდირატი –  კარდირატის მიღება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. კარვედილოლი და მისი მეტაბოლიტები გადადიან დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ანტისტენოკარდინი / ANTISTENOCARDIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ანტისტენოკარდინი –  მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ამარილი / AMARIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ამარილი –  პრეპარატი გამოყენებისათვის უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში, მოსალოდნელი ორსულობის ან დაორსულების შემთხვევაში საჭიროა ქალის გადაყვანა ინსულინით თერაპიაზე. ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ გლიმეპირიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ამარილის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში. ავადმყოფი უნდა გადავიდეს ინსულინზე ან შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ადპორტი 0.5მგ / ADPORT 0.5mg ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ადპორტი 0.5მგ – ორსულობა ლაქტაცია -თუ თქვენ უკვე ორსულად ხართ, ან გეგმავთ შესაძლო ორსულობას, აუცილებად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, სანამ მიიღებთ აღნიშნულ მედიკამენტებს. – ადპორტი აღწევს რძეში. ნუ მიიღებთ ადპორტს ლაქტაციის დროს. მგაზვრობა იმ შემთხვევაში, თუ იქნებით უსაფრთხო სიტუაციაში, მაშინ შეგიძლიათ მართოთ მანქანა, ან შეასრულოთ რთული სამუშაო. მედიკამენტებმა შესაძლებელია, გავლენა მოახდინონ თქვენზე რთული სამუშაოს შესრულების, ან მანქანის მართვის დროს. წაიკითხეთ პრეპარატის ინტრუქცია ყურადრებით. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. არასოდეს მართოთ მანქანა, თუკი გრძნობთ თავბრუსხვევას, ან თუ გეძინებათ ადპორტის მიღების დროს. ეს რეაქციები ძირითადად დამახასიათებელია მაშინ, როდესაც ადპორტს მიიღებთ ალკოჰოლთან ერთად.  ადპორტი შეიცავს ლაქტოზას. თუკი თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, რომ თქვენ მიდრეკილი ხართ შაქრიან დიაბეტისადმი, ამ შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, სანამ გადაწყვეტთ აღნიშნული მედიკამენტის მიღებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კალიუმ-ნორმინი / KALIUM-NORMIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კალიუმ-ნორმინი – უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი