Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ნონბლონი / NONBLON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნონბლონი –  დღეისათვის არ არის დამაჯერებელი კლინიკური საფუძველი ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებისთვის. ბეტა-ადრენობლოკატორები აქვეითებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა დაღუპვა და თვითნებური აბორტი ან ვადამდელი მშობიარობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ნეგატიური ეფექტების (ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) გამოვლინება ნაყოფში და ახალშობილში. არსებობს გართულებების აღმოცენების მომატებული რისკი ახალშობილებში გულის და ფილტვების მხრიდან, აქედან გამომდინარე, ნონბლონის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა, განსაკუთრებით კი ლიპოფილური სუბსტანციები აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ნონბლონის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის თაობაზე. ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პრეპარატის ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნოლპაზა / Nolpaza ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნოლპაზა – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ორსულობისას და ძუძუთი კვებისას შეიძლება გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის დადებითი ეფექტი აღემატება ნაყოფის და ბავშვის შესაძლო რისკს. დედის რძეში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნოლიპრელ არგინინი / NOLIPREL ARGININE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნოლიპრელ არგინინი –  ორსულობა თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას) თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი. როგორც წესი, ექიმი გირჩევთ ნოლიპრელი არგინინის მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე და ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. ნოლიპრელი არგინინის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. ლაქტაცია თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, თქვენ არ უნდა მიიღოთ ნოლიპრელი არგინინი. თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან გეგმავთ ამას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნოლაქსენი / Nolaxen ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნოლაქსენი – უკუჩვენებები: ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნოზიფოლ-დ / Nosifol-D ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნოზიფოლ-დ – ორსულობა და ასაკობრივი ზღვარი მიიღება ორსულობის დროს პირველივე ტრიმესტრიდან, 14 წლის ასაკიდან ზევით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნოვოკაინი / Novocain ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნოვოკაინი –  ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ახალშობილზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნოვინეტი / NOVINETTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნოვინეტი –  ორსულობა: ნოვინეტის ტაბლეტების დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა. თუ პრეპარატის მიღების ფონზე დადგა ორსულობა, საჭიროა სასწრაფოდ შეწყდეს პრეპარატის ნოვინეტი მიღება. ეპიდემიოლოგიურ კვლევებში დადგინდა, რომ თანდაყოლილი მანკების სიხშირე ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ პერორალურ კონტრაცეპციულ საშუალებებს ორსულობამდე, არ გაზრდილა და ორსული ქალის მიერ ორსულობის ადრეულ ვადაზე პერორალური კონტრაცეპციული საშუალებების მიღებისას ტერატოგენული ეფექტი არ გამოვლენილა. ლაქტაცია: იქიდან გამომდინარე, რომ პერორალურ კონტრაცეპციულ საშუალებებს შეუძლია ლაქტატის რაოდენობის შემცირება და მისი შემადგენლობის ცვლილება, გარდა ამისა, ლაქტატში გადასვლა, პრეპარატების მიღება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულიარ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნოვალანსი / NOVALANS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნოვალანსი –  თუ ორსულად ხართ, ბავშვი ძუძუზე გყავთ ან არსებობს შესაძლებლობა, რომ ორსულად იყოთ, პრეპარატისმიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნოდოლი კოლაგენი / No-Dol Collagene ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნოდოლი კოლაგენი – უკუჩვენებები: ორსულობა, ლაქტაცია, ასაკი სიფრთხილით ინიშნება რომელიმე ომპონენტის მიმართ აუტანლობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნიქსარი / Nixar ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნიქსარი – აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან შესაძლოა იყოთ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი