Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ინდაფონი რეტარდი – INDAFON RETARD ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ინდაფონი რეტარდი –  *ინდაფონ რეტარდის დანიშვნა ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, მათ შორის ფიზიოლოგიური შეშუპების მოსახსნელადაც. ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამდენად მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გლაუსანი / GLAUSAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლაუსანი –  ორსულობა ტრავოპროსტს აქვს მავნე ფარმაკოლოგიური ზემოქმედება ორსულობაზე და/ან ნაყოფზე/ახალშობილზე, ამიტომ გლაუსანის გამოყენება ორსულობის დროს დაუშვებელია. რეპროდუქციული პოტენციალის და ფერტილური ასაკის ქალებში გლაუსანი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იყენებენ კონტრაცეფციულ საშუალებებს.  ლაქტაცია არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ტრავოპროსტი დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტრავოპროსტი გამოიყოფა ლაქტატში. პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.  პრეპარატის ზეგავლენა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლებილი / FLEBILL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლებილი – ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: მონაცემები არ არსებობს. ჭარბი დოზირება: მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ არსებობს.  პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პრესტარიუმი / PRESTARIUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პრესტარიუმი –  თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.   ორსულობა თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან თუ გეგმავთ ორსულობას). როგორც წესი ექიმი გირჩევთ პრესტარიუმის® მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრესტარიუმის® მიღება ორსულობის ადრეულ ვადებზე რეკომენდებული არ არის. პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.    ლაქტაცია  თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. პრესრატიუმი® რეკომენდებული არ არის მეძუძური დედებისთვის. თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დეცეფინი / DECEFIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეცეფინი –  ცეფტრიქსონის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რიმანტადინ-გრინდექსი / RIMANTADINE-GRINDEKS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რიმანტადინ-გრინდექსი –  არ შეიძლება პრეპარატის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კლიმოდიენი – KLIMODIEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლიმოდიენი – უკუჩვენებები: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; * ორსულობა და ლაქტაცია; * უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან; * სარძევე ჯირკვლის დადგენილი ან სავარაუდო კიბო; * ჰორმონდამოკიდებული კიბოს წინა დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები ან ეჭვი მათზე; * ღვიძლის სიმსივნეები ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი); * ღვიძლის მძიმე დაავადებები; * ღრმა ვენების თრომბოზი გამწვავების სტადიაში, თრომბოემბოლიები ან უტყუარი ცნობები აღნიშნული დაავადებების შესახებ წარსულში; * მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლიქსოტიდი / FLIXOTIDE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლიქსოტიდი –  ფლუტიკაზონის ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა ორსულ ქალებში. არ არის საბოლოოდ დადგენილი ფლუტიკაზონის პროპიონატის ორსულ ადამიანებში გამოყენების უსაფრთხოების მხრივ. ცხოველებში რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა მხოლოდ ის ეფექტები, რომლებიც დამახასიათებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებისთვის სისტემური ექსპოზიციისას მათი გადაჭარბებისას, რაც ნანახია რეკომენდებული თერაპიული დოზების ინჰალაციისას. გენოტოქსიურობაზე ჩატარებულმა ტესტებმა მუტაგენური პოტენციალი არ გამოვლინდა. თუმცა, როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში ფლუტიკაზონის პროპიონატის ორსულობისას გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს. რძეში ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყოფა გამოკვლეული არ არის. როდესაც პლაზმაში გაზომვადი დონე გამოვლინდა ლაბორატორიულ ვირთაგვებში მისი კანქვეშა მიღების შემდეგ რძეში ფლუტიკაზონის პროპიონატი აღინიშნა. თუმცა, ფლუტიკაზონის პროპიონატის რეკომენდებული დოზის ინჰალაციის შემდეგ პაციენტების პლაზმაში პრეპარატის დონე დაბალია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კლონაზეპამი / CLONAZEPAM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლონაზეპამი –  პრეპარატის მიღება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა დედის მხრიდან არის მისი დანიშვნის აბსოლუტური ჩვენება, ხოლო სხვა უფრო უსაფრთხო ალტერნატიული პრეპარატის გამოყენება ვერ ხერხდება ან უკუნაჩვენებია. კლონაზეპამით მკურნალობისას აუცილებელია თავის შეკავება ძუძუთი კვებისაგან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კარუმ-სანოველი / Carum-Sanovel ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარუმ-სანოველი –  ორსულობის B კატეგორია ორსულებში პრეპარატის გამოყენების ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ ორსულებში კლოპიდოგრელის გამოყენება არა რეკომენდებულია. კლოპიდოგრელის გამოყოფა დედის რძეში არ არის შესწავლილი, შესაბამისად კლოპიდოგრელის მიღებისას უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი