ფლიქსოტიდი / FLIXOTIDE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლიქსოტიდი –  ფლუტიკაზონის ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა ორსულ ქალებში. არ არის საბოლოოდ დადგენილი ფლუტიკაზონის პროპიონატის ორსულ ადამიანებში გამოყენების უსაფრთხოების მხრივ. ცხოველებში რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა მხოლოდ ის ეფექტები, რომლებიც დამახასიათებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებისთვის სისტემური ექსპოზიციისას მათი გადაჭარბებისას, რაც ნანახია რეკომენდებული თერაპიული დოზების ინჰალაციისას. გენოტოქსიურობაზე ჩატარებულმა ტესტებმა მუტაგენური პოტენციალი არ გამოვლინდა. თუმცა, როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში ფლუტიკაზონის პროპიონატის ორსულობისას გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს. რძეში ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყოფა გამოკვლეული არ არის. როდესაც პლაზმაში გაზომვადი დონე გამოვლინდა ლაბორატორიულ ვირთაგვებში მისი კანქვეშა მიღების შემდეგ რძეში ფლუტიკაზონის პროპიონატი აღინიშნა. თუმცა, ფლუტიკაზონის პროპიონატის რეკომენდებული დოზის ინჰალაციის შემდეგ პაციენტების პლაზმაში პრეპარატის დონე დაბალია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი