Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

პანტაპი – PANTAP ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პანტაპი –  B კატეგორიის ორსულობა. ორსულ ქალებში არ ჩატარებულა ადექვატური ან კარგად კონტროლირებული კვლევები. ვინაიდან ცხოველთა რეპროდუქციული კვლევების შედეგები ყოველთვის არ არის რელევანტური ადამიანებისათვის, ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას. არ არის ცნობილი აღწევს თუ არა პანტოპრაზოლი დედის რძეში. ვინაიდან მედიკამენტთა უმეტესობა გამოიყოფა დედის რძეში, გადაწყვეტილება ლაქტაციის თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ მიღებულ უნდა იქნას დედისათვის პრეპარატით გამოწვეული სარგებლის გათვალისწინებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რაბეზოლი / Rabezol ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რაბეზოლი –  კატეგორია B ორსულებში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების კლინიკური მონაცემები გამოქვეყნებული არ არის. რაბეპრაზოლი ინიშნება მხოლოდ პრეპარატის გამოყენების აბსოლუტური ჩვენების არსებობისას.  დედის რძეში რაბეპრაზოლის ექსკრეციასთან დაკავშირებული კლინიკური მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ცნობილია რომ პრეპარატების უმრავლესობა ვლინდება დედის რძეში, და მეძუძურ ბავშვებში გვერდითი მოვლენების განვითარების პოტენციური რისკის არსებობისას, გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პრონორანი / PRONORAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პრონორანი –  ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. რელევანტური მონაცემების არარსებობის გამო ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლუანქსოლი / Fluanxol® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუანქსოლი – უკუჩვენებები: ორსულობა, ლაქტაცია,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

უროჰერბი / Uroherb ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უროჰერბი –  მიუხედავად იმისა რომ პრეპარატში შემავალი კომპონენტები უსაფრთხოა ორსულებისთვის, მისი გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის სასურველი. ხოლო ორსულობის მოგვიანებით ვადებზე, ასევე მეძუძურ დედებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

უროფოსი / Urofos ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უროფოსი – ორსულობა  მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ორსულობის დროს მედიკამენტის გამოყენების შესახებ. თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორუსლობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ. ლაქტაცია მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უცნობია, გადადის თუ არა ფოსფომიცინი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი გადადის დედის რძეში და რადგან უროფოსი წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ახალშობილებისთვის, უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის ან მედიკამენტის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი, ნაყოფისთვის სავარაუდო რისკისა და დედისთვის სარგებლის შეფასების გზით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გლიკლაზიდი MR –APO / GLIKLAZIDE-MR-APO ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლიკლაზიდი MR –APO –  გლიკლაზიდ MR – APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ორსულობის რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან დადასტურდა თქვენი ორსულობის ფაქტი, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, რათა მან დანიშნოს უფრო შესაფერისი მკურნალობა.   თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, თქვენ არ უნდა მიიღოთ გლიკლაზიდ MR – APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები. სხვა ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატზე გადასვლამდე საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პრესტანსი / PRESTANCE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პრესტანსი –  კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან სანამ დაიწყებთ ნებისმიერი პრეპარატის მიღებას.  ორსულობა  თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას)  თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი. როგორც წესი, ექიმი გირჩევთ პრესტანსის მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე და ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე.ის ასევე გირჩევთ პრესტანსის შეცვლას სხვა პრეპარატით, რადგანაც პრესტანსის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე რეკომენდებული არ არის, ხოლო მისმა მიღებამ ორსულობის მე-3 თვის შემდეგ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.  ლაქტაცია თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ან გეგმავთ ამას აცნობეთ თქვენს ექიმს. პრესტანსის დანიშნვა რეკომენდებული არ არის მეძუძურ დედებში. თქვენმა ექიმმა Dშეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, თუ თქვენ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლურაცედილი 5% / FRURACEDYL 5% ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლურაცედილი 5% –  იხ. პუნქტი `უკუჩვენებები~. 5-ფტორურაცილის მკურნალობის დროს ბავშვის კვება დედის რძით უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლუმექსი / Flumex ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუმექსი –  ორსულ ქალებში არ ჩატარებულა ადექვატური კონტროლირებული კლინიკური კვლევები. იმ დედების ახალშობილებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ კოკციდიომიკოზი და მკურნალობდნენ ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით (400-800მგ/დღეში) ≥3 თვის განმავლობაში აღინიშნა მრავლობითი კონგენიტალური ანომალიები. ფლუკონაზოლის გამოყენებას და ამ მოვლენებს შორის კავშირი გაურკვეველია. ცხოველების რეპროდუქციული კვლევები აჩვენებს ნაყოფის დაზიანებას დაკავშირებულს დედის ტოქსიურობასთან მხოლოდ პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, მაგრამ არ ვლინდება როდესაც პრეპარატი გამოიყენება 5-10მგ/კგ დოზით. ამ პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება მაინც შეზღუდული უნდა იყოს და მოხდეს მხოლოდ სერიოზული სოკოვანი ინფექციებისას როდესაც ექიმის აზრით პოტენციური სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ საფრთხეს (იხ. უკუჩვენებები). ფლუკონაზოლის დონე რძეში მსგავსია პლაზმური დონისა, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. უკუჩვენებები). ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი