Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ფლიქსონაზი / FLIXONASE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლიქსონაზი –  სხვა წამლების მსგავსად ფლუტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეის გამოყენება ორსულობის დროს მოითხოვს, რომ სარგებელი აღემატებოდეს შესაძლო რისკს, რომელიც დაკავშირებულია ამ წამალთან ან სხვა ალტერნატიულ თერაპიასთან. ორსულობის დროს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. ცხოველთა რეპროდუქციული კვლევებისას პოტენციური კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი ტიპიური გვერდითი ეფექტები აღინიშნება მედიკამენტის მხოლოდ მაღალი სისტემური აქტივობის დროს. პირდაპირი ინტრანაზალური შეყვანისას ადგილი აქვს მინიმალურ სისტემურ აქტივობას. ფლურტიკაზონის პროპიონატის ექსკრეცია ლაქტატში გამოკვლეული არ არის. როდესაც მოახდინეს ლაბორატორიულ ვირთაგვებში მედიკამენტის კანქვეშ შეყვანით გარკვეული პლაზმური დონის მიღწევა, მისი არსებობა ლაქტატში დადასტურდა. თუმცა, პლაზმური დონეები ფლუტიკაზონის პროპიონატის ინტრანაზალურად რეკომენდირებული დოზების შეყვანის შემდეგ, სავარაუდოდ, იქნება დაბალი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გინკოფარი – GINKOFAR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინკოფარი –  არ არის ცნობილი გინკგობილობის ექსტრაქტის უარყოფით ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილებში. ზოგადი სამედიცინო მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება გინკოფარის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

უროფლოქსი / UROFLOX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უროფლოქსი –  უროფლოქსის უსაფრთხოება არ არის დადგენილი, განსაკუთრებით კი არ გამორიცხავს განვითარებადი ორგანიზმის სახსრების ხრტილის დაზიანების ალბათობას. შესაბამისად უროფლოქსი არ უნდა დაინიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლეკოკლარი – LEKOKLAR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლეკოკლარი –  თუ პაციენტი არის ორსულად, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგან არ არის ცნობილი თუ რამდენად უსაფრთხოა ორსულობის დროს ლეკოკლარის ტაბლეტების გამოყენება. ლაქტაციის პერიოდი – მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგან არ არის ცნობილი თუ რამდენად უსაფრთხოა ლაქტაციის პერიოდში ლეკოკლარის ტაბლეტების გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იტასპორი ავერსი / ITASPOR-AVERSI ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იტასპორი ავერსი –  ორსულობის დროს იტასპორი-ავერსის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კონვურატი / CONVURAT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კონვურატი –  ორსულობის დროს კონვურატის გამოყენება ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. ორსულ ქალებში ანტიეპილეფსიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს მონოთერაპია რომელიმე ერთი პრეპარატით, ვინაიდან კომბინაციის შემთხვევაში იზრდება ნაყოფის განვითარების ანომალიების წარმოქმნის რისკი. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, კონვურატი ინიშნება მინიმალური დოზით. პრეპარატი გადადის დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ახალშობილს აღენიშნება გვერდითი მოვლენები (ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, აგზნებადობა, წონაში ცუდად მატება) საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გროპრინოსინი® / GROPRINOSIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გროპრინოსინი® –  ნაყოფის განვითარებასთან და ფერტილობასთან დაკავშირებით, კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის. არ არის რეკომენდებული გროპრინოსინი® სიროფის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან მისი უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რისებონი / RISEBON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რისებონი –  პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.  ორსულობა: არ მიიღოთ რისებონი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. ორსულ ქალებში რიზედრონატის ნატრიუმის გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესახებ ცნობილი არ არის.  ლაქტაცია: არ მიიღოთ რისებონი ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლევომაკი / Levomac ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლევომაკი – უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ფტორქინოლონების მიმართ. ეპილეფსია, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა და ლაქტაცია, ანამნეზში მყესების დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გინო-ტრავოგენი ოვულუმ – GYNO – TRAVOGEN OVULUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინო-ტრავოგენი ოვულუმ –  იზოკონაზოლის შემცველი პრეპარატების ორსულობის დროს გამოყენების გამოცდილებამ არ გამოავლინა მისი მავნე გავლენა ნაყოფზე. ძალიან მცირე აბსორბციისა (5%-ზე ნაკლები) და თერაპიის ხანმოკლე კურსის გამო, შეიძლება გამოირიცხოს ბავშვზე პრეპარატის მავნე ზემოქმედების ალბათობა ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი