Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ფეზამი – PHEZAM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფეზამი –  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

სეპტურა / SEPTURA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სეპტურა –   უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი მონაცემების არ არსებობის გამო, არ არის რეკომენდირებული პრეპარტის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.  განსაკუთრებული მითითებები ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიკური მოწყობილობების მოხმარება: პრეპარტის გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დოქსიპროქტი პლუსი – DOXIPROCT PLUS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დოქსიპროქტი პლუსი –  არ არის მონაცემები ორსულ ქალებში კალციუმის დობეზილატის პლაცენტაში შეღწევის შესახებ. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი და დექსამეტაზონის აცეტატი შეწოვის შემდეგ გადიან პლაცენტურ ბარიერს და ავლენენ სისტემურ მოქმედებას. დოქსიპროქტი ორსულობაში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში. კალციუმის დობეზილატი პერორალური დანიშვნის დროს გადადის დედის რძეში, მაგრამ არ არის ცნობილი რექტალური დანიშვნისას მისი ამ თვისების შესახებ. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი და დექსამეტაზონის აცეტატი რექტალური დანიშვნისას გადადიან დედის რძეში, რის გამოც სასურველია ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რელანიუმი – RELANIUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რელანიუმი –  * პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ალტერნატიული საშუალების გამოყენება არ არის შესაძლებელი ან წინააღმდეგნაჩვენებია. * ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. იმის გამო, რომ დიაზეპამი გამოიყოფა დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ციფლოქსინალი – CIFLOXINAL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ციფლოქსინალი – უკუჩვენებები:: * ორსულობა და ლაქტაცია; *

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ვაცენაკი / VACENAC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვაცენაკი –  ორსულობა: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ ვაცენაკი, თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას. ვაცენაკის მსგავსი პრეპარატების მიღება ასოცირებულია თანდაყოლილი ანომალიების/აბორტების მომატებულ რისკთან, ამიტომ რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ასეთ შემთხვევებშიც კი, გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური დოზა მინიმალური ვადით. ვაცენაკის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. რეპროდუქციული ასაკის პაციენტებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ვაცენაკის ტიპის პრეპარატები ასოცირებულია ჩასახვისუნარიანობის დაქვეითებასთან. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს ადგილი ჰქონდა მხოლოდ ერთხელ. ძუძუთი კვება: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ვაცენაკის მიღება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ანასტროზოლი დენკი / Anastrozol Denk ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ანასტროზოლი დენკი –   არ შეიძლება ანასტროზოლ დენკ 1-ის მიღება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ანასტროზოლ დენკ 1-ის მიღება და კონსულტაციისთვის მიემართოს მკურნალ ექიმს.    პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ჰელიქს პლიუსი / HELIX plus ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ჰელიქს პლიუსი – უკუჩვენებები:: ორსულობა, ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ტეგრეტოლი® – TEGRETOL® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტეგრეტოლი® –  ეპილეფსით დაავადებული ორსული ქალების ტეგრეტოლით მკურნალობა უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. ფერტილური ასაკის ქალებში ტეგრეტოლი შეძლებისამებრ გამოყენებულ უნდა იქნას მონოთერაპიის სახით, რადგანაც თანდაყოლილი ანომალიების სიხშირე ნაყოფში, ვისაც ჩაუტარდა მკურნალობა ანტიეპილეპტიკური საშუალებების კომბინაციით, უფრო მაღალია, ვიდრე იმათში, ვინც იღებდა თითოეულს ამ საშუალებებიდან მონოთერაპიის სახით. საჭიროა ტეგრეტოლის მინიმალური ეფექტური დოზის დანიშვნა. რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დონის რეგულარული კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ ქალს, რომელიც იღებდა ტეგრეტოლს. განუვითარდა ორსულობა. ან თუ საკითხი ტეგრეტოლის დანიშვნის შესახებ დადგა ორსულობის პერიოდში. აუცილებელია თერაპიის მოსალოდნელი უპირატესობის და მისი შესაძლო გართულებების გულდასმით შედარება, განსაკუთრებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ცნობილია, რომ ეპილეფსიით დაავადებული დედებისაგან შობილი ბავშვები, სხვებზე უფრო ხშირად მიდრეკილები არიან მუცლად ყოფნის დროს დარღვევებისაკენ, განვითარების ნაკლის ჩათვლით. იყო შეტყობინება იმის შესახებ, რომ კარბამაზეპინი, ისევე როგორც სხვა ანტილეფსიური საშუალებები ზრდის ამ დარღვევების წარმოქმნის რისკს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს საბოლოო დადასტურება. თუმცა, არსებობს თითო-ოროლა შეტყობინება თანდაყოლილი დაავადებების და განვითარების ნაკლის შემთხვევების შესახებ, ხერხემლის რკალების შეუხორცებლობის ჩათვლით (spina bifida), და ასევე განვითარების სხვა ანომალიები, როგორიცაა კრანიოფაციალური დეფექტები, კარდიოვასკულური მალფორმაციები, რომელიც აღმოაჩნდათ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ტეგრეტოლს პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია განვითარების  ნაკლის რისკის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ და უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაიაროს ანტენატალური დიაგნოსტიკა. ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვითარდება ფოლის მჟავას დეიფიციტი. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ანტიეპილეფსიური საშუალება აძლიერებს ამ დეფიციტსც. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თანდაყოლილი დეფექტის სიხშირის გაზრდას ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიეპილეფსიურ საშუალებას. ამიტომ ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია ფოლის მჟავას დამატებითი მიღება. ახალშობილთა შორის მომატებული სისხლდენის პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაში ქალებისათვის და ასევე ახალშობილებისათვის რეკომენდებულია ვიტამინ K დანიშვნა. კარბამაზეპინი აღწევს დედის რძეში. მასში კონცენტრაცია შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი დონის 25-60%-ს. ამიტომ საჭიროა ძუძუთი კვების უპირატესობის და შესაძლო არასასურველი შედეგების შედარება ტეგრეტოლით მკურნალობის პირობებში. დედებს, რომლებიც იღებენ ტეგრეტოლს, შეუძლიათ კვებონ თავისი შვილები ძუძუთი, მაგრამ იმ პირობით, რომ ბავშვზე იქნება დაკვირვება შესაძლო გვერდითი რეაქციების განვითარების მხრივ (მაგალითად გამოხატული ძილიანობა, კანის ალერგიული რეაქციები).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფერონატი® – FERRONAT® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფერონატი® –  არ არის დადასტურებული, რომ პრეპარატის გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდზე, შესაბამისად მისი გამოყენება დასაშვებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი