Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ბორტეზომიბი – ჰუმანითი / Bortezomib – Humanity ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბორტეზომიბი ჰუმანითი – ორსულობა და ლაქტაცია.  ორსულებში ბორტეზომიბით მკურნალობის შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ბორტეზომიბის ტერატოგენური თვისებები ბოლომდე არ გამოკვლეულა. წინკლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ზემოქმედება ვირთაგვების და ბოცვრების ემბრიონურ განვითარებაზე მაქსიმალური ასატანი დოზების გამოყენებისას. პრე- და პოსტნატალური განვითარების კვლევები ცხოველებში არ ჩატარებულა. ერთ-ერთი პარტნიორის მკურნალობის პერიოდში, შემდგომი 3 თვის განმავლობაში რეკომენდებულია საიმედო კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება. ყოველ შემთვევაში, ბორტეზემიბის ორსულობის დროს გამოყენებისას ან ორსულობის დადგენისას გამოყენების შემთვევაში, პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ ნაყოფზე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. უცნობია, გადადის თუ არა ბორტეზომიბი დედის რძეში, მაგრამ მწვავე გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში ბავშვებში, არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება მკურნალობის დროს. სამკურნალო საშუალების 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ენაპ-H – ENAP-H ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ენაპ-H –  პრეპარატი არ ინიშნება ორსულებში (განსაკუთრებით ორსულობის II და III ტრიმესტრში) და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

მებერიქსი პერორალური სუსპენზია / MEBERIX ORAL SUSPENSION ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

მებერიქსი პერორალური სუსპენზია –  ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, მებერიქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.  ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ჰემატინიკი / Haematinic ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ჰემატინიკი –  ჰემატინიკის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლორისტა / Lorista ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლორისტა –  მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კალიუმის ლოზარტანის ორსულ ქალებში გამოყენების გამოცდილება, ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას გამოვლინდა ნაყოფსა და ახალშობილებში დეფექტების განვითარების შესაძლებლობა. რისკი ნაყოფისათვის იზრდება ლოზარტანის ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში გამოყენებისას. ორსულობის დადგენისას თერაპია კალიუმის ლოზარტანით უნდა შეწყდეს რაც შეიძლება მალე.  უცნობია, გადადის თუ არა ლოზარტანი ადამიანის დედის რძეში, თუმცა ვირთხების რძეში აღმოჩნდა ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის მაღალი კონცენტრაციები. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში არასასურველი ეფექტების განვითარების რისკის გამო უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის ან ლოზარტანით თერაპიის შეწყვეტის შესახებ დედისათვის მისი მნიშვნელობისა და აუცილებლობის გათვალისწინებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფენობარბიტალი სოფარმა / PHENOBARBITAL SOPHARMA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფენობარბიტალი სოფარმა – ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ფერტილობა თუ თქვენ ხართ ორსულად, ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.  ფენობარბიტალი სოფარმას გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას ბუნებრივი კვება წყდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ცეპასმელი – CEPASMEL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ცეპასმელი –  პრეპარატის გამოყენება ორსულებში დასაშვებია. ლაქტაციის პერიოდში უშუალოდ ძუძუთი კვების დაწყებამდე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ტაუფონი – TAUFON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტაუფონი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ციტაჰექსალი / CitaHexal ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ციტაჰექსალი – ორსულობა და ძუძუთი კვება ორსულობა: შეძლებისდაგვარად არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს ციტაჰექსალის მიღება  გარდა ცალსახად აუცილებელი შემთხვევებისა, რისკებისა და მოსალოდნელი სარგებლის დეტალურად შეფასების შემდეგ. თუ ქალი მესამე ტრიმესტრში იღებდა ციტაჰექსალს, ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა. ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლო პერიოდში იღებდნენ სუშსი/ნსუში-ს, შეიძლება აღმოაჩნდეთ შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისსტრესი, ციანოზი, ქოშინი, კრუნჩხვები,  ტემპერატურა არასტაბილურობა, სირთულეები კვების დროს, გულისრევა, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნერვოზულობა, გაღიზიანება, ჩამორჩენილობა, განუწყვეტელი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. ხშირ შემთხვევაში გართულებები თავს იჩენს მაშინვე ან მშობიარობიდან მოკლე პერიოდში (24 საათზე ნაკლებ დროში). სუშსი-ს მიღებამ ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში შეიძლება გაზარდოს ახალშობილების პერსისტირებული ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარების რისკი. ფერტილურობა: ციტალოპრამს შეუძლია გავლენა იქონიოს სპერმის ხარისხზე. ზემოთხსენებული ეფექტი რევერსულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

საბ სიმპლექსი / SAB SIMPLEX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

საბ სიმპლექსი –   საბ® სიმპლექსის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი