Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით დოქსორუბიცინი ებევე-ის რა უკუჩვენებები აქვს?

დოქსორუბიცინი ებევეს  გამოყენების უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა დოქსორუბიცინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, აგრეთვე, სხვა ანტრაციკლინების და ანტრაცენდიონების მიმართ;   – ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. – ინტრავენურად შეყვანა წინააღმდეგნაჩვენებია: გამოხატული მიელოსუპრესიის (ნეიტროფილების რაოდენობა ნაკლები 1500 უჯრედზე/მმ3), გამოხატული ღვიძლის უკმარისობის, მძიმე გულის უკმარისობის და არითმიების, ახლახან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, ზღვრული ჯამური დოზებით სხვა ანტრაციკლინებით და ანტრაცენდიონებით წინმსწრების თერაპიის, მწვავე ვირუსული ინფექციების (მათ შორის, ჩუთყვავილას, სარტყლისებრი ლიქენის) დროს. – შარდის ბუშტში შეყვანა წინააღმდეგნაჩვენებია: ინვაზიური სიმსივნეების დროს  შარდის ბუშტის კედელში ჩაზრდით, საშარდე გზების ინფექციების, შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებების დროს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ვიადერმი კანის-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ვიადერმის უკუჩვენებებია: არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ექინაციას რა უკუჩვენებები აქვს?

ექინაციას უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით დიფლაზონს რა უკუჩვენებები აქვს?

დიფლაზონის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან აზოლის ნაერთების მსგავსი სტრუქტურებისადმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით დოლომინს რა უკუჩვენებები აქვს?

დოლომინის უკუჩვენებებია:: – ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ; – ბრონქული ასთმის სრული ან არასრული გამოვლინება,  ცხვირის და პარანაზალური სინუსების მორეციდივე  პოლიპოზი და აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვ. აასპ-ის აუტანლობა (მ.შ. ანამნეზში); – ჭინჭრის ციება, რინიტი, გამოწვეული აასპ-ის მიღებით (ანამნეზში); – პირაზოლონური რიგის სამკურნალო საშუალებების აუტანლობა; – ჰიპოვოლემია (მისი გამომწვევი მიზეზზე დამოუკიდებლად); – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები, გამწვავების სტადიაში; – ჰიპოკოაგულაცია (მ.შ. ჰემოფილია); – სისხლდენები და მათი განვითარების მაღალი რისკი; – თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/სთ-ზე ნაკლები); – ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის მწვავე დაავადებები; – აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომი მდგომარეობა; – დადასტურებული ჰიპერკალიემია; – ნაწლავების ანთებითი დაავადებები; – ორსულობა (III ტრიმესტრი); – მშობიარობის პერიოდი, ლაქტაციის პერიოდი; – 16 წლამდე ბავშვთა ასაკი (გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის). თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა კეტოროლაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.  სიფრთხილით: ბრონქული ასთმა, ფაქტორების არსებობა რომლებიც ზრდიან ტოქსიკურობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) მიმართ: ალკოჰოლიზმი და ქოლეცისტიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, შეშუპების სინდრომი; არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი, სეფსისი, ერთდროული მიღება სხვა აასპ-თან, ხანდაზმული ასაკი (65 წელზე ზევით), ორსულობა (I-II ტრიმესტრი). გულის იშემიური დაავადება, ცერებროვასკულარული დაავადებები, დისლიპედიმია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/სთ. ანემიური მონაცემები კნტ-ს წყლულოვანი განვითარების შესახებ, Helicobacter pylori ინფექციის დადასტურებული ფაქტი, აასპ-ს ხანგრძლივი გამოყენება, მძიმე სომატური დაავადებები, თანმხლები თერაპია შემდეგი პრეპარატებით: –         ანტიკოაგულანტები (მ.შ. ვარფარინი); –         ანტიაგრეგანტები (მ.შ. აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი); –         სეროტინინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მ.შ. ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი); –         გლუკოკორტიკოსტეროიდები (მ.შ. პრედნიზოლონი). კნტ-ს მხრივ არასასურველი მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად საჭიროა გამოიყენოს მინიმალური ეფექტური დოზა მაქსიმალურად შესაძლო მოკლე  კურსით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ვიაგრას რა უკუჩვენებები აქვს?

ვიაგრას უკუჩვენებებია: პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, ამიტომ, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც მუდმივად ან გარკვეული ინტერვალებით ღებულობენ აზოტის ოქსიდის დონატორებს, ორგანულ ნიტრატებს ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებს (იხ. “ურთიერთქმედება”). სიფრთხილით: სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაცია (მათ შორის, ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება), დაავადებები, რომლებიც განაწყობს პრიაპიზმისკენ (როგორიცაა ნამგლისებრ-უჯრედებიანი ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკოზი, თრომბოციტემია), სისხლდენით მიმდინარე დაავადებები, წყლულოვანი დაავადების გამწვავება, მემკვიდრეობითი პიგმენტური რეტინიტი, გულის უკმარისობა, არასტაბილური სტენოკარდია, ბოლო 6 თვეში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევა > 170/100 მმ ვცწყ. სვეტი), ან ჰიპოტონია (არტერიული წნევა < 90/50 მმ ვცწყ. სვეტი). 18 წლამდე ასაკი რეგისტრირებული ჩვენებით პრეპარატი არ არის გამოსაყენებლად გამიზნული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ვისკენს რა უკუჩვენებები აქვს?

ვისკენის უკუჩვენებებია: *მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; *გულის გამოხატული უკმარისობა, სინუსური ბრადიკარდია (50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში); * AV-ბლოკადა; *ფილტვიმსიერი ჰიპერტენზიით გამოწვეული მარჯვენა პარკუჭის *უკმარისობა; მეტაბოლური აციდოზი; *ეთილის ეთერის და ქლოროფორმის ნარკოზი; *ბრონქოსპაზმით მიმდინარე რესპირატორული დაავადებები; *ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. *არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით უნდევიტს რა უკუჩვენებები აქვს?

უნდევიტის უკუჩვენებებია::: * ინდივიდუალური აუტანლობა. * პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანების, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით დიპროსალიკს რა უკუჩვენებები აქვს?

დიპროსალიკის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რაიმე კომპონენტის მიმართ. ბაქტერიული (მათ შორის, ტუბერკულოზი და სიფილისი), ვირუსული, სოკოვანი ინფექციები და კანის პარაზიტული ინვაზიები, მაშინაც კი, როცა არის ანთებითი კომპონენტი, კანის  პოსტვაქცინური რეაქციები, კანის წყლულოვანი დაზიანებანი, აკნე, როზაცეა და პერიორალური დერმატიტი, გამოყენება ოფთალმოლოგიაში და თვალების სიახლოვეს, სასქესო ორგანოების არეში, გამოყენება ლორწოვან გარსებზე, პერიანალური და გენიტალური.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ვენლაქსორს რა უკუჩვენებები აქვს?

ვენლაქსორის უკუჩვენებებია: – ვენლაფაქსინის და/ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. – მაო –ს (მონოამინოქსიდაზა) ინგიბიტორებთან ერთდროული მიღება (სხვა ჯგუფის პრეპარატებია დეპრესიის სამკურნალოდ). იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია მაო-ს ინჰიბიტორის შეცვლა ვენლაქსორით, უნდა იქნას შეწყვეტილი მაო-ს ინჰიბიტორის მიღება, სულ ცოტა, 2 კვირით ადრე ვენლაქსორით მკურნალობის დაწყებამდე; და პირიქით, მაო-ს ინჰიბიტორის გამოყენებამდე 1 კვირით ადრე უნდა შეწყდეს ვენლაქსორით მკურნალობა.  – მძიმე ვენტრიკულური არითმიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგალითად, გულის მარცხენა პარკუჭის მნიშველოვანი დისფუქნციით, III-IV ფუნქციონალური კლასი NYHA-ს მიხედვით) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზის მქონე პაციენტებში.  – ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა. – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. – 18 წლამდე ასაკი.  თუ თქვენ გაგაჩნიათ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ან მდგომარეობებიდან რომელიმე, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები