Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ამიოდარონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამიოდარონის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, ბრადიკარდია, შეფერხება ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაში, კანზე ალერგიული რეაქციები, უვეიტი, ფოტოსენსიბილიზაცია; ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. იშვიათად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაში გადახრები შეიძლება გამოვლინდეს (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი); მოსალოდნელია აგრეთვე პერიფერიული ნეიროპათიები, პნევმონიტი, ალვეოლიტი, კანის პიგმენტაცია, რქოვანაში მოყვითალო ცხიმოვანი გროვების გაჩენა, დარღვევები ღვიძლის ფუნქციებში. პარენტერალური მიღების შემთხვევაში (ვენაში შეყვანა) მოსალოდნელია აგრეთვე სიმხურვალის შეგრძნება, ოფლიანობა, არტერიული ჰიპოტენზია, არითმოგენური ეფექტი, ბრონქოსპაზმი, აპნოე (მძიმე სუნთქვითი უკმარისობის პირობებში), ქალასშიდა წნევის მატება; ადგილობრივად – ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლორანექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორანექსის გვერდითი მოვლენებია: დესლორატადინის კლინიკური მნიშვნელობის გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. შესაძლებელია: დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი. ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

 

იცით ოქსაზეპამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქსაზეპამის გვერდითი მოვლენებია: გადაღლილობის გარდამავალი შეგრძნება, საერთო სისუსტე, ძილიანობა, შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება: ფსიქომოტრული აგზნება, მოუსვენრობა, ზოგჯერ მეხსიერების დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამპიბაქტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამპიბაქტის გვერდითი მოვლენებია: ამპიბაქტი, როგორც წესი, კარგად აიტანება. გამოვლენილია აღნიშნული გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი კუნთში ინექციის ადგილზე – 16% ტკივილი ვენაში ინექციის ადგილზე – 3% თრომბოფლებიტი – 3% სისტემური რეაქციები: ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენა იყო – პაციენტების 3%-ში დიარეა და პაციენტების 2%-ზე ნაკლებ შემთხვევაში გამონაყარი. დამატებითი სისტემური გვერდითი მოვლენები აღწერილი იყო პაციენტების 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ქავილი, გულისრევა, ღებინება, კანდიდოზი, დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, მეტეორიზმი, მუცლის შებერვა, გლოსიტი, შარდის შეკავება, დიზურია, შეშუპება, სახის შეშუპება, ერითემა, გამონაყარი, შებოჭვის შეგრძნება ყელის არეში, ტკივილი მკერდის ძვლის არეში, ცხვირიდან სისხლდენა და სხვა ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა. პედიატრიულ პაციენტებში: უსაფრთხოების არსებული მონაცემებით ბავშვებში გამოვლენილია იგივე სახის გვერდითი მოვლენები, როგორც მოზრდილ პაციენტებში. დამატებითი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში პაციენტებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ხიმკოლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ხიმკოლინის გვერდითი მოვლენებია: კანის ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოდიგრელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოდიგრელის გვერდითი მოვლენებია: ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ლოდიგრელმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება, თუმცა ისინი არ ვლინდებიან ყველა პაციენტში. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: – ცხელება, ინფექციის ან უჩვეულო გადაღლის ნიშნები, რაც შეიძლება იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის იშვიათი შემცირების შედეგი; – ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები, მაგალითად, კანქვეშა სისხლჩაქცევებით (წვრილი წითელი წერტილების სახით) და/ან დაბინდული გონებით მიმდინარე ან მათ გარეშე მიმდინარე კანის და/ან სკლერის გაყვითლება (სიყვითლე) (იხ. ნაწ.,,პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს’’). – პირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცვლილებები კანის მხრიდან, მაგალითად, გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკების განვითარება კანზე; ეს ასევე შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები. პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი არის სისხლდენა (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში). სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს კუჭიდან ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სახით, სილურჯეების განვითარებით, ჰემატომით (ჩვეულებრივ სისხლჩაქცევა ან კანქვეშა სილურჯე), სისხლდენა ცხვირიდან, შარდში სისხლის გაჩენით. იშვიათ შემთხვევაში აღწერილია სისხლჩაქცევა თვალში, ქალაშიდა სისხლჩაქცევა, სისხლდენა ფილტვში ან სახსრების მიმდებარე არეში. თუ პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას წარმოგექმნათ ხანგრძლივი სისხლდენა ჭრილობის ან დაზიანების არსებობისას სისხლის შესაჩერებლად საჭიროა უფრო ხანგრძლივი დრო, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს დაკავშირებულია თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ჩვეულებრივ, უმნიშვნელო ჭრილობის ან დაზიანების დროს, მაგალითად, პარსვის დროს, ეს არ წარმოადგენს საშიშროებას. თუმცა, თუ თქვენ გაღელვებთ სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხ ნაწ.,,პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს’’). პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას განვითარებული სხვა გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ. ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): დიარეა, მუცლის ტკივილი, მოუნელებლობა, გულძმარვა. არახშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, კუჭში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების დაგროვება, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, შეხების გრძნობის შეცვლა. იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში): სისტემური თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიყვითლე, ზურგის ტკივილით ან მის გარეშე მიმდინარე მუცლის ძლიერი ტკივილი, ცხელება, ზოგჯერ, ხველებით მიმდინარე სუნთქვის გართულება, ზოგადი ალერგიული რეაქციები, პირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, კანზე ბუშტების განვითარება, ალერგია კანის მხრიდან, პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), არტერიული წნევის დაწევა, არეული გონება, ჰალუცინაციები, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, გემოვნების შეგრძნების დარღვევა. გარდა ამისა, ანალიზების შედეგების მიხედვით, ექიმმა შეიძლება გამოავლინოს ცვლილებები სისხლში და შარდში. მძიმე გვერდითი ეფექტების ან ისეთი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფორტუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფორტუმის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი   ეფექტები: მსხვილმასშტაბიანი კლინიკური კვლევების (შიდა და გამოქვეყნებული) მონაცემები იქნა გამოყენებული გვერდითი ეფექტების სიხშირის “ძალიან ხშირი” და “ხანდახან” განსაზღვრისთვის. გამოვლინებების სიხშირე, რომლებიც მიეკუთვნება ყველა სხვა გვერდით ეფეფქტების, ძირითადად, განისაძღვრა პოსტ-მარკეტინგული მონაცამების გამოყენებით, რაც უმთავრესად დაფუნებული იყო მათ დათვლაზე, ვიდრე გამოვლინების სიხშირეზე. სიხშირის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა შემდეგი კატეგორიები: ძალიან ხშირი: >1/10  ხშირი: >1/100<1/10  ხანდახან: >1/1000<1/100  იშვიათად: >1/10000 <1/1000  ძალიან იშვიათად: <1/10000  ინფექციები და ინვაზიები: ხანდახან: კანდიდოზი (მათ შორის ვაგინოზი და პირის ღრუს რძიანა)  სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადბები  ხშირი: ეოზინოფილია და თრომბოციტოზი  ხანდახან: ლეიკოპენია, ნეიტროპენია და თრომბიციტოპენია.  ძალიან იშვიათად: ლიმფოიტოზი, ჰემოლიზური ანემია და აგრანულოციტოზი.  იმუნური სისიტემის მხრივ: ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია (მათ შორის ბრონქოსპაზმი ან/და ჰიპოტონია)  ნერვული სისიუტემის მხრივ: ხანდახან: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათად: პერესეთეზია. აღწერილია ნევროლოგიური გართულებები, მათ შორის ტრემორი, მიოკლონიები, კრუნჩხვები, ენცეფალოპათია და კომა პაციენტებში თირკმლის უკმარისბით, რომლებშიც ფორტუმის™ დოზა, გამოყენებისას არ იქნა შემცირებული შესაბამისი წესით.  სისხლძარღვოვანი დარღვევები: ხშირი: ფლებიტი ან/და თრომბოფლებიტი ინტრავენური შეყვანსიას.  გასტროინტესტინური დარღვევეი: ხშირი: დიარეა  ხანდახან: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში და კოლიტი.  ძალიან იშვიათად: გემოვნების დაკარგვა. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად კოლიტი შესაძლოა ასოცირებული იყოს კლოსტრიდიუმ დიფიცილეს არსებობასთან ან გამოვლინდეს ფსევდომემბრანული კოლიტის სახით. (იხილეთ განსაკუთრებული მითითებები)  ჰეპატობილიარული დარღვევები: ხშირი: ღვიძლის ერი ან რამდნეიმე ფერმენტის და ტუტე-ფოსფატაზის ტრანზიტორული აწევა: ალტ (SGPT), ასტ (SOGT), ლდგ (LDG), გგტ (GGT).  ძალიან იშვიათად: სიყვითლე.  კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ;  ხშირი: მაკულოპაპულური გამოაყარი ან ჭინჭრის ციება.  ხანდახან: ქავილი.  ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შოკი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.  ზოგადი და ადგილობრივი რეაქციები: ხშირი: ტკივილი ან/და ანთება ინექციის ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ.  ხანდახან: ცხელება.  კვლევები: ხშირად: კუმბსის დადებითი ტესტი.  ხანდახან: ისევე როგორც სხვა ცეფალოსპირინების შემთხვევაში აღინიშნა სისხლის შარდოვანას, სიხილის შარდოვანას აზოტის ან/და სისიხლის შრატის კრეატინინის დონეების ტრანზიტორული აწევა.  კუმბსის დადებითი ტესტი ვითრადება პაციენტების დაახლოებით 5%-ში და შეილება ზეგავლენა მაოხდინოს სისხლის თავსებადობის სინჯზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

 

იცით ლორაფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორაფენის გვერდითი მოვლენებია: ლორაზეპამის გამოყენების შედეგად ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების მოშლა და დეზორიენტაცია, ატაქსია. ეს სიმპტომები უფრო მეტად ხანდაზმულ პაციენტებში ვლინდება, შესაბამისად დოზის შემცირება ამ ჯგუფის პაციენტებში მნიშვნელოვნად ამცირებს გვეერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირეს. იშვიათად შეინიშნება: ზოგადი სისუსტე, ზოგჯერ გონების დაკარგვა, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა (არაზუსტი მხედველობა, დიპლოპია), დიზართრია, ამნეზია, კუნთების ტრემორი, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობები, ლიბიდოს დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მოშლა თანმდევი სიყვითლით, სისხლის მორფოლოგიური სურათის ცვლილება: ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში) და აგრანულოციტოზი (გრანულოციტების არ არსებობა სისხლში), შარდის შეუკავებლობა, კანის ალერგიული რეაქციები (ერითემა), პარადოქსალური რეაქციები _ ფსიქომოტორული შფოთვა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა და აგრესიულობა, კრუნჩხვები. პარადოქსალური რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ ხანდაზმულ პაციენტებში და ფსიქიურად დაავადებულებში. პრეპარატის სისტემატურმა გამოყენებამ მრავალი კვირის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიერი დამოკიდებულება, ასევე აბსტინენციის სინდრომი ლორაზეპამის მიღების მკვეთრად შეწყვეტის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით IVF-M ინექცია 75IU, 150 IU-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

IVF-M ინექციის 75IU, 150 IU  გვერდითი მოვლენებია: 1. ქალებში: ადგილობრივი რეაქცია ინექციის ადგილას, სიცხე, ართრალგია შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათ შემთხვევებში. 2. მამაკაცებში: IVF-M-ით და IVF-C-ით კომბინირებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს გინეკომასტია. 3. სისხლმიმოქცევის სისტემა: შესაძლებელია ცერებრული თრომბოზის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მანტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მანტის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები; – გვერდითი მოვლენები იშვიათია ფაღარათის ან ყაბზობის სახით. – თირკმელების ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია ჰიპერმაგნიემიის განვითარება ან ალუმინის აბსორბციის გაზრდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები