Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით როსტალეპტი-როტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როსტალეპტი-როტას გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემისა (ცნს) და გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა ან ძილიანობა, მომატებული აგზნებადობა, დაღლილობა, ყურადღების დარღვევა, მოუსვენრობა, შფოთვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (რიგიდობა, ჰიპოკინეზია, ჰიპერსალივაცია, აკატიზია, მწვავე დისტონია), გვიანი დისკინეზია, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, თერმორეგულაციის დარღვევა, კრუნჩხვები, ინსულტი (მიდრეკილების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ბუნდოვანი მხედველობა.  გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, რეფლექტორული ტაქიკარდია, ნეიტრო – და თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენური პურპურა.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, ტკივილები მუცლის არეში, შეკრულობა. ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: დისმენორეა, ამენორეა, იმპოტენცია, ერექციის და ეიაკულაციის დარღვევები, ანორგაზმია, ლიბიდოს დაქვეითება, პრიაპიზმი, პოლიურია, შარდის შეუკავებლობა, შეშუპებები.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.  სხვა: რინიტი, გალაქტორეა, გინეკომასტია, სხეულის მასის მომატება, ჰიპერვოლემია (პოლიდიფსიის ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომის შედეგად), ჰიპერგლიკემია (შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალციუმი +ვიტამინი D3 ვიტრუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალციუმი +ვიტამინი D3 ვიტრუმის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი). პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლსა და შარდში კალციუმის შემცველობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ინდომეტაცინი (ტაბლეტი, მალამი)ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინდომეტაცინის (ტაბლეტი, მალამი) გვერდითი მოვლენებია: : •    კუჭ-ნაწლავის ტრაქტი – ღებინება გულისრევით ან მის გარეშე, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, სისხლჩაქცევები, წყლული, ღვიძლის დაზიანება; •    ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ექსფოლიატური დერმატიტი, მწვავე ანაფილაქტიური რეაქციები, ასთმური შეტევა; •    ცენტრალური ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, პარკინსონიზმი; •    ფსიქიკის მხრივ დარღვევები – არსებული ეპილეფსიის გაუარესება, დეპრესია; •    გრძნობის ორგანოები – შუილი და გუგუნი ყურებში, დაგროვება რქოვანაში და რეტინის დაზიანება (მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება); •    საშარდე სისტემა – თირკმელების დაზიანება, სითხის შეკავება; •    სისხლი – ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, თავის ტვინის ჰიპო – ან აპლაზია; •    მეტაბოლიზმის დარღვევები – ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერკალიემია. მალამო 10%: – გვერდითი   ეფექტები:პრეპარატის ამტანობა ჩვეულებრივ კარგია. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების გამოვლინება კანის მხრივ – ქავილი, ერითემა, გამონაყარი კანზე, წვის შეგრძნება გამოყენების ადგილას. თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენები ან უჩვეულო რეაქციები, გთხოვთ, შეუთანხმდით თქვენს ექიმს შემდგომი მკურნალობის შესახებ!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მანინილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მანინილის გვერდითი მოვლენებია: საკვების გამოტოვების, ჭარბი დოზის მიღების, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ასევე ალკოჰოლის ინტენსიური გამოყენების დროს შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის არასასურველი დაწევა (ჰიპოგლიკემია). ყველაზე ხშირად ეს ვლინდება ძლიერი შიმშილის გრძნობის, ჭარბი ოფლიანობის, სხეულში კანკალის შეგრძნების, გულის ფრიალის, აგზნებულობის, დეპრესიული ხასიათის, თავის ტკივილისა და ძილის დარღვევის სახით. უმეტეს შემთხვევაში ამის აღმოფხვრა შესაძლებელია გლუკოზის, შაქრის ან შაქრით გამდიდრებული საკვების სწრაფად მიღებით.ზოგჯერ აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რომლებსაც ახლავს ღებინება და გულისრევა. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა მზის ძლიერი გამოსხივებისას და უი-ნათურების მიმართ (ეგრედწოდებული ფოტომგრძნობელობა). დარღვევები სისხლმბადი სისტემის მხრივ (თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ერითროციტოპენია) და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, სხეულის მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი) ძალიან იშვიათია. განსაკუთრებული მითითებები: ამ პრეპარატით ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის მკურნალობის ჩატარება საჭიროებს ექიმის მიერ რეგულარულ კონტროლს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მალტოფერი ფოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მალტოფერი ფოლის გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: საშუალოდ შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის გართულებები, ღებინება და გულისრევა ან თავის ტკივილები.  ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ასთმა, ჭინჭრის ცხელება), ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). ხშირად ვლინდება განავლის ფერის ცვლილება, რაც გამოწვეულია რკინის გამოყოფის შედეგად. იშვიათად აღინიშნა შარდის მუქად შეფერვა. კბილების მოსალოდნელი შეფერილობა უმნიშვნელო მოვლენაა და რევერსულია. ეს გვერდითი ეფექტები უმეტესად ვლინდება სუსტად და ქრება მკურნალობის შემდეგ. თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოზეილინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოზეილინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ადგილობრივი რეაქციები: ცრემლდენა, ხანგრძლივი გამოყენებისას – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. სისტემური რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალერგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალერგინის გვერდითი მოვლენებია: არ იწვევს ძილიანობას, არ მოქმედებს მოძრაობის კოორდინაციაზე და მეხსიერებაზე, არ ახასიათებს შეჩვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აპიკორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპიკორის გვერდითი მოვლენებია: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როლინოზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როლინოზის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები: იშვიათად ვითარდება და ახასიათებს გარდამავალი ხასიათი. საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები. ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს)-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, აგზნება, შაკიკი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამლოზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლოზის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნება, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტაქიკარდია, ჰიპერემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები