Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით მაჟეზიკი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაჟეზიკი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი გაღიზიანება. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არსოჯილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არსოჯილის გვერდითი მოვლენებია: ალერგიულირეაქციები: შესაძლებელიაქავილი, ჭინჭრისციება, კანისჰიპერემია, ერითემა, ანგიონევროზულიშეშუპება, რინიტი, კონიუნქტივიტი; იშვიათად – ცხელება, ართრალგია, ეოზინოფილია, ექსფოლიატურიდერმატიტი, პოლიფორმულიექსუდაციურიერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; შრატისმიერიდაავადებისმსგავსირეაქციები; ერთეულშემთვევებში – ანაფილაქსიურიშოკი; საჭმლისმომნელებელისისტემისმხრივ: დისბაქტერიოზი, გემოვნებისცვლილება, ღებინება, გულისრევა, დიარეა, სტომატიტი, გლოსიტი, ღვიძლისფუნქციისდარღვევა, ღვიძლისტრანსამინაზებისაქტივობისზომიერიმომატება, ფსევდომემბრანულიენტეროკოლიტი; ცენტრალურიდაპერიფერიულინერვულისისტემისმხრივ: აგზნება, შფოთვა, უძილობა, ატაქსია, ცნობიერებისდაბინდვა, ქცევისცვლილება, დეპრესია, პერიფერიულინევროპათია, თავისტკივილი, თავბრუ, კრუნჩხვითირეაქციები; ლაბორატორიულიმაჩვენებლები: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია; სხვა: სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ინტერსტიციულინეფრიტი, ბაქტერიოლიზისრეაქცია (იარიშ-ჰერქსჰაიმერისრეაქცია), საშოსკანდიდოზი, სუპერინფექცია (განსაკუთრებითქრონიკულიდაავადებებისანორგანიზმისდაბალირეზისტენტობისმქონეპაციენტები). იმშემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნასოალდოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნასოალდო გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები: ყველა მედიკამენტის მსგავსად  ნასოალდოსაც  შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.ნასოალდოს  გამოყენების შემდეგ დაუყოვნებელი (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს. ეს რეაქციები შეიძლებაიყოს  სახიფათო. თქვენ უნდა შეწყვიტოთ  ნასოალდოთი მკურნალობა და მიმართოთ სამედიცინო დახმარების ცენტრს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას. – სახის, ყელის და ენის შეშუპება – ყლაპვის სირთულე – ჭინჭრის ციება – დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა. თუ ნაზალური კორტიკოსტეროიდების გამოიყენება ხდება დიდი დოზებით და დიდი ხნის განმავლობაში  შეიძლება მოხდეს გვერდითი ეფექტების გამოწვევა რადგან აბსორბირდებიან  ორგანიზმში. სხვა გვერდითი მოვლენები: ადამიანთა უმეტესობას  არ გააჩნია არ აღენიშნებათ ნაზალური სპრეის გამოყენების შემდეგ გვერდითი მოვლენები,თუმცა მომეტაზონის ფუროატის ან სხვა კორტიკოსტეროიდების ნაზალური სპრეების  მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს: ხშირი გვერდითი ეფექტები  ვლინდება 10 დან 1 პაციენტში: – თავის ტკივილი -ცემინება ძალიან ხშირად ცხვირიდან სისხლდენა (ვლინდება 10 დან 1 ზე მეტ  პაციენტში) ადამიანებს რომლებთაც აწუხებთ ნაზალური პოლიპები და მომეტაზონის ფუროატს მოიხმარენ 2  შესხურებას 2 ჯერ დღეში თითო ნესტოში. ასევე დამახასიათებელია: ცხვირისა და ყელის ტკივილი. ცხვირის წყლული. რესპირატორული ინფექციები. სავარაუდო გვერდითი მოვლენები: მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა)  ან კატარაქტა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევები. ცხვირის ძგიდის დაზიანება გემოსა და სუნის ცვლილება ქოშინი და დაღლილობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აპიდრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპიდრას გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, აპიდრასაც შეიძლება თან ახლდეს არასასურველი ეფექტები. გლიკემიის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია გონების დაკარგვა. ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული დაზიანება.  მხედველობის ფუნქციის მოშლა გლიკემიის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ (შემცირებამ ან მომატებამ) შესაძლებელია გამოიწვიოს  მხედველობის ფუნქციის დროებითი მოშლა. თუ პაციენტს აქვს ბადურის პროლიფერაცია (გაზრდით გაყოფა), მაშინ ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაკარგვა.  კანის მხრივ არასასურველი ეფექტები და ალერგიული რეაქციები თუ კანის ერთსა და იმავე ადგილას ხშირად შეჰყავთ ინსულინი, შეიძლება ამ ადგილას კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი უფრო გათხელდეს ან გასქელდეს (რეაქცია, რომელსაც ლიპოდისტროფიას უწოდებენ). თუ ასეთ ზონაში შეჰყავთ ინსულინი, შეიძლება მან არ გამოავლინოს სათანადო ეფექტი. საჭიროა შეიცვალოს ადგილი თითოეული ინექციისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ კანის ამგვარი მოდიფიკაცია.  არსასურველმა რეაქციებმა შესაძლებელია თავი იჩინონ ინექციის ადგილას (მაგალითად: სიწითლე, ინექციისას უჩვეულო, ინტენსიური ტკივილი, მადის დაკარგვა, ჭინჭრის ციება, შეშუპება და ანთება). ეს რეაქციები შეიძლება აგრეთვე გავრცელდეს ინექციის წერტილის გარშემო. ინსულინის მიმართ რეაქციების უმრავლესობა ვლინდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.  ინსულინის მიმართ გავრცელებულმა ალერგიამ, რომელსაც შედარებით იშვიათი ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან მწვავეა, შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (ძლიერი ქავილით) მთელს სხეულზე, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რიტმის აჩქარება ან ოფლიანობა. ალერგიის მძიმე შემთხვევები, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი, შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია) გლიკემია შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, თუ: – პაციენტმა არ მიიღო ან საკმარისი დოზით არ მიიღო ინსულინი, ან თუ იგი ნაკლებად ეფექტურია, არასათანადო პირობებში შენახვის გამო; – პაციენტი ნაკლებად მისდევს ფიზიკურ ვარჯიშს, იმყოფება სტრესულ სიტუაციაში  (ემოციური ღელვა, გაღიზიანება), ან აქვს ჭრილობა, გაიკეთა ოპერაცია, აღენიშნება ციებ-ცხელება ან სხვა სახის დაავადება; – პაციენტი იღებს იღებთ ან ღებულობდა სხვა მედიკამენტებს. სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს გლიკემიის შესახებ შემდეგია: წყურვილის შეგრძნება, შარდვის მოთხოვნილების მომატება, დაღლილობა, კანის გამოშრობა, სახის სიწითლე, მადის დაკარგვა, არტერიული წნევის შემცირება, გულის ცემის აჩქარება, სისხლში შაქრის რაოდენობის მომატება, კეტონური სხეულების და/ან შარდში შაქრის არსებობა, კუჭის არეში ტკივილები, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, აგრეთვე გონების დაკარგვა მიუთითებს სერიოზულ მდგომარეობაზე (აციდო –კეტოზი), რომელიც გამოწვეულია ინსულინის ნაკლებობით.  თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია) შაქრის რაოდენობა სისხლში შეიძლება შემცირდეს უკიდურესად, თუ პაციენტი: – საჭიროზე მეტ ინსულინს ღებულობს; – გვიან სადილობს ან გამოტოვა სადილი; – არ ჭამს საკმარისად ან იღებს ისეთ საკვებს, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს; – კარგავს ნახშირწყლებს პირღებინების ან დიარეის შედეგად; – სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არასაკმარისი რაოდენობის საკვებს ღებულობს; – ჩვეულებრივზე მეტი ინტენსივობით იტვირთება ფიზიკურად; – იტარებს მკურნალობის კურსს სხვა სახის სამედიცინო ჩარევიდან ან სტრესიდან მიღებული ტრავმის სამკურნალოდ; – ინკურნება ციებ-ცხელებისაგან ან სხვა სახის დაავადებისაგან; – იღებს ან შეწყვიტა სხვა მედიკამენტების მიღება. სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება ძალიან ან ძალიან სწრაფად, შეიძლება იყოს, მაგალითად: ოფლის დენა, კანის სისველე, შიში, წუხილი, გულის აჩქარებული რიტმი, არტერიული წნევის მომატება, ცახცახი, არარეგულარული გულისცემა. ეს სიმპტომები ხშირად წინ უძღვის სიმპტომებს, რომლებიც გამოწვეულია თავის ტვინში შაქრის ნაკლებობით.  სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ტვინში შაქრის ნაკლებობით, შემდეგია: თავის ტკივილები, ინტენსიური შიმშილის გრძნობა, გულისრევა, პირღებინება, დაღლილობა, უძილობა, შფოთვა ძილის დროს, მღელვარება, აგრესიული მოქმედება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ცვალებადი რეფლექსები, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების მოშლა (შეიძლება სიტყვების საერთოდ დავიწყება), მხედველობის მოშლა, კანკალი, დამბლა, ჟრუანტელის შეგრძნება (ჭინჭრის ციება), დაბუჟება და პირის ღრუს დაბუჟება, თავბრუსხვევა, საკუთარის თავის კონტროლის დაკარგვა, საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიზინოპრილი გრინდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიზინოპრილი გრინდექსის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი: მომატებული დაღლილობა, ასთენია, ცხელება, კანის შეწითლება, ანაფილაქსიური რეაქციები, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, მიალგია, ართრალგია, ვასკულიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტ. წნევის დაქვეითება, არითმია, ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია, იშვიათად – ორთოსტატური ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ტრანზიტორული იშემია და ინსულტი, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა. შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ოლიგურია, ანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ურემია, პროტეინურია. სასუნთქი სისტემა: მშრალი ხველა, ლარინგო-ფარინგიტი, ხმის შეცვლა, ბრონქიტი, იშვიათად – დისპნოე, სინუსიტი, რინიტი, ბრონქოსპაზმი/ ასთმა, ფილტვის ინფილტრატი, სტომატიტი, გლოსიტი, პირის სიმშრალე, ზოგ შემთხვევაში – ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული ალვეოლიტი. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ზოგ შემთხვევაში – გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, იშვიათად – ღებინება, მადის დაქვეითება, ფაღარათი, ყაბზობა. იშვიათ შემთხვევაში – ჰეპატოცელულური ან ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ნაწლავური ობსტრუქცია. კანი: იშვიათად – ჭინჭრის ციება, ქავილი, სახის, ტუჩის და/ან კიდურების ანგიონევროზული შეშუპება. ზოგ შემთხვევაში აღწერილია კანის მძიმე დაზიანება – (პემფიგუსი, erythema multiforme, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. აღწერილია ალოპეციის, ფოტოსენსიბილიზაციის, გაძლიერებული ოფლიანობის, ონიქოლიზის და რეინოს სინდრომის გამწვავების შემთხვევები. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი და დაღლილობა, იშვიათად – ძილიანობა, დეპრესია, ძილის დარღვევები, პოტენციის დაქვეითება, წონასწორობის დარღვევა, პარესთეზიები, კუნთების შეკუმშვები, ხასიათის ცვალებადობა, დაბნეულობა, შუილი ყურებში, მხედველობის დარღვევა, გემოვნების ცვალებადობა და დროებითი დაკარგვა. სისხლმბადი სისტემა: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, ანემია (ჰემოგლობინის დაქვეითება, ერითროციტოპენია). ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება, იშვიათად – “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოაღნიშნული ან სხვა სიმპტომი – მიიღეთ ექიმის კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი Mმიღების შესახებ!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიკეტამიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიკეტამიდის გვერდითი მოვლენებია: ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფექსოფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფექსოფენის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევის დროს აღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებდა სუსტ და გარდამავალ ხასიათს. არასასურველი მოქმედების სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პლაცებოსაგან. ადგილი აქვს შემდეგი ხასიათის გვერდით მოვლენებს: თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პირის ღრუს სიმშრალე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიზედრონატი-APO-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიზედრონატი-APO-ს გვერდითი მოვლენებია:  ყველა პრეპარატის მსგავსად, რიზედრონატი APO-მა  შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტშცი. შეწყვიტეთ რიზედრონატი APO-ს  მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები: • ქსოვილების მწვავე შეშუპებისათვის (ანგიოშეშუპება) დამახასიათებელი სიმპტომები – სახის, ენის ან ყელის შეშუპება – ყლაპვნის გაძნელება – სუნთქვის გაძნელება და ჭინჭრის ციება • კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის წყული კანქვეშ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები: თვალის ანთება, ჩვეულებრივ ტკივილი, გაწითლება და სინათლისადმი მგრძნობელობა ყბის ძვლის ნეკროზი (ოსტეონეკროზი) ასოცირებული განკურნების დაყოვნებასთან და ინფექციასთან, ხშირად კბილის ამოღების შემდეგ  საყლაპავ მილთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ყლაპვისას, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულძმარვის განვითარება ან უკვე არსებულის გაუარესება. აღნიშნული რეაქციები გამოვლინდა ძალიან იშვიათად (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კლინიკური კვლევებისას გამოვლენილი სხვა გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ იყო ზომიერი ხასიათის და არ განაპირობებდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის აუცილებლობას. ხშირი გვერდითი ეფექტები (100-დან 1-10 მომხმარებელში): მოუნელებლობა, კუჭის ტკივილი, სპაზმები ან დისკომფორტი კუჭის არეში, ყაბზობა, მაძღრობის შეგრძნება, დიარეა, მუცლის შებერილობა ძვლების, კუნთების ან სახსრების ტკივილი თავის ტკივილი არახშირი გვერდითი ეფექტები (1000დან 1-10 მომხმარებელში): საყლაპავი მილის ანთება ან წყლული, რაც იწვევს ყლაპვის გაძნელებასა და ტკივილს ყლაპვისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება. თვალის ფერადი ნაწილის ანთება. იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000-დან 1-10 მომხმარებელში): ენის ანთება, საყლაპავი მილის შევიწროვება დარღვევები ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევისას, რომლის დიაგნოზირება შეიძლება მხოლოდ სისხლის ანალიზით. ბაზარზე პრეპარატის რეალიზაციის პერიოდში აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები: თმის ცვენა დარღვევები ღვიძლის მხრივ  ჰიპერმგრძნობელობისა და კანის რეაქციები, მათ შორის სახის, პირის, ენის და/ან კისრის შეშუპება (ანგიოშეშუპება), გამონაყარი და წყლულები კანზე, ზოგიერთი სიცოცხლისათვის საშიში კანისა და ლორწოვანი გარსის მწვავე ცვლილებები და წვრილი სისხლძარღვების ანთება. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ოსტეოპოროზს, ბარძაყის ძვლის ატიპური მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს ძალიან იშვიათად. მიმართეთ ექიმს თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშანი. იშვიათად, მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება სისხლში უმნიშვნელოდ დაეცეს კალციუმისა და ფოსფატის დონე. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფოლრექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოლრექსის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციკლოვალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციკლოვალის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობა; შექცევადი ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები; იშვიათად – აგზნებადობა, ტრემორი, ატაქსია, დისართრია, ცნობიერების დარღვევა, გულყრები, ენცეფალოპათია; ძალიან იშვიათად – კომა (ძირითადად პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან სხვა ხელშემწყობი ფაქტორებით). სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპნოე. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ანორექსია; იშვიათად – ღვიძლის ფუნქციური სინჯების შექცევადი დარღვევა. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ლეოკოპენია (ძირითადად პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით), თრომბოციტოპენია. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია; იშვიათად – ქავილი. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის კოლიკა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები