Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ადალატი R SL-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადალატი R SL-ის გვერდითი მოვლენებია: დაახლოებით 1-10%-ში მოსალოდნელია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ქვედა კიდურების შეშუპება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – სახის წამოწითლება, სიცხის შეგრძნება, გახშირებული გულისცემა, პერიფერიული შეშუპება; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – გულისრევა; ნერვული სისტემის მხრივ – თავბრუხვევა, თავის ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოგესტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოგესტის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა და ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, გულისრევა, პირღებინება, ვაგინალური სეკრეციის შეცვლა, სისხლიანი ჩამონაშალი მენსტრუაციებს შორის, სხეულის მასის მომატება, სითხის შეკავება, ლიბიდოს ცვლილება,  დეპრესია, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ლოგესტის მიღების პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება ან ქრება ქალის ორგანიზმის პრეპარატისადმი ადაპტაციის შემდეგ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას კანზე და განსაკუთრებით სახეზე შესაძლებელია მოყვითალო-ყავისფერი პიგმენტური ლაქების (ქლოაზმა) წარმოქმნა. პიგმენტაცია ძლიერდება მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს. პიგმენტური ლაქების არსებობის შემთხვევაში ქალი უნდა მოერიდოს მზის პირდაპირ სხივებსა და ულტრაისიფერ  გამოსხივებას. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია კონტაქტური ლინზების აუტანლობა. ლოგესტის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფემარინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემარინის გვერდითი მოვლენებია: · ალერგიული რეაქციები · ძილიანობა – თავის ტკივილი და თავბრუსხვევა – კონცენტრაციის და ყურადღების გაფანტულობა – შფოთვა – დეპრესია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანბერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანბერის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ყაბზობა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.  მხედველობის მხრივ: აკომოდაციის დარღვევა.  შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდვის გაძნელება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე ბრადიკარდია, ტაქიკარდია.  სხვა: ძილიანობა, მოუსვენრობა, შფოთვა, გაფანტულობა, თავბრუსხვევა, სისუსტე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოვასტატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოვასტატინის გვერდითი მოვლენებია: შეიძლება აღინიშნოს შეკრულობა, გულისრევა, მეტეორიზმი, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ღებინება; იშვიათად – თავის ტკივილი, ძილის დარღვევა; იშვიათად – თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე. კუნთების სისუსტე; ცალკეულ შემთხვევებში – დეპრესია, გამონაყარი კანზე. უმრავლეს შემთხვევაში არ არის დადგენილი პირდაპირი კავშირი პრეპარატის მიღებასთან. ლოვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი სისტემის დაავადებები (მიოპათია), რაც გამოიხატება კუნთების ტკივილში, რიგიდობაში, სისხლში კრეატინკინაზას დონის გაზრდაში. ამ მონაცემის ატიპიური გაზრდა ატარებს დროებით ხასიათს. გამოხატული დარღვევები კლინიკაში იშვიათია და მოითხოვს პრეპარატით მკურნალობის დროებით ან სრულ შეწყვეტას. იშვიათ შემთხვევაში ვითარდება რაბდომიოლიზი, რაც იწვევს თირკმელების უკმარისობის განვითარებას. გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალერპრივს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალერპრივის გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, დაღლილობა, პირის სიმშრალე, ძილიანობა, გულისრევა, გასტრიტი, ძალზედ იშვიათად ანაფილაქსია, ალოპეცია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ტაქიკარდია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიქუნორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიქუნორმის გვერდითი მოვლენებია: საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი (2 კვირაზე მეტი) და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო; ელექტროლიტური დისბალანსი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არომაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არომაზინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება უმნიშვნელოდ ან ზომიერად გამოხატული სახით. შედარებით ხშირად: სიმხურვალის შეგრძნება, გულისრევა, გადაღლა, მომატებული ოფლიანობა და თავბრუსხვევა. თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილი მუცლის არეში, კანზე გამონაყარი, ანორექსია, ღებინება, დეპრესია, ალოპეცია, პერიფერიული შეშუპებები (ტერფების და წვივების შეშუპება), ყაბზობა და დისპეფსია. ერთეულ შემთხვევაში: ლიმფოციტების რიცხვის შემცირება განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ წინასწარი ლიმფოპენია), ლიმფოციტების საშუალო რიცხვის დადასტურებული შეცვლით და ვირუსული ინფექციების დაავადების თანმხლები დაავადებების გარეშე. ღვიძლის ფერმენტებისა და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის გაზრდა უპირატესად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მეტასტაზები ღვიძლში და ძვლებში, აგრეთვე ღვიძლში სხვა დაზიანებების არსებობისას (არ არის დადგენილი დაკავშირებულია თუ არა ეს ცვლილებება პრეპარატის მიღებასთან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით IVF-C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

IVF-C-ის გვერდითი მოვლენებია: 1) შოკი: იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია შოკის განვითარება, რის გამოც პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. სახის წამოწითლების, გულძმარვის, დისპეფსიის და სხვა მოვლენის გაჩენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. 2) ჰიპერმგრძნობელობა: სიწითლის და მსგავსი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. 3) ფსიქონერვული სისტემა: თავბრუსხვევა, აგზნებადობა, უძილობა, დეპრესია, დაღლილობა და ა.შ. 4) გულ-სისხლძარღვთა სისტემა: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს თრომბოზი ან ცერებრალური თრომბოზი. 5) პრეპარატის ხანგრძლივი და უწყვეტი მიღება: კაცებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერსექსუალურობა, გახანგრძლივებული ერექცია, აკნე და გინეკომასტია, ხოლო ქალებში – ვირილიზაციის ნიშნები, როგორიც არის პოლიტრიხია, კლიტორიზმი, აკნე. 6) სხვა: იმ შემთხვევაში თუ პრეპუბერტულ პერიოდში გამოვლინდება ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არჯელონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არჯელონის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი მახასიათებელი ნიშნებით. საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციების დარღვევის გამოვლინება ან გაძლიერება, პროტეინურია. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – მშრალი ხველა, ბრონქიტი. სინუსიტი, რინიტი, ერთეულ შემთხვევაში – ბრონქოსპაზმი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, დისფაგია, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მატება. ნერვული სისტემის მხრივ: განგაშის შეგრძნება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, ნევრალგია, ნეიროპათია, პარესთეზია, მხედველობის და სმენის დარღვევა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ართრალგია, მიალგია. სხვადასხვა: ჰიპერკალიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ოფლდენის გაძლიერება, საერთო სისუსტე, სხეულის წონის მატება, შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები