Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ნაველბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაველბინის გვერდითი მოვლენებია: გრანულოციტოპენია, ანემია, ძვალმყესოვანი რეფლექსები დაქვეითებულია, პარესთეზია, ქვედა კიდურებში სისუსტე, ყბების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პარეზი ან ნაწლავების პარალიტური გაუვალობა, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქოსპაზმი, ალოპეცია, ფლებიტი შეყვანის ადგილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ხეჭრელის ქერქს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ხეჭრელის ქერქის გვერდითი მოვლენებია: ხეჭრელის ჭარბი დოზით მიღებისას შესაძლებელია მუცლის არეში ჭვალის მსგავსი ტკივილი და დისკომფორტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლუკოფაგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუკოფაგის გვერდითი მოვლენებია: გასტროინტესტინური ჩივილები (ღებინება, გულისრევა, ფაღარათი). აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქ ხასიათს ატარებს, გრძელდება პირველი 10 დღის განმავლობაში და მცირდება პრეპარატის საჭმელთან ერთად მიღების შემთხვევაში. 10 დღის შემდეგ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როზუვინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზუვინის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად, როზუვინმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ისეთ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან როზუვინში შემავალი ნივთიერებების მიმართ. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სახის გვერდითი მოვლენებია. ეს გვერდითი მოვლენებია ძირითადად საშუალო სიმძიმის და ქრება მოკლე ხანში. შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების პუნქტის, შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში: – სუნთქვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე; – სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომლის შედეგადაც რთულდება ყლაპვის უნარი; – კანის ძლიერი ქავილი. შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ კუნთების უჩვეულო ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში. როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კუნთებში უსიამოვნო ეფექტების განვითარების რამოდენიმე შემთხვევას და იშვიათად მათი გამწვავება ხდებოდა კუნთების სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ დაზიანებამდე, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი. მიმართეთ ექიმს შემდეგი ტიპის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში. ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია. გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძლიან ხშირი: შეინიშნება 10-დან 1 პაციენტში. ხშირი: შეინიშნება 10-დან 1-ში, მაგრამ >1/1000. იშვიათი: შეინიშნება 1000-დან 1-ში, მაგრამ არაუმეტეს 10000-დან 1-ში. ძალიან იშვიათი: შეინიშნება <1/10000. ხშირი გვერდითი მოვლენები:  მიმართეთ ექიმს ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში: – თავის ტკივილი; – მუცლის ტკივილი; – ყაბზობა; – შეუძლოდ ყოფნა; – კუნთების ტკივილი; – სისუსტე; – თავბრსუხვევა; – შარდში ცილების რაოდენობის მომატება – იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს როზუვინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ როზუვინის 40 მგ-სთვის); – დიაბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმალურთან შედარებით მომატებულია. არახშირი გვერდითი მოვლენები:  – გამონაყარი, ქავილი ან სხვა სახის რეაქციები კანზე; – შარდში ცილების რაოდენობის მომატება – იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს როზუვინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ როზუვინის 5 მგ, 10 მგ და 20 მგ). იშვიათი: – მწვავე ალერგიული რეაქციები – სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ; – კუნთების დაზიანების დროს – სიფრთხილის გამო შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ იგრძნობთ უჩვეულო ხანგრძლივ ტკივილს კუნთებში; – მუცლის მწვავე ტკივილი (ანთებითი პანკრეასი); – სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება. ძალიან იშვიათი: – სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება); – ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); – სისხლიანი შარდი; – ფეხის და მკლავების ნერვის დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება); – სახსრების ტკივილი; – მეხსიერების დაკარგვა. უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:  – დიარეა; – სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირზე და თვალებზე, ასევე გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა); – ხველა; – სუნთქვის გაძნელება; – ედემა (შეშუპება); – ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები; – სექსუალური გართულებები; – დეპრესია; – სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან სუნთქვის დათრგუნვა ან ცხელება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანავენოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანავენოლის გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანის ალერგიული რეაქციები, იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, მეტროდა მენორაგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფემოსტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემოსტონის გვერდითი მოვლენებია: სასქესო სისტემის მხრივ: აციკლური მენსტრუაციისმსგავსი სისხლდენა მკურნალობის პირველ თვეს, ლორწოვანი სისხლიანი გამონადენი საშოდან, საშოს კანდიდოზი, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და გაუხეშება; იშვიათად – ლიბიდოს ცვლილება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მეტეორიზმი, მუცელში ტკივილი, ქოლესტატური სიყვითლე. ცნს–ის მხრივ: იშვიათდ – თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, დეპრესიული მდგომარეობა, მცირე ქორეა. დერმატოლოგიური რეაციები: ქლოაზმა, მელანოდერმია, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ, კვანძოვანი ერითემა, გამონაყარი, ქავილი. გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – არტერიალური ჰიპერტენზია, თრომბოზი, პერიფერიული შეშუპებები. სხეულის მასის შეცვლა. სხვა: იშვიათად – ქვედა კიდურების კუნთების კრუნჩხვა, კონტაქტური ლინზების აუტანლობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მიდეკამიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მიდეკამიცინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება გვერდითი მოვლენები: იშვიათად გემოს დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, აგრეთვე ალერგიული რეაქციები კანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტიპარკინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტიპარკინის გვერდითი მოვლენებია: ქორეოფორმული, დისტონიური ან სხვა უნებლიე მოძრაობების, კრუნჩხვის, ბლეფაროსპაზმის და ტრიზმის დროს აუცილებელია დოზის შემცირება. იშვიათად ვლინდება ფსიქიური მოშლილობები: პარანოიდალური იდეები, დეპრესია. გულის რიტმის დარღვევა, ორთოსტატიური ჰიპერტენზია, გულისრევა, პირღებინება. პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს: – აზოტის და შარდოვანას მომატება სისხლში, – ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზას ან იოდის რაოდენობის მომატება, რომელიც შეკავშირებულია პროტეინებთან. – იშვიათ შემთხვევაში ხანგრძლივი მკურნალობის დროს, შესაძლებელია აღინიშნებოდეს კუმბსის დადებითი სინჯი და ჰემოლიზური ანემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მეთილურაცილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მეთილურაცილის გვერდითი მოვლენებია: წვის მსუბუქი შეგრძნება უკანა ტანში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამბენეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბენე გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვა, ძილის დარღვევა, ეიფორია, ფსიქოზი. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ანურია, თირკმელების ფუნქციის დარღვევა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცელში, დიარეა, კუჭ–ნაწლავის ეროზიულ–წყლულოვანი დაზიანება; კუჭ–ნაწლავიდან სისხლდენა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა(იშვიათად). სისხლის შემდედებელი და ჰემოსტაზის სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია, პანციტოპენია. სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების ჰიპერვენტილაცია, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა. გულ–სისხლარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული კოლაფსი (იშვიათად). გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობისა და სმენის დარღვევა; ლაბორატორიული მაჩვენებლები: მეტაბოლური ალკალოზი ან აციდოზი, თირკმლისმიერი ტრანსამინაზების მომატება. ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, კანის ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი. ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილის ტკივილი, ქსოვილის აბსცესი და ნეკროზი (იშვიათად). სხვა: ცხელება, შეშუპება თავის ტვინის და/ან ფილტვების, კომა, მიკოზი, იმუნოდეპრესია (ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება, ჭრილობების შეხორცების შეფერხება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები