Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით კაინოსტატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაინოსტატის გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათ შემთხვევებში _ ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანაპრილინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანაპრილინის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, AV ბლოკადა, არტერიული ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, დიარეა, პირის სიმშრალე, ყაბზობა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ასთენია, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, დეპრესია, პარესთეზია და კიდურების გაციება, თვალის ლორწოვანის სიმშრალე, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, კერატოკონიუნქტივიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი. ალერგიული რეაქცია: კანზე გამონაყარი, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რონოციტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რონოციტის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნებადობა, ტრემორი, პარალიზებული კიდურების დაბუჟება. საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა.  ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.  სხვა: ცხელება; ცალკეულ შემთხვევებში ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აგულანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აგულანის გვერდითი მოვლენებია: სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია მშრალი ხველა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალე, გემოს აღქმის დარღვევა. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილისა და განწყობის დარღვევა, თავბრუსხვევა. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოგლობინის დონის შემცირება (მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად ერითროციტოპენია ან თრომბოციტოპენია. საშარდე სისტემის მხრივ: კრეატინინისა და შარდმჟავას კონცენტრაციის შექცევადი მატება. ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ერითემა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეო ბოროჩილინა “C”-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეო ბოროჩილინა “C”-ის გვერდითი მოვლენებია: არ ახასიათებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იზონიაზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იზონიაზიდის გვერდითი მოვლენებია:  იზონიაზიდის მიღებისას შეიმჩნევა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, გულის არეში ტკივილი, კანზე ალერგიული რეაქციები. შესაძლოა ეიფორია, ძილის გაუარესება, იშვიათად – ფსიქოზის განვითარება, აგრეთვე პერიფერიული ნევრიტის გამოვლენა კუნთების ატროფიის განვითარებით და პარეზით. ძალიან იშვიათად იზონიაზიდით მკურნალობისას მამაკაცებში შეიმჩნევა გინეკომასტია, ქალებში – მენორაგია. ძალზე იშვიათად აღინიშნება წამლის მიერი ჰეპატიტი. იზონიაზიდის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად გადის. საჭმლის მონელების დარღვევა გამოვლინდება იშვიათად და შესაძლოა გახდეს ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მიზეზი. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიური და სწრაფი რეაქციის შენელება, რაც გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პაციენტების მდგომარეობაზე. პრეპარატის ეს თვისება კიდევ უფრო ძლიერდება ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არგოსულფანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არგოსულფანის გვერდითი მოვლენებია: კანის ალერგიული რეაქციები. ზოგჯერ შესაძლებელია კანის გაღიზიანება, რაც გამოიხატება წვის შეგრძნებით, კრემის დადების ადგილზე. არგოსულფანის ხანგრძლივმა ხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ცვლილებები, დამახასიათებელი სისტემური სულფანილამიდებისათვის (მაგ. ლეიკოპენია), აგრეთვე დესქვამაციური დერმატიტი. უკუჩვენება – ჰიპერმგრძნობელობა სულფათიაზოლის და სხვა სულფანილამიდების მიმართ; – გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის თანდაყოლილი უკმარისობა; – არ გამოიყენება დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში (2 თვემდე). სიყვითლის განვითარების რისკის გამო. ორსულობა და ლაქტაცია – არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება ორსულობის დროს. პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს (მაგ. როდესაც სხეულის დამწვრობის ზედაპირის მოცულობა აღემატება სხეულის მთლიანი ზედაპირის 20%-ს). – არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება ძუძუთი კვების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფემარას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემარას გვერდითი მოვლენებია: ფემარა გამოკვლევებში კარგად გადაიტანებოდა, როგორც პირველი და მეორე ხარისხის თერაპია, სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის დროს, როგორც სარძევე ჯირკვლის ადიუვანტური თერაპია ადრეულ სტადიებზე და როგორც სარძევე ჯირკვლის კიბოს გაფართოებული ადიუვანტური თერაპია ქალებში, რომლებსაც ადრე უტარდებოდათ ტამოქსიფენით ადიუვანტური თერაპია. პაციენტების დაახლოებით ერთ მესამედში, რომლებიც მკურნალობდნენ ფემარით მეტასტაზური და ნეოადიუვანტური მდგომარეობების დროს, პაციენტთა დაახლოებით 70-75% ადიუვანტური დანიშვნისას (ფემერაც, ტამოქსიფენიც), და პაციენტთა დაახლოებით 40%-ს გაფართოებული ადიუვანტური დანიშვნისას (ფემერა, პლაცებო) აღინიშნა გვერდითი რეაქციები. საერთო ჯამში, გვერდით რეაქციებს ჰქონდათ სუსტი ან ზომიერი ხასიათი და უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულნი იყვნენ ესტროგენების დეფიციტთან. სხვადასხვა გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის შეფასებისას იყენებენ შემდეგ გრადაციებს: „ძალიან ხშირად“- ≥10, „ხშირად“ – ≥ 1%-და <10%-მდე, „ზოგჯერ“ – ≥ 0.1%-დან <1%-მდე, „იშვიათად“ – ≥ 0.01%-დან <0.1%-მდე, „ძალიან იშვიათად“ – <0.01%. ინფექციები: ზოგჯერ – საშარდე სისტემის ინფექციები. სიმსივნეები: ზოგჯერ – სიმსივნური ტკივილი. 6 სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემების მხრივ: ზოგჯერ – ლეიკოპენია. მეტაბოლური დარღვევები: ხშირად – ანორექსია, მადის გაძლიერება; ზოგჯერ – ჰიპერქოლესტეროლემია, შეშუპებები. ფსიქიკური დარღვევები: ზოგჯერ – დეპრესია, მღელვარება. 1. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ზოგჯერ – მოთენთილობა, უძილობა, მეხსიერების გაუარესება, დისენტეზია 2, გემოვნების დარღვევა, ცერებროვასკულარული დარღვევები. მხედველობის დარღვევები: ზოგჯერ – კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ – გულის ფრიალი, ტაქიკარდია, თრომბოფლებიტი3, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიის შემთხვევები 7,  იშვიათად – ფილტვის ემბოლია, არტერიული თრომბოზი, ინფარქტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ქოშინი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, დიარეა; ზოგჯერ – მუცლის ტკივილი, სტომატიტი, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფერმენტების გაზრდა. დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად – გამელოტება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, გამონაყარი4; ზოგჯერ – ქავილი, კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ართრალგია; ხშირად – მიალგია, ტკივილი ძვლებში, ოსტეოპოროზი, ძვლის გაბზარვა; ზოგჯერ – ართრიტი. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – შარდის გამოყოფის სიხშირის გაზრდა. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – სისხლდენები და გამონადენი საშოდან, საშოს სიმშრალე, მკერდის ტკივილი. ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად – სისხლის მოწოლა; ხშირად: დაღლილობა 5, პერიფერიული შეშუპება. ზოგჯერ – ტემპერატურის მომატება, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, წყურვილი. გამოკვლევები: ხშირად – სხეულის მასის მომატება; ზოგჯერ – სხეულის მასის შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იმუნინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუნინის გვერდითი მოვლენებია:  – შესაძლოა მომატებული მგრძნობელობის რეაქციის განვითარება. – ალერგიული ანამნეზის და IX ფაქტორის ინჰიბიტორის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ნეფროზული სინდრომის განვითარება. – იშვიათად შესაძლოა IX ფაქტორის მაინჰიბირებელი ანტისხეულების გაჩენა. – იმუნინით მკურნალობა ნაკლებად იწვევს თრომბოემბოლურ გართულებებს, მაგრამ მაღალი დოზებით მკურნალობის და თრომბოზების რისკის არსებობის დროს შესაძლოა თრომბოზების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფერმენტალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფერმენტალის გვერდითი მოვლენებია: არ აღნიშნულა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები