Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით აზინფექსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზინფექსინის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ნეიტროფილების რაოდენობის უმნიშვნელო და გარდამავალი კლება, მაგრამ აზითრომიცინის მიღებასთან კავშირი ვერ იქნა დადგენილი.  სმენის ორგანოების მხრიდან: ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ აზითრომიცინს, აღენიშნათ სმენის შექცევადი დარღვევა (სმენის დაქვეითება, სიყრუე და/ან ხმაური ყურებში) ძირითადად პრეპარატის მაღალი დოზებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიღებისას;  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ღებინება, დიარეა, გათხელებული განავალი, დისკომფორტი მუცლის   არეში(ტკივილები/სპაზმი), მეტეორიზმი;  ღვიძლის მხრიდან: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;  კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება; დამატებით, პოსტ-მარკეტინგული კვლევების დროს, გამოვლინდა არასასურველი რეაქციები: ინფექციები და ინვაზია: მონილიაზი და ვაგინიტი;  სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია; იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია (ძალიან იშვიათად ფატალური შედეგით);  ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ანორექსია; ფსიქიკის მხრივ: აგრესიული რეაქციები, აგზნება, შფოთვა;  ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, კრუნჩხვები (როგორიც სხვა მაკროლიდების მიღებისას) თავის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, პარესთეზია, ძილიანობა, გონების დაკარგვა, იშვიათ შემთხვევაში გემოვნების დარღვევა;  სმენის ორგანოების და ლაბირინთული ორგანოების დარღვევბის მხრივ: თავბრუსხვევა;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ისეთები როგორიცაა გულისცემა და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, (როგორც სხვა მაკროლიდების მიღებისას), Qt ინტერვალის გახანგრძლივება და ტორსადეს დე პოინტეს, ჰიპოტენზია;  კუჭ-ნაწლავის ორგანოების ტრაქტის მხრივ: ღებინება/დიარეა, დისპეფსია, ყაბზობა, ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი, იშვიათად ენის ფერის დაკარგვა;  ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის მოშლა, როგორიცაა ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე; კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, იშვიათად ისეთი მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი; საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ართრალგია; თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა;  ზოგადი დარღვევები: ასთენია, დაღლილობა, მოთენთილობა;  არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცსინობროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცსინობროლის გვერდითი მოვლენებია: 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები  ყველა პრეპარატის მსგავსად, ცსინობროლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.  არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემური ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: – ძალიან ხშირი (³ 1/10)  – ხშირი (³1/100 – <1/10)  – არახშირი (³1/1000 – <1/100)  – იშვიათი (³1/10000 – <1/1000)  – ძალიან იშვიათი (<1/10 000)  – ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)   ჩვეულებრივ, ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გვერდითი ეფექტებია პირის სიმშრალე, თავისტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა.  ნაკლებად ხშირად აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაღლილობა და მუცლის ტკივილი.  გამოვლენილი იყო სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: პულსაცია, გულისცემის სიხშირის მომატება, კონვულსიები, მხედველობის დარღვევები, შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, გაწითლება და ქავილი), კანზე გამონაყარი, ქოშინი, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული ან აჟიტირებული ქცევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა და ღებინება.    ჰიპერმგრძნობელობის  რეაქციის  პირველივე  ნიშნებისას შეწყვიტეთ ცსინობროლის  მიღება და დაუყოვნებლივ  მიმართეთ ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები მოიცავს: პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება ჭინჭრის გამონაყარით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რაც იწვევს შოკს ან კოლაფსს, რაც შეიძლება ფატალური იყოს.    თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენებები, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლორისტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორისტას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება კალიუმის ლოზარტანით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები, რომლებიც იყოფა შემდეგნაირად განვითარების სიხშირის შესაბამისად: • ძალიან ხშირი (>1/10) • ხშირი (>1/100 – <1/10) • ნაკლებად ხშირი (>1/1000 – <1/100) • იშვიათი (>1/10000 – <1/1000) • ძალიან იშვიათი (<1/10000, ცალკეული ცნობების ჩათვლით.) არასასურველი ეფექტების სიხშირე სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ: სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი: ანემია, შენლაინ-გენოხის პურპურა; იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: ანაფილაქსური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, (ხორხისა და ენის შეშუპების ჩათვლით, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ყელის შეშუპებას); რიგ პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპება ვითარდებოდა უფრო ადრე სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების. სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი: ვასკულიტი. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა;  ნაკლებად ხშირი: მიგრენი. გულის მხრივ: ხშირი: გულისცემა, ტაქიკარდია. სუნთქვის ორგანოების, გულ-მკერდის ღრუსა და შუასაყარის მხრივ: ხშირი: ხველა, სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, ფარინგიტები, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი; იშვიათი – ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ნაკლებად ხშირი: ჭინჭრის გამონაყარი, პრურიტი. ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ხშირი: მიალგია, ზურგის ტკივილი; ნაკლებად ხშირი: ართრალგიები. სხვა: ხშირი: ასთენია, სისუსტე, შეშუპებები, ტკივილი გულ-მკერდის არეში. ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: ხშირი: ჰიპერკალიემია; ნაკლებად ხშირი: შრატში შარდოვანას და კრეატინინის დონეების მომატება; ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანგინორმი-წითელი A ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანგინორმი-წითელი A – ს გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაგნეროტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგნეროტის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემა: კუჭ-ნაწლავის აშლილობა და დიარეა (მაღალი დოზების მიღებისას), რაც ჩვეულებრივ გაივლის თავისით პრეპარატის დოზის შემცირებით; ალერგიული რეაქციები. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ასციტით მიმდინარე ღვიძლის ციროზი, 18 წლამდე ასაკი (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება). ორსულობა და ლაქტაცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოოფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოოფენის გვერდითი მოვლენებია: ნოოფენს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა (მკურნალობის დასაწყისში), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (მკურნალობის დასაწყისში); მაღალი დოზების მიღებისას – ჰეპატოტოქსიკურობა; კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად – ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი). იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლინექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლინექსის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფიგურინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფიგურინის გვერდითი მოვლენებია: არ აღინიშნება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მედოტილინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედოტილინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად), ალერგიული რეაქციები.  როგორც წესი, პრეპარატი კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კანდეზეკ კომბს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კანდეზეკ კომბის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად, კანდეზეკ კომბიმ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შეწყვიტეთ კანდეზეკ კომბის მიღება და მიმათეთ ექიმს დაუყოვნებლივ შემდეგი რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში: – უეცარი ხიხინი, გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის დათრგუნვა და სუნთქვის გაძნელება. – ქუთუთოების, სახის, ან ტუჩების შეშუპება – ენის და ყელის შეშუპება, რაც ართულებს სუნთქვას – კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, დაწყლულება, აქერცვლა და კანის შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები – გულის შეტევა, გულის რითმის დარღვევა  – პანკრეასის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის და წელის ძლიერი ტკივილი. – ლეიკოპენია. სხვა შესაძლო გვერდითი   ეფექტები:კანდეზეკ კომბი არის ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია. ამიტომ, შეტყობინებული გვერდითი ეფექტები უკავშირდება ამლოდიპინის ან კანდესარტანის გამოყენებას. გვერდითი ეფექტები დაკავშირებული ამლოდიპინთან: შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა. თუ შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, აცნობეთ ექიმს. ძალიან ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): – მუხლის შეშუპება ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ში): – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), – პალპიტაციები (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), სახის გაწითლება – მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა – დეფეკაციის დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, მოუნელებლობა – დაღლილობა, სისუსტე – მხედველობის დარღვევა, გაორებული მხედველობა – კუნთების სპაზმი არახშირი (შესაძლებელია 100-დან ერთ პაციენტში) – ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილიანობა – კანკალი, გემოს ცვლილება, გულის წასვლა – კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა – ყურებში შუილი – ჰიპოტენზია – ცემინება და/ან ცხვირში სისველე ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული (რინიტი), – ხველა, – პირის სიმშრალე, ღებინება, – თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის გაუფერულება, – უჩვეულო შარდვა, ღამით შარდვის მომატება, შარდვის გახშირება, – ერექციის უუნარობა, მამაკაცებში მკერდში დისკომფორტი ან გადიდება – ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, – კუნთების ან სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი – სხეულის წონის მომატება ან შემცირება იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში): – დაბნეულობა ძალიან იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 10 000-დან 1 პაციენტში): – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევა ან სისხლდენა – სისხლში შაქრის შემცველობის მომატება (ჰიპერგლიკემია) – ნერვული გადაცემის მოშლა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტა ან დაბუჟება – ღრძილების შეშუპება – მუცლის შებერილობა, გასტრიტი – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატება, რასაც შესაძლოა ჰქონდეს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე ეფექტი – კუნთების მომატებული დაძაბულობა – სისხლძარღვების ანთება ხშირად კანზე გამონაყარით – სინათლის მიმართ მგრძნობელობა – კუნთების რიგიდობა, კანკალი და/ან მოძრაობის დარღვევა. გვერდითი ეფექტები დაკავშირებული კანდესარტანის გამოყენებასთან: ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში) – თავბრუსხვევა – თავის ტკივილი – რესპირატორული ინფექცია – დაბალი არტერიული წნევა, რაც იწვევს გულისწასვლას და თავბრუსხვევას – სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილებები: • სისხლში კალიუმის დონის მომატება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან გულის უკმარისობა. თუ მომატება ძალიან მწვავეა, შეიძლება განვითარდეს დაღლილობა, სისუსტე, გულის არარეგულარული ცემა და ჩხვლეტის შეგრძნება. – თირკმელების ფუნქციაზე ზემოქმედება, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ თირკმლის პრობლემები ან გულის უკმარისობა, ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა. ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში): – სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება – სისხლში წითელი ან თეთრი უჯრედების შემცირება – შეიძლება განვითარდეს დაღლილობა, ინფექცია ან ცხელება – კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება – ქავილი – წელის, სახსრების და კუნთების ტკივილი, – ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, ღვიძლის ანთების ჩათვლით (ჰეპატიტი). შეიძლება განვითარდეს დაღლილობა, კანის გაყვითლება და თვალის გუგების გაყვითლება და გრიპის მსგავსი სიმპტომები, – ხველა – შეუძლოდ ყოფნა – სისხლის ანალიზების შედეგების ცვლილება – სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება. თუ შემცირება ძლიერია, შეიძლება განვითარდეს სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა ან კუნთების მტკივნეული სპაზმი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები