Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ასიბროქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასიბროქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, შუილი ყურებში. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – სტომატიტი; ცალკეულ შემთხვევებში – გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დიარეა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ფილტვისმიერი სისხლდენის განვითარება, როგორც მომატებული მგრძნობელობის რეაქციის გამოვლინება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება; ცალკეულ შემთხვევებში – ბრონქოსპაზმი (უპირატესად ბრონქების ჰიპერაქტიურობის მქონე პაციენტებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნებივორლდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნებივორლდის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების სიხშირის ქვემოთ მოცემული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10000-მდე), სიხშირე უცნობია. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა. ფსიქიკური დარღვევები: არახშირი – კოშმარული სიზმრები, დეპრესია. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები; ძალიან იშვიათი – სინკოპე. დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: არახშირი – მხედველობის დარღვევა. დარღვევები გულის მხრივ: არახშირი – ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არახშირი – ჰიპოტენზია, ხანგამოშვებითი კოჭლობის გაუარესება. დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის  მხრივ: ხშირი – ქოშინი; არახშირი – ბრონქოსპაზმი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი – შეკრულობა, გულისრევა, დიარეა; არახშირი – დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება. დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირი – ქავილი, ერითემატოზული ხასიათის გამონაყარი კანზე; ძალიან იშვიათი – ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება; სიხშირე უცნობია – ჭინჭრის ციება. დარღვევები სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იშვიათად _ იმპოტენცია. ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირი – დაღლილობა, შეშუპებები. გარდა ამისა, იყო ცნობები შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია β-ადრენობლოკატორებით: ჰალუცინაციები, ფსიქოზები, ცნობიერების შეცვლა, კიდურების გაციება/ციანოზი, რეინოს სინდრომი, თვალების სიმშრალე და ოკულომუკოკუტანური ტოქსიკურობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფიტო კრემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფიტო კრემის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ფიტოს ინგრედიენტების მიმართ.  შეწყვიტეთ ფიტოს გამოყენება შემდგომი სიტუაციებიდან ნებისმიერის დროს და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, თქვენს ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს: სახის, ტუჩების ან პირ-ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.  აღნიშნული მოვლენები არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, თქვენ სავარაუდოდ ალერგიული ხართ ფიტოს მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო დახმარება ან საავადმყოფოსთვის მიმართვა.  თუმცა ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი არის ძალიან იშვიათი. ფიტოს გამოყენებისას სხვა გვერდითი ეფექტები აღწერილი არ არის.  თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც აქ აღწერილი არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანოდინ-დუალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანოდინ-დუალის გვერდითი მოვლენებია: თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, იშვიათად – ფსიქოზი, მხედველობის, სმენისა და მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ორთოსტატიკური კოლაპსი, ლეიკოპენია, თრომბოემბოლია, სასუნთქი გზების შევიწროება, ანურია, იშვიათად – ლოკალური ტკივილი ინიექციის არეში, მიკოზი, ციებ-ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იმოვაქსი ოერილონსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმოვაქსი ოერილონსის გვერდითი მოვლენებია:  – ინექციის ადგილას შესაძლოა უმნიშვნელო ერითემატოზული რეაქციის განვითარება, რომელსაც ხანდახან თან ახლავს ტემპერატურის ზომიერი მომატება და (იშვიათად) – ყბა-ყურის ჯირკვლების ანთება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ხანმოკლე და უმნიშვნელოა, რომელიც ვლინდება ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ ან მოგვიანებით. – მონიტორინგის შედეგად იშვიათად აღინიშნება ნევროლოგიური დარღვევები როგორიცაა: მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი და ცალმხრივი სიყრუე. ვაქცინის შეყვანის შემდეგ 30 დღის განმავლობაში, რომელიც შეიცავს Urabe AM-9-ის შტამს, აღინიშნება არაბაქტერიული მენინგიტი გართულებების გარეშე. ხანდახან ცერებროსპინალური სითხიდან შეიძლება იზოლირებულ იქნას ეპიდემიური პაროტიტის ვირუსი. ზოგიერთ შემთხვევებში სპეციალური მეთოდის გამოყენება, რომელიც დაფუძნებულია პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე და ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის განსაზღვაზე იძლევა ვაქცინის მსგავსი ვირუსის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. – ასეპტიური მენინგიტის შემთხვევების სიხშირე ვაქცინაციის დროს შედარებით დაბალია, ვიდრე ეპიდემიური პაროტიტის, რომელიც პაროტიტის ველური ვირუსით არის გამოწვეული. ჩვეულებრივ ადგილი აქვს გამოჯანმრთელებას რაიმე გართულებების გარეშე. – ორქიტის განვითარების შემთხვევები ძალზე იშვიათად აღინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლომუსტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლომუსტინის გვერდითი მოვლენებია: სისხლის წარმომქმნელ სისტემაში ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; იშვიათად – ანემია. მომნელებელ სისტემაში: გულისრევა, ღებინება უმადობა, სტომატიტი; იშვიათად – ფაღარათი, ღვიძლის ფუნქციის მოშლა. სუნთქვის ორგანოთა სისტემაში: ინფილტრატები და ფიბროზი ფილტვებში. სხვა: ალოპეცია (გამელოტება), თირკმლის ფუნქციის მოშლა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლივიალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლივიალის გვერდითი მოვლენებია: ენდოკრინული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – სხეულის მასის ცვლილება, საშოდან სისხლდენა, პრეთიბიალური შეშუპება. ცნს–ის მხრივ: ზოგჯერ – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დიარეა, ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება. გვერდითი მოვლენების რიცხვი არ არის დიდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციტრარგინინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტრარგინინის გვერდითი მოვლენებია: ურტიკარია პარაბენის არსებობის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეოქოლდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოქოლდის გვერდითი მოვლენებია: რეკომენდირებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიული რეაქციების განვითარებას კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით. იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები. პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, რისთვისაც აუცილებელია სისხლის სურათის შემოწმება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კამპტოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კამპტო გვერდითი მოვლენებია: სისხლის მიმოქცევის ორგანოების მხრივ: შექცევადი ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ღებინება, გულისრევა, იშვიათად – სტომატიტი, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი. ქოლინერგული სინდრომი: ადრეული დიარეა, ტკივილი მუცელში, კონიუნქტივიტი, რინიტი, არტერიული წნევის დაქვეითება, ოფლიანობა, შემცივნება, თავბრუსხვევა, აკომოდაციის სპაზმი, ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია (შეყვანისას ან შეყვანიდან პირველი 24 საათის მანძილზე). სხვა: ქოშინი, კუნთების უნებლიე კუმშვა, კრუნჩხვა, პარესთზია, ასთენია, ალოპეცია, ცხელება (ინფექციისა და მძიმე ნეიტროპენიის გარეშე). ადგილობრივი რეაქციები: რეაქცია შეყვანის ადგილზე. თხიერი განავლის გაჩენისთანავე ინიშნება დიდი რაოდენობით ელექტროლიტების შემცველი სითხის მიღება. ანტიდიარეული მკურნალობა ლოპერამიდით – 2 მგ ყოველ 2 საათში და უკანასკნელი თხიერი განავლიდან 12 სთ–ის მანძილზე. მაგრამ არა უმეტეს 48 საათისა. მძიმე დიარეის განვითარებისას (თხიერი განავლის 6 ეპიზოდზე მეტი დღეში, ნაწლავის კოლიკა, ტენეზმები ღებინებასთან ერთად, ცხელება) მკურნალობა წარმოებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დიარეისას (6 ეპიზოდზე ნაკლები თხიერი განავალი დღეში) პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ ფართო სპექტრის პერორალურ ანტიბიოტიკებს. მწვავე ქოლინერგული სინდრომის განვითარებისას კანქვეშ შეყავთ 0.25მგ ატროპინის სულფატი. ანამნეზში ქოლინერგული სინდრომის არსებობისას რეკომენდებულია საპროფილაქტიკოდ ატროპინის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები