Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით კავინტონ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კავინტონ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (0.1%-ში): ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლიები, არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილებები ძირითადად – წნევის დაქვეითებით, კანის ჰიპერემია; ცნს-ის მხრივ (0.9%-ში): ძილის დარღვევა (უძილობა ან ძილიანობა), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (0.6%-ში): პირის სიმშრალე, ღებინება, გულძმარვა; 0.25% კანის ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციპრინოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრინოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია, ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებთაც გადატანილი აქვთ ღვიძლის დაავადება), ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი. ცენტრალური ნერვული და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, კრუნჩხვა, შფოთი, ტრემორ, უძილობა,,,კოშმარული” სიზმრები, პერიფერიული პარალგეზია (ტკივილის აღქმის შეგრძნების ანომალია), შიდაქალის წნევის მომატება, გონების დაბინდვა, დეპრესია, ჰალუცინაცია, ასევე სხვა ფსიქოტონური რეაქციები, (იშვიათად პროგრესირებადია იმ მდგომარეობამდე, როდესაც პაციენტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავის თავს, სუიციდური ტენდენციებით), შაკიკი, გონების დაბინდვა. მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოს და სუნის შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, ფერის აღქმის დარღვევა), ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაჰიკარდია, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაცემა, ცერებრალური არტერიის თრომბოზი. სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბიციტოპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, კრისტალურია (უმეტესად ტუტე შარდისას და დაბალი დიურეზისას), გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, შარდის შეკავება, ალბუმინურია, ურეტრალური სისხლდენა, თირკმელების აზოტის გამომყოფის ფუნქციის დაქვეითება, ინტერსტიციალური ნეფრიტი. ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ცხელება, წყლულის გაჩენა, სისხლდენისა და მცირე კვანძების თანხლებით, ჩირქოვანი ქერქის წარმოქმნით, წამლის ცხელება, წერტილოვანი სისხლჩაქცევა, სახის ან ყელის შეშუპება, ქოშინი, ეოზინოფილია, ვასკულიტი, ეკზანთემა, კვანძური ერითემა, ექსუდაციური მალტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი (ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანაფილაქსიური შოკი. ძვლებისა და კუნთების სისტემის მხრივ: ართრალგია, ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მყესების გახლეჩვა, მიალგია, შეშუპება სისხლძარღვების არეში. სხვა: საერთო სისუსტე, სუპერინფექცია (კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი), სინათლის მომატებული მგრძნობელობა,  სისხლის,,მიწოლის” შეგრძნება სახის კანზე, ოფლიანობა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპოპროთრომბინემია,,,ღვიძლის” ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზების აქტივობის მომატება, ჰიპერკრეატინემია, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამინოფილინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამინოფილინის გვერდითი მოვლენებია: ამინოფილინის შიგნით მიღებისას (განსაკუთრებით უზმოზე) შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები. ეთილენდიამინისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში მოსალოდნელია ექსფოლაციური დერმატიტისა და ცხელების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანაპენ® 300ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანაპენ® 300-ის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა წამალს, ანაპენს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.ანაპენი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223), რომელიც შესაძლოა გახდეს ალერგიული რეაქციის და სუნქვის გაძნელების მიზეზი, განსაკუთრებით ასთმის მქონე პაციენტებში.  ასეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას ეცადეთ დაუყონებლივ აღმოჩნდეთ სამედიცინო მზრუნველობის ქვეშ.  ადრენალინის ზოგად გვერდით მოვლენებს განეკუთვნება: გულის ფრიალი, სწრაფი ან არათანაბარი გულის ცემა, ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, სიფერმკრთალე, კანკალი, თავის ტკივილი, შფოთვა, ნევროზული მდგომარეობა, შიში და ხელ-ფეხის გაციება. სხვა, ნაკლებად ხშირ, გვერდით მოვლენებს განეკუთვნება: ჰალუცინაციები, გონების დაკარგვა, გაფართოებული გუგები, შარდვის გაძნელება, კუნთების კანკალი, არტერიული წნევის მატება, სისხლში ცვლილებები, როგორიცაა გლუკოზის დონის მატება, კალიუმის დაბალი დონე და აციდოზი. იშვიათად, მაღალი დოზის შემთხვევაში, ან მგძნობიარე პაციენტებში, მოულოდნელად გაზრდილი არტერიულმა წნევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, არარეგულარული გულის ცემა, გულის შეტევა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლის მიწოდების შემცირებას კანის, ლორწოვანისა და თირკმლის ქსოვილებში.  გვერდითი მოვლენების დამძიმების შემთხვევაში ან თუ აღინიშნება გვერდითი მოვლენები რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ჯანდაცვის მუშაკს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფიტოლიზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფიტოლიზინის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ – გულისრევა. გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ათეროლიპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ათეროლიპის გვერდითი მოვლენებია: ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი უნიკალური ბუნებრივი კომპლექსი ათეროლიპის მოქმედება კომპლექსურია, ვინაიდან მისი შემადგენელი კომპონენტები მოქმედებენ ლიპიდების ცვლაზე სხვადასხვა მექანიზმებით •             ანგიოპროტექტორული და ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება •             აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და სისხლის რეალოგიურ თვისებებს  •             როგორც ბუნებრივ პროდუქტს ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა, ადვილად ათვისებადობა და მინიმალური გვერდითი მოვლენები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დილტიაზემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დილტიაზემის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პასტოზურობა, წვივების და კოჭების შეშუპება, არითმია. ცალკეულ შემთხვევებში ავადმყოფებში შეგუბებითი მოვლენებით შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ადვილად დაღლა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, კანის ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეტრომიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეტრომიცინის გვერდითი მოვლენებია: – ნეფროტოქსიკურობა, უარყოფითი მოქმედება თირკმელებზე, ნეიროტოქსიკურობა. – ვესტიბულური ფენქციის დარღვევას აქვს დროებითი ხასიათი. იშვიათად აღინიშნება კოხლეარული ფუნქციის დარღვევა, რომელიც ატარებს შეუქცევად ხასიათს. – იშვიათად აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა, დეზორიენტაცია, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, თრომბოციტოზი, პარესთეზია, გამონაყარი, ციებ-ცხელება, სითხის დაგროვება, ღებინება, დიარეა. – ინექციის ადგილას ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ასპირინი 100ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასპირინი 100-ის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, გამონაყარი კანზე); ტკივილები კუჭის არეში; სისხლში თრომბოციტების რიცხვის შემცირება. იშვიათად პრეპარატის ხშირად ხანგრძლივი მიღების დროს შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, რომელსაც ახლავს მუცლის არეში ძლიერი ტკივილები, შავი ფერის (კუპრისმაგვარი) ფეკალური მასის წარმოქმნა, საერთო სისუსტე, ანემია. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ასკორბინის მჟავას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასკორბინის მჟავას გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათია. დიდი დოზებით (4-12 გ დღე-ღამეში) ხანგრძლივი მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დიარეა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღგზება, გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლა), ურატული ოქსალატური კონკრემენტები თირკმელებში, ჰიპეროქსალურია, ქიმიური ცისტიტი, შარდის pH – ის დროებითი დაქვეითება. დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა, აგრეთვე თირკმელების ფუნქციის დათრგუნვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები