Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ფენკაროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფენკაროლის გვერდითი მოვლენებია: მომატებული მგრძნობელობისას ან დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოვლინდეს პირის ღრუს ზომიერი სიმშრალე, იშვიათად – დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება), თავის ტკივილი, რომლებიც დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას ქრება.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებში იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა. რიგ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს სუსტი სედაციური ან დამამშვიდებელი ეფექტი. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რომექსიკამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რომექსიკამის გვერდითი მოვლენებია: ცნობილია ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: ს შესახებ, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მელოქსიკამის დანიშვნასთან. (თუმცა არცერთ შემთხვევაში არ არსებობს პირდაპირი კავშირი, მელოქსიკამის მიღებით გამოწვეული გვერდითი მოვლენის შესახებ). კუჭ-ნაწლავის მხრივ: ზოგჯერ: დისპეპსია, ღებინება, გულისრევა, აბდომინალური ტკივილი, ყაბზობა, მუცლის შებერვა და დიარეა. იშვიათად: მსუბუქი და გარდამავლი გაზრდა ღვიძლის ფუნქციების (მაგ. ტრანსამინაზების, ბილირუბინის), ბოყინი, ეზოფაგიტი, გასტროდუოდენალური წყლული, ფარული ან გამოხატული გასტროინტესტინალური ჰემორაგია. ძალიან იშვიათად –კოლიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზოგჯერ: ანემია,იშვიათად: ჰემოგრამის ცვლილებები. მათ შორის: ლეიკოციტალური ფორმულის ცვლილება; ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. შესაძლებელია მიელოტოქსიური პრეპარატების, განსაკუთრებით მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნა იწვევს ციტოპენიის განვითარებას. კანი და ლორწოვანი გარსების მხრივ: ზოგჯერ: გამონაყარი და ქავილი. იშვიათად: სტომატიტი, ურტიკარია. ძალიან იშვიათად: ფოტოსენსიბილიზაცია. სასუნთქი სისტემა მხრივ: ძალიან იშვიათად: აცეტილსალიცინის მჟავას ან აასპ-ს დანიშვნის შემდეგ, მელოქსიკამის ჩათვლით შეიძლება განვითარდეს ბრონქული ასთმის მწვავე შეტევა. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ზოგჯერ: თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. იშვიათად: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ძილიანობა. სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ: ზოგჯერ: შეშუპება. იშვიათად: ტახიკარდია, ჰიპერტენზია და “წამოხურებები”. შარდსასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად: თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იზრდება კრეატინინისა და შარდოვანას დონე სისხლში).  მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იბუპარ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იბუპარ ფორტეს გვერდითი მოვლენებია:  სამკურნალო საშუალებამ იბუპარ ფორტემ, ისევე როგორც სხვა ნებისმიერმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები.  არასასურველი მოვლენები დაყოფილია ჯგუფებად მათი სიხშირის მიხედვით, დაწყებული შედარებით ხშირიდან, შემდეგი კლასიფიკაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥1/10 000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000).  ხშირი: გამონაყარი, ლაქოვან-პაპულოზურის ჩათვლით, მადის დაქვეითება, შეშუპებები (რომელიც ძალიან სწრაფად გაივლის პრეპარატის მოხსნის შემდეგ). არახშირი: დისპეფსია, მუცლის ტკივილი, სპასტიკური ტკივილები მუცლის ღრუში, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, გულძმარვა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია, ფერების აღქმის დარღვევა, ჭინჭრის ციება, ქავილი, ალოპეცია, სიმპტომების კომპლექსი, რომელიც მოიცავს მუცლის ტკივილს, ცხელებას, შემცივნებას, გულისრევას და ღებინებას, პალპიტაცია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ღრძილების დაწყლულება, რინიტი.  იშვიათად: დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა, ღებინება, გასტრიტი, თავბრუსხვევა, უძილობა ან ძილიანობა, აგზნებადობა, ნევროზულობა, დაღლილობის შეგრძნება. ძალიან იშვიათად: კუპრისებური განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, ასეპტიური მენინგიტი, ცნობიერების დარღვევა, დეპრესია, ემოციური აშლილობები, ხმაური ყურებში, სმენის დარღვევა, აზოტემია, ჰემატურია, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით, თირკმლის დვრილების ნეკროზი, კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, პოლიურია, ოლიგურია, შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის მომატება, (ნატრიუმის შეკავება),ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დადებითი ფუნქციური სინჯები, განსაკუთრებით ხანგრძლივი მიღებისას, ჰეპატიტი, სიყვითლე, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ზოგჯერ კუმბსის დადებითი სინჯით, სისხლის სურათში გადახრები (ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია), თრომბოციტოპენია პურპურით ან მის გარეშე, ჰემოგლობინის დონის ან ჰემატოკრიტის დაქვეითება, პოლიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მწვავე ალერგიული რეაქციები, ისეთები, როგორიცაა სახის, ენის, ხორხის შეშუპება, მოხრჩობა, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია ან მწვავე შოკი, ბრონქოსპასტიური რეაქციები, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი. შესაძლოა განვითარდეს კუჭის და (ან) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პერფორაცია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზოგჯერ სასიკვდილო გამოსავლით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ისეთი სამკურნალო საშუალების მიღება, როგორიცაა იბუპარ ფორტე, შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი), ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელოდ მომატებასთან. ზოგიერთ პირს პრეპარატ იბუპარ ფორტეს მიღებისას, შესაძლოა განუვითარდეთ სხვა არასსურველი მოვლენები. სხვა გვერდითი მოვლენები: ს განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დანართ ფურცელში, საჭიროა მიმართოთ ექიმს.. ისეთი სამკურნალო საშუალების მიღება, როგორიცაა იბუპარ ფორტე, შესაძლოა ასოცირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის განვითერების რისკის უმნიშვნელო მომატებასთან. ეს რისკი იზრდება სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით ხანგრძლივად მიღებისას. არ შეიძლება ექიმის კინსულტაციის გარეშე მაღალი დოზების და 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება. გულის მხრივ დარღვევების, ასევე გადატანილი ინსულტის, ან ამ შემთხვევების განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში (მაგ. სისხლის მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე, მოწევა), საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია მკურნლობის ოპტიმალური სახის შესახებ. კანის რეაქციების მძიმე ფორმები, რომელთაგან ზოგიერთი სასიკვდილოა, ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით, ძალიან იშვიათად იყო აღწერილი აასს ჯგუფის პრეპარატების მიღებისას. ასეთი მძიმე რეაქციების განვითერების მაქსიმალური რისკი არის თერაპიის დასაწყისში, უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის პირველ თვეს. კანზე გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანების ან მომატებული მგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოჩენისას, აუცილებელია სამკურნალო სასუალების მიღების შეწყვეტა. პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებით, შესაძლოა გაიზარდოს ასეპტიური მენინგიტის განვითარების რისკი.  პაციენტებს ბრონქული ასთმით და ალერგიული დაავადებებით, შესაძლოა განუვითარდეთ ბრონქოსპაზმი. იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა (მხედველობის დაბინდვა, ფერთა აღქმის დარღვევა). ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს. იბუპროფენი ახდეენს ანტითრომბულ მოქმედებას. მისი მიღება მოითხოვს სიფრთხილეს პაციენტებში, სისხლის შედედების დარღვევით, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს. მოცემული სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს (არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები), რომლებმაც შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიონ ქალებში განაყოფიერებაზე. ეს ეფექტი ტრანზიტორულია და გაივლის მკურნალობის დასრულების შემდეგ. საჭიროა სამკურნალო საშუალების მინიმლური ეფექტური დოზების მიღება დროის მინიმალურ პერიოდში, სასურველი თერაპიული შედეგის მისაღებად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფიბრონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფიბრონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები:გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ჰიპერტენზია, ორსულობა (განსაკუთრებით II ტრიმესტრი), კუჭ-ნაწლავის მწვავე დარღვევები, ნეფროზო ნეფრიტის გართულებული ფორმები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალციუმის გლუკონატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალციუმის გლუკონატის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, რომელიც სწრაფად გაივლის დამოუკიდებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არიპეგისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არიპეგისის გვერდითი მოვლენებია: ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად არიპეგისმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში. ხშირად გამოვლენილი ეფექტები (100პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები): კუნთების არაკონტროლირებადი შეკუმშვა ან კანკალი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ღებინება, გულისრევა, კუჭში არასასიამოვნო შეგრძნება, შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები, მოუსვენრობა, შფოთვის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა ან,,ციმციმი” თვალებში. არახშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები(1000პაციენტიდან 1-ზე ხშირი და 10 შემთხვევაზე ნაკლები): ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა განიცადოს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას; აგრეთვე შესაძლოა აღინიშნოს გულისცემის გახშირება. ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნა ხასიათის ცვლილება.  პრეპარატი არიპეგისის ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის დადგენილი: სისხლის ზოგიერთი უჯრედების კონცენტრაციის ცვლილება; უჩვეულო გულისცემა, მოულოდნელი აუხსნელი სიკვდილი, ინფარქტი; ალერგიული რეაქცია (მაგ., პირის ღრუს ლორწოვანის, ენის, სახის, ყელის შეშუპება, ქავილი და გამონაყარი); სისხლში შაქრის მაღალი დონე, დიაბეტის გაუარესება ან გაჩენა, კეტოაციდოზი (კეტონის არსებობა სისხლში და შარდში) ან კომა, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე; სხეულის მასის მომატება და დაკლება, ანორექსია, ნერვულობა, აჟიტირება, შფოთის შეგრნება; სუიციდური აზრები, სუიციდური მცდელობა ან სუიციდი; მეტყველების დარღვევა, შეტევა, სიცხის კომბინაცია, კუნთების რიგიდულობა, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, დაქვეითებული აზროვნება და არტერიული წნევის და გულის კუმშვის სიხშირის უეცარი ცვლილება; გულყრა, მაღალი არტერიული წნევა, ვენაში თრომბის წარმოქმნა, განსაკუთრებით ფეხებზე (სიმპტომები შეიცავენ შეშუპებას, ტკივილს და ფეხების სიწითლეს), რაც შესაძლოა გადაადგილდეს სისხლძარღვებიდან ფილტვებში, რაც იწვევს ტკივილს მკერდის არეში და სუნთქვის გართულებას (თუ შენიშნავთ ნებისმიერს ამ გვერდითი ეფექტებიდან დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს); საყლაპავის კუნთების სპაზმი, ტრაქეაში საკვების უეცარი მოხვედრა პნევმონიის განვითარების რისკით, ყლაპვის გართულება; კუჭკვეშა ჯირკვლის ანთება; ღვიძლის ანთება, კანისა და თვალის გუგის სიყვითლე, ანალიზისას ღვიძლის პათოლოგიური მაჩვენებლების გამოვლენა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, დიარეა; გამონაყარი კანზე და სინათლის მიმართ მგრძნობელობა, თმის უჩვეულო ცვენა ან თმის გათხელება, ჭარბი ოფლიანობა; შებოჭილობა ან კრინჩხვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე; უნებლიე შარდვა, პრობლემები შარდვისას; ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია; თერმორეგულირების პრობლემები და გადახურება, მკერდის ტკივილი, ხელის მტევნების, წვივ-ფეხის სახსრების და ფეხის გულების შეშუპება.  15 წლის ასაკში მოზარდებში და უფროსებში აღინიშნა იგივე სიხშირის და ტიპის გვერდითი ეფექტები, რაც უფროსებში, მაგრამ უძილობა და არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვა ან კანკალი აღინიშნა ძალიან იშვიათად (10 პაციენტიდან 1 შემთხვევაზე ნაკლები), ხოლო პირის სიმშრალე, მადის მომატება და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომიარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას აღინიშნა ხშირად.  არიპიპრაზოლის მიღებისას სიკვდილიანობის შემთხვევა აღინიშნა უმეტესად ხანდაზმულებში დემენციით. გარდა ამისა, გამოვლინდა ინსულტის და მიკროინსულტის შემთხვევები.  თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ სახეს მიიღებს, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როტაკინაზას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტაკინაზას გვერდითი მოვლენებია: რო­ტა­კი­ნა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს არას­პე­ცი­ფი­უ­რი რე­აქ­ცია  ცი­ლაზე: თა­ვის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, შე­ცი­ე­ბა, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ციები  (გა­მო­ხა­ტუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია  კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა), სის­ხლდე­ნა შეყ­ვა­ნის ად­გი­ლიდან, აგ­რეთ­ვე ღრძი­ლე­ბი­დან. სწრაფი ინტრავენური შეყვანისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, გულის  რით­მის დარღვევა. გასათვალისწინებელია ემბოლიის განვითარების შესაძ­ლებ­ლო­ბა (თრომბის ელემენტების მობილიზაციის გამო).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით 5-ფტორურაცილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

5-ფტორურაცილის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 – < 1/10), არც ისე ხშირად (≥ 1/1 000 – < 1/100), იშვიათად (≥ 1/10 000 – < 1/1 000). ძალიან იშვიათად (< 1/10 000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).  დარღვევები სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემების მხრიდან ძალიან ხშირად: მიელოსუპრესია (დოზის შემზღუდავი გვერდითი ეფექტებისგან ერთ-ერთი), ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია (მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე), ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, სისხლდენა ცხვირიდან და პანციტოპენია. ლეიკოპენია უმეტესად გამოხატულია 9-14 დღეში პრეპარატის გამოყენების შემდეგ. როგორც წესი, 30 დღის შემდეგ ლეიკოციტების რაოდენობა ნორმალიზდება. მიელოსუპრესიის ხარისხი დამოკიდებულია შეყვანის წესზე (ი/ვ ნაკადური ინექცია ან ი/ვ უწყვეტი ინფუზია) და დოზაზე. ნეიტროპენიას აქვს ადგილი ინტრავენური ნაკადური ინექციიის ყოველი თერაპიული ციკლის შემდეგ ჩვეულებრივი დოზით (ნაიტროფილების შემცველობის მაქსიმალური შემცირება: მკურნალობის მე-9-დან მე-14-მე-20 დღემდე; ნორმალიზაცია, როგორც წესი, იწყება 30-ე დღიდან).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან ძალიან ხშირად: იმუნოსუპრესია ინფექციის განვითარების სიხშირის მომატებით. იშვიათად: შესაძლებელია გენერალიზებული ალერგიული რეაქციები ანაფილაქტიურ შოკამდე. დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრიდან სიხშირე უცნობია: შრატში საერთო თიროქსინის (T4) და საერთო ტრიიოდთირონინის (T3) შემცველობის მომატება თავისუფალი T4-ს და თთჰ-ს მომატების გარეშე და ჰიპერთირეოზის კლინიკური ნიშნების გარეშე. დარღვევები ნივთიერება ცვლის და კვების მხრიდან ძალიან ხშირად: ჰიპერურიკემია. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან არც ისე ხშირად: ნისტაგმი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარკინსონიზმის სიმპტომები, კორტიკოსპინალური ნიშნები, ეიფორია, ძილიანობა. ძალიან  იშვიათად: (ლეიკო) ენცეფალოპათია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ატაქსია, მეტყველების დარღვევა, გონების არევ-დარევა, ორიენტაციის დარღვევა, მიასთენია, აფაზია, კრუნჩხვები ან კომა ფტორურაცილის მაღალი დოზების ინფუზიის შემდეგ ან დპდ-ს უკმარისობის მქონე პაციენტებში.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან არც ისე ხშირად: გადაჭარბებული ცრემლდენა, მხედველობის არამკაფიოობა, თვალის მოძრაობის დარღვევები, მხედველობითი ნერვის ანთება, დიპლოპია, მხედველობის სიმახვილის შემცირება, სინათლის შიში, კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, ნაწიბურებით გამოწვეული ექტროპია, საცრემლე ჯირკვლების ფიბროზი. დარღვევები გულის მხრიდან ძალიან ხშირად: იშემიისთვის დამახასიათებელი ეკგ-ს ცვლილებები. ხშირად: ანგინოზური პექტორალგია. არც ისე ხშირად: არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია, მიოკარდიტი, გულის უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია და კარდიოგენური შოკი. ძალიან იშვიათად: გულის გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი გულის უკმარისობის შედეგად. კარდიოტოქსიკური გვერდითი ეფექტები ვითარდება ძირითადად შეყვანის პირველი ციკლის დროს ან რამოდენი საათში მას შემდეგ. პაციენტებში წინმსწრები გულის იშემიური დაავადებით ან კარდიომიოპათიით კარდიოტოქსიკური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი მომატებულია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან არც ისე ხშირად: ჰიპოტენზია. იშვიათად: ცერებრალური, ნაწლავური და პერიფერიული იშემია, რეინოს სინდრომი, თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი. დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის მხრიდან ძალიან ხშირად: ბრონქოსპაზმი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ძალიან ხშირად: კუჭ-ნაწლავური ეფექტები (პოტენციურად სახიფათო სიცოცხლისთვის), როგორიცაა ლორწოვანი გარსის ანთებები (სტომატიტი, ფარინგიტი, ეზოფაგიტი, პროქტიტი), ანორექსია, სეროზული დიარეა, გულისრევა და ღებინება. არც ისე ხშირად: გაუწყლოება, სეპსისი, ასევე დაწყლულებები და სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წყლულის პროგრესირება. გვერდითი ეფექტების ხარისხი (I-IV კიბოს გამოკვლევის აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის ტოქსიკურობის საერთო კრიტერიუმების შეფასების შკალის მიხედვით,) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან დამოკიდებულია დოზასა და შეყვანის წესზე. უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის გზით შეყვანისას სტომატიტი, მიელოსუპრესიასთან შედარებით, უფრო სავარაუდო  დოზა-შემზღუდველ ეფექტს წარმოადგენს.

დარღვევები ღვიძლის და შარდგამოყოფი გზების მხრიდან არც ისე ხშირად: ღვიძლის უჯრედების დაზიანება. ძალიან იშვიათად: ღვიძლის ნეკროზები (ზოგჯერ სასიკვდილო გამოსავლით), ნაღვლის სკლეროზი, ქოლეცისტიტი. ცვლილებები კანის და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის მხრიდან ძალიან ხშირად: თმის ცვენა, ჭრილობების შენელებული შეხორცება, სინდრომი „მტევანი-ტერფი“, რომელიც ასოციირდება ხელის გულებზე და ფეხის ქუსლებზე შეწითლებასთან, შეშუპებასთან, ტკივილთან და კანის აქერცვლასთან. არც ისე ხშირად: ეგზანთემები, კანის ცვლილებები (კანის სიმშრალე, ეროზიები/ნახეთქები, ერითემა, ქავილი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი), დერმატიტი, ჭინჭრის ციება და სინათლის შიში, კანის ჰიპერპიგმენტაცია და განიზოლიანი ჰიპერპიგმენტაცია ან დეპიგმენტაცია ვენების მდებარეობოს ზონებში, ფრჩხილების ცვლილებები (მაგალითად, დიფუზური ზედაპირული ლურჯი პიგმებნტაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ონიქოდისტროფია, ფრჩხილის ფირფიტის  ტკივილი და გასქელება, პარონიქია) და ონიქოლიზისი. ე.წ. სინდრომი „მტევანი-ტერფი“, რომელიც ასოციირებულია ხელის გულებზე და ფეხის ქუსლებზე შეწითლებასთან, შეშუპებასთან, ტკივილთან და კანის აქერცვლასთან უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ვითარდება ძალიან ხშირად, ხოლო ინტრავენური ნაკადური ინექციის შემდეგ – ხშირად. დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრიდან არც ისე ხშირად: სპერმატოგენეზის და ოვულაციის დარღვევები. საერთო აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას ძალიან ხშირად: გამოფიტვა, საერთო ასთენია, მომატებული დაღლილობა და მოტივაციის შემცირება, ციებ-ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაკმირორი კომპლექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაკმირორი კომპლექსის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის და ქავილის სახით. ჰიპერმგრძნობელობა ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იმუვიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუვიტის გვერდითი მოვლენებია:  რეკომენდებული დოზირებით პრეპარატის მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები