იცით L დონატორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?
L დონატორის გვერდითი მოვლენებია: გულისრევის შგრძნება,დიარება
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
L დონატორის გვერდითი მოვლენებია: გულისრევის შგრძნება,დიარება
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
იზოტორანის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია გულის რითმის დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ლეიკოციტების მაჩვენებლების ზრდა, ქირურგიული სტრესის არარსებობის დროსაც კი. სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა. გამოღვიძების პერიოდში: ტრემორი, გულისრევა, ღებინება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ნორფლოქსაცინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის სისტემური გამოყენებისას შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და სხვა დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა. ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი).
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ნეიროლეფსინის გვერდითი მოვლენებია: უსაფრთხოების ზომები ნეიროლეფსინის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს გარდამავალი ან მდგრადი თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული გვერდითი მოვლენები გარდამავალია და არ წარმოადგენს აგრანულოციტოზისა და აპლასტიური ანემიის განვითარების საწყისს. მიუხედავად ამისა, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში აუცილებელია სისხლის პერიოდული კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია ღვიძლის ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას ან ასაკოვან პაციენტებში. მკურნალობის პროცესში ძვლის ტვინის ფუნქციების დაქვეითებისას, ან ღვიძლის ფუნქციების გაუარესებისას აუცილებელია პრეპარატის შეწყვეტა. მკურნალობის პროცესში, მუდმივი ხასიათის დერმატოლოგიური რეაქციების სიმპტომების გამოვლინებისას, განსაკუთრებით სტივენს-ჯონსონის ან ლაიელის სინდრომის არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ნეიროლეფსინით მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია შარდის საერთო ანალიზის და სისხლში შარდოვანას კონტროლი. პრეპარატი არ ინიშნება მცირე ეპილეფსიური გულყრის დროს. შერეული ტიპის ეპილეფსიური გულყრის დროს ნეიროლეფსინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, რადგან შესაძლებელია შეტევების გაძლიერება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ნეიროლეფსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ნეიროლეფსინით მკურნალობისას აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება. ნეიროლეფსინით მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მაინც, საჭიროა მაო-ს ინჰიბიტორების მოხსნა. გვერდითი მოვლენები ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა; შესაძლებელია თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, დიზართრია, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზია, კუნთების სისუსტე, პარეზის სიმპტომები, ჰალუცინაციები, დეპრესია, დაღლილობის შეგრძნება, აგრესიული ქცევა, აჟიტირება, გემოს შეგრძნების დარღვევები, კონიუნქტივიტი, ჰიპერაკუზია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – მიოკარდის გამტარობის დარღვევა, ერთეულ შემთხვევაში – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, კორონარული უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: შესაძლებელია – ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, იშვიათად – ლეიკოციტოზი, აგრანულოციტოზი; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ლიმფადენოპათია, ცხელება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ნებივოლოლი შტადას გვერდითი მოვლენებია: ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პარესთეზიები, დეპრესია, ყურადღების დაქვეითება, ძილიანობა ან უძილობა – ინდივიდუალურად. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, სიმშრალე პირის ღრუში. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია, AV ბლოკადა, რიტმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი. სხვა: ბრონქოსპაზმი, ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
იბუფენის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, თუმცა მისმა გამოყენებამ ზოგიერთ პირში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, როგორიცაა მაგალითად დისკომფორტის შეგრძნება მუცელში. იშვიათ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: • არასპეციფიკური ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები • რეაქციები სუნთქვის ორგანოების მხრივ, რომელიც ვლინდება ბრონქოსპაზმით ან ქოშინით, ბრონქული ასთმის გამწვავებით. • კანის რეაქციები გამონაყრის, ქავილის, ჭინჭრის ციების, პურპურის, ვაზომოტორული შეშუპების, ძალიან იშვიათად ბულოზური დერმატოზის სახით. • თრომბოციტოპენია ერთეულ შემთხვევაში გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: – ბულოზური დერმატოზი – კუჭის წყლული ან კუჭიდან სისხლდენა. საქაროზას შემცველობის გამო, სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენეტბში, ფრუქტოზას აუტანლობის მქონე პირებში ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის შემთხვევაში. ყველა გვერდითი (უჩვეულო) ეფექტის გამოვლენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც ბროშურაში მითითებული არ არის, აუცილებლად უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ცისტიუმი სოლიდაგო გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ალერ ნეო გვერდითი მოვლენებია: ,,ალერ ნეო” კარგად გადაიტანება. Mმკურნალობის პერიოდში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მსუბუქი და ზომიერი ხასიათისაა და არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას. „ალერ ნეო”-ს მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცნს-ის მხრივ: სუსტად გამოხატული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ძილიანობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია. საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გემოს შეგრძნების შეცვლა, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი;
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ლორნოკამის გვერდითი მოვლენებია: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 – <1/10); არახშირი (≥1/1,000 – <1/100); იშვიათი (≥1/10,000 – <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძვლად). იშვიათი: ფარინგიტი. სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლდენის გახანგრძლივებული დრო. ძალიან იშვიათი: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია და ჰემოლიზური ანემია. იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქსია და ანაფილაქტოიდური რეაქციები. ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: არახშირი: ანორექსია, წონის ცვლილებები. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: მსუბუქი და ტრანზიტორული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. არახშირი: უძილობა, დეპრესია. იშვიათი: ძილიანობა, პარესთეზია, დისგევზია, ტრემორი, შაკიკი, აგზნება. ძალიან იშვიათი: ასეპტიური მენინგიტი მგლურას და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში. მხედველობის და სმენის ორგანოების მხრივ: არახშირი: კონიუნქტივიტი. იშვიათი: მხედველობის დარღვევა. არახშირი: ვერტიგო, ტინიტუსი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირი: პალპიტაციები, ტაქიკარდია, შეშუპება, გულის უკმარისობა, შეშუპება. იშვიათი: ჰიპერტენზია, წამოხურება, სისხლჩაქცევა, ჰემატომა. სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირი: რინიტი. იშვიათი: დისპნოე, ხველება, ბრონქოსპაზმი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, დიარეა, ღებინება. არახშირი: ყაბზობა, შებერილობა, პირის სიმშრალე, გასტრიტი, კუჭის წყლული, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პირის ლორწოვანი გარსის წყლულები. იშვიათი: მელენა, სტომატიტი, გლოსიტი, პერფორირებული პეპტიური წყლული, გასტროინტესტინალური სისხლდენა. ჰეპატობილიარული დარღვევები: არახშირი: ტრანსამინაზების მომატება (ALT, AST). ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, სიყვითლე და ქოლესტაზი. კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჰიპერჰიდროზი, ერითემატოზური გამონაყარი, ურტიკარია და ანგიონევროზული შეშუპება, ალოპეცია. იშვიათი: დერმატიტი და ეგზემა, პურპურა. ძალიან იშვიათი: შეშუპება და ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ:არახშირი: ართრალგია. იშვიათი: ძვლების ტკივილი, კუნთების სპაზმი, მიალგია. საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათი: ნიკტურია, შარდვის დარღვევები, სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონეების მომატება. ძალიან იშვიათი: თირკმლის მწვავე უკმარისობის პროგრესირება. ზოგადი დარღვევები: არახშირი: სისუსტე, სახის შეშუპება. იშვიათი: ასთენია. ადგილობრივი რეაქცია: ჰიპერემია, ტკივილი ინექციის ადგილზე.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
არიფამის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები როგორც ყველა პრეპარატმა ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული მედიკამენტის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი: • უეცარად განვითარებული მსტვენავი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (არაგავრცელებული გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში) • ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში) • Eენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში) • კანის სერიოზული რეაქციები, მოცულობითი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ბუშტუკების წარმოქმნის, კანის აქერცვლის და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში) • გულის შეტევა, ანომალური გულისცემა (ძალაინ იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში) • სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (პოლიმორფული ტაქიკარდია), (სიხშირე უცნობია), • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში და ზურგში, ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში). აღწერილია შემდეგი გავრცელებული გვერდითი ეფექტები. თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომები ან ისინი გრძელდება კვირაზე დიდხანს, უნდა მიმართოთ ექიმს. გავრცელებული გვერდითი ეფექტები:აღინიშნება 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში. • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში), • გულისცემის გახშირება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია • მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), • კოჭ-წვივის სახსრის შეშუპება (შეშუპება), დაღლილობა, • სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, • კანის გამონაყარი. სხვა გვერდითი ეფექტების აღწერას მოიცავს ქვემოთ მოცემული სია. თუ აღნიშნული გვერდითი ეფექტები იღებს სერიოზულ სახეს ან აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები:აღინიშნება 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში • ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, • ტრემორი, გემოვნების ცვლილება, გონების დაკარგვა, • კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, • მხედველობის დარღვევები, მხედველობის გაორება, ყურებში შუილი, • დაბალი არტერიული წნევა, • ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი), • დეფეკაციის რითმის ცვლილება, დიარეა, ყაბზობა, საკვების გადამუშავების დარღვევა, პირის სიმშრალე, ღებინება, • თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება, • შარდის გამოყოფის დარღვევა, ღამით მოშარდვის ხშირი სურვილი, ხშირი შარდვა, • ერექციის მიღწევის შეუძლებლობა; დისკომფორტის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში ან მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, • სისუსტე, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, • ტკივილი სახსრებსა და კიდურებში, კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი, • სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება. იშვიათი გვერდითი ეფექტები:აღინიშნება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში • ცნობიერების დაბინდვა, • თავბრუსხვევის შეგრძნება. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:აღინიშნება 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში. • სისხლში უჯრედული ელემენტების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოცირტების რაოდენობის შემცირება რაც იწვევს მსუბუქ სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენას), ლეიკოპენია (ლეკოციტების რაოდენობის შემცირება რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის აუხსნელი მომატება, ყელის ტკივილი ან სხვა გრიპის მსგავსი სიმპტომები – ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება), • სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), • სისხლში კალციუმის დონის მომატება, • ნერვული დარღვევები, რომელიც იწვევს სისუსტეს, ჩხვლეტას და დაბუჟებას, • ხველა, • ღრძილების შეშუპება, • მუცლის შებერილობა (გასტრიტი), • ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი დიაგნოსტიკური ტესტის შედეგზე; ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შესძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება (ტვინის დაზიანება გამოწვეული ღვიძლის დაავადებით), • თირკმლის დაავადებები, • კუნთების მომატებული დაჭიმულობა, • სისხლძარღვების ანთება, ხშირად ახლავს კანის გამონაყარი, • სინათლისადმი მგრძნობელობა, • დარღვევები, რომელიც მოიცავს რიგიდობას, ტრემორს ან/და მოძრაობის დარღვევებს. უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია): • შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები; ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი თქვენი მდგომარეობის შემოწმების მიზნით. შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების შემდეგი ცვლილებები: – სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და არტერიული წნევის დაქვეითება. – შარდმჟავას დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების სახსრებში), – სისხლში გლუკოზის დონის მომატება, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, • ანომალიები ეკგ-ზე, • ახლომხედველობა (მიოპია), • არამკაფიო მხედველობა, • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი) თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. შეტყობინება გვერდით ეფექტებზე თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით გვეხმარებით პრეპარატზე მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები