Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ლომექსი რბილი კაფსულას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლომექსის რბილი კაფსულას გვერდითი მოვლენებია: რაც შეეხება მის უსაფრთხოებას FDA ბაღის ქონდარს აკუთვნებს GRAS (Generally Regarded As Safe) კატეგორიას და მისი გამოყენება რეკომენდირებული დოზებით უსაფრთხოა. აგრეთვე, რეკომენდირებული დოზებით და ხანგრძლივობით გამოყენებისას, უარყოფითი რეაქცია არ გამოვლენილა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანგინოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანგინოლის გვერდითი მოვლენებია: შეიძლება ადგილი ჰქონდეს დისპეფსიას, გულძმარვას, ტკივილებს მუცლის არეში, დიარეას, მენჯის ღრუს ორგანოებთან სისხლის გაძლიერებულ მიდინებას, მენსტრუალური სისხლდენის გაძლიერებას, საშვილოსნოს ტონუსის მომატებას ორსულობის პერიოდში მიღების შემთხვევაში, ალერგიულ რეაქციებს. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს. იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ინდაბრიუს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინდაბრიუ გვერდითი მოვლენებია: ინდაპამიდით გამოწვეული დიურეზი შეიძლება იწვევდეს სითხის გაძლიერებულ გამოყოფას და ჰიდროელექტროლიტურ დარღვევებს.  ინდაპამიდის ერთ-ერთი ხშირი გვერდითი ეფექტია ჰიპოკალიემია. პაციენტების უმრავლესობაში კალიუმის შემცირება მწვავე არ არის და არ პროგრესირებს,  მაგრამ იწვევს სიმპტომებს 3-7%-ში. სავარაუდოდ კალიუმის დეფიციტი განვითარდება შემდეგ პაციენტებში: – რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერალდოსტერონიზმი, ღვიძლის და ასცეტური ციროზი, დიეტაში კალიუმის დეფიციტი და კალიუმის დაკარგვა თირკმლის პათოლოგიის გამო; – პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის დონის დამაქვეითებელ მედიკამენტებს (კორტიკოსტეროიდები, კორტიკოტროპინი); – როდესაც ინდიპამიდი გამოიყენება მაღალი დოზებით (დღეში 5მგ-ზე მეტი)  ჰიპოკალიემია: შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება გახდეს საჭირო ხანდაზმუელბში, პაციენტებში, რომლებიც ერდროულად იღებენ კარდიოტონურ გლიკოზიდებს მაგ., დიგოქსინს), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ვენტრიკულური არითმია ან სხვა მდგომარეობა, რომლის დროსაც ჰიპოკალიემია წარმოადგენს რისკს.  კალიუმის ქლორიდის დანამატებით მკურნალობა: შეიძლება აუცილებელი იყოს ჰიპოკალიემიით გამოწვეული მეტაბოლური ალკალოზის პრევენციისთვის.  ჰიპოქლორემიული ალკალოზი: შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემიის დროს, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის მწვავე დაავადებით, ჩვეულებრივ ეს მდგომარეობა ზომიერია და არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას. პაციენტები კალიუმის და ქლორის სხვა დანაკარგით, როგორიცაა ინტენსიური ღებინება და დიარეა.  ინდაპამიდით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს განზავებითი ჰიპონატრიემია და გაუარესდეს დროთა განმავლობაში. ეს ჰიპონატრიემია ძირითადად ვითარდება ფარულად, ქრონიკული თერაპიის დროს და ასიმპტომური და საშუალო სიმძიმისაა, ამ შემთხვევაში შრატში ნატრიუმის კონცენტრაცია სწრაფად უბრუნდება ნორმას თუ წყდება დიურეტიკის მიღება ან/და ხდება კალიუმის ან/და მაგნიუმის დანამატების მიღება. თუმცა იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა მწვავე ჰიპონატრიემია (შრატში ნატრიუმის კონცენტრაცია 120მექ/ლ-ზე ნაკლები).  ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით ქალებში, რომელთა წონაც ნორმაზე ნაკლებია და რომელთა დიეტაც ღარიბია სითხეებით და ელექტროლიტებით, რომლებიც იღებენ საკვებ დანამატებს ნატრიუმის დაბალი შემცველობით, უფრო მაღალია განზავებითი ჰიპონატრიემიის რისკი, რომელსაც იწვევს დიურეტიკები. განზავებითი ჰიპონატრიემია ჩვეულებრივ ვითარდება პაციენტებში ჰიდროელექტროლიტური დაღვევებით, როგორიცაა შეშუპება და რომლებსაც ჩვეულებრივ მკურნალობენ სითხის შეზღუდვით (მაგ., 500მლ დღეში) და დიურეტიკების მოხსნით. საჭირო არ არის ნატრიუმის ქლორიდის მიღება.  შრატში კრეტინინის კონცენტრაციის ზრდა აღინიშნა პაციენტების 5%-ზე ნაკლებში, რომლებიც იღებდნენ ინდაპამიდს თუმცა ეს ზრდა კლინიკურად უმნიშვნელოა.  პაციენტების 5%-ზე ნაკლებში აგრეთვე აღინიშნა შარდში აზოტის ბალანსის ზრდა, რაც ასოცირებულია დეჰიდრატაციასთან.  თუმცა თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტებში რომლებიც იღებენ ინდაპამიდს აღინიშნა შარდში აზოტის ბალანსის და შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მცირედი ზრდა, ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პლაცებოს გამოყენების დროს დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან.  ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს ჰიპერურიკემია. მეორადი ჰიპერურიკემია დიურეზული თერაპიის შემდეგ ჩვეულებრივ ასიმპტომურია და იშვიათად იწვევს ჩიყვს, თუმცა ინდაპამიდის გამოყენება არ უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჩიყვი, მისდამი ოჯახური წინასწარგანწყობა ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.   მეტაბოლური ეფექტები თუმცა ინდაპამიდს გააჩნია მცირე ეფექტი შრატში ტრიგლიცერიდების, საერთო ქოლესტეროლის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (მსლპ), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლს) კონცენტრაციაზე, ზოგიერთ პაციენტში ზრდის შრატში საერთო ქოლესტეროლის დონეს, თუმცა არსებული მონაცემები ინდაპამიდის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ შეზღუდულია.  თიაზიდური დიურეტიკები იწვევს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მცირედ ზრდას შრატში, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება ამ მოვლენების ინდაპამიდთან დასაკავშირებლად. უნდა გაითვალისწინონ იმის შესაძლებლობა, რომ ეს ზრდა შეიძლება მოხდეს ინდაპამიდით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.  ჰიპერგლიკემიის და გლუკოზურიის შემთხვევები აღწერილია პაციენტების 5%-ზე ნაკლებში. ინდაპამიდი დაკავშირებულია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითებასთან ზოგიერთ პაციენტში. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის შესაძლებლობა უნდა გაითვალისწინონ ინდაპამიდის და სხვა თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას.  სხვა გვერდითი მოვლენები: ინდაპამიდის გვერდითი მოვლენები: ელექტროლიტებზე და მეტაბოლურ დარღვეებზე ხშირი არ არის.  ეს გვერდითი მოვლენები: ნერვულ სისტემაზე შემდეგია: შაკიკი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე, ლეთარგია, კუნთების სპაზმები, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, ნევროზულობა, დაჭიმულობა, შფოთვა, გაღიზიანება და აჟიტაცია. ჩვეულებრივ ეს სიმპტომები ჩნდება დაახლოებით 5%-ში ან მეტში.  სინათლისადმი მგრძნობელობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა, დეპრესია და მხედველობის დაბინდვა ჩნდება პაციენტების 5%-ზე ნაკლებში.  დერმატოლოგიური რეაქციები ვითარდება პაციენტების 5%-ზე ნაკლებში და მოიცავს გამონაყარს (მაგ., ერითემატოზულმაკულური), ურტიკარიას, ქავილს და ვასკულიტს.  გასტროინტესტინური რექციები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინდაპამიდს და მოიცავს ანორექსიას, მუცლის ტკივილს ან/და კრამპებს, დიარეას, კუჭის გაღიზიანებას, გულსირევას და ღებინებას. ეს გასტროინტესტინური რეაქციები ვითარდება პაციენტების 5%-ზე ნაკლებში.  ორთოსტაზული ჰიპოტენზიის, ადრეული ვენტრიკულირი დეპოლარიზაციის, არარეგულრული გულისცემის და პალპიტაციის შემთხვევები აღინიშნა პაციენტების 5%-ზე ნაკლებში.  შარდვის გახშირება ნოქტურიის და პოლიურიის შემთხვევების ჩათვლით აღწერილია პაციენტების 5%-ზე ნაკლებში.  ინდაპამიდთან დაკავშირებული სხვა გვერდითი რეაქციები აღწერილი პაციენტების 5%-ზე ნაკლებში მოიცავს იმპოტენციას, შემცირებულ ლიბიდოს, რინორეას, სიწითლეს, წონის დაკლებას და პირის სიმშრალეს. აღწერილია ჰეპატიტი, რომელიც იხსნება პრეპრატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ინდაპამიდის გამოყენებისას მინიმუმ 1 პაციენტში მაინც.  უნდა გაითვალისწინონ შესაძლებლობა, რომ ინდაპამიდის გამოყენების დროს შეიძლება გამნვითარდეს თიაზიდურ დიურეტიკებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როტაბიოტიკი ბეიბის რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტაბიოტიკი ბეიბის გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეოართრს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოართრის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. მენთოლისადმი მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამპრილანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამპრილანის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, ორთოსტატიული კოლაფსი, ტაქიკარდია, იშვიათად – არითმია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი.  შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: თირკმლის უკმარისობის სიმპტომების განვითარება, ან გაძლიერება, პროტეინურია, შარდის მოცულობის შემცირება, ლიბიდოს დაქვეითება. ცნს მხრივ: თავის ტვიინის იშემია, ინსულტი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუტე, ძილიანება, პარესთეზიები, ნერვული აგზნებადობა, შფოთვა, ტრემორი, კუნთების სპაზმი, ხასიათის ცვლილება, მაღალი დოზების მიღებისას – უძილობა, შფოთვა, დეპრესია, ცნობიერების არევა, გულის წასვლა.  გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულური დარღვევები, გემოს (მაგ. მეტალის გემო), ყნოსვის, სმენის და მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაური.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ან შეკრულობა, ტკივილი ეპიგასტიუმის არეში, ნაწლავების გაუვალობა, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის უკმარისობის განვითარებით, პირის სიმშრალე, წყურვილი, მადის დაქვეითება, სტომატიტი, გლოსიტი.  სასუნთქი სისტემის მხრივ: “მშრალი” ხველა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რენორეა, რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი.  ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კონიუნქტივინი, ფოტოსენსიბილიზაცია; სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხახის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეროლიზი (ლაიელის სინდრომი), პემფიგუსი, სეროზიტი, ონიქოლიზი, ვასკულირი, მიოზიტი, მიალგია, ართრალგია, ართრიტი, ეოზინოფილია.  სხვა: გულყრები, ალოპეცია, ჰიპერთერმია, გაძლიერებული ოფლიანობა.  ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას აზოტის დონის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტოვობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, ანტინუკლეარული, ანტისხეულების გაჩენა. გავლენა ნაყოფზე: ნაყოფის ფუნქციის დარღვევა, ნაყოფის და ახალშობილის არტერიული წნევის დაქვეითება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალემია, ქალას ძვლების ჰიპოპლაზია, ოლიგოჰიდრამნიონი, კიდურების კონტრაქტურა, ქალას ძვლების დეფორმაცია, ფილტვების ჰიპოპლაზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიტროფურანტოინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტროფურანტოინის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დარღვევები აღინიშნება 13-15%, როცა პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი. პერიფერიული ნეიროპათიები: აღინიშნება ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით. ვიტამინ B დეფიციტით პირველადი სიმპტომებია: პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება. ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ექსუდაციური პლევრიტი, ანაფილაქსიური შოკი, ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს) და აგრანულოციტოზი. აღწერილია თმის დროებითი ცვენის შემთხვევები. აღწერილია სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები, არხის ეპითელიუმის დაზიანების გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალზოლის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, ალზოლის მალამოს შემთხვევაშიც შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყოველთვის. შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე ცნობილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დროებითი სიწითლე, კანზე გამონაყარი, ქავილი და აქერცვლა წასმის ადგილას. ამგვარი სიმპტომების განვითარებისას შეწყვიტეთ მალამოს გამოყენება და მიმართეთ ექიმს.  თუ ალზოლის მალამოს გამოიყენებთ მითითებების შესაბამისად, სხვა გვერდითი ეფექტების განვითარება მოსალოდნელი არ არის. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაუარესების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რაც მოცემული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმრთეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლომექსი ორალური წვეთს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლომექსის (ორალური წვეთები) გვერდითი მოვლენებია: რაც შეეხება მის უსაფრთხოებას FDA ბაღის ქონდარს აკუთვნებს GRAS (Generally Regarded As Safe) კატეგორიას და მისი გამოყენება რეკომენდირებული დოზებით უსაფრთხოა. აგრეთვე, რეკომენდირებული დოზებით და ხანგრძლივობით გამოყენებისას, უარყოფითი რეაქცია არ გამოვლენილა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფაქტორი IX-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფაქტორი IX-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია მომატებული ზემგრძნობელობის რეაქციების განვითარება. ალერგიული ანამნეზის და IX ფაქტორის ინჰიბიტორის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ნეფროზული სინდრომის განვითარება. იშვიათად შესაძლოა IX ფაქტორის მაინჰიბირებელი ანტისხეულების გაჩენა. პრეპარატით მკურნალობა ნაკლებად იწვევს თრომბოემბოლურ გართულებას, თუმცა მისი მაღალი დოზებით მკურნალობის და თრომბოზების რისკის არსებობის დროს შესაძლოა თრომბოზების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები