Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ფოსფა-Gს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოსფა-G-ის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემა: შესაძლოა გამოვლინდეს დიარეა ან ყაბზობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლუფერალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუფერალის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის გამოყენებისას პირველ დღეებში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, რომელიც ჩვეულებრივ რამოდენიმე დღის შემდეგ თავისთავად ქრება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში   შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა. ზემოთ აღნიშნული მოვლენები დოზის შემცირებისთანავე ქრება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლიმეგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიმეგამას გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც ყველა მედიკამეტს, გლიმეგამასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები: , რომლების შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად: 10-დან 1 ზე მეტ პაციენტში ხშირად: 10-დან 1 ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში საშუალოდ: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში იშვიათად: 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10.000 პაციენტიდან 1-ზე მეტში ძალიან იშვიათად: 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები იშვიათად: იშვიათად ვლინდება სისხლის სურათის ცვლილებები. შესაძლოა მოვლენების განმეორებითი გამოვლენა მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მდგომარეობის გართულება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თრომბოციტების შემცირებას, აგრეთვე ლეიკოციტებისა და ერითროციტების შემცირებას სისოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე, რაც იწვევს საერთო სისხლის უჯრედების შემცირებას სისხლნაკლებობას (ჰემოლიტურ ანემიას). იმუნური სისტემის დაავადებები ძალიან იშვიათად ადგილი აქვს მომატებულ მგრძნობელობას მაგ. კანზე, ან ჰაერის უკმარისობას, წნევის დაცემას შოკურ მდგომარეობამდე. კანზე რეაქციების გამოვლენისას დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. იშვიათად აგრეთვე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლძარღვების ალერგიულ ანთებით (ალერგიული ვასკულიტი) მოვლენებს. შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიულობა (ჯვარედინი ალერგია) ის ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა სულფონილის შარდოვანა (შაქრის დამწევი საშუალება) ან სულფონამიდი (ანტიბიოტიკი) ან მსგავსი ნივთიერებები. ნივთიერებათა ცვლა და საჭმლის მონელების სისტემის დარღვევა იშვიათად ვლინდება წნევის ძლიერი დაცემა (ჰიპოგლიკემია) (იხ.,,განსაკუთრებული სიფრთხილე გლიმეგამა 4 მგ ტაბლეტების მიღებისას) თვალის დაავადებები აგრეთვე შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის გაუარესება, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებამდე. კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები ძალიან იშვიათად ადგილი აქვს ღებინებას, გულისრევას, დიარეას, გადავსების შეგრძნება კუჭში ან მუცლის ტკივილები. ღვიძლისა და ნაღვლის დაავადებები შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. ძალიან იშვიათად სახეზეა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგ. ნაღვლის წვენის გამოდინება და სიყვითლე) და ღვიძლის ანთება, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის შეწყვეტამდე, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადება მომატებული მგრძნობელობა კანზე, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ცხელება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მგრძნომელობა სინათლის მიმართ. გამოკვლევები ძალიან იშვიათად სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება ზოგიერთი მედიკამენტით გამოწვეული გვერდითი მოვლენები: (მაგ. შაქრის დაცემა, ღვიძლის გაჩერება, სისხლის სურათის შეცვლა, მომატებული მგრძნობელობა) შესაძლოა სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის. აცნობეთ ექიმს, თუ გვერდითი მოვლენები: მოულოდნელად ან ძლიერად განვითარდება. არ მიიღოთ მედიკამენტი ექიმის მითითების გარეშე. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ფურცელჩანართში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფრომილიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფრომილიდის გვერდითი მოვლენებია: გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება: გულისრევა, ღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის არეში. მწვავე და მედგარი დიარეის, ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევებში, რაც შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთ შემთხვევებში, საჭიროა პრეპარატის მოხსნა. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს სტომატიტს, გლოსიტს, თავის ტკივილს, მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია, ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი), წარმავალი ხასიათის გემოვნების შეცვლა ცალკეულ ავადმყოფებში დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (თავბრუსხვევა, ცნობიერების აღრევა, შიშები, უძილობა, ღამის კოშმარები), პაციენტების უმეტესობაში გვერდითი მოვლენები სუსტი ინტენსივობისაა. ძალიან იშვიათად აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება ქოლესტაზური სიყვითლე. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფოსმიცინ-S-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოსმიცინ-S-ის გვერდითი მოვლენებია: იშვიათი გვერდითი მოვლენები: ღვიძლისმიერი: ≥0.1%-0.5%: AST, ALT, ტუტე ფოსფატაზა, yGT და ბილირუბინის დონის მომატება, <0.1% სიყვითლე. ჰემატოლოგიური: <0.1% ანემია, გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია. თირკმლისმიერი: <0.1%, თირკმლის დისფუნქცია. შეშუპება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, პროტეინურია, ელექტროლიტების დონის მატება. კუჭ-ნაწლავის მხრივ: ≥ 0.1%-0.5%: დიარეა; <0.1% სტომატიტი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ანორექსია. დერმატოლოგიური: ≥0.1%-0.5%: ეგზანთემა; <0.1% ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი. სასუნთქი სისტემის მხრივ: <0.1% ხველა, ასთმის შეტევა. ფსიქონევროლოგიური: <0.1% დაბუჟება, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები. ინექციის ადგილას: ≥0.1%-0.5%: ანგიალგია; <0.1% ფლებიტი. სხვა გვერდითი მოვლენები: <0.1% თავის ტკივილი, წყურვილი, ცხელება, ლეთარგია, გულმკერდის არეში დისკომფორტის ან ზეწოლის შეგრძნება, ტაქიკარდია. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: 1. შოკი: ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს შოკის სიმპტომები (სიხშირე: <0.1%). თუ გამოვლინდა შოკის რომელიმე სიმპტომი, კონკრეტულად სუნთქვის უკმარისობა,წნევის დაქვეითება, ციანოზი, ჭინჭრის ციება და დისკომფორტი, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გატარდეს შესამისი ზომები. 2. ფსევდომემბრანული კოლიტი (სიხშირე: <0.1%). ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას, მუცლის ტკივილის და ხშირი დიარეის განვითარებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გატარდეს შესაბამისი ზომები. 3. პანციტოპენია და აგრანულოციტოზი (სიხშირე: <0.1%). ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას. არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გატარდეს შესაბამისი ზომები. ასეთი სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის შეყვანა და გატარდეს შესაბამისი ზომები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფოსფომედს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოსფომედის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება შეიძლება აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, გულძმარვა, დიარეა), კანზე გამონაყარი, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დარდუმბაქტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დარდუმბაქტის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები: მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, წამლისმიერი ცხელება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის და ბილირუბინის დონის გარდამავალი მატება; სისხლის სურათის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას – შექცევადი ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპოპროთრომბინემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაბალი მაჩვენებელი, კუმბსის დადებითი რეაქცია; ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია – მტკივნეულობა კუნთში პრეპარატის შეყვანის ადგილას, ინტრავენური შეყვანისას – ფლებიტის განვითარება;  სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოტენზია, ვასკულიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰემატურია, მეტად იშვიათად – ვიტამინ K-ს დეფიციტი (სისხლდენა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

 

იცით ქემ მულტი+ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქემ მულტი+-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლიკლაზიდი MR –APO-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიკლაზიდი MR –APO-ს გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენა როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატები გლიკლაზიდ MR – APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების აქტიურმა ნივთიერებამ, თუმცა არა ყველა პაციენტში, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: .   ყველაზე ხშირად აღინიშნება სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). კლინიკური გამოვლინება აღწერილია განყოფილებაში: <<მოიქეცით განსაკუთრებული სიფრთხილით>>). მკურნალობის არარსებობისას ამ კლინიკურმა გამოვლინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც. თუ სისხლში შაქრის დაბალი დონის ეპიზოდი აღმოჩნდება მძიმე ან ძალინ ხანგრძლივი, მაშინაც თუ იგი დროებით შემსუბუქდა შაქრის გამოყენების გზით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.  დარღვევები ღვიძლის მხრივ: გვაქვს იზოლირებული შეტყობინებები ნორმიდან გადახრის შესახებ ღვიძლის ფუნქციის მხრივ, რაც იწვევს კანის და თვალის სკლერების გაყვითლებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი სიმპტომები ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. თქვენი ექიმის გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა.  დარღვევები კანის მხრივ: ყოფილა შეტყობინებები კანის ისეთი რაექციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი, სიწითლე, ქავილი და ჭინჭრის ციება, ანგიოშეშუპება (ქსოვილების სწრაფი შეშუპება, როგორიც არის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. გამონაყარმა შეიძლება მიიღოს გენერალიზებული ხასიათი ბუშტუკების და კანი აქერცლვით.   დარღვევები სისხლის მხრივ: ყოფილა შეტყობინებები სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების შესახებ (თრომბოციტები, ერითროციტები და ლეკოციტები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე და ხანგრძლივი სისხლდენა, დაფიქსირებულია შეტყობინებები სილურჯეების გამოვლინების შესახებ, ყელის ტკივილი და ცხელება. სიმპტომები როგორც წესი გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებიენება, საკვების მოუნელებლობა, დიარეა და ყაბზობა. ეს გამოვლინებები მცირდება, როდესაც გლიკლაზიდ MR-APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ხდება საკვების მიღებისას, როგორც რეკომენდებულია.  ოფთალმოლოგიური დარღვევები  თქვენი მხედველობა შესაძლოა დროებით გაუარესდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსში. ეს ეფექტი დაკავშირებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებასთან. სულფონილშარდოვანას მიღების დროს ცნობილია სისხლში უჯრედების რაოდენობის მწვავე ცვლილებების და სისხლძარღვების კედლების ალერგიული ანთების შემთხვევები. აღნიშნული იყო ღვიძლის მუშაობის დარღვევის სიმპტომები (მაგალითად, სიყვითლე), რომლებიც უფრო ხშირად ქრებოდა სულფონილშარდოვანას მიღების შეწყვეტის შემდეგ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეეძლოთ გამოეწვიათ სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა.  თუ გვერდითი მოვლენები: იძენს სერიოზულ ხასიათს ან თუ თქვენ აღნიშნეთ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქინა ჰომაკორდ სს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქინა ჰომაკორდ ს-ის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები