Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით გრანი-დენკ ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გრანი-დენკ-ის  გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ; ყველა პრეპარატის მსგავსად გრანი-დენკ 1მგ/მლ-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.  გვერდითი მოვლენები: ს შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასასმელია ცხრილი თუ პაციენტს გამოუვლინდება ქვემოთ მითითებული პრობლემები, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს: – ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია). მისი ნიშნებია სახის, კისრის, ენის და პირის ღრუს შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება; სხვა გვერდითი მოვლენები: , რაც შესაძლებელია განვითარდეს აღნიშნული პრეპარატის მიღებისას: ძალიან ხშირი: – თავის ტკივილი; – ყაბზობა. მკურნალი ექიმი გააკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას.  ხშირი: – უძილობა; – ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ანალიზებით; – ფაღარათი.  არახშირი: – გამონაყარი ან კანის მხრივ გამოვლენილი ალერგიული რეაქციები ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია). მისი ნიშნები შეიძლება იყოს სიწითლე, ქავილის გამომწვევი ამობურცული ადგილები; – აღინიშნება ცვლილებები გულისცემის (გულის რითმის) და ეკგ-ს (გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერი); – არანორმალური, უნებლიე მოძრაობები, მათ შორის კანკალი, კუნთების რიგიდობა და კონტრაქტურები;  ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი ეფექტის გამოვლენისას, რაც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფუროტალგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფუროტალგინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სამ­კურ­ნა­ლო­ სა­შუ­ა­ლე­ბის მსგავ­სად, ფუ­რო­ტალ­გინ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გვერ­დი­თი ეფექ­ტი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სას­მე­ნი მი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ში ან სი­წით­ლე­ში. თუ რო­მე­ლი­მე აღ­წე­რი­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი სე­რი­ო­ზუ­ლი ხდე­ბა ან პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას გა­მოვ­ლინ­დე­ბა სხვა ისე­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტი, რო­მე­ლიც ამ ფურ­ცელ-ჩა­ნარ­თში აღ­წე­რი­ლი არ არის, აც­ნო­ბეთ ამის შე­სა­ხებ მკურ­ნალ ექიმს ან ფარ­მა­ცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფტოროკორტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფტოროკორტის გვერდითი მოვლენებია: სტეროიდებით ადგილობრივი მკურნალობა პოტენციურად დაკავშირებულია ადგილობრივი გვერდითი მოვლენების განვითარებასთან. ასევე მოსალოდნელია სისტემური ეფექტები, რომელიც დამოკიდებულია კანში გასული სტეროიდის რაოდენობაზე. კანის დიდ უბნებზე კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად ადგილობრივი გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია ბავშვთა ასაკის პაციენტებში გამოყენებისას, ასევე ფტოროკორტის მალამოს ოკლუზიური ნახვევის ქვეშ წასმისას. ცილების კატაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი.  ჩასასმელია ცხრილი  *კატარაქტის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია ბავშვთა ასაკის პაციენტებში. ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების განვითარებისას, ასევე ისეთი რეაქციებისას, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქაცვის ზეთს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქაცვის ზეთის გვერდითი მოვლენებია: სწორ ნაწლავში წვის შეგრძნება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფუროსემიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფუროსემიდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერემია, კანის ქავილი, ჰიპოტენზია, გულის რითმის დარღვევა, სმენის, მხედველობის შექცევადი დარღვევები, პარესთეზიები, ინტერსტიციული ნეფრიტი. გაძლიერებული დიურეზის გამო შეიძლება განვითარდეს თავბრუ, დეპრესია; კუნთების სისუსტე, წყურვილი, დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, მეტაბოლური ალკალოზი; ტრანზიტორული ჰიპერურიკემია, ურიკოზურია, პოდაგრის გამწვავება, ცალკეულ შემთხვევებში ჰიპერგლიკემია, მდგომარეობის გაუარესება ობსტრუქციული უროპათიის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გინოტრან ფორტე L-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინოტრან ფორტე L-ის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში ვლინდება მგრძნობელობის მომატების სიმპტომები-წვა, ქავილი, საშოს გაღიზიანება, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, იშვიათად კანის გამონაყარი. სისტემური გვერდითი მოვლენები: მეტრონიდაზოლის ინტრავაგინალური გამოყენებისას უმნიშვნელოა, რადგან ამ შემთხვევაში მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია ძალიან დაბალია სისტემურ გამოყენებასთან შედარებით (2-12%). მიკონაზოლის ნიტრატმა, ისევე როგორც სხვა ანტიფუნგალურმა იმიდაზოლის წარმოებულმა ვაგინალურმა სანთლებმა მათი გამოყენებისას, 2-6% შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიონ ვაგინალური ირიტაცია (წვა, ქავილი). სერიოზული ირიტაციის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. მეტრონიდაზოლის სისტემური გამოყენებისთვის დამახასიათებელია გვერდითი ეფექტები:ჰიპერსენსიბილიზაცია, ლეიკოპენია, ატაქსია, ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების გაუკუღმართება, ყაბზობა, პირის სიმშრალე და ლითონის გემო პირში, დაღლილობის შეგრძნება იშვიათად გვხვდება. ხანგრძლივი მოხმარებისას იშვიათად პერიფერიული ნეიროპათია და კრუნჩხვა. თუმცა მეტრონიდაზოლის მცირე დოზის გამო აღნიშნული გვერდითი მოვლენები: იშვიათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლუკანტიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუკანტიმის გვერდითი მოვლენებია: ცალკეულ შემთხვევებში _ სხეულის ტემპერა¬ტურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფრანგულაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფრანგულაქსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ხეჭრელის ქერქმა და კაპენსის ალოემ შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის სპასტიური ტკივილი, თხევადი განავალი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი. თუმცა, ეს სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაშიც. ასეთ დროს აუცილებელია მისაღები დოზის შემცირება. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, აგრეთვე შარდში ცილის და სისხლის გამოვლენა. პრეპარატის მიღების დროს, შესაძლოა გამოვლინდეს შარდის შეფერილობის ცვლილება – ყვითელი ან მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობის შარდი (შარდის პH-ის შესაბამისად), მაგრამ ამ სიმპტომს არ გააჩნია არსებითი კლინიკური მნიშვნელობა. გარდა ზემოაღნიშნული გვერდითი მოქმედებებისა, სხვა ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გრანდაქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გრანდაქსინის გვერდითი მოვლენებია:  ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან ყველა არ განვითარდეს. გრანდაქსინის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენები: უმადობა, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაძაბულობის შეგრძნება, უძილობა, მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნება, გამონაყარი კანზე, ქავილი, კუნთების დაჭიმულობა, ტკივილი კუნთებში, სუნთქვის დარღვევა. ზოგჯერ აღინიშნება სიყვითლე, შეიძლება აღინიშნოს გონების დაბინდვა, კრუნჩხვითი შეტევები ეპილეფსიით დაავადებულებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლუკაგენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუკაგენის გვერდითი მოვლენებია: : მძიმე გვერდითი მოვლენები: იშვიათია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, განსაკუთრებით თუ 1მგ–ზე მეტი იქნა შეყვანილი ან სწრაფი შეყვანის შემდეგ (1 წუთზე ნაკლებ დროში). გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე ტაქიკარდია, არტერიული წნევის ტრანზიტორული მომატება. იმუნური სისტემის მხრივ: მაღალი მიმღებლომა ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. თუ ავადმყოფს აღენიშნა რომელიმე გვერდითი რეაქცია, მათ შორის ზემოთ აღნისნულისგან განსხვავებულიც, მაგრამ სავარაუდოდ ამ მედიკამენტისგან გამოწვეული, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები