Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით გლუტამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუტამის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობა, გულის რევა, კუჭში თხლად გასვლა; ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰემოგლობინის შემცველობის შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიცინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგუიული რეაქციები.    

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლევო 500-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლევო 500-ის გვერდითი მოვლენებია: . ინფექციები და ინვაზიები: სოკოვანი ინფექციები, კანდიდას სოკოს სახის ჩათვლით, სხვა რეზისტენტული მიკროორგანიზმების გავრცელება. სისხლის და ლიმფური სისტემის კუთხით: ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, არგანულოციტოზი, პანციტოპენია, ჰემოლიტიური ანემია. იმუნური სისტემის კუთხით: ჰიპერმგძნობელობა, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური შოკის ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“), ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი. მეტაბოლიზმის და კვების კუთხით: ანორექსია, ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“), ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემიური კომა. ფსიქიკური მდგომარეობის კუთხით: უძილობა, აგზნებადობა, გონების არევა, ნევროზულობა, ფსიკიკური დარღვევები (მათ შორის ჰალუცინაციები, პარანოია), დეპრესია, შფოთვა, შიში, პათოლოგიური სიზმრები, ბოდვა, ფსიქოზური რეაქციები თვით–დესტრუქციული საქციელით – სიუციდური ქმედებების ან ფიქრების  ჩათვლით (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“). ნერვული სისტემის კუთხით: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, კრუნჩხვები, ტრემორი, პარესტეზია, სენსორული ან სენსომოტორული პერიფერიული ნეიროპათია, დისგევზია (გემოს სუბიექტური დარღვევა), აგევზიის ჩათვლით (გემოს დაკარგვა), პაროსმია (სუნის დარღვევა), ანოსმიის ჩათვლით (სუნის დაკარგვა), დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, მოძრაობის კოორდინაციის სხვა დარღვევები მათ შორის სიარულის დროს, გულისწასვლა, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია. მხედველობითი ორგანოს კუთხით: მხედველობითი დარღვევები, დაბინდული მხედველობა,  მხედველობის დროებითი დაკარგვა. სმენითი ორგანოს და ლაბირინთების კუთხით: ვერტიგო, შუილი, სმენითი დარღვევები, სმენის დაკარგვა. გულის კუთხით: ტაქიკარდია, გულისცემა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რაც იწვევს გულის გაჩერებას; პარკუჭოვანი არითმია და torsade de pointes ტიპის არითმია (QT ინტერვალების გახანგრძლივების რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში);  QT ინტერვალების გახანგრძლივების  ელექტროკარდიოგრამაზე (იხილეთ „გამოყენების თავისებურებანი“ (QT ინტერვალების გახანგრძლივება) და პუნქტი „ჭარბი დოზირება“). სისხლძარღვების კუთხით: არტერიული ჰიპოტენზია, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი. სასუნთქი, გულმკერდის და შუასყრის დარღვევები: ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ალერგიული პნევმონიტი. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კუთხით: დიარეა, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, შეკრულობა, ჰემორაგიული დიარეა, რაც იშვიათ შემთხვევებში მიუთითებს ენტეროკოლიტზე, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით, პანკრეატიტი. ჰეპათობილიარული დარღვევები: ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება, (ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრასფერაზას, ტუტე ფოსფოტაზას, გამმა–გლუტამილტრანსფერაზას); სისხლის ბილირუბინის მომატება, ჰეპატიტი, ბოტკინი და ღვიძლის მძიმე დაავადება, ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევების ჩათვლით პაციენტებში მძიმე ძირითადი დაავადებებით (იხილეთ „გამოყენების თავისებურებანი“). კანის და კანქვეშა ქსოვილების კუთხით: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, მზის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი,  (ლაიელის სინდრომი), სტივენს–ჯონსონის სინდრომი, ექსუდატიური მულტიფორმული ერითემა, ჰიპერჰიდროზი, ფოტოსენსიბილიზაცია. ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს კანის ლორწოვანის რეაქციები პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი. ძვალ–კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების კუთხით: სახსრების დაზიანება (იხილეთ „გამოყენების თავისებურებანი“), მათ შორის მათი ანთება (ტენდინიტი) (მაგალითად აქილევსის მყესი), ართრალგია, მიალგია, კუნთის მყესების გაწყვეტა, ართრიტი. შესაძლოა კუნთოვანი სისუსტე, რომელსაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მძიმე მიასთენიის მქონე პაციენტებში, გრავისი, რაბდომიოლიზი. თირკმლის და შარდსასქესო სისტემის კუთხით: სისხლის ფორმულაში კრეატინინის მომატებული მაჩვენებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგალითად, ინტერსტიციალური ნეფრიტის შედეგად).  ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მედიკამენტის მიღების დროს: ასთენია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი (ზურგის, გულმკერდის ტკივილის ჩათვლით), პორფირიის მქონე პაციენტებში პორფირიის შეტევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლაუსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლაუსანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება კლინიკურ კვლევებში 4400-ზე მეტი პაციენტის მონაწილეობით, დღეში ერთხელ მონოთერაპიის სახით ან 0.5% თიმოლოლთან ერთად დამატებითი თერაპიის სახით შეყავდათ ტრავოპროსტი, რომლის ფორმულაც შეიცავდა ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტს. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიზოული ოფთალმოლოგიური ან სისტემური  რეაქციები არცერთ კლინიკურ კვლევაში არ გამოვლენილა. მეტად გავრცელებულ გვერდით ეფექტს, მონოთერაპიის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტის შემცველი ტრავოპროსტით ჩატარებული მკურნალობის დროს, წარმოადგენდა თვალის ჰიპერემია (22.0%), მათ შორის – კონიუნქტივური და სკლერული ჰიპერემია. პაციენტების 83.6%-ში ჰიპერემია იყო მსუბუქი ხასიათის.  პაციენტების უმრავლესობას (98%) თვალის ჰიპერემიით მკურნალობა არ შეუწყვიტავს. კლინიკური კვლევების მე-III ფაზაში, რომელიც განხორციელდა 6-12 თვის განმავლობაში, ჰიპერემია თანდათანობით შემცირდა. პოსტმარკეტინგულ კლინიკურ კვლევაში, რომელიც განხორციელდა 5 წლის განმავლობაში 502 პაციენტის მონაწილეობით, გლაუსანს იყენებდნენ დღეში ერთხელ. რაიმე სერიოზული ოფთალმოლოგიური ან სისტემური გვერდითი რეაქცია, რომელიც დაკავშირებული იყო ტრავოპროსტის გამოყენებასთან, არ გამოვლენილა. ტრავოპროსტით მკურნალობის შედეგად მეტნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტი (29.5%) იყო ფერადი გარსის ჰიპერპიგმენტაცია. შეფასდა, რომ ტრავოპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებული თვალის ჰიპერემია იყო 10.0% სიხშირის, ხოლო პაციენტების 2%-მა, რომლებსაც გამოუვლინდათ ჰიპერემია, დატოვეს კლინიკური კვლევა ამ გვერდით ეფექტთან დაკავშირებით.   ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: ითვლება მონოთერაპიის სახით მიღებულ ტრავოპროსტით მკურნალობასთან დაკავშირებულ ეფექტებად (ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტის შემცველი) და კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 – <1/10); არახშირი (≥1/1000 – <1/100); იშვიათი (≥1/10000 – <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); არ არის ცნობილი სიხშირე (ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე). გვერდითი რეაქციები თითოეულ ჯგუფში წარმოდგენილია სიხშირის და სიმძიმის/საფრთხის ხარისხის შემცირების მიხედვით.  ჩასასმელია ცხრილი გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა მონოთერაპიაში გამოყენებული ტრავოპროსტის შემცველი სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის შემდეგ და რომლებიც არ იყო მანამდე ნახსნები კლინიკური კვლევების მიმდინარეობის დროს, მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს: ოფთალმოლოგიური დარღვევები: მაკულის შეშუპება; სისტემური დარღვევები: ბრადიკარდია, ტაქიკარდია, ასთმის გამწვავება, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, პროსტატა-სპეციფიკური ანტიგენების მატება, თმის ანომალური ზრდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გინო-ტრავოგენი ოვულუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინო-ტრავოგენი ოვულუმ-ის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად – გაღიზიანება წვის და ქავილის შეგრძნება საშოში პირველი 12-24 სთ-ის  განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფოსფესტროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოსფესტროლის გვერდითი მოვლენებია: დასაწყისში – გულისრევა, ღებინება, საერთო მდგომარეობის გაუარესება; ქავილი და ტკივილი ანუსის და გენიტალიუმის მიდამოში, შედარებით ნაკლებად –  სახისა და ყელის, მეტასტაზური კვანძების მიდამოში. შესაძლებელია ჰემორაგიების განვითარება, გინეკომასტია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლიცერინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიცერინის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს, მათ შორის მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება მომატებული შეწოვა სისხლში, იწვევს ჰემოლიზს, ჰემოგლობინურიას, თირკმელების მეთჰემოგლობინური ინფარქტი. შესაძლებელია ნაწლავების გაღიზიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გორდოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გორდოქსის გვერდითი მოვლენებია: პაციენტებში აპროტინინის პირველად გამოყენებისას, ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს 5%-მდე. ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციების ანალიზის რეტროსპექტივაში ნაჩვენები იყო, რომ მათი სიხშირე იზრდება, მაშინ როდესაც განმეორებითი შეყვანა ხდება პირველი შეყვანიდან 6 თვის განმავლობაში (სიხშირე შეადგენს 5% განმეორებითი ექსპოზიციის დროს 6 თვის მანძილზე და 0,9% განმეორებითი ექსპოზიციისას 6 თვის შემდეგ). ამას გარდა, რეტროსპექტიულ ანალიზში ნაჩვენებია, რომ მწვავე ანაფილაქსიური რეაქციების სიხშირე დამატებით იზრდება პაციენტებში, რომლებმაც 6 თვის მანძილზე მიიღეს აპროტინინი ორ ჯერზე მეტად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტმა კარგად გადაიტანა აპროტინინით განმეორებითი მკურნლობა. შემდეგი შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს მწვავე ალერგიული რეაქცია ან, უკიდურეს იშვიათ შემთხვევაში, ფატალური ანაფილაქსიური შოკი. ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანოთა ცალკეულ სისტემებზე, გამოიხატება შემდეგ ფორმებში: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა; სასუნთქი სისტემა: ასთმა (ბრონქოსპაზმი); კანი და დანამატები: ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი. იმ შემთხვევაში, თუ ალერგიული რეაქცია ვითარდება ინექციის ან ინფუზიის დროს, პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უნდა გატარდეს სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომები, მათ შორის ადრენალინის, მოცულობის ჩანაცვლება და კორტიკოსტეროიდების შეყვანა. გულსისხლძარღვთა სისტემა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკური კვლევების ანალიზში პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია, არ შეინიშნებოდა არსებითი სხვაობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა რაოდენობებში, პლაცებოსთან შედარებით (1,47% და 1,37%; აპროტინინის ჯგუფი – ნ=3470, პლაცებო ჯგუფი – ნ=2682, 2004 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით). ზოგიერთ კვლევეში შეინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირის გაზრდის ტენდენცია აპროტინინის შეყვანის დროს, მაშინ როდესაც სხვა კვლევებში, პირიქით, შეინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევების სიხშირის შემცირება. ვინაიდან ზემოთხსენებული კვლევების ამოცანას წარმოადგენდა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების სიხშირის სხვაობა, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები: ს განვითარების სტატისტკურად დადგენა შეუძლებელია. მულტიცენტრულ კვლევებში, სადაც ჩატარდა პაციენტებში აორტო-კორონარული შუნტირების პირველი ოპერაცია, ტრანსპლანტატის ოკლუზიის რისკი მაღალი იყო პაციენტებში აპროტინინის მიღებისას, ვიდრე პლაცებო ჯგუფში. მოცემული შედეგების დამახინჯება მოხდა ორი ცალკე ჩატარებული კვლევის მონაცემების უარყოფითი გავლენით. განმეორებითი ანალიზის შედეგად ამ კვლევებიდან ერთ-ერთში ჩატარდა არაადექვატური ჰეპარინიზაცია, ხოლო მეორეში – ტრანსპლანტატის კონსერვირების არასანქცირებული მეთოდის გამოყენება. ჰეპარინიზაციასთან დაკავშირებულ შენიშვნებთან ერთად (იხ. ნაწილი 4.4), საჭიროა მითითება ტესტირებისთვის სისხლის ნიმუშების აღების მიუღებელ პრაქტიკაზე ძირითადი ინტრავენური სისტემიდან, რომელიც გამოიყენებოდა აპროტინინის შესაყვანად. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ცალკეულ ჯგუფებს შორის არ შეინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირეებს შორის ან სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით. პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების თანახმად, აპროტინინის გამოყენებით, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: ს განვითარება (კლასიფიკაცია CIOMS III სიხშირის კატეგორიების თანახმად) (აპროტინინი ნ=3740, პლაცებო ნ=2682, 2004 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით): არასასურველი მოვლენები, რომლებიც განისაზღვრება, როგორც „ხშირად განვითარებული“, შეინიშნებოდა არანაკლებ 2%-ში. გვერდითი მოვლენები: , რომლებიც შეინიშნებოდა პოსტმარკეტინგული გამოყენებისას (ნ=556 შეტყობინება, 2004 წლის დეკემბრის მდგომარეობით), მონიშნულია კურსივით. ცალკეული სიხშირის კატეგორიების ფარგლებში გვერდითი მოვლენები: ჩამოთვლილია სიმწვავის შემცირების მიხედვით. ჩასასმელია ცხრილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლატანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლატანის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად: ალერგიული რეაქციები ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ქავილის, პაპულოზური გამონაყარის სახით, აგრეთვე თავის ტკივილი, თავბრუ. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გრიპფერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გრიპფერონის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები