Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ფტორაფურს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფტორაფურის გვერდითი მოვლენებია: შეიძლება გაჩნდეს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფაღარათი; იშვიათად – კუჭ-ნაწლავური სისხლდენები, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სტომატიტი, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევები, ზოგჯერ მწვავე პანკრეატიტი, სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა, გულის მოქმედების დარღვევები, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, შეწითლება).  მძიმე გვერდითი ეფექტები შეინიშნება იშვიათად. შესაძლებელია სისხლმბადი ფუნქციის მძიმე დარღვევები (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია), ღვიძლის დაზიანებები (მწვავე ჰეპატიტი), ორგანიზმის გაუწყლოება, ნაწლავის მძიმე ანთება, ლეიკოენცეფალიტის სიმპტომები, ინტერსტიციული პნევმონია, ყნოსვის დაკარგვა, მოსვენების სტენოკარდია.  მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მედიკამენტი თრგუნავს პაციენტის რეპროდუქტიულ ფუნქციას.  ამ გვერდითი ეფექტების ან სხვა ზემოთ აღუნიშნავი სიმპტომების გაჩენისას კონსულტირება გაიარეთ ექიმთან წამლის შემდგომ გამოყენებაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქლოროსენეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქლოროსენეს გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, ტაქიკარდია, სიმშრალე პირის ღრუში, გაძლიერებული ოფლიანობა ან აკომოდაციის დარღვევა. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, თავს იჩენენ თერაპიის დასაწყისში, ხშირად ქრება მისი ხანგრძლივობის შესაბამისად. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორთოსტატიურ ჰიპოტენზის, განსაკუთრებით დიდი დოზებით მიღებისას.თავბრუსხვევა, დისმენორეა,კანზე გამონაყარი, ყაბზობა, იშვიათად არის გამოვლენილი.განსაკუთრებით იშვითია ექსტრაპირამიდული სიმპტომები.  Gგამოვლენილია კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირების ცალკეული შემთხვევები. ტრანზიტორული კეთილთვისებიანი ლეიკოპენიის და ჰემოლიზური ანემიის განვითარება.ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი დოზებით გამოვლენილია ქოლესტაზური სიყვითლე,ტაქიკარდია,გ გალაქტორეა, გინეკომასტია პოტენციის და ლიბიდოს დაქვეითება,მადის გაძლიერება,სხეულის წონის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქემ რეჯენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქემ რეჯენ გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გრიპო სტოპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გრიპო სტოპის გვერდითი მოვლენებია:  ინდივიდუალური აუტანლობა (ალერგია) პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის  და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება – ექიმის კონსულტაციით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფურონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფურონის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, ჰიპერემია და კანის ქავილი, ჰიპოტენზია, სმენის დროებით დაქვეითება, ინტერსტიციული ნეფრიტი. გაძლიერებული დიურეზის გამო შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, დეპრესია, კუნთების სისუსტე, წყურვილი, ჰიპერურიკემია, ურიკოზურია, ჰიპერგლიკემია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ჰიპოკალიემია, განსაკუთრებით ავადმყოფებში ღვიძლის ციროზით, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი), შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში პაციენტებში შაკიკის შეტევის განვითარებისადმი მიდრეკილებით. გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ფუროსემიდის დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გრიპ ჰოთს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გრიპ ჰოთის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად, მგრძნობიარე პირებს შესაძლებელია აღენიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, კუჭის ტკივილი, ნევროზულობა, პირის სიმშრალე, გამონაყარი, აგზნებადობა, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, ტაქიკარდია, შუილი ყურებში, ფოტოსენსიბილიზაცია, შარდვის გაძნელება. პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მოხსნის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გიოქსიზონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გიოქსიზონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება: იშვიათად შესაძლებელია – ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი. ხანგრძლივად გამოყენებისას და/ან ფართო ზედაპირებზე წასმისას – გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი მოვლენები: . სახის კანზე გამოყენებისას – შესაძლებელია ტელეანგიოექტაზიები, პირის არეში კანქვეშა უჯრედისის ატროფია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლუკოზას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუკოზას გვერდითი მოვლენებია: ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია იონური ბალანსის დარღვევა, ჰიპერგლიკემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპერვოლემია, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა. სხვა: ციება. ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად – შეყვანის ადგილას გაღიზიანება, ინფექციის განვითარება, თრომბოფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კვადრიცას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კვადრიცას გვერდითი მოვლენებია:  ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულის რევა, ღებინება; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფურამაგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფურამაგის გვერდითი მოვლენებია: ფურამაგი-ავერსი ხასიათდება კარგი ამტანობით, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს სხვა ნიტროფურანებისთვის დამახასიათებელი გართულებები: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, იშვიათად – პოლინევრიტი;  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, იშვიათად – ღებინება, ფაღარათი; ალერგიული რეაქციები: ქავილი, პაპულოზური გამონაყარი.   უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანების ჯგუფის პრეპარატებისადმი; თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმა; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 3 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები