Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ჰირუანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰირუანის გვერდითი მოვლენებია: ჰიპერმგრძნობელობა: შეშუპება(სახეზე, ქუთუთოებზე), სიწითლე სახეზე, იშვიათად გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ჰირუანით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება. ინექციის ადგილას: შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება. შეიძლება განვითარდეს: გულისრევა, ღებინება და ცხელება. სერიოზული გვერდითი მოვლენები: შოკის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰალიქსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰალიქსოლის გვერდითი მოვლენებია: ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს ძალიან იშვიათი ალერგიული რეაქციის გამოხატულება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ წყდება პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა შემდგომი მკურნალობისათვის. სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად მაგალითად, თუ გამოვლინდა კანზე ძლიერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე. ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია. უფრო ხშირი გვერდითი მოვლენებია: სისუსტე, თავის ტკივილი, ფაღარათი, ტკივილი მუცელში, იშვიათად ყაბზობა. ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ინსტრუქციაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰელმიზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰელმიზოლის გვერდითი მოვლენებია: ალბენდაზოლის გვერდითი მოვლენების სიხშირე ერთკამერიანი ექინოკოკისა და ნეიროცისტოცერკოზისათვის. ქვემოთ მოცემულია ამ ორი დაავადებით 1%-ზე მეტი სიხშირე: ჩასასმელია ცხრილი ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობის გარეშე გაივლის. ლეიკოპენია  (0.7%) ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (3.8%) მკურნალობის მოხსნის მიზეზს წარმოადგენს.  ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე  1%-ზე  ნაკლებია. ჰემატოლოგიური: ლეიკოპენია; იშვიათად – გრანულოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია. კანის: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება. ჰიპერმგრძნობელობა: ალერგიული რეაქციები. თირკმლის: თირკმლის მწვავე უკმარისობა. გაუთვალისწინებელი ეფექტების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰერბიონი® ფურისულა სიროფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰერბიონი® ფურისულა სიროფის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ფურისულას სიროფის ჰერბიონის მიღებისას შესაძლო გვერდითი მოქმედებები დაყოფილია ჯგუფეფზე მათი განვითარების სიხშირის მიხედვით: – ძალიან ხშირი (>1/10); – ხშირი (>1/100 და <1/10) – არახშირი (>1/1000 და <1/100); – იშვიათი (>1/10000 და <1/1000); – ძალიან იშვიათი (<1/10000, ერთეული შეტყობინებების ჩათვლით). თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სერიუზულობის შემცირების მიხედვით. არასასურველი ეფექტები ორგანოების და სისტემების მიხედვით: იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კუწ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად: კუჭის აშლილობა, გულის რევა. არასასურველი მძიმე რეაქციების განვითარებისას საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰიდროკორტიზონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰიდროკორტიზონის გვერდითი მოვლენებია: ჰიდროკორტიზონის მალამოთი მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური აუტანლობის მოვლენები ჰიპერემიის, შეშუპების და ქავილის სახით პრეპარატის წასმის მონაკვეთის ფარგლებში. მისი ხანგრძლივად გამოყენებისას ასევე შესაძლებელია კანის განმეორებითი ინფექციური დაზიანებების, ატროფიული ცვლილებების, ჰიპერტრიქოზის განვითარება. კანის ინფექციური დაზიანებების პრევენციისათვის ჰიდროკორტიზონის მალამოს დანიშვნა რეკომენდებულია ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. მალამოს ხანგრძლივად გამოყენებისას, განსაკუთრებით დიდ დაზიანებულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის განვითარება, როგორც ჰიდროკორტიზონის აცეტატის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰიდროვიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰიდროვიტის გვერდითი მოვლენებია: ინდივიდუალური აუტანლობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამლოდიპინი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლოდიპინი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: ამლოდიპინი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ძირითადი გვერდითი მოვლენებია  ვაზოდილატაციის შედეგად განვითარებული პერიფერიული შეშუპება და კანის ჰიპერემია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, არითმია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თვის ტკივილი,   გულისრევა, მუცლის ტკივილი, პარესთეზია, დაღლილობა, გულისცემის შეგრძნება, გამონაყარი კანზე, ქავილი და დეპრესია, ხანგრძლივი გამოყენებისას – კიდურების ტკივილი..

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰეპელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰეპელის გვერდითი მოვლენებია: არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქსენიკალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქსენიკალის გვერდითი მოვლენებია: ქსენიკალის გვერდითი მოვლენები, ძირითადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და საკვებად მიღებული ცხიმების შეწოვის საწინააღმდეგო ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან არის დაკავშირებული. ხშირი გვერითი მოვლენებია: მცირე ცხიმოვანი გამონადენი უკანა ტანიდან, აირების დაგროვება-გამოყოფა, იმპერატიული მოთხოვნილება კუჭის მოქმედებაზე, განავალი ცხიმოვანი/ზეთოვანი მინარევებით, ზეთოვანი კონსისტენციის განავალი, დეფეკაციის გახშირება და კუჭში გასვლის შეუკავებლობა. ამ მოვლენების სიხშირე მით მეტია, რაც უფრო მაღალია ცხიმის შემცველობა საკვებში. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესაძლებლობის და ყველაზე მისაღები გზით მათი მოგვარების შესახებ, როგორიცაა დიეტის გამკაცრება, კერძოდ, მასში ცხიმის პროცენტული შემცირება. ნაკლებცხიმიანი საკვების მიღება ამცირებს კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობას, რამაც შეიძლება დახმარება გაუწიოს პაციენტებს ცხიმის მიღების კონტროლსა და რეგულაციაში. ეს გვერდითი რეაქციები, ძირითადად, მსუბუქად არის გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა. მათი გამოვლენა მკურნალობის ადრეულ ეტაპზე (პირველი 3 თვის განმავლობაში) ხდებოდა და პაციენტების უმრავლესობისთვის მხოლოდ ერთი ეპიზოდით შემოიფარგლებოდა. პაციენტების ქსენიკალით მკურნალობასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოხატული ხშირი გვერდითი მოვლენები იყო: მუცლის ტკივილი/დისკომფორტი, კბილების დაზიანება, ღრძილების დაზიანება. დაფიქსირდა, აგრეთვე, ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, გრიპი, თავის ტკივილი, დისმენორეა, შფოთვა, დაღლილობა, საშარდე სისტემის ინფექცია. ქსენიკალით მკურნალობის განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მსუქან პაციენტებში, ჰიპოგლიკემიის (ძალიან ხშირად) და მუცლის შებერილობის (ხშირად) სახით. მე-2 ტიპის დიაბეტიან პაციენტებში, ქსენიკალით გამოწვეულ წონაში დაკლებას ნივთიერებათა ცვლის რეგულაციის გაუმჯობესება ახლავს თან, რამაც ჰიპოგლიკემიური მედიკამენტების დოზის შემცირების შესაძლებლობა ან საჭიროება შეიძლება გამოიწვოს (იხ. სექცია 2.4.1, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). 4 წლიან კლინიკურ კვლევაში, გვერდითი მოვლენების ძირითადი პროფილი, 1 და 2 წლიანი კვლევების დროს დაფიქსირებულის მსგავსი იყო, პირველ წელს აღწერილი, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირის ყოველ მომდევნო წელს შემცირებით, 4 წლის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰიპოთიაზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰიპოთიაზიდის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ჰიპოთიაზიდსაც® ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ჰიპოთიაზიდის® მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია და ჰიპოქლორემია, ალკალოზი, რომლებიც გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: სიმშრალე პირის ღრუში. წყურვილის გრძნობა, არითმიები, ხასიათის შეცვლა, კუნთების სპაზმი და ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა ან სისუსტე.  იშვიათად შეილება გამოვლინდეს: ჰიპონატრიემია (გონების არევა, კრუნჩხვა, აზროვნების შენელება, დაღლილობა, აგზნება, კუნთების სპაზმი), ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია და პოდაგრის შეტევა. ჰიპოთიაზიდის® მიღებამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ამტანობა, ამის გამო სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს შაქრის დონე. პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს ლიპიდების შემცველობა.  შეიძლება გამოვლინდეს ქოლეცისტიტი ან პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, დიარეა, შეკრულობა, ანორექსია; ორტოსტატული ჰიპოტენზია, ვასკულიტი; თავბრუსხვევა, დროებითი არამკვეთრი მხედველობა, თავის ტკივილი, პარესთეზია. ძალიან იშვიათად შეილება აღინიშნოს ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჭინჭრის ციება, პურპურა, ნეკროზული ვასკულიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რესპირატორული დისტრესის სინდრომი (პნევმონიტის და ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება), მომატებული ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, შოკი.  შეიძლება აღინიშნოს სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება, თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გაგირთულდათ ან გაგიუარესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა, პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შესახებ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები