Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით გინეზოლი-7-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინეზოლი-7-ის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები: გაღიზიანება, ქავილი, წვის შეგრძნება, ძალიან იშვიათად: ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი ან გამონაყარი კანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გინგკო Q10-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინგკო Q10-ის გვერდითი მოვლენებია: ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს დიარეა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლორისტა НD-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორისტა НD-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი: ანემია, შენლეინ-გენოხის პურპურა. იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის, ხორხისა და ენის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, საყლაპავის შეშუპებას). ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: თავის ტკივილი, სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, უძილობა, გადაღლა; არახშირად: შაკიკი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია (დოზადამოკიდებული), გულისცემის გაძლიერება, ტაქიკარდია; იშვიათად: ვასკულიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად: ხველა, სასუნთქი გზების ზედა ნაწილების ინფექციები, ფარინგიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: დიარეა, დისპეპსია, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი. ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად: ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. კანის საფარისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის მხრივ: არახშირად: ჭინჭრის ციება, კანის ქავილი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად: მიალგია, ზურგის ტკივილი; არახშირად: ართრალგია. სხვა: ხშირად: ასთენია, სისუსტე, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი მკერდის არეში. ლაბორატორიული მონაცემები: ხშირად: ჰიპერკალციემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მომატებული კონცენტრაცია (კლინიკურად უმნიშვნელო); არახშირად: სისხლის პლაზმაში კრეატინინისა და შარდოვანას დონის ზომიერი მატება; ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტებისა და ბილირუბინის აქტივობის მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გვირილას ყვავილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გვირილას ყვავილის გვერდითი მოვლენებია: მცენარის მაღალი დოზით გამოყენებისას აღინიშნება თავის ტკივილი და საერთო სისუსტე

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გერიტამინ ნეოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გერიტამინ ნეოს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:უმადობა, გამონაყარი, ქავილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, insomnia, თმის ცვენა, მენსტრუალური დარღვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გერიმაქსი ენერჯს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გერიმაქსი ენერჯის გვერდითი მოვლენებია:  ფილტვისმიერი სისხლდენა; ალერგიული რეაქციები; რეტინოპათია (სისხლში ჟანგბადის პარციალური დაჭიმულობის სწრაფი მატების დროს).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გერალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გერალის გვერდითი მოვლენებია: ცნს-სა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, გულყრა, დაღლილობა, ცნობიერების დროებითი დარღვევა, სენსორული ან შერეული ტიპის პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები. შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციის ცვლილებები და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გენტოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გენტოსის გვერდითი მოვლენებია: : იშვიათად: მომატებული ნერწყვდენა. პაციენტმა სხვა გვერდთი ეფექტების გამოვლენისთანავე უნდა აცნობოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გენტამიცინს (საინექციო ხსნარი) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გენტამიცინის (საინექციო ხსნარი)  გვერდითი მოვლენებია:  სისხლის შრატში შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის მომატება, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ცხელება, იშვიათად – კვინკეს შეშუპება); პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება (ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ტრომბოციტოპენია); გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა. თირკმელების მხრივ: მარტივი სიმფტომებიდან (ოლიგურია, პროტეინურია, მიკროგემატურია) მძიმე გამოვლინებამდე (თირკმლის უკმარისობა). სმენის ორგანოს მხრივ: მარტივი გამოვლინებიდან (სმენის დაქვეითება, ვესტიბულარული დარღვევები) მძიმე დარღვევამდე (არაუკუქცევადი სიყრუე). იშვიათად ვლინდება ნერვულ-კუნთოვანი გამტარიანობის მოშლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გემციტაბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გემციტაბინის გვერდითი მოვლენებია: გემციტაბინით მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: ა: გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე, მომატებული ღვიძლის ტრანსამინაზები (ასტ/ალტ) და ტუტე ფოსფატაზე, რომელიც აღინიშნება პაციენტების დაახლოებით 60%-ში; პრეტეინურია და ჰემატურია, აღინიშნება პაციენტების 50%-ში; დისპნოე აღინიშნება პაციენტების 10-40%-ში (ყველაზე დიდი სიხშირით ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში), კანის ალერგიული გამონაყარი ვლინდება პაციენტების 25%-ში და დაკავშირებულია ქავილთან პაციენტების 10%-ში. გვერდითი მოვლენები: ს სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე, ინფუზიისა და დოზებს შორის ინტერვალზე. დოზით შემოფარგლული გვერდითი მოვლენები: არის თრომბოციტების, ლეიკოციტებისა და გრანულოციტების რაოდენობის შემცირება. კლინიკური კვლევების მონაცემები სიხშირე განისაზღვრება: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100 ან <1/10), არახშირი (≥1/1000 ან <1/100), იშვიათი (≥1/10000 ან <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000).  სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი – ლეიკოპენია (ნეიტროპენია ხარისხი 3 = 19.3%; ხარისხი 4 = 6%). ძვლის ტვინის დათრგუნვა ხშირად მუსბუქი ან ზომიერია და მეტად ზეგავლენას ახდენს გრანულოციტების რაოდენობაზე. თრომბოციტოპენია. ანემია; ხშირი – ფებრილური ნეიტროპენია; ძალიან იშვიათი – თრომბოციტოზი. იმუნური სისტემის დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ძალიან იშვიათი – ანაფილაქტოიდური რეაქცია. ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – ანორექსია. გულის დარღვევები: ხშირი – თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა. სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათი – ჰიპოტენზია. რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ძალიან ხშირი – დისპნოე-ხშირად მსუბუქი და სწრაფად გადადის მკურნალობის გარეშე; ხშირი – ხველა, რინიტი; არახშირი – ინტერსტიციული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი – ხშირად მსუბუქი და ტრანზიტორული, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს პარენტერალური მკურნალობა. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი – ღებინება, გულისრევა. ხშირი – ფაღარათი, სტომატიტი და პირის ღრუს დაწყლულება, შეკრულობა. ჰეპატობილიარული დარღვევები: ძალიან ხშირი – ღვიძლის ტრანსამინაზების (ასტ და ალტ) და ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება; ხშირი – ბილირუბინის მომატებული დონე; იშვიათი – გამა-გლუტამილ ტრანსფერაზის მომატებული დონე. კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი – კანზე ალერგიული გამონაყარი, ხშირად ქავილით, ალოპეცია; ხშირი – ქავილი, ოფლიანობა; იშვიათი – დაწყლულება, ბუშტუკების წარმოქმნა, აქერცვლა; ძალიან იშვიათი – კანის მძიმე რეაქციები, დესქვამაციისა და კანის ბულოზური გამონაყარის ჩათვლით. ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები: ხშირი – წელის ტკივილი. თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: ძალიან ხშირი – ჰემატურია, მსუბუქი პროტეინურია. ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილას: ძალიან ხშირი – ინფლუენზას მსგავსი სიმპტომები – ყველაზე ხშირი სიმპტომები არის ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება, მიალგია, ასთენია და ანორექსია. ასევე აღინიშნება ხველა, რინიტი, სისუსტე, ოფლიანობა და ძილის დარღვევები. შეშუპება/პერიფერული შეშუპება სახის შეშუპების ჩათვლით. ხშირი – ცხელება, ასთენია, შემცივნება; იშვიათი – ინიექციის ადგილას რეაქციები, ძირითადად მსუბუქი ხასიათის.  დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები: რადიაციული ტოქსიკურობა. პოსტმარკეტინგული გამოცდილება (სპონტანური შემთხვევები) სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან შეუძლებელია შეფასება). ნერვული სისტემის დარღვევები: ცერებროვასკულარული მოვლენები. გულის მხრივ დარღვევები: არითმიები, უპირატესად პარკუჭზედა ხასიათის, გულის უკმარისობა. სისხლძარღვოვანი დარღვევები: პერიფერული ვასკულიტისა და განგრენის კლინიკური ნიშნები. რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ფილტვის შეშუპება, მოზრდილთან რესპირატორული დისტრესს სინდრომი. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: იშემიური კოლიტი. ჰეპატობილიარული დარღვევები: მძიმე ჰეპატოტოქსიკურობა, ღვიძლის უკმარისობისა და სიკვდილის ჩათვლით. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: კანის მძიმე რეაქციები, დესქვამაციისა და კანის ბულოზური გამონაყარის ჩათვლით, ლაიელის სინდრომი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი. თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის უკმარისობა, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი. დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები: რადიაციის განმეორება. კომბინაციური გამოყენება ძუძუს კიბოს დროს: 3 და 4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის სიხშირე, განსაკუთრებით ნეიტროპენიისა იზრდება გემციტაბინის გამოყენებისას კომბინაციაში პაკლიტაქსელთან. თუმცა, ამ მოვლენათა მომატება არ არის დაკავშირბული ინფექციებისა თუ ჰემორაგიული მოვლენების მომატებულ სიხშირესთან. სისუსტე და ფებრილური ნეიტროპენია უფრო ხშირად ვითარდება, როდესაც გემციტაბინი გამოიყენება კომბინაციაში პაკლიტაქსელთან ერთად. სისუსტე, რომელიც არ არის დაკავშირებული ანემიასთან, ხშირად მოიხსნება პირველი ციკლის შემდეგ.  სენსორული ნეიროპათია ასევე უფრო ხშირი იყო კომბინაციურ კგუფში, ვიდრე კარბოპლატინის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები