Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით მაალოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაალოქსის გვერდითი მოვლენებია:  დაკავშირებულია ალუმინის ჰიდროჟანგთან: მაალოქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლებელია ორგანიზმში ფოსფორის მარაგის მკვეთრი შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გასტალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გასტალის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და ყაბზობა. რეკომენდებულ დოზებში აღნიშნული გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება. ძალიან იშვიათად ადგილი აქვს ალერგიულ რეაქციებს (ურტიკარია, პრურიტი, დერმატიტი, კოლიტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გასეკი-20-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გასეკი-20-ის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილები მუცლის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, უძილობა. არსებობს მონაცემები: ღვიძლის ფუნქციის მოშლის, თრომბოპენიის, ლეიკოპენიის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის, აგრესიული და დეპრესიული რეაქციების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გარდეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გარდე გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მატება, პირის ღრუს კანდიდოზი;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის უკმარისობის განვითარება ან გართულება, გულის გაჩერება, ტაქი – ან ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, გულის წასვლა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;  სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი. ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნოს კუმბსის დადებითი პირდაპირი ან არაპირდაპირი რეაქცია; ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, იშვიათად – მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია;  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, პარესთეზიები, უძილობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ეპილეპტიფორმული გულყრები, კრუნჩხვები; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია, შეშუპება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში), ჰემატურია;  ადგილობრივი რეაქციები: მტკივნეულობა პრეპარატის შეყვანის ადგილას, ანთება, თრომბოფლებიტი; სხვა: ვაგინალური კანდიდოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გამაქსონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გამაქსონის გვერდითი მოვლენებია: სისტემური გვერდითი ეფექტები:ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფ-თა დაახლოებით 2%-ს): თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი. ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. აღწერილია აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები (1მკლ-ში 500 უჯრედზე ნაკლები), მათ შორის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ. კანის რეაქციები (ავადმყოფთა დაახლოებით 1%-ს): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები. თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნა, ძირითადად 3 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს მაღალი სადღეღამისო დოზებით (≥80მგ/კგ დღეღამეში) თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება თირკმელების უკმარისობით. აღნიშნული პროცესი შექცევადია აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად გაივლის სპონტანურად ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  ორსულობა და ლაქტაცია: ცეფტრიაქსონი გაივლის პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. დადგენილია, რომ სხვა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფტრიაქსონი აძევებს სისხლის შრატთან შეკავშირებულ ალბუმინს, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიით შეპყრობილ ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, რომლებშიც არსებობს ბილირუბინით გამოწვეული ენცეფალოპათიის განვითარებისა რისკი, ცეფტრიაქსონის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომეპრაზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომეპრაზოლის გვერდითი მოვლენებია:  ტკივილი მუცლის არეში ან ჭვალი, შრომისუნარიანობის დაქვეითება (სწრაფი დაღლა კუნთების ტკივილები), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ტკივილები გულმკერდის არეში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, რეგურგიტაცია, ძლიერი გულძმარვა, დიარეა ან ფაფისებური განავალი, მეტეორიზმი, გულისრევა და ღებინება, შარდის შემღვრევა, კანზე გამონაყარი და ქავილი. იშვიათად: დარღვევა ჰემოპოეზიის ფუნქციის მხრივ – თრომბოპენია, ლეიკოპენია, სისხლის შედედების პროცესის დარღვევა (ძლიერი სისხლდენა), შარდში – ჰემატურია და ალბუმინურია, შარდვის დროს წვა და ტკივილები, ხშირი შარდვა და სხვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გამამაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გამამაქსის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა. გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოს შეცვლა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება. კანის მხრივ-ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები. სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი. იშვიათად ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება. სხვა გვერდითი მოვლენები:  სახსრების შესივება, ტკივილი, კუნთების ტკივილი, სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა. იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია. ლაბორატორიულად: შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გამალიზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გამალიზინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი ხველა. იშვიათად – ორტოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, ალერგიული გენეზის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე. ცალკეულ შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია თირკმლების მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გამალეფსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გამალეფსინის გვერდითი მოვლენებია: კარბამაზეპინით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები: გვხვდება იშვიათად, აღინიშნება მკურნალობის საწყის ეტაპზე და რამოდენიმე დღის შემდეგ ქრება. ძირითადად ვლინდება მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ატაქსია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰეპატიტი, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, დერმატიტი, შეშუპებები, ლიმფადენოპათია, ინტერსტიციული ნეფრიტი, გალაქტორეა, არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია, გინეკომასტია..

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გალფერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გალფერის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათ შემთხვევებში: გულისრევა, ღებინება, კუჭის მხრივ დისკომფორტი, ალერგიული რეაქციები, დიარეა ან ყაბზობა. ეს გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ თუ გამოვლინდა, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება. როგორც ყველა რკინის პრეპარატი, გალფერის კაფსულებით მკურნალობის დროს განავალი იღებს მუქ შეფერილობას, რაც არ საჭიროებს მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები