იცით გარდეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გარდე გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მატება, პირის ღრუს კანდიდოზი;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის უკმარისობის განვითარება ან გართულება, გულის გაჩერება, ტაქი – ან ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, გულის წასვლა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;  სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი. ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნოს კუმბსის დადებითი პირდაპირი ან არაპირდაპირი რეაქცია; ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, იშვიათად – მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია;  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, პარესთეზიები, უძილობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ეპილეპტიფორმული გულყრები, კრუნჩხვები; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია, შეშუპება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში), ჰემატურია;  ადგილობრივი რეაქციები: მტკივნეულობა პრეპარატის შეყვანის ადგილას, ანთება, თრომბოფლებიტი; სხვა: ვაგინალური კანდიდოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები