Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ფუნგოლონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფუნგოლონის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში დიარეა, გულისრევა, პირღებინება. იშვიათად გამონაყარი კანზე და თავის ტკივილი. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ღვიძლის ენზიმების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება. იშვიათად აღინიშნება მეტად ძლიერი რეაქციები ღვიძლის მხრივ. ფუნგოლონი სიფრთხილით ინიშნება ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებთან როგორიცაა რიფამპიცინი, ფენიტოინი, იზონიაზიდი, ვალპროის მჟავა, ან პერორალური სულფანილშარდოვანას წარმოებული ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად. ცნს-ის მხრივ: – იშვიათად აღინიშნება კრუნჩხვები. სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. იშვიათად – ანაფილაქსია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოლზაპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოლზაპის გვერდითი მოვლენებია:  ოლანზაპინის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება ძილიანობა და წონის მატება. ასევე გამოვლენილია პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის მცირედ გამოხატული და ტრანზიტორული მატება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ოლანზაპინის მოხსნის გარეშე უბრუნდება ნორმას. ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება თავბრუსხვევა, ასთენია, აკატიზია, მადის გაძლიერება, პერიფერიული შეშუპება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე, ყაბზობა, იშვიათად ვლინდება ტრანზიტორული, უსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების მატება, ერთეულ შემთხვევაში – პლაზმაში გლუკოზის დონის ზრდა ან ეოზინოფილია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზინერიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზინერიტის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი რეაქციები: ხანდახან შეიძლება ადგილი ჰქონდეს წვის შეგრძნებას, გაღიზიანებას, პრეპარატის დადების ადგილზე კანის საფარველების სიმშრალეს (როგორც წესი ეს მოვლენები სუსტად გამოხატულია და არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას ან/და სიმპტომური თერაპიის ჩატარებას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნაკომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაკომის გვერდითი მოვლენებია:  – გვერდითი მოვლენები ნაკომის გამოყენების დროს განპირობებულია დოფამინის მოქმედებით ცნს-ზე, ქორეოფორმული, დისტონიური ან სხვა უნებლიე მოძრაობების, კუნთების მხრივ კონვულსიური მოვლენების, ბლეფაროსპაზმის და ტრიზმის დროს საჭიროა დოზის შემცირება. – იშვიათად აღინიშნება ცვლილებები ფსიქიური სფეროს მხრივ: პარანოიდული აზრები, დეპრესია, დემენცია. ძალიან იშვიათად აღინიშნება კრუნჩხვები, თუმცა მათი კავშირი ნაკომის გამოყენებასთან არ არის დადგენილი. – იშვიათად აღინიშნება გულის რითმის დარღვევა, ხანდახან წინაგულების თრთოლვა, ორთოსტატიკული ჰიპოტენზია, ანორექსია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავში წყლულოვანი პროცესის განვითარება, ფლებიტი, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. – აღწერილია შემთხვევები კუმბსის სინჯის დადებითი შედეგებით ნაკომით ან ლევოდოპათი მკურნალობის დროს, ჰემოლიზური ანემია აღინიშნება ძალიან იშვიათად. სხვა გვერდითი მოვლენები:  ფსიქიური – ეიფორია, ლეთარგია, აგზნებადობა, დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა, უსიამოვნო სიზმრები, უძილობა, ჰალუცინაციები, განგაშის შეგრძნება და დეპრესია. ნევროლოგიური: ატაქსია, ასთენია, თავის ტკივილი, ხელების ტრემორის გაძლიერება, ტრიზმი, ნისტაგმი. კუჭ-ნაწლავის მხრივ: ყაბზობა, ფაღარათი, სლოკინი, ყლაპვის გაძნელება, პირში მწარე გემოს შეგრძნება, ენის წვის შეგრძნება, არასასიამოვნო სუნი პირიდან. დერმატოლოგიური: ოფლიანობა, შეშუპება, თმის ცვენა. უროგენიტალური: შარდის შეკავება ან შარდის შეუკავებლობა, ჰემატურია, შარდის შავი ფერი. მხედველობის დარღვევები: დიპლოპია, გუგების გაფართოვება გორნერის სინდრომი. გარდა ამისა შესაძლებელია სითხის შეგრძნება, წონის მომატება ან შემცირება, ლაბორატორიული მონაცემების მხრივ ცვლილებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზიმაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზიმაქსის გვერდითი მოვლენებია:  ზიმაქსი კარგად გადაიტანება. გვერდით მოვლენებს,  როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, აქვთ იშვიათი და ტრანზიტორული ხასიათი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზილტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზილტის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი მოვლენები იშვიათად საჭიროებენ კლოპიდოგრელით მკურნალობის მოხსნას. შეინიშნება შემდეგი სახის არასასურველი მოვლენები: • ზოგადი: ტკივილი გულმკერდის არეში, ტრავმები, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ტკივილი, გადაღლა, ასთენია, თიაქარი. • ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ქვედა კიდურების კრუნჩხვები, ჰიპერესტეზია, ნევრალგია. • ვეგეტატური ნერვული სისტემის მხრივ: სინკოპე, გულისცემის გახშირება. • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პერიფერიული შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გენერალიზირებული შეშუპება. • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა, გულისრევა, ღებინება, გემოვნების დარღვეა, კუჭის წყლულის პერფორაცია, ჰემორაგიული გასტრიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების წყლულიდან. • ღვიძლი და სანაღვლე გზები: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰეპატიტის, ღვიძლის სტეატოზი. • სისხლი და სისხლმბადი ორგანოები: თრომბოციტოპენია, ანემია (აპლასტური ან ჰიპოქრომული), აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია. • კოაგულაციური დარღვევები და სისხლდენა: პურპურა, ექსტრავაზატები, ეპისტაქსისი, სისხლდენა კუჭ-ნაწალვის ტრაქტიდან, სისხლჩაქცევა სახსრებში, სისხლდენა საშარდე გზებიდან, სისხლიანი ნახველი, ქალასშიდა სისლჩაქცევა, რეტროპერიტონეალური ჰემორაგია, სისხლდენა ოპერაციის შემდგომი ჭრილობებიდან, თვალშიდა სისხლჩაქცევები, ჰემოთორაქსი, ფილტვისმიერი სისხლდენა, ალერგიული პურპურა, თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა. • ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: არტრალგია, ზურგის ტკივილი, ართრიტი, ართროზი. • სასუნთქი სისტემის მხრივ: სასუნთქი გზების ანთება, ქოშინი, რინიტი, ბრონქიტი, ხველა, პნევმონია, სინუსიტი. • კანი: გამონაყარი, ქავილი, კანის დაწყლულება, ბულოზური დერმატიტი, ერითემატოზული გამონაყარი, მაკულოპაპულური გამონაყარი, ჭინჭრის ციება. • გრძნობის ორგანოები: კატარაქტა, კონიუნქტივიტი. • შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: საშარდე გზების ინფექცია, ცისტიტი, მენორაგია. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა კლოპიდოგრელით მკურნლობის დროს შეიძლება ასევე აღინიშნოს ჰემოლიზური ურემიული სინდრომის, მემბრანული ნეფროპათიის და მომატებული მგრძონებლობის (ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური რეაქციები) ერთეული შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზეფექსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზეფექსალის გვერდითი მოვლენებია:  კლინიკური კვლევების შედეგად ყველაზე ხშირად გამოვლინდა: თავის ტკივილი 10.6% (პლაცებო 7.5%); ზედა სასუნთქი გზების ინფექციები-3.2% (პლაცებო 3.1%); ტკივილი ზურგში-2.8% (პლაცებო1.4%); გაციება-2.5% (პლაცებო 1.5%); სინუსიტი-2.2% (პლაცებო1.1%); თავბრუსხვევა-2.2% (პლაცებო0.6%); ძილიანობა-2.2% (პლაცებო 0%) თავბრუსხვევა (2.2%), მოთენთილობა (1.3 %) და გულისრევა (1.6%).; გულისრევა-1.6% (პლაცებო-1.5%); დისმენორეა-1.5% (პლაცებო 0.3%); დისპეფსია-1.3% (პლაცებო 0.6%); მოთენთილობა-1.3% (პლაცებო 0.9%) არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზეტორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზეტორის გვერდითი მოვლენებია: ზეტორის მიღების დროს გვერდითი მოვლენები: ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად ქრება. ისევე, როგორც ჰმგ-CoA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი მოვლენის სიხშირე, ძირითადად, დოზადამოკოდებულ ხასიათს ატარებს.  ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ჭინჭრის ციება, იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება. ცენტრალური ნერვული სისტემას მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; ზოგჯერ – უმნიშვნელო, უსიმპტომო ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დოზადამოკიდებული მატება; იშვიათად – პანკრეატიტი; ძალიან იშვიათად – სიყვითლე, ჰეპატიტი, დიარეა. დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ – ქავილი, გამონაყარი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად – მიალგია; იშვიათად – მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად უმნიშვნელოა, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს. ასევე – ართრალგია. საშარდე სისტემას მხრივ: პროტეინურია; მინიმალური რაოდენობიდან (კვალი) “++”-მდე ან მეტი (<1%-ს პაციენტებში, რომლებიც 10-20 მგ-ს იღებენ და პაციენტების დაახლოებით 3%-ს, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ). უმეტეს შემთხვევაში პროტეინურია მცირდება ან საერთოდ ქრება თერაპიის პროცესში და არ ნიშნავს თირკმლების მწვავე ან პროგრესირებადი დაავადების არსებობას. ლაბორატორიული მონაცემები: გლუკოზისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, გგტ-ს და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მატება. სხვადასხვა: ხშირად: ასთენიური სინდრომი; შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აზიმაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზიმაკის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპაგასტრიუმში, მეტეროიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი. უკუჩვენება: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა თუ პაციენტს აქვს მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზესპირას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზესპირას გვერდითი მოვლენებია:  ზესპირა ზოგადად ხასიათდება კარგი ამტანობით. უმეტესად ზომიერი ხასიათის გვერდითი ეფექტების გამოვლენისას საჭირო არ არის თერაპიის შეწყვეტა. მონტელუკასტის გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შედარება ხდება პლაცებოს გამოყენებისას გამოვლენილ გვერდით ეფექტებთან. პაციენტები 15 წლის ასაკიდან: მონტელუკასტი შესწავლილ იქნა კლინიკური ცდებისას 15 წლის ზემოთ ასაკის დაახლოებით 2600 მოზრდილ პაციენტში. 2 პლაცებო-კონტროლირებულ 12-კვირიანი კლინიკური გამოკვლევისას, მონტელუკასტის თერაპიაზე მყოფ პაციენტთა 1%-ში, ერთადერთი გვერდითი ეფექტი, რომელიც უფრო ხშირად გამოვლინდა, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას, იყო მუცლის ტკივილი და თავის ტკივილი. კლინიკური გამოკვლევებისას მონტელუკასტით თერაპია გაიარა სულ 544 პაციენტმა 6 თვის განმავლობაში, 253 პაციენტმა 1 წლის მანძილზე და 21 პაციენტმა 2 წლის განმავლობაში; გვერდითი ეფექტების/არასასურველი მოქმედების მონაცემები არ შეცვლილა ხანგრძლივი თერაპიისას. სეზონური ალერგიული რინიტი 15 წლის ასაკიდან: მონტელუკასტი შესწავლილ იქნა 15 წლის ზემოთ ასაკის 2199 მოზრდილ პაციენტში კლინიკური ცდებისას. მონტელუკასტის ამტანობა ვლინდება ერთ დღეში და მისი უსაფრთხოების მონაცემები პლაცებოს ანალოგიურია. მოულოდნელი რეაქცია განვითარდა 1 ან მეტ პროცენტში, რაც გამოვლენილი არ ყოფილა. პრეპარატის ბაზარზე განთავსების შემდეგ იშვიათად აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ასთენია/დაღლილობა, გამოფიტვა, შეშუპება, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, ჭინჭრის გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი კანზე და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ჰეპატური ეოზინოფილური ინფილტრაცია. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, მათ შორის კოშმარები, ჰალუცინაციები, ძილიანობა, უძილობა, პარესთეზია/ჰიპოსთეზია, გაღიზიანება, აგრესიული ქცევა, აგზნება და შეტევები, მათ შორის შფოთვა. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, მათ შორის ართრალგია და კუნთების სპაზმი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, პირის სიმშრალე; დისპეფსია, გულისრევა და პირღებინება. ღვიძლისა და ბილიარული ტრაქტის მხრივ: პლაზმური ტრანსამინაზას (ATS და ALT) მომატება და ქოლესტატიური ჰეპატიტი. კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ: მომატებული სისხლდენა, ჩალურჯებები და პალპიტაცია. მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები