Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ზესპირას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზესპირას გვერდითი მოვლენებია:  ზესპირა ზოგადად ხასიათდება კარგი ამტანობით. უმეტესად ზომიერი ხასიათის გვერდითი ეფექტების გამოვლენისას საჭირო არ არის თერაპიის შეწყვეტა. მონტელუკასტის გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შედარება ხდება პლაცებოს გამოყენებისას გამოვლენილ გვერდით ეფექტებთან. პაციენტები 15 წლის ასაკიდან: მონტელუკასტი შესწავლილ იქნა კლინიკური ცდებისას 15 წლის ზემოთ ასაკის დაახლოებით 2600 მოზრდილ პაციენტში. 2 პლაცებო-კონტროლირებულ 12-კვირიანი კლინიკური გამოკვლევისას, მონტელუკასტის თერაპიაზე მყოფ პაციენტთა 1%-ში, ერთადერთი გვერდითი ეფექტი, რომელიც უფრო ხშირად გამოვლინდა, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას, იყო მუცლის ტკივილი და თავის ტკივილი. კლინიკური გამოკვლევებისას მონტელუკასტით თერაპია გაიარა სულ 544 პაციენტმა 6 თვის განმავლობაში, 253 პაციენტმა 1 წლის მანძილზე და 21 პაციენტმა 2 წლის განმავლობაში; გვერდითი ეფექტების/არასასურველი მოქმედების მონაცემები არ შეცვლილა ხანგრძლივი თერაპიისას. სეზონური ალერგიული რინიტი 15 წლის ასაკიდან: მონტელუკასტი შესწავლილ იქნა 15 წლის ზემოთ ასაკის 2199 მოზრდილ პაციენტში კლინიკური ცდებისას. მონტელუკასტის ამტანობა ვლინდება ერთ დღეში და მისი უსაფრთხოების მონაცემები პლაცებოს ანალოგიურია. მოულოდნელი რეაქცია განვითარდა 1 ან მეტ პროცენტში, რაც გამოვლენილი არ ყოფილა. პრეპარატის ბაზარზე განთავსების შემდეგ იშვიათად აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ასთენია/დაღლილობა, გამოფიტვა, შეშუპება, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, ჭინჭრის გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი კანზე და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ჰეპატური ეოზინოფილური ინფილტრაცია. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, მათ შორის კოშმარები, ჰალუცინაციები, ძილიანობა, უძილობა, პარესთეზია/ჰიპოსთეზია, გაღიზიანება, აგრესიული ქცევა, აგზნება და შეტევები, მათ შორის შფოთვა. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, მათ შორის ართრალგია და კუნთების სპაზმი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, პირის სიმშრალე; დისპეფსია, გულისრევა და პირღებინება. ღვიძლისა და ბილიარული ტრაქტის მხრივ: პლაზმური ტრანსამინაზას (ATS და ALT) მომატება და ქოლესტატიური ჰეპატიტი. კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ: მომატებული სისხლდენა, ჩალურჯებები და პალპიტაცია. მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზერალგოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზერალგოს გვერდითი მოვლენებია: მხედველობის ორგანოების მხრივ: რქოვანას შეხორცების შენელება,თვალის კაკლის ჩავარდნა, ქავილი,წვა,თვალის გაღიზიანება, თვალის შეწითლება ცენტრალურ ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობა, გაღიზიანებადობა კანის მხრივ: ქავილი, გამონაყარი ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სითხის შეკავება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, წვის შეგრძნება გულკერდის მიდამოში, გულისრევა, ღებინება. სმენის ორგანოების მხრივ: ტინიტუსი იშვიათად იშვიათად (1% – ზე ნაკლები): ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასეპტიური მინინგიტი, ჰალუცინაციები, დეპრესია, პერიფერიული ნეიროპათია კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები,სტივენ – ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი,ჭინჭრის ციება გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ანგიონევროზული შეშუპება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბციტოპენია, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა,ჰემოლიზური ანემია, სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი ღვიძლის ფუნქციის მხრივ: ჰეპატიტი საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლის მწვავე უკმარისობა საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ ნაწლავის წყლული მხედვეობის ორგანოს მხრივ: ტოქსიკური ამბლიოპია ხანდაზმულ ადამიანებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიერ, გვერდითი მოვლენები: ს განვითარების რისკი უფრო დიდია. 60%-ს შეიძლება განუვითარდეს კუჭ-ნაწლავის წყლული ან სისხლდენა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ცნობიერების დაბინდვას, შფოთვას და ჰალუცინაციას ადგილი აქვს დიდი დოზების ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში არასასურველი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალბუმინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალბუმინის გვერდითი მოვლენებია:  შემცივნება, ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ალერგიული რეაქციები, ჰიპოტონია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზელოქსიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზელოქსიმის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა (1%-ზე მეტი), ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილებები (ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება), ეზოფაგიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭიდან და ნაწლავებიდან ფარული და ხილული სისხლდენები (0.1-დან 1%-მდე). კოლიკები (0.1%-ზე ნაკლები. სისხლის სურათის მხრივ: ანემია (1%-ზე მეტი), პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები მათ შორის ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. მიელოტოქსიკური პრეპარატების კერძოდ, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნა იწვევს ციტოპენიას. კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ქავილი, გამონაყარი (1%-ზე მეტი), სტომატიტი, ჭინჭრის ციება (0.1-დან 1%-მდ). ფოტოსენსიბილიზაცია (0.1%-ზე ნაკლები). სუნთქვის სისტემის მხრივ: ასპირინზე, ზელოქსიმზე ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტრეოიდულ საშუალებებზე ალერგიის მქონე პირებში აღინიშნა ასთმის შეტევა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკვილი, თავბსრუხვევა, ყურებში შუილი და ძილიანობა (0.1-დან 1%-მდე). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება (1%-ზე მეტი), სისხლის წნევის მომატება, ტაქიკარდია, ალები. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შესაძლოა შარდის ანალიზში კრეატინინის ან შარდოვანას მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზელდოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზელდოქსის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. – მისი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები 1-10%-ში ძილიანობა, ასთენია, ექსტრაპირამიდული სინდრომი (ნაკლებად გამოხატული, ვიდრე ჰალოპერიდოლის და რისპერიდონის მიღების დროს). – იშვიათად ვითარდება კრუნჩხვები (<1%). – შესაძლებელია სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის მომატება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, თუმცა გინეკომასტიის და სარძევე ჯირკვლების გადიდებას არ აქვს ადგილი მისი გამოყენებისას. მკურნალობის შეწყვეტისას პროლაქტინი ნორმას უბრუნდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზებოლი-50-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზებოლი-50-ის გვერდითი მოვლენებია: ამენორეა სპერმატოგენეზის დათრგუნვა, ეპიფიზური ზრდის ნაადრევი შეფერხება, შარდის შეკავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზაფირლუკასტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზაფირლუკასტის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია განვითარდეს თავის ტკივილი, დისპეფსია, იშვიათად – ტრანსამინაზების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში. არის მონაცემები ინფექციური დაავადების განვითარების სიხშირის მომატების შესახებ. განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის მხრივ, თუმცა ამ დროს პრეპარატის მოხსნა არ არის საჭირო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზანტაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზანტაკის გვერდითი მოვლენებია:  არასასურველი ეფექტების კლასიფიკაციისთვის გამოიყენება ქვემოთ მოცემული კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი ((≥1/100, <1/10), ნაკლებად გავრცელებული ((≥1/1000, <1/100), იშვიათი ((≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი(<1/10000). გვერდითი მოვლენები: ს სიხშირეების შეფასება მოხდა პოსტ-მარკეტინგული მონაცემების სპონტანური ანგარიშებიდან. სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები  ძალიან იშვიათი: ცვლილებები სისხლის ანალიზში (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია). ეს მოვლენები როგორც წესი შექცევადია. აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია, ხანდახან ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიით ან ძვლის ტვინის აპლაზიით.  იმუნური სისტემის დარღვევები  იშვიათი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ცხელება, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია და გულმკერდის ტკივილი)  ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი  ეს მოვლენები აღწერილი იქნა ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.  ფსიქიატრიული დარღვევები  ძალიან იშვიათი: შექცევადი მენტალური კონფუზია, დეპრესია და ჰალუცინაციები.  ეს მოვლენები პრედომინანტურად იქნა აღწერილი მწვავე ავადმყოფებში და ხანდაზმულებში.  ნერვული სისტემის დარღვევები  ძალიან იშვიათი: თავის ტკივილი (ხანდახან მწვავე), თავბრუსხვევა და მოძრაობის უნებლიე შექცევადი დარღვევები  ოფთალმოლოგიური დარღვევები  ძალიან იშვაითი: მხედველობის შექცევადი დაბინდვა  აღწერილი იქნა მხედველობის დაბინდვის შემთხვევები, რომელიც მიუთითებდა აკომოდაციის ცვლილებებზე.  კარდიალური დარღვევები  ძალიან იშვიათი: ისევე როგორც სხვა H2 რეცეპტორული ანტაგონისტების შემთხვევაში ბრადიკარდია, A-V ბლოკადა, და მხოლოდ საინექციო ფორმის დროს ასისტოლია.  ვასკულარული დარღვევები  ძალიან იშვიათი: ვასკულიტები  გასტროინტესტინალური დარღვევები  ძალიან იშვიათი: მწვავე პანკრეატიტი, დიარეა.  ჰეპატობილიარული დარღვევები  იშვიათი: ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების გარდამავალი და შექცევადი ცვლილებები.  ძალიან იშვიათი: ჰეპატიტები (ჰეპატოცელულარული, ჰეპატოკანალიკულარული ან შერეული) სიყვითლით ან მის გარეშე, რომლებიც როგორც წესი შექცევადია.  კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები  იშვიათი: კანის გამონაყარი  ძალიან იშვაითი: მულტიფორმული ერითემა, ალოპეცია  ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები ძალაინ იშვიათი: ჩონჩხკუნთოვანი სიმპტომები, როგორიცაა ართრალგია და მიალგია.  რენალური და ურინალური დარღვევები: ძალიან იშვაითი: მწვავე ინტერსტიციალური ნეფრიტები  რეპროდუქციული სისტემის და მკერდის ქსოვილის დარღვევები  ძალიან იშვაითი: შექცევადი იმპოტენცია, მკერდის სიმპტომატიკა (როგორიცაა გინეკომასტია და გალაქტორეა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზანოცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზანოცინის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციების მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ციება. კუჭ-ნაწლავის სისტემისა და ღვიძლის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, სისუსტე, აგრეთვე გულისცემის შეგრძნება, სტომატიტი, ქეილიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზანიდიპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზანიდიპის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შესაძლებელია დაფიქსირდეს გვერდითი ეფექტები. კერძოდ: სახის უეცარი წამოწითლება, წვივის ფეხების შეშუპება, პალპიტაცია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე. შესაძლებელია განვითარდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: კუჭისწვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, შარდის მოცულობის გაზრდა და შარდვის სიხშირის გაზრდა, გამონაყარი, დაღლილობა, უძილობა, კუნთების ტკივილი. ასევე იშვიათად შესაძლებელია აღნიშნიშნოს სისხლის წნევის დაქვეითება (იგრძნობთ თავბრუსხვევას). შესაძლებელია დაფიქსირდეს ღვიძლის ენზიმების იზოლირებული და რევერსიული ზრდა. დიჰიდროპირინის ჯგუფის სხვა მედიკამენტების გამოყენებისას იშვიათად ფიქსირდება ღრძილის გასქელება. იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სტენოკარდია შესაძლებელია დაფიქსირდეს სტენოკარდიის ხარისხის და სიმწვავის მომატება. თუ აღგენიშნებათ ზემოთ მოცემული პრობლემები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები: მიაწოდეთ ექიმს ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტების შესახებ რომელთაც ღებულობდით მკურნალობის დროს, თუნდაც იშვიათად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები