Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ნაველბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაველბინის გვერდითი მოვლენებია: : გრანულოციტოპენია, ანემია, ძვალმყესოვანი რეფლექსები დაქვეითებულია, პარესთეზია, ქვედა კიდურებში სისუსტე, ყბების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პარეზი ან ნაწლავების პარალიტური გაუვალობა, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქოსპაზმი, ალოპეცია, ფლებიტი შეყვანის ადგილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჟანინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჟანინის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ჟანინის მიღების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ გარდამავალია: ◄ სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და დაჭიმულობა; სარძევე ჯირკვლების გადიდება; სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი; მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი; თავის ტკივილი; შაკიკი; ლიბიდოს ცვლილება; გუნება-განწყობის ცვლილება/დაქვეითება; კონტაქტური ლინზების ცუდი ატანა; მხედველობის დარღვევები; გულისრევა; ღებინება; ტკივილები მუცლის არეში; ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები; კანის გამონაყარი; კვანძოვანი ერითემა; მულტიფორმული ერითემა; გენერალიზებული ქავილი; ქოლესტაზური სიყვითლე; სითხის შეკავება; სხეულის მასის ცვლილება; ალერგიული რეაქციები. იშვიათად – მომატებული დაღლილობა, დიარეა. ◄ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ანამნეზში ორსულების ქლოაზმის მქონე ქალებში. ◄ ისევე როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, იშვიათად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი და თრომბოემბოლია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოფლოჰექსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფლოჰექსალის გვერდითი მოვლენებია: ზოგადად, სიმპტომები იშვიათად ჩნდება და სწრაფად გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, უმადობა, გულისრევა, პირღებინება და დიარეა. ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფსევდომემბრანული კოლიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების დონის და ბილირუბინის დონის მომატება. ნერვიული სისტემის მხრივ:თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, შფოთვა, ცნობიერების მოშლა, ტრემორი, არადამაჯეებელი სიარული. იშვიათად და ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ტაქიკარდია და ხანმოკლე ჰიპოტენზია, ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოპენია ან პანციტოპენია.ძალიან იშვიათად შეიძლება მოიმატოს კანის მგრძნობელობამ სინათლისადმი. ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად თვალებში მწველი ტკივილის, გამაღიზიანებელი ხველის ან ცხვირიდან გამონადენის სახით, კანის, ლორწოვანი გარსების, სახის, ენის და ხახის შეშუპებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მოხრჩობა, რომელიც განპირობებულია ბრონქოსპაზმით და/ან შოკი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მიღებას დაუყოვნებლივ წყვეტენ და ატარებენ ანტიშოკურ თერაპიას. ამ არასასიამოვნო რეაქციების გაჩენისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერმაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერმაზინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება წარმოქმნილი გვერდითი მოვლენები: ს შეფასება ტარდება მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არც ისე ხშირი (≥1/1,000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად დადგენა შეუძლებელია). დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან არც ისე ხშირი: ლეიკოპენია. სიხშირე უცნობია: შრატის მომატებული ოსმოლარობა. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა. დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან ძალიან იშვიათი: მძიმე არასასურველი რეაქციები კანის მხრიდან – იყო ინფორმაცია სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის შესახებ (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“. სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები კანის მხრიდან, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, კონტაქტურ დერმატიტი. მზის შუქის ზემოქმედების ქვეშ შესაძლებელია კანის ნაცრისფერი შეფერილობის მიღება. ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას სიხშირე უცნობია: წვის შეგრძნება ან ტკივილი. ვერცხლის სულფადიაზინის სისტემური შეწოვა ძალიან იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, რომლებიც წარმოიქმნება სულფონამიდებით სისტემური თერაპიისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პრონორანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრონორანის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, თუმცა არა ყველა პაციენტში, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები:გავრცელებული: უვითარდებოდა 100-დან 1 პაციენტზე მეტს, მაგრამ 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს; იშვიათი: უვითარდებოდა 10000-დან 1 პაციენტზე მეტს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს; ძალიან იშვიათი: უვითარდებოდა 10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს. აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:გავრცელებული გვერდითი ეფექტები:• უმნიშვნელო დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, ღებინება მეტეორიზმი. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიც არის ცნობიერების აღრევა, ჰალუცინაციები, აგზნება ან თავბრუსხვევა, რაც გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები:• დარღვევები სისხლლძარღვების მხრივ, როგორიც არის არტერიული წნევის შემცირება (ჰიპოტენზია), თავბრუსხვევა სხეულის მდგომარეობის მკვეთრი შეცვლისას მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ფეხზე მდგომში გადასვლისას, სინკოპეთი ან სისუსტით ან არასტაბილური არტერიული წნევით (ორთოსტატიული ჰიპოტენზია). ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:• დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიც არის გადაჭრბებული ძილიანობა დღის განმავლობაში ან მოულოდნელი ჩაძინება. თქვენ შეიძლება განგივითარდეთ შემდეგი გვერდითი ეფექტები • ისეთი ქმედების შესრულების იმპულსური სურვილის ან ცდუნების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა, რომელმაც შეიძლება მოგიტანოთ ზიანი თქვენ ან სხვა ადამიანებს. მათ მიეკუთვნება: • აზარტული თამაშების მიმართ იმპულსური პათოლოგიური მიდრეკილება პირადი ან ოჯახური სერიოზული პრობლემების მიუხედავად, სექსუალური ინტერესების ცვლილება ან გაძლიერება, რომელიც იწვევს თქვენს ან სხვა პირების შეშფოთებას. მაგალითად, ლიბიდოს გაძლიერება; • საყიდლების შეძენის ან ფულის ხარჯვის არაკონტროლირებადი მომატებული მოთხოვნილება; • გადაძღომა (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე პერიოდში) ან კომპულსიური გადაძღომა (შიმშილის შეგრძნების დასაკმაყოფილებელ რაოდენობაზე მეტი საკვების მიღება); • ფსიქიატრიული დარღვევები (დელუზიები, ბოდვა, ჰალუცინაციები: ვიზუალური, სმენითი, შერეული); • ფეხების, ტერფების ან თითების შეშუპება; • დისკინეზია. აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ შეამჩნევთ მსგავს სიმპტომებს. შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე თუ თქვენ გაგინვითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მიეკუთვნება ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო პრეპარატზე უსაფრთხოების ინფორმაციის შეგროვებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ონიქომალსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ონიქომალსანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები:-მალამოს მოხვედრისას ზედაპირის დაუზიანებელ უბნებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერემია,ქავილი,გამონაყარი,ჩაზრდილი ფრჩხილის დროს-მსუბუქი ტკივილი.  სიფრთხილით გამოიყენება დიაბეტური ტერის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლარიფან პესოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლარიფან პესო გვერდითი მოვლენებია:    არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანადოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანადოლის გვერდითი მოვლენებია:  რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქცია კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით. იშვიათად – სისხლის სისტემის მხრივ დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, მეთჰემოგლობინემია). მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას მატულობს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის საშიშროება (თირკმლის კოლიკა, არასპეციფიკური ბაქტერიურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილური ნეკროზი) და აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვანკომიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვანკომიცინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის ვენაში სწრაფად ინექციის დროს შესაძლებელია ჰისტამინის გამონთავისუფლებასთან დაკავშირებული „წითელი ყელის სინდრომის“ განვითარება: ერითემა, კანზე გამონაყარი, სახის, ყელის, სხეულის ზედა ნაწილის, ზედა კიდურების ჰიპერემია, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გონების დაკარგვა. ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ურტიკარია, ანაფილაქსიური რეაქციები. შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფის დარღვევა, ინტერსტიციული ნეფრიტი. ცნს-ის მხრივ: სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი და მათი „დაცობის“ შეგრძნება. სისხლის სურათის მხრივ: ნეიტროპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოტრივინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოტრივინის გვერდითი მოვლენებია: ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას: ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკრეცია. იშვიათად: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმიები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები