იცით ოპტორეპეირს რა გვერდითი მოვლენები აქვს?
ოპტორეპეირის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ოპტორეპეირის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ლაქტოკარბონის გვერდითი მოვლენებია: უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები:კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პროდუქტის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. პროდუქტში შემავალი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პროდუქტის მიღების შეწყვეტა.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
რაველი SR-ის გვერდითი მოვლენებია: ხშირი (>1/100 – <1/10) • მაკულოპაპულოზური გამონაყარი • ჰიპოკალიემია არახშირი (>1/1,000 – <1/100) • გულისრევა, ღებინება • პურპურა (პაციენტებში ალერგიული და ასთმური რეაქციებისადმი წინასწარი განწყობით) იშვიათი (>1/10,000 – <1/1,000) • თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, პარესთეზიები • ნევროზულობა • ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი • გულისრევა, შეკრულობა ან დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე • ასთენია ძალიან იშვიათი (<1/10,000) • თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია • არითმია, არტერიული ჰიპოტენზია • პანკრეატიტი • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პანკრეატიტი • თირკმლის უკმარისობა, შარდის გამომტანი გზების ინფექციები, ნიქტურია, პოლიურია • ანგიონევროზული შეშუპება და/ან ჭინჭრის ციება, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტივენ ჯონსონის სინდრომი, ჰემორაგიული ვასკულიტი • ფოტომგრძნობელობის რეაქციები • ჰიპერკალციემია, ჰიპოკალიემია. უცნობია დაკავშირებულია თუ არა პრეპარატის მიღებასთან (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): • ღვიძლის უკმარისობისას ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარების შესაძლებლობა • ელექტროკარდიოგრამაზე Qთ ინტერვალის გახანგრძლივება • მკურნალობის პერიოდში სისხლის პლაზმაში შარდმჟავას და გლუკოზის დონის მომატება: პაციენტებში პოდაგრით, ან შაქრიანი დიაბეტით, გლუკოზურიით, ძალიან გულდასმით უნდა შეფასდეს ასეთი დიურეზული საშუალებების მიზანშეწონილობა • შესაძლებელია უკვე არსებული დისემინირებული წითელი მგლურას გამწვავება • ჰიპონატრიემია ჰიპოვოლემიით, რომელიც იწვევს დეჰიდრატაციას და ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას. ერთდროულად ქლორის იონების დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორადი კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი (მოცემული ეფექტის სიხშირე და ხარისხი დაბალია).
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
კლიმარას გვერდითი მოვლენებია: ხშირად ადგილი აქვს კანის გაღიზიანებას აპლიკაციის ადგილზე. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: საშვილოსნოდან სისხლდენის ხასიათის შეცვლა, პროფუზული სისხლდენები, სისხლიანი გამონადენი, საშვილოსნოს ლეიომიომის ზომებში გაზრდა, ცერვიკალური სეკრეციის მხრივ დარღვევები. სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ტკივილი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, მეტეორიზმი, ქოლესტაზური სიყვითლე. კანის მხრივ რეაქციები: ქლოაზმები ან მელანოდერმია, ერთეულ შემთხვევებში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, გენერალიზებული გამონაყარი. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა. სხვადასხვა: სხეულის წონის ცვლილება, შეშუპება, პორფირია, ლიბიდოს შეცვლა.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
კლოსტილბეგიტის გვერდითი მოვლენებია: ხშირი გვერდითი მოვლენები: ალები, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა (ფოტოფსიები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფობია), სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოების ტკივილი, დისმენორეა, აციკლური სისხლდენა, საკვერცხეების გადიდება. იშვიათი გვერდითი მოვლენები: ყაბზობა, ფაღარათი, დაღლილობა, დაძაბულობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ალერგიული დერმატიტი, თმის შექცევადი ცვენა, მადის გაძლიერება, წონის მომატება ან დაკლება, საშოს სიმშრალე, შარდის გამოყოფის გაძლიერება ან ხშირი შარდდენა. ალები წყდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. შეიძლება აღინიშნებოდეს საკვერცხეების კისტოზური გადიდება, განსაკუთრებით შტეინლევენტალის სინდრომისას. საკვერცხეები შეიძლება გადიდდეს 4-8 სმ-მდე; ასეთ შემთხვევებში საჭიროა სხეულის ბაზალური ტემპერატურის კონტროლი და მკურნალობის შეწყვეტა ტემპერატურის ორფაზიანი მრუდის გამოვლენისას. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
პანთენოლის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ენაპ HL-ის გვერდითი მოვლენებია: მცირედაა გამოხატული და გარდამავალი ხასიათი აქვთ და შესაბამისად არ მოითხოვენ პრეპარატის მოხსნას. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლის შეგრძნება, გულისრევა, კუნთოვანი კრუნჩხვები, იშვიათად არტერიული ჰიპეტენზია, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, მშრალი ხველა, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, შარდოვანის, კრეატინინის ან ტრანსამინაზების შემცველობის მომატება შრატში. უკუჩვენებები: *პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება პრეპარატის, მისი კომპონენტების, სულფანილშარდოვანას მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. *ანგიონევროზული შეშუპებისას ანამნეზში; * თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი <0.5 მლ/წმ ამ კრეატინინის მაჩვენებლების კონცენტრაცია პლაზმაში >265 მმლო/ლ (3 მგ/100 მლ), თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმისას, პორფირიისას, ორსულობის და ლაქტაციისას, ბავშვთა ასაკში. განსაკუთრებული მითითებები: აუცილებელია სიფრთხილე: *თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 0.5-1.3 მლ/წმ) უნდა მოვერიდოთ ენაპ-HL დანიშვნას თირკმლის არტერიის ბილატერალური სტენოზის შემთხვევაში ერთი თირკმლის შენახული ფუნქციის დროს. ამიტომ ვაზორენალურ ჰიპერტენზიაზე ეჭვის შემთხვევაში ან მოცემული დაავადების ფარული ფორმის დროს მკურნალობა უნდა გააკონტროლოს გამოცდილმა სპეციალისტმა. *ალოპურინოლის მიღებისას (ან ალოპურინოლთან კომბინაციისას), ციტოსტატიკების, იმუნოდეპრესანტების ან სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღებისას აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი, ვინაიდან არსებობს ლეიკოპენიის, ანემიის ან პანციტოპენიის განვითარების რისკი. *აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ტარდება ანტიდიაბეტური მკურნალობა. ენალაპრილმა შეიძლება გააძლიეროს მათი მოქმედება. შესაბამისად შაქრიანი დიაბეტის დროს აუცილებელია ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია და გლუკოზის ხშირი კონტროლი. *გამოხატული გულის უკმარისობის დროს და ჰიპონატრიემიის გამოხატული თირკმლის უკმარისობის დროს, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ან დისფუნქციის დროს, განსაკუთრებით ჰიპოვოლემიის ფონზე, რომლის მიზეზია დიურეტიკების გამოყენება, უმარილო დიეტა, დიარეა, ღებინება ან ჰემოდიალიზია, შეიძლება ერთი ტაბლეტი ენაპ-HL გამოყენებისას განვითარდეს არტერიული ჰიპოტონია. *არტერიული ჰიპოტენზიის აღმოჩენების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა, ფეხები აწიოს ზევით და აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ხდება პლაზმის მოცულობის კორექცია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. *ანგიონევროზული შეშუპების აღმოჩენების შემთხვევაში კისრის და სახის არეში, ასევე ენის, ხახის და ხორხის არეში, ჩვეულებრივ საკმარისია ენაპ – HL-ის მოხსნა და ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნა. მძიმე შემთხვევაში აუცილებელია ანდრენალინის მიღება და სასუნთქი სისტემის გამტარობის უზრუნველყოფა (ინტუბაცია ან ლარინგოტომია). *განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო აორტის სტენოზისას ან სუბაორტალური კუნთოვანი სტენოზის შემთხვევაში და გენერალიზებული ათეროსკლეროზისას. ენაპ – HL-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სიმპატოტომიისას. *ანაფილაქსიური ეფექტის მომატებული რისკის გამო ენაპ-HL დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ჰემოდიალილზე მყოფ პაციენტებში, როდესაც ჰემოდიალიზი ხორციელდება პოლიაკრილონიტრული მემბრანებით, უშუალოდ კრაზანის ან ფუტკრის შხამის დესენსიბილიზაციის წინ. *განსაკუთრებული სიფრთხილეა აგრეთვე საჭირო სულფონილამიდებთან და სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენებისას. *მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიოდულად სისხლში ელექტროლიტების, შარდოვანას, კრეატინინის და ღვიძლის ტრანსამინაზების და შარდში ცილის რაოდენობის კონტროლი. *პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე პრეპარატით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი ნიშანია არტერიული ჰიპოტენზია. არტერიული ჰიპოტენზიისას, რომელიც განპირობებულია პრეპარატის ზედმეტი დოზით, ჩვეულებრივ საკმარისია ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება ფეხების ზემოთ აწევით, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევაში აუცილებელი ხდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინფუზია. ჭარბი დოზირების შედარებით ხშირი სიმპტომებია: დიურეზის გახშირება, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვა სახის მოშლით, კრუნჩხვებით, პარეზით, პარალიზური ილეუსით, ცნობიერების მოშლით (ასევე კომა), თირკმლის უკმარისობით, ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითებით, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევით. ტაბლეტების დიდი რაოდენობით პერორალური მიღების შემდეგ რეკომენდირებულია: კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და საფაღარათო საშუალების მიღება. აუცილებელია არტერიული წნევის, პულსის, სუნთქვის ფუნქციის, შარდოვანას კონცენტრაციის, კრეატინინის და ელექტროლიტების რაოდენობის და ასევე დიურეზის მონიტორინგი. არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებისას აუცილებელია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის შეყვანა. შესაძლებელია ჰემოდილიაზის ჩატარებაც. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: – აუცილებელია ექიმის ინფორმირება ყველა იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, მიუხედავად იმისა, ექიმის მიერაა ისინი დანიშნული თუ არა. საკვების მიღება არ მოქმედებს ენაპ – HL შეწოვაზე. სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ფენოტიაზინის და ალკოჰოლის ერთდროული მიღება აძლიერებს ენაპ – HL ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას. – ანალგეტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, საკვებში მარილის ჭარბი რაოდენობა და ქოლესტერინამინის ან კოლესტიპოლის ერთდროული დანიშვნა ამცირებს ენაპ-HL მოქმედებას. – ლითითუმის პრეპარატების და ენაპ – HL ერთდროული მიღება შეიძლება გართულდეს ლითიუმით ინტოქსიკაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ამცირებენ ლითიუმის კლირენსს. – კალიუმის შემნახველი დიურეტიკების (სპირინოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) ერთდროული გამოყენება ან კალიუმის დამატებითი მიღება შეიძლება დასრულდეს ჰიპერკალემიით. – ალოპურინოლის, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტების ან სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია; ციკლოსპორინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. – სულფონილამიდების ან სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგია). – – აუცილებელია სიფრთხილე გლიკოზიდების პრეპარატების ერთდროული გამოყენება, ვინაიდან მათ ტოქსიკურ ეფექტს შეიძლება თან ახლდეს ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია. – კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს. – არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება ზოგადი ანესთეზიის ან არაპოლარიზირებული მიორელაქსანტები
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
პამიტექსის გვერდითი მოვლენებია: ▪ მსუბუქია და ტრანზიტორული. ასიმპტომური ჰიპოკალცემია და ტემპერატურის მომატება (1-2 გრადუსით) ინფუზიიდან 24-48 საათის განმავლობაში. ცხელება გაივლის თავისით და არ საჭიროებს მკურნალობას. სიმპტომური ჰიპოკალცემია იშვიათია. ▪ ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ხშირია: ტემპერატურის მომატება და გრიპისმაგვარი სიმპტომები – მოთენთილობა, შემცივნება, სისუსტე, წამოხურების შეგრძნება. ▪ ადგილობრივი რეაქციები ინფუზიის ადგილზე: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი. ▪ ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ტრანზიტორული ტკივილი ძვლებში, ართრალგია, მიალგია, გენერალიზებული ტკივილი. ▪ იშვიათად: კუნთების სპაზმი. ▪ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება. ▪ იშვიათად: ანორექსია, აბდომინალური ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია. ▪ ცალკეულ შემთხვევებში: გასტრიტი. ▪ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი. ▪ იშვიათად: სიმპტომური ჰიპოკალემია (პარესთეზია, ტეტანია) აგზნება ორიენტაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, ინსომნია, სომნოლენცია, ლეთარგია. ▪ ცალკეულ შემთხვევებში: კრუნჩხვა, მხედველობითი ჰალუცინაციები. ▪ ჰემატოლოგიური სურათის მხრივ: ლიმფოციტოპენია. ▪ იშვიათად: ანემია, ლეიკოპენია. ▪ ცალკეულ შემთხვევებში: თრომბოციტოპენია. ▪ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად: ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია. ▪ შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ცალკეული შემთხვევებში ჰემატურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა. ▪ კანის მხრივ: იშვიათად გამონაყარი, ქავილი. ▪ მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, უვეიტი (ირიტი, ირიდოციკლიტი), სკლერიტი, ეპისკლერიტი, ქსანტოფსია. ▪ სხვა გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში ჰერპეს სიმპლექსის და ჰერპეს ზოსტერის გააქტივება. იშვიათად ალერგიული რეაქციები ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, ბრონქოსპაზმი/დისპნოე, კვინკეს (ანგიონევროზული) შეშუპება. ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური შოკი. ▪ ბიოქიმიური ცვლილებები: ხშირია ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია. იშვიათად – ჰიპომაგნემია, ჰიპერკალემია, ჰიპოკალემია, ჰიპერნატრემია. ▪ ცალკეულ შემთხვევებში: ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები, სისხლის შრატში კრეატინინის და შარდოვანას მომატება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ცისპლატინის გვერდითი მოვლენებია: თირკმელების მხრივ: პრეპარატის დოზადამოკიდებული კუმულირებით გამოწვეული თირკმელების უკმარისობა წარმოადგენს პრეპარატის ტოქსიკურობის ძირითად მიზეზს, რომელიც ზღუდავს ცისპლატინის დოზას. შედარებით ხშირად აღინიშნება გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება, რაც გამოიხატება შრატში კრეატინინის დონის მომატებით და თირკმელებში სისხლმიმოქცევის დაქვეითებით. მკურნალობის დასაწყისში ან მის შემდეგ ჰიდრატაციის შემცირება იწვევს ნეფროტოქსიკურობის განვითარებას. სისხლმბადი სისტემების მხრივ: ჰემოპოეზზე ტოქსიკური ზეგავლენა ასევე დოზადამოკიდებულია და განპირობებულია პრეპარატების კუმულირებით. თრომბოციტებისა და ლეიკოციტების შედარებით მცირე რაოდენობა ჩვეულებრივ აღინიშნება მე-18 და 32-ე დღეებს (7.3-დან 45 დღიან დიაპაზონში) შორის და პაციენტების უმრავლესობაში უბრუნდება საწყის დონეს 39 დღის შემდეგ. ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია შედარებით გამოხატულია პრეპარატის 50 მგ/კვ. მ – ზე მაღალი დოზის გამოყენების დროს. ცისპლატინის მომდევნო კურსის დანიშვნა არ არის რეკომენდებული მანამ, სანამ თრომბოციტების დონე არ გადააჭარბებს 100000 /კუბ. მმ, ხოლო ლეიკოციტების – 4000/კუბ. მმ-ს. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებათ ანემია – ჩვეულებრივ მკურნალობის რამოდენიმე კურსის შემდეგ მძიმე შემთხვევების დროს, აუცილებელია ერითრომასის გადასხმა. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ რომ ცისპლატინი იწვევს ჰემოლიზური ანემიის განვითარებას კუმბსის დადებითი პირდაპირი რეაქციით. ცისპლატინით მომდევნო მკურნალობის კურსმა მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზის გაძლიერება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მხრივ: გულისრევა და ღებინება აღენიშნება თითქმის ყველა პაციენტს, ზოგიერთ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ატარებს მძიმე ხასიათს. ამ დროს საჭიროა დოზის შემცირება და/ან მკურნალობის შეწყვეტა. ასევე აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების ასპარაგინტრანსფერაზას და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება კლინიკური ნიშნებითა და ტოქსიკური გამოვლინებით. ცნს-ისა და მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ხშირად აღინიშნება ყურებში შუილი და სმენის დაქვეითება. ყურებში შუილი ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, ხოლო სმენის დაქვეითება შესაძლებელია იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და დაკავშირებული 4000-დან 8000 ჰერც სიხშირესთან. მსგავსი დაზიანების სიხშირე და სიმძიმე შესაძლებელია იყოს შეუქცევადი. პერიფერიული ნეიროპათია ვითარდება პარესთეზიების სახით „წინდის“ და „ხელთათმანის“ ტიპით, არეფლექსიითა და ვიბრაციული მგრძნობელობის დაკარგვით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ცისპლატინი გამოიყენება რეკომენდებულთან შედარებით მაღალ დოზებში. აღნიშნული ნეიროპათია შესაძლებელია იყოს შეუქცევადი. შესაძლებელია აგრეთვე მხედველობისა და ფერის აღქმის დაქვეითება. ცისპლატინის გამოყენების შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება ასევე მხედველობის ნერვის ნევრიტის განვითარების შემთხვევები. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელია მიასთენური სინდრომისა და კრუნჩხვების განვითარება. წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და ნივთიერებათა სხვა სახის ცვლის მხრივ: ჰიპომაგნიემია და ჰიპოკალციემია, რომლებიც ვლინდება კუნთების სპაზმებითა და აგზნებადობით, ტრემორით, კარპოპედალური სპაზმითა და/ან ტეტანიით. შესაძლებელია ჰიპერურიკემია, განსაკუთრებით პრეპარატის 50 მგ/კვ. მ მეტი დოზის მიღების შემდეგ შარდის მჟავას პიკური მაჩვენებლები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, სახის შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კანზე გამონაყარი და ჰიპოტონია. რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება პრეპარატის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში. ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდული და/ან ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენების შემდეგ აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
რეტინოლის გვერდითი მოვლენებია: რეტინოლის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას აღინიშნება ძილიანობა, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, მაცერაცია ტუჩების კუთხეებში, ალოპეცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ალერგიული რეაქციები. თუ ვიტამინი A-ს პლაზმური დონე შეადგენს 50000 IU/100 მლ-ში აღინიშნება ღებინება, ქავილი, მხედველობის გაორება, კანის ჰიპერპლაზია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები