Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით პროპრანოლოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროპრანოლოლის გვერდითი მოვლენებია: პროპრანოლოლის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს: ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქცია (კანის ქავილი), ბრონქოსპაზმი, დეპრესია, ჰიპოტენზია, თრომბოციტოპენიური პურპურა. ასეთ შემთხვევაში მცირდება პრეპარატის დოზა ან წყდება მისი მიღება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას პერიფერიული სისხლძარღვების ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადის შედეგად შეიძლება განვითარდეს რეინოს სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლეკოკლარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეკოკლარის გვერდითი მოვლენებია:  ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ლეკოკლარსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები. თუ პაციენტს გამოუვლინდა ან ეჭვობს, რომ გამოუვლინდა გვერდითი მოვლენები, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის მკურნალ ექიმს. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ზომიერი ხასიათისაა და გარდამავალია. ხშირი გვერდითი მოვლენები (1/10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად): აბდომინალური დარღვევები (დიარეა, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის ტკივილი, ღებინება, სტომატიტი, გლოსტი, გემოს დარღვევა, ენის და კბილის ფერის გარდამავალი შეცვლა); თავის ტკივილი; შრატში სისხლის აზოტის მომატება. არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად), ჰემატოლოგიური პარამეტრების გარდამავალი ცვლილებები (ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა, ეოზინოფილების მომატებული რაოდენობა, გლოსიტი, გემოს დარღვევა, ენის და კბილების ფერის გარდამავალი შეცვლა); თავის ტკივილი. პროთრომბინის დროის და შრატის კრეატინინის დონის გაზრდა, ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მომატება. იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად): ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი ცვლილებები; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანაფილაქსია); ყურების შუილი.; ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად): ჰემატოლოგიური პარამეტრების გარდამავალი ცვლილება (თრომბოციტების და ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობა), მძიმე ალერგიული რეაქციები (სტივენს-ჯონსის სინდრომი), შიში, უძილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, დაბინდული გონება, ღამის კოშმარები, ფსიქოზი, მანია, თავბრუსხვევა, სმენის გარდამავალი დაქვეითება (რაც უფრო ხშირია ხანდაზმულ ქალებში), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, არითმიები (ვენტრიკულური ტაქიკარდიის და ტორსადეს-დე პოინტეს სახით), ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები ქოლესტაზურ სიყვითლესთან ერთად ან მის გარეშე, კუნთების და სახსრების გახანგრძლივებული ტკივილი, ნეფროტოქსიკურობა. შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოგლიკემია იმ პაციენტებში, ვინც ღებულობს ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს და ინსულინს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დესმოპრესინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დესმოპრესინის გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაწლავების ჭვალი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება, რინიტი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, კონიუნქტივიტი, ნერწყვის გამოყოფის დარღვევა, კანზე გამონაყარი, ალგოდისმენორეა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროპიონიბაქტერიუმ ავიდუმ D5 კაფსულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროპიონიბაქტერიუმ ავიდუმ D5 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პერიციაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პერიციაზინის გვერდითი მოვლენებია: აღინიშნება: უძილობა, აჟიტირება, მხედველობის გაუარესება, არითმია, პოსტურალური ჰიპოტენზია, ქოლესტაზი, სუნთქვის დათრგუნვა, იმპოტენცია, გალაქტორეა, აგრანულოციტოზი, პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტოლონგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოლონგის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის მიღებისას ცალკეული პაციენტებში აღინიშნება: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი ეგიპასტრიულ მიდამოში, იშვიათად – მეტეორიზმი, ბოყინი, ღებინება, ყაბზობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, და/ან უძილობა, დეპრესია, აგზნებადობა, ნერვული მოშლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა; საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი შარდვა, ჰემატურია, ოლიგურია, აღწერილია თირკმლის ფუნქციის მწვავე უკმარისობა; სისხლმბადი ორგანოების მხრივ: სისხლჩაქცევების განვითარება, ოპერაციისშემდგომი სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენის დროის გახანგრძლივება; ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეგულაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეგულაქსის გვერდითი მოვლენებია:  * კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური ხასიათის დარღვევის დროს პრეპარატის დოზა მცირდება. *  პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, ან საფაღარათო საშუალების დიდი რაოდენობით მოხმარების დროს აღინიშნება მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, აგრეთვე ალბუმინურია და ჰემატურია; * ამასთან ერთად, ადგილი აქვს ნაწლავების ლორწოვან გარსში პიგმენტის ჩალაგებას (ნაწლავის ფსევდომელანოზი), რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს და პრეპარატის მიღების შემდეგ ქრება; *  კალიუმის დაკარგვა იწვევს გულის მუშაობის დარღვევას და კუნთების სისუსტეს, განსაკუთრებით პრეპარატის გამოყენებისას საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დლიანოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დლიანოსის გვერდითი მოვლენებია:  ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას – ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკრეცია. იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმითები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაბი-დექსამეტაზონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაბი-დექსამეტაზონის გვერდითი მოვლენებია: პაბი-დექსამეტაზონმა, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი მოვლენის განვითარებისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დარღვევები, ზრდის შეფერხება ძუძუზე მყოფ ბავშვებში და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, კუშინგის სინდრომი, ჰირსუტიზმი (ქალებში მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა), ნახშირწყლებისადმი დაქვეითებული ტოლერანტობა, ინსულინის და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისადმი მოთხოვნის მომატება, ნაადრევი ოსიფიკაცია. მეტაბოლიზმის და ალიმენტაციის დარღვევა: სხეულის მასის მომატება, აზოტის და კალიუმის უარყოფითი ბალანსი, მადის მომატება, ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იმუნიტეტის დაქვეითება და ინფექციების მიმდინარეობის გამწვავება, მათი კლინიკური სიმპტომების დათრგუნვით, მკურნალობისადმი მდგრადი ინფექციები, არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივები, ვაქცინებზე და კანის ტესტებზე დაქვეითებული პასუხი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციება, ვაზომოტორული შეშუპება. დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ოსტეოპოროზი, ხერხემლის მალების და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ძვლების ნეკროზი, მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები, ეპილეფსიის გამწვავება, ქალას შიდა წნევის მომატება და მოგრძო ტვინის შეშუპება (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ფსიქიკური დარღვევები: აფექტური დარღვევები (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დეპრესია და ხასიათის ლაბილურობა, სუიციდალური აზრები), ფსიქიური რეაქციები (მანია, ჰალუცინაცია, ბოდვა, შიზოფრენიის გამწვავება), ქცევითი დარღვევები, ნევროზულობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კონგიტიური ფუნქციის დარღვევა (დეზორიენტაცია, ამნეზია). დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: უკანა კაფსულისქვეშა კატარაქტა, მომატებული თვალის შიდა წნევა, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ეკზოფთალმი, რქოვანას და სკლერის განლევა, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გამწვავება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, კუჭის პეპტიური წყლული პერფორაციის და სისხლდენის საშიშროებით, მწვავე პანკრეატიტი, სოკოვანი ინფექციები, წყლულოვანი ეზოფაგიტი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება. დარღვევები კანის საფარის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შენელება, ექხიმოზები, კანის განლევა, პეტექიები და ჰემორაგიები, ერითემა, სტრიები, ფერიმჭამელები, ოფლისდენის გაძლიერება. ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე: ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების შემცველობის მომატება), სლოკინი, ცუდი თვითგრძნობა. ცვლილებები გულის მხრივ: თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის გაგლეჯა, არტერიული ჰიპერტენზია. ზოგიერთ პირს, სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების დროს შეიძლება განუვითარდეს სხვა არასასურველი მოვლენები. სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, აუცილებელია აცნობოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დორზამედს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დორზამედის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი რეაქციები: წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალების ქავილი, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების გაღიზიანება, ბლეფარიტი, იშვიათად – ირიდოციკლიტი. სხვა: მწარე გემო პირში, ღებინება, თავის ტკივილი, პარესთეზია, ასთენია,  გამონაყარი კანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები