Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით კორიპრენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორიპრენის გვერდითი მოვლენებია: კორიპრენს ჩვეულებრივ კარგად იტანენ. იშვიათია: ეფექტები დაკავშირებული პრეპარატის სისხლძარღვების გამაფართოებელ თვისებასთან-პერიფერიული შეშუპებები, ჰიპერემია სახის არეში, არტერიალური წნევის შემცირება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ასთენია, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა. ძალზე იშვიათია: კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში, დიარეა), ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზრდა (შექცევადი), პოლიურია, გამონაყარი კანზე, ძილიანობა, მიალგია, ღრძილების ჰიპერპლაზია. ხშირი: ეფექტები, რომლებსაც ადგილი აქვთ 1/100-დან 1/10-მდე. იშვიათი: ეფექტები, რომლებსაც ადგილი აქვთ 1/1000-დან 1/100-მდე. იმუნური სისტემის დარღვევა: იშვიათი – მომატებული მგრძნობელობა. ნერვული სისტემის დარღვევა: ხშირი – თავბრუსხვევა; იშვიათი – თავის ტკივილი. შიდა ყურის და ლაბირინთის დაზიანება: ხშირი – ვერტიგო, მათ შორის სხეულის მდებარეობის შეცვლის დროს. დარღვევები გულის მხრივ: იშვიათი – ტაქიკარდია. დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათი – სისხლ-ძარღვოვანი კოლაფსი*. დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდია და შუასაყარის მხრივ: ხშირი – ხველება; იშვიათი – ყელის სიმშრალე*. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათი – მუცლის ზედა არეში ტკივილი*, გულისრევა. დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედების მხრივ: იშვიათი – დერმატიტი* ერითემა* ტუჩების შეშუპება* ჭინჭრის ციება. დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და ცვლილება შემაერთებსლი ქსოვილის მხრივ: იშვიათი – ართრალგია. ცვლილებები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის სხვა ორგანოების მხრივ: იშვიათი – პოლიურია* პოლაკიურია*. ცვლილებები რეპროდუქციული სისტემებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იშვიათი – ერექციული* დისფუნქცია. საერთო: იშვიათი – დაღლილობა. მდგომარეობის ცვლილება: იშვიათი – ასთენია.  ლაბორატორიული ცვლილებები: იშვიათი – ჰემოგლობინის შემცირება. *- ცვლილება შეიმჩნეოდა მხოლოდ 1 პაციენტში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეთანოლი სამედიცინო 95%-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეთანოლი სამედიცინო 95%-ის გვერდითი მოვლენებია: შიგნით მიღებისას პრეპარატი იწვევს თავის ტვინის ქერქის აღგზნების დაქვეითებას, მოგრძო ტვინის და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას (დიდ დოზებში). მოწამლვისას რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პეგინტრონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პეგინტრონის გვერდითი მოვლენებია:  როგორც ყველა მედიკამენტს, პეგინტრონს ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები:  სიწითლე და გაღიზიანება ინექციის ადგილას, სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, სიცხე, თავის ტკივილი, გაციება, წონაში დაკლება, მადის დაქვეითება, სურდო, დიარეა, მუცლის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, დეპრესია, აგზნება ან ნერვიულობა, კონცენტრაციის გაძნელება, უძილობა, თმების ცვენა, ხორხის მგრძნობელობის მომატება. სხვა საერთო გვერდითი მოვლენები:  ქავილი, მშრალი კანი, ნერვიულობა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, ჭარბი ოფლიანობა, ტკივილი მარჯვენა მხარეს ნეკნების გასწვრივ, გამონაყარი, პირის სიმშრალე, სუნთქვის გაძნელება, ვირუსული ინფექციები, ძილიანობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (რაც იწვევს დაღლილობის შეგრძნებას), გულმკერდის არეში ტკივილი, დიარეა, დაბუჟება, ხველა, აგზნება სინუსიტი, ხორხის მომატებული ან დაკლებული მგრძნობელობა, მეტეორიზმი, ლიბიდოს დაქვეითება, კანის სიწითლე, თვალის ტკივილი ან ინფექცია, ყაბზობა, ცხვირის ლორწოს შეშუპება, გაძნელებული მენსტრუალური პერიოდი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:  გულმკერდის არეში ტკივილი, გულის ცემის შეგრძნება, სუნთქვის პრობლემები, თავბრუ, დეპრესია, დაბუჟება, ძილიანობა, კონცენტრაციის შეუძლებლობა, კუჭის ძლიერი ხასიათის ტკივილი, სიცხე ან გაცივება, რომელიც იწყება მკურნალობის შემდეგ და გრძელდება რამოდენიმე კვირა,  წელის ტკივილი, მხედველობის და სმენის პრობლემა, სერიოზული სისხლდენა ცხვირიდან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიტეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიტეკის გვერდითი მოვლენებია:  თითების ტრემორი, მოუსვენრობა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი. შესაძლებელია აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება, ხველება, იშვიათად შემთხვევებში – ძლიერი ბრონქოსპაზმი. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება – გულისრევა, ღებინება, გამონაყარი და სხვა ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპერგლიკემია, პარადოქსული ბრონქოსპაზმი, ოფლიანობა, ართრალგია. დიტეკით მკურნალობის დროს შესაძლებელია სისხლის შრატში კალიუმის მაჩვენებლების გარდამავალი და დოზადამოკიდებული შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოდაბან სპრესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოდაბან სპრეის გვერდითი მოვლენებია: ოდაბანის ზედმეტი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ ოდაბანის გამოყენება რამოდენიმე დღით. გაღიზიანების შემსუბუქების მიზნით შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის ჯგუფის ნებისმიერი მალამოს გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეპარონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეპარონის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, რეპარონის მალამოსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. იშვიათი (1-10 პაციენტში 10 000-დან): იშვიათად აღინიშნება კანის ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) რეაქციები (მაგალითად, ქავილი, ჭინჭრის ციება). ჭინჭრის ციების შემთხვევაში აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თუ გამონაყარი ძლიერია და მთელ სხეულზე ვრცელდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მძიმე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად! დაუზუსტებელი სიხშირის გვერდითი მოვლენები: (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია): პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი სიწითლე, ქავილი, კანის აქერცვლა. აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მალამოს გამოყენება და მიმართეთ ექიმს. რეპარონის მალამოს სწორად გამოყენებისას სხვა არასასურველი ეფექტი არ არის მოსალოდნელი. აქ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენათაგან თუ რომელიმემ მძიმე ხასიათი მიიღო, ან თუ შენიშნეთ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეპო-მედროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეპო-მედროლის გვერდითი მოვლენებია: ქვემოჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: ტიპიურია ყველა კორტიკოსტეროიდისათვის სისტემური გამოყენებისას. ის ფაქტი, რომ ისინი ჩამოთვლილია მოცემულ სიაში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ეფექტები დამახასიათებელია მხოლოდ ამ პრეპარატისათვის. ი/მ გამოყენებისას: • ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები: მეთილპრედნიზოლონის აცეტატის მსგავსი სინთეზური წარმოებულების გამოყენებისას მინერალოკორტიკოიდული ეფექტები უფრო იშვიათია, ვიდრე კორტიზონის ან ჰიდროკორტიზონის გამოყენების დროს. ნატრიუმის შეკავება გულის შეგუბებითი უკმარისობა შესაბამისი წინასწარგანწყობის მქონე ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზია ,სითხის შეკავება კალიუმის კარგვა ჰიპოკალიემიური ალკალოზი. • ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა: სტეროიდული მიოპათია კუნთოვანი სისუსტე ოსტეოპოროზი პათოლოგიური მოტეხილობები მალების კომპრესიული მოტეხილობები ასეპტიკური ნეკროზი მყესების, განსაკუთრებით აქილევსის მყესის გაგლეჯა. • კუჭ-ნაწლავი: პეპტიური წყლული (შესაძლებელია პერფორაცია და სისხლდენა) სისხლდენა კუჭიდან პანკრეატიტი ეზოფაგიტი ნაწლავის პერფორაცია.  შეიძლება გამოვლინდეს შრატში ტრანსამინაზისა და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის დროებითი და ზომიერი მატება, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე კლინიკურ სინდრომთან და შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემთხვევაში. • კანის საფარი: ჭრილობების შეხორცების პროცესის გაუარესება პეტექიები და ეკხიმოზები კანის გათხელება და სიმყიფე. • ნევროლოგიური: ქალასშიდა წნევის მომატება თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე ფსიქიური აშლილობები ეპილეფსიური გულყრები • ენდოკრინული: მენსტრუალური ციკლის მოშლილობა კუშინგის სინდრომის განვითარება  ლატენტურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის გამოვლენა  ინსულინისადმი ან პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატებისადმი მოთხოვნილების ზრდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ბავშვებში ზრდის შეჩერება. • ოფთალმოლოგიური: უკანა სუბკაფსულარული

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიზოპირამიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიზოპირამიდის გვერდითი მოვლენებია: ანტიმუსკარინული ეფექტები – პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, შარდის შეკავება, იმპოტენცია და ყაბზობა. ყველაზე სერიოზული გართულება შარდის შეკავება. მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ნაკლებად დამახასიათებელია; უძილობა და დეპრესია; გულის მუშაობის დათრგუნვა, გულის უკმარისობა და ჰიპოტონია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გამტარებლობის შეფერხება გულის ბლოკადა პერიფერიული ნეიროპათია, ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია; ხანგრძლივად გამოყენებისას – ჰიპერგლიკემია. იმპოტენცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რობიტუსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რობიტუსინის გვერდითი მოვლენებია:  ცენტრალური-ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა და ძილიანობა.   კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა. მალტიტოლის არსებობის გამო შესაძლებელია საჭმლის მონელების დარღვევა და დიარეის განვითარება. ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვიათ შემთხვევაში ბრონქოსპაზმი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანკრეატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანკრეატინის გვერდითი მოვლენებია:  გულისრევა, ღებინება. პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერურიკემიისა და ჰიპერურიკოზურიის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები