Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით რატენალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რატენალის გვერდითი მოვლენებია: რატენალი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ტოლერანტობით.  შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:ბრადიკარდია, სიცივის შეგრძნება კიდურებში, ორტოსტატიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, გულისრევა, დიარეა, გამონაყარი კანზე, თვალების სიმშრალე, იშვიათად – ტკივილი გულის არეში, ცნობიერების დაბინდვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიბოქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიბოქსინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, კანის ჰიპერემია. ამ დროს პრეპარატის მიღებას წყვეტენ. იშვიათად შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში. ხანგრძლივი მოხმარების დროს შესაძლებელია პოდაგრის გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეარლითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეარლითის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები მალამოში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ცვლილებები სისხლში. მიღების წესი და დოზირება: გამოყენება ხდება მალამოს ცხვირის ნესტოებში შეზელის გზით 3-4 – ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზაა – 0,05 გ მალამო თითოეულ ნესტოში, მაქსიმალური დღიური დოზა – 0,4 გ; გარეგანად – დაინფიცირებული ჭრილობების და კანის სხვა ჩირქოვანი დაავადებების სამკურნალოდ დაიტანება სტერილური საფენით ერთ ან ორ დღეში ერთხელ. გამოშვების ფორმა: 10 გ მალამო მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში. ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფშიინსტრუქციასთან ერთად. გაცემის რეჟიმი: (II ჯგუფი) რეცეპტით. ვარგისიანობის ვადა: 2   წელი. შენახვის წესი: ინახება 2-8 °C ტემპერატურულ პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლაილენონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაილენონის გვერდითი მოვლენებია: კვლევების მიხედვით ეპლერენონის მიღებისას არასასურველი ეფექტების გამოვლენის საერთო სიხშირე მცირედ აღემატება პლაცებოს მიღებისას გამოვლენილი ეფექტების სიხშირეს. გვერდითი ეფექტების გამოვლენასთან დაკავშირებული პრეპარატის მიღების შეწყვეტის (ძირითადად ჰიპერკალემიის გამო) სიხშირე 8.7% – ია პაციენტებში რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს და 4% პლაცებოს მიღებისას. გვერდითი მოვლენები: ს ჩამონათვალი მოყვანილია სისტემების მიხედვით და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირე ნაწილდება შემდეგნაირად: ხშირი >1/100, <1/10; იშვიათი>1/1000, <1/100. სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები იშვიათად: ეოზინოფილია. მეტაბოლური დარღვევები ხშირად: ჰიპერკალემია, იშვიათად: ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია. ფსიქიკური დარღვევები იშვიათად: უძილობა. ინფექციები და ინვაზიები: ხშირად: გრიპოზული სინდრომი; იშვიათად: პიელონეფრიტი. ნერვული სისტემის დარღვევები ხშირად: თავბრუსხვევა, იშვიათად: თავის ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები ხშირად: არტერიული ჰიპოტენზია, იშვიათად: წინაგულების ფიბრილაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, ტაქიკარდია, ქვედა კიდურების არტერიების თრომბოზი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები ხშირად: დიარეა, გულისრევა. იშვიათად: მეტეორიზმი, ღებინება. თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის დარღვევები ხშირად: ალბუმინურია. სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები იშვიათად: გინეკომასტია. ზოგადი დარღვევები იშვიათად: ასთენია, დაქვეითებული გუნება-განწყობა. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები იშვიათად: ჰიპერჰიდროზი, ქავილი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები იშვიათად: წელის ტკივილი, კანჭის კუნთების კრამპი.  ლაბორატორიული ანალიზები იშვიათად: შარდოვანასა დაკრეატინინის მატება სისხლში. სამედიცინო პრაქტიკაში ფართო გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ანგიონევროზული შეშუპება და გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ელგიდიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელგიდიუმის გვერდითი მოვლენებია:  არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რენეოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რენეოსის გვერდითი მოვლენებია: ჰიპერგლიკემია: გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული შარდვა, წყურვილის შეგრძნება და მადის დაკარგვა. ჰიპოგლიკემია: შფოთვა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტრემორი, შიმშილის გრძნობა, და კონცენტრაციის გაძნელება.  კუჭ-ნაწლავის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, პირღებინება და ყაბზობა. ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, ვასკულიტი, აგრეთვე, ღვიძლის ფერმენტების მატება, მხედველობის გაუარესება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლარიფიკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლარიფიკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რაენომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაენომის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: , სინათლის აღქმის ცვლილების ფენომენი (ფოსფენები) და ბრადიკარდია, ატარებდნენ დოზადამოკიდებულ ხასიათს და განპირობებული იყვნენ მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმით.   კლინიკური კვლევების მსვლელობაში დარეგისტრირებული იყო შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელთა შეფასება დაფუძნებულია აღნიშვნის შემდეგ სიხშირეზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000 <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000 <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).   ჩასასმელია ცხრილი  *სიხშირე, გათვლილი კლინიკური კვლევებიდან არასასურველი მოვლენებისათვის, რომელიც აღმოჩენილია სპონტანური შეტყობინებებით.   ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა: იყო შეტყობინებები სინათლის აღქმის ცვლილებების ფენომენის (ფოსფენების) აღნიშვნის შესახებ პაციენტების 14,5%-ში; აღწერილია როგორც მომატებული განათების გარდამავალი შეგრძნება მხედველობის შეზღუდულ ველში. ჩვეულებრივ ისინი ვითარდება განათების ინტენსივობის მკვეთრი ცვლილებისას. ფოსფენები აგრეთვე შეიძლება აღიწეროს როგორც ორეოლი,  გამოსახულების დაშლა (სტრობოსკოპიული ან კალეიდოსკოპიური ეფექტი), ფერადი სინათლის აფეთქება ან მრავალჯერადი გამოსახულება (რეტინული პერსისტენცია). ფოსფენები ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში მომდევნო განმეორებით.  ჩვეულებრივ იყო შეტყობინებები, რომ ფოსფენებს გააჩნდათ მსუბუქი ან ზომიერი ხარისხი. ფოსფენები წყდებოდა მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ, ამასთან უმრავლეს შემთხვევებში (77,5%) წყდებოდა მკრუნალობის დროს. ფოსფენები იწვევდა ყოველდღიური ცხოვრების ცვლილებას ან მკურნალობის შეწყვეტას პაციენტების 1%-ზე ნაკლებში. ბრადიკარდია აღინიშნა პაციენტების 3.3%-ში პირველი 2-3 თვის განმავლობაში მკურნალობის დაწყების შემდეგ. პაციენტების 0,5%-ში ბრადიკარდია იყო მძიმე, 40 დარტყმაზე ნაკლები წუთში გშს-ით.   თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი მოვლენები: რთულდება, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოფლოქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფლოქსინის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გასტრალგია, ანორექსია, ღებინება, გულისრევა, დიარეა, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილები, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ქოლესტაზური სიყვითლე, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოძღაობის დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვები, კიდურების დაბუჟება და პარესთეზიები, ინტენსიური სიზმრები, “კოშმარული” სიზმრები, ფსიქოტური რეაქციები, შფოთიანობა, აგზნებული მდგომარეობა, ფობიები, დეპრესია, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, ქალასშიდა წნევის მომატება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ტენდინიტი, მიალგიები, ართრალგიები, ტენდოსინოვიტი, მყესის გაწყვეტა, რაბდომიოლიზი, კუნთების სისუსტე. გრძნობის ორგანოების მხრივ: ფერთა აღქმის დარღვევა, დიპლოპია, გემოს, სუნის შეგრძნების, სმენისა და წონასწორობის დარღვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის შემცირება, ვასკულიტი, კოლაფსი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალერგიული პნევმონიტი, ალერგიული ნეფრიტი, ეოზინოფილია, ცხელება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომი, მულტიფორმის ექსუდატიური ერითემა, ანაფილაქსიური შოკი. კანის საფარის მხრივ: წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), ბულოზური ჰემორაგიული დერმატიტი, პაპულოზური გამონაყარი ქერქით, რომელიც ადასტურებს სისხლძარღვთა დაზიანებას (ვასკულიტი). სისხლის წარმომქმნელი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია. საშარდე სისტემის მხრივ: მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას შემცველობის მომატება. სხვა: დისბაქტერიოზი, სუპერინფექცია, ჰიპოგლიკემია (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში), ფოტოსენსიბილიზაცის, ვაგინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლონიდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლონიდინის გვერდითი მოვლენებია: პირის ღრუს სიმშრალე, ცხვირის სუნთქვის გაძნელება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ფსიქიური და მოტორული რეაქციების სიჩქარის შენელება. იშვიათად – ნევროზული მდგომარეობა, მოუსვენრობა, ყაბზობა, კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, დეპრესია, ბრადიკარდია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია. პრეპარატის ვენაში შეყვანისას შესაძლებელია ორთოსტატული ჰიპოტენზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები