Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ოსტეოგენონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსტეოგენონის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა, ხანგრძლივი მიღების დროსაც კი. კლინიკურმა პრაქტიკამ დაადასტურა, ოსტეოგენონის გვერდითი მოვლენების არარსებობა. ამის გამო ოსტეოგენონი შეიძლება დაინიშნოს ხანგრძლივად, აგრეთვე ორსულობის პერიოდშიც. შესაძლებელია კომბინაცია სხვადასხვა ჯგუფის ანტიოსტეოპოროზულ პრეპარატებთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნუკლეო ცმფ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნუკლეო ცმფ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: არ არის აღწერილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რილეის-სანოველ პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რილეის-სანოველ პლუსის გვერდითი მოვლენებია: ლიზინოპრილი ხასიათდება კარგი ამტანობით არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს. კლინიკური კვლევების შედეგად ლიზინოპრილით მკურნალობისას გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:  ორთოსტატიკური დარღვევები, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, ცხელება, ტკივილი სახსრებში, ტკივილი მკერდის არეში, დეპრესია, დაღლილობა, უძილობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ქავილი, გამონაყარი კანზე, გულისრევა, ღებინება. გარდა ამისა იშვიათად აღინიშნება: ტკივილი მუცელის არეში, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ანგიონევროზული შეშუპების გამოვლენა სახეზე, თვალებზე, ტუჩებზე, ენაზე, ხორხზე. (იხ. განსაკუთრებული მითითებები). ძალიან იშვიათად ადგილი აქვს სისხლში შარდოვანას, კრეატინინის, ღვიძლის ფერმენტების, პლაზმის ბილირუბინის დონის ცვლილებებს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები ნორმალიზდება. ჰიდროქლორთიაზიდი იწვევს ანორექსიას, გულისრევას, პირღებინებას, ყაბზობას, კუნთოვან სპაზმს.  კლინიკური კვლევებით დადასტურებულია ლიზინოპრილ-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციისას დამატებითი გვერდითი ეფექტების არარსებობა.  გაუთვალისწინებელი ეფექტების განვითარებისას უნდა ეცნობოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კუროსურფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კუროსურფის გვერდითი მოვლენებია:  ფილტვისმიერი სისხლდენა; ალერგიული რეაქციები; რეტინოპათია (სისხლში ჟანგბადის პარციალური დაჭიმულობის სწრაფი მატების დროს);

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ერდომედს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ერდომედის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, იშვიათად – დიარეა. ძალიან იშვიათად მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია აგევზია (გემოს შეგრძნების დაკარგვა) ან დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა). იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები: კანის გაწითლება, ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენოზიდი H-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენოზიდი H-ის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი რეკომენდებული დოზით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდით მოვლენებს აქვს გარდამავალი ხასიათი და, როგორც წესი, ისინი არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული);  ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა;  სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ხმის შეცვლა;  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება; ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება; სისხლის სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი; სხვა: წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (სხეულის ტემპერატურის მომატება, ართრალგია, მიალგია, სეროზიტი, ვასკულიტი, ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კიდოფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კიდოფენის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატმა კიდოფენმა, ისევე როგორც სხვა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება. არახშირი: დისპეფსია, ტკივილი მუცელში, გულისრევა, თავის ტკივილი, ჭინჭრის ციება და ქავილი. იშვიათი: დიარეა, შებერილობა, შეკრულობა, ღებინება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნება, გაღიზიანება და გამოფიტვის შეგრძნება, შეშუპება. სხვა გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც მითითებული არ არის, უნდა მიმართონ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლეტირამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეტირამის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად, ლეტირამმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. თუ შეგაწუხათ ჩამოთვლილთაგან რომელიმემ, აცნობეთ ექიმს. ლეტირამის ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტებია (>10%) • ძილიანობა; • ასთენია/გადაღლილობა. ლეტირამის ხშირი გვერდითი ეფექტებია (1%-10%): • ნერვული ისისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა (მერყეობის შეგრძნება), კონვულსია, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია (ჰიპერაქტიურობა), ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), ტრემორი (უნებლიე კანკალი), ამნესია (მეხსიერების დაკარგვა), წონასწორობის დარღვევა, ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა), მეხსიერების დაქვეითება (გულმავიწყობა); • ფსიქიატრიული დარღვევები: აგზნებულობა, დეპრესია, ემოციური არასტაბილურიბა/გუნება-განწყობის ცვალებადობა, მტრული განწყობა ან აგრესია, უძილობა, ნევროზულობა ან გაღიზიანებულობა, პიროვნების დარღვევები (ქცევითი პრობლემები), არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრირების შეუძლებლობა); • საჭმლის მონელების დარღვევები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია (მოუნელებლობა), დიარეა, ღებინება; • კვების დარღვევები: ანორექსია (მადის დაკარგვა), წონის მომატება; • ყურის და ლაბირინთის დარღვევები: ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება); • თვალის დარღვევები: დიპლოპია (გაორებული მხედველობა), მხედველობის დაბინდვა; • ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: მყალგია (კუნთების ტკივილი); • ტრავმა: შემთხვევითი ტრავმა; • ინფექციები: ინფექცია, ნაზოფარინგიტი; • სუნთქვის დარღვევები: ხველა (მანამდე არსებული ხველის გაძლიერება); • კანის დარღვევები: გამონაყარი, ეგზემა, ქავილი; • სისხლის დარღვევები: თრომბოციტების რიცხვის შემცირება. ლეტირამის სხვა გვერდითი ეფექტებია: • ნერვული სისტემის დარღვევები: პარესთეზია (ჩხვლეტის, წვის შეგრძნება); • ფსიქიატრიული დარღვევები: არანორმალური ქცევა, ბრაზი, შფოთვა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები; • საჭმლის მონელების დარღვევები: პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტის, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის ტესტში; • კვების დარღვევები: წონის დაკლება; • კანის დარღვევები: თმის ცვენა; • სისხლის დარღვევები: სისხლის წითელი და/ან თეთრი უჯრედების რიცხვის შემცირება. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა უფრო ხშირია მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ეს ეფექტებ დროთა განმავლობაში მცირდება. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი დამძიმდა ან თუ შენიშნეთ აქ ჩამოთვლილთაგან განსხვავებული გვერდითი ეფექტი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენა-ჰქთ-დენკის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უნვითარდება. ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენის სიხშირე მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში: ჩასასმელია ცხრილი  საჭიროა დაკვირვება მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების, ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად, ხოლო მათი აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას. თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ით მკურნალობა და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ უეცრად გამოვლინდება სახის, კისრის ან ყელის შეშუპება, კანის სიყვითლე (შესაძლებელია განვითარდეს ცნობიერების დაქვეითებასთან და კანკალთან ერთად), ან კანის რეაქციები (მაგ. ბუშტუკის წარმოქმნა, კანის აქერცვლა, ჭარბი გამონაყარი ან ფერის შეცვლა, რის დროსაც პაციენტი ასევე თავს გრძნობს შეუძლოდ). სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:ინფექციები: იშვიათად: სანერწყვე ჯირკვლის ინფექციები. თირკმლის და საშარდე გზების ინფექციები: არახშირად: თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია, თირკმლის ინფექციები (ინტერსტიციული ნეფრტიტი). ძალიან იშვიათად: შარდის გამოყოფის შემცირება. სასუნთქი გზების დაავადებები: ძალიან ხშირად: ხველა. ხშირად: ქოშინი. არახშირად: ლორწოვანი გარსების ანთებით გამოწვეული გაციება, ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, სპაზმური ბრონქული სტენოზი/ ასთმა, ქოშინი (მათ შორის პნევმონია და ფილტვების შეშუპება). იშვიათად: ნივთიერებების დაგროვება ფილტვის ქსოვილში (ფილტვის ინფილტრაცია), ხცვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი), ფილტვის ალერგიული ანთება (ალვეოლიტი, პნევმონია).  კუჭ-ნაწლავის მხრივ: ძალიან ხშირად: გულისრევა. ხშირად: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეცვლილი შეგრძნება, კუჭის გაღიზიანება, ყაბზობა, პანკრეატიტი. არახშირად: გაუვალობა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის სიმპტომები და დისპეპსია, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული. იშვიათად: კუჭის ლორწოვანის ანთება/ აფთოზური წყლული/ წყლულის წარმოქმნა/ ენის ანთება. ძალიან იშვიათად: ნაწლავის ქსოვილის შეშუპება. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: არახშირად: სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე); იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება მათ შორის ღვიძლის უჯრედების მასიური ნეკროზი. კანი და კანქვეშა ქსოვილი: ხშირად: კანის ალერგიული რეაქციები, მაგალითად გამონაყარი, სახის, კიდურების, ტუჩის, ენის ანგიონევროზული სინდრომი (ქსოვილის შეშუპება), საყლაპავის და/ან ხორხის ნაპრალები. არახშირად: ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალოპეცია, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კანის ანთებითი სიწითლე. იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები (პემფიგუსი, მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ასევე ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წითელი მგლურას კანის ფორმა, ანაფილაქსიური რეაქციები). ასევე გამოვლინდა სიმპტომების კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა ან ზოგიერთ ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას: ცხელება, კანის და სისხლძარღვების ანთება, კუნთების ტკივილი და ანთება, სახსრების ტკივილი და ანთება, ანტინუკლეარული ანტისხეულების (ANA) წარმოქმნა, ედს-ის მომატება, ეოზინოფილია, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი), ანთებითი კანის სიწითლე, ფოტოსენსიტიურობა ან სხვა დერმატოლოგიური რეაქციები. გული და სისხლძარღვები: ძალიან ხშირად: თავბრუსხვევა. ხშირად: ძლიერი ჰიპოტენზია, გონების დაკარგვა, გულის შეტევა ან ინსულტი ძლიერი ჰიპოტენზიის გამო მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, გულის ციმციმი, მკერდის ტკივილი, არითმია, სტენოკარდია, ტაქიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია. იშვიათად: სისხლძარღვების შევიწროვება (რეინოს სინდრომი), არითმია, ფლებიტი და ვენების ნეკროზი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი). ნერვული სისტემა და ფსიქიკა: ხშირად: თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა. არახშირად: დაბნეულობა, დაღლილობა, უძილობა, ნევროზი, თავბრუსხვევა. იშვიათად: უჩვეულო სიზმრები, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, კანის დარღვეული მგრძნობელობა.  ყურები: იშვიათად: თავბრუსხვევა.  თვალები: ძალიან ხშირად: მხედველობის დარღვევა. არახშირად: ყვითელი მხედველობა.  რეპროდუქციული სისტემა და მკერდი: არახშირად: იმპოტენცია. იშვიათად: მკერდის გაზრდა.  ძვალსახსროვანი სისტემა და შემაერთებელი ქსოვილი: იშვიათად: კუნთების სპაზმი.  ლაბორატორიული ტესტები: ხშირად: შრატის კალიუმის მომატება, სისხლში იმ ნივთიერებების მომატება, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყოფიან შარდის გზით (კრეატინინი, შარდოვანა, შარდის მჟავა). არახშირად: შრატის შარდოვანას დონის მომატება, შრატის ნატრიუმის დონის შემცირება.  იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება, შრატის ბილირუბინის დონის მომატება.  სისხლი და ლიმფური სისტემა: არახშირად: ანემია (მათ შორის აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია) იშვიათად: ერითროციტების პიგმენტის (ჰემოგლობინი) კონცენტრაციის და/ან ჰემატოკრიტის შემცირება, ასევე არანორმალურად დაბალი ან სხვა მხრივ შეცვლილი ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები, ასევე ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ლიმფადენოპათია, ძვლის ტვინის უჯრედების დაინჰიბირება, აუტოიმუნური დაავადება, აგრანულოციტოზი.  მეტაბოლიზმი და დიეტა: ხშირად: სისხლის გლუკოზის დონის მომატება, გლუკოზა შარდში, შრატის შარდოვანას დონის მომატება, ელექტროლიტების დისბალანსი (მათ შორის შრატის ნატრიუმის და კალიუმის დონის შემცირება), ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება. არახშირად: სისხლის გლუკოზის დონის შემცირება, მადის დაქვეითება. უცნობი: შრატის ბიკარბონატის დონის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი).  ზოგადი დაავადებები: ძალიან ხშირად: დაღლილობა ხშირად: გამოფიტვა არახშირად: კუნთების სპაზმი, კანის სიწითლე, ყურებში შუილი, სისუსტე, ცხელება.  თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გამოვლინდა ისეთი ეფექტი, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პურეგონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პურეგონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს ადგილობრივი რეაქციები: ჰემატომა, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ქავილი – რომელთა უმრავლესობაც მცირედ გამოხატულია. ძალიან იშვიათ შემთხვევაში აღინიშნა გენერალიზებული ალერგიული რეაქციები ერითემის და გამონაყარის სახით; აგრეთვე შეიძლება აღინიშნოს: * პრეპარატის, პურეგონი, კლინიკურ გამოკვლევებში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია აღინიშნება შემთხვევათა 3%–ში. საკვერცხეების ზომიერი სტიმულაციის კლინიკურ სიმპტომებს წარმოადეგენს მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა და საკვერცხეების გადიდება საკვერცხეების კისტების ხარჯზე. * იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება საკვერცხეების გამოხატული ჰიპესტიმულაციის სინდრომი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ის ხასიათდება საკვერცხეების დიდი კისტების არსებობით (გასკდომისაკენ მიდრეკილი). ასციტით, ჰიდროთორაქსით და სხეულის მასის მომატებით ორგანიზმში სითხის შეკავების ხარჯზე. იშვიათ შემთხვევაში საკვერცხეების ჰიპერსტმულაციის სინდრომს შეიძლება თან ახლდეს ვენური ან არტერიული თრომბოემბოლია. *  რამდენადმე მომატებულია მრავალნაყოფიანი ორსულობა და საშვილოსნოს გარე ორსულობის შესაძლებლობა. * პრეპარატ პურეგონით მკურნალობისას ქგ–სთან კომბინაციაში იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია თრომბოემბოლისს განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები