Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით პაპაზოლი-დარნიცას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაპაზოლი-დარნიცას გვერდითი მოვლენებია: : შესაძლოა ალერგიული რეაქციები, ღებინება, ყაბზობა, ჭარბი ოფლდენა, გულის რითმის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კორდაფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორდაფენის გვერდითი მოვლენებია:  აღინიშნება თავბრუსხვევა, სახის ჰიპერემია, თავის ტკივილი, მომატებული სისუსტე, გულისრევა, კრუნჩხვები, ტრემორი, პერიფერიული შეშუპება, მომატებული ნერვული აგზნებულობა, გულისცემის შეგრძნება, ბრონქოსპაზმი, ხველება, ცხვირის ლორწოვანის ჰიპერემია, ფარინგიტი. გვერდითი მოქმედების გამოვლინება დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსტრანი B12-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსტრანი B12-ის გვერდითი მოვლენებია:

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეთამბუტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეთამბუტოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრისხვევა, თავის ტკივილები, დეპრესია, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის გაუარესება (ცენტრალური ან პერიფერიული მხედველობის დაქვეითება, სკატომის წარმოქმნა), ფერების აღქმის მოშლა (ძირითადად, წითელი და მწვანე ფერების), დეზორიენტაცია სივრცეში. საჭმლის მონელების სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, კუჭის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, შრატისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი. სხვა რეაქციები (რომლებიც იშვიათად ვლინდება): ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდმჟავის კლირენსის შემცირება, გასტრიტი, ნიკრისის ქარის შეტევები, ხველის გაძლიერება, ნახველის რაოდენობის მომატება, სისხლჩაქცევა ბადურაში. ნებისმიერი სახის ნეგატიური რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოლომიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლომიცინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: სხვა პრეპარატების მსგავსად კოლომიცინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , მაგრამ არა ყველა ადამიანში.  ალერგიული რეაქციები ალერგიული რეაქციების გამოვლინება შესაძლებელია როგორც ინტრავენური, ისე ინჰალააცის გზით მიღებისას. სერიოზული ალერგიული რეაქციები შეიძლება აღმოცენდეს პირველი დოზის მიღების დროსაც კი და შესაძლოა სწრაფად გამოვლინდეს გამონაყარი, სახის, ენის და კისრის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროვების გამო და გონების დაკარგვა. თუ გამოგივლინდათ ალერგიული რეაქციების ნიშნები დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების პუნტქს.  ნაკლებად მწვავე ალერგიული რეაქციები მოიცავს გამონაყარს კანზე, რომელიც ვლინდება შედარებით გვიან მკურნალობის დროს.  კოლომიცინის ინტრავენურ ინექციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები: ცნს მხრივ უფრო ხშირად ვლინდება კოლომიცინის ძალიან მაღალი დოზისას იმ პირებში, რომელთაც აქვთ თირკმლის პრობლემები, ან იღებენ კუნთების რელაქსანტებს, ან სხვა პრეპარატებს მსგავსი მოქმედებით ნერვულ სისტემაზე.  ყველაზე სერიოზული შესაძლო გვერდი მოვლენა ცნს მხრივ არის გაძნელებული სუნთქვა გულ-მკერდის კუნთების პარალიზის გამო. თუ გამოგივლინდათ სუნთქვის გაძნელება მიმართეთ გადაუდებელი დახმარების პუნქტს.  სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები: მოიცავს შეგრძნების დაკარგვას ჩხვლეტის შეგრძნებას (განსაკუთრებით სახის არეში), თავბრუსხვევას ან ბალანსის დაკარგვას, წნევის ან სისხლის მომიქცევის სწრაფ ცვლილებას (სისუსტე ან წამოხურება), გაურკვეველ მეტყველებას, მხედველობის პრობლემებს, დაბნეულობას და მენტალურ პრობლემებს (რეალობის შეგრძნების დაკარგვა). შესაძლოა განვითარდეს რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიცაა გაღიზიანება.  ასევე შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის პრობლემები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც უკვე აქვთ დარღვევები თირკმლის მხრივ, ან რომელთაც კოლომიცინი ეძლევათ სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ გვერდით მოვლენებს თირკმელების მხრივ, ან რომლებმაც მიიღეს პრეპარატის მაღალი დოზა. ჩვეულებრივ ეს გამოვლინებები გაუმჯობესდება მკურნალობის შეწყვეტისას, ან კოლომიცინის დოზის შემცირებისას.  თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან გაგრძელდება, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც აქ არ არის აღწერილი, მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.  კოლომიცინის ინჰალაციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: (ნებულიზაცია) გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენის რისკი გაცილებით ნაკლებია ინჰალაციის დროს, რადგან ამ დროს კოლომიცინის ძალიან მცირე რაოდენობა ხვდება სისხლის ცირკულაციაში.  შესაძლო გვერდითი მოვლენები: მოიცავს ხველას, ჩხვლეტის შეგრძნებას გულ-მკერდის არეში სასუნთქი გზების შევიწროვების გამო, პირის ან ყელის სიმშრალეს და კანდიდოზური სტომატიტით (ჩანდიდა) გამოწვეულ პირის ღრუს ან ყელის ინფექციებს.  თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან არ გაქრება, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსაფინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსაფინის გვერდითი მოვლენებია: დოქსოფილინი იშვიათად იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუმცა, მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კუჭის მოქმედების დარღვევა და გულძმარვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარვედი-დენკი 25-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარვედი-დენკი 25 – ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ყველა პრეპარატის მსგავსად კარვედი-დენკ 25-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.   გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია ჩასასმელია ცხრილი გვერდითი ეფექტები:ძალიან ხშირად: –              თავბრუსხვევა, თავის ტკივილი –              გულის უკმარისობის გაუარესება (ქოშინი, შეშუპება კოჭების მიდამოში); –              დაბალი არტერიული წნევა; –              დაღლილობა; ხშირად: –              ბრონქიტი, პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გძების ინფექციები; –              წონის მომატება, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (განსაკუთრებით დიაბეტიანებში), ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება); –              დეპრესია, დეპრესიული განწყობა; –              მხედველობის დარღვევა, ცრემლდენის შემცირება (თვალის სიმშრალე), თვალის გაღიზიანება; –              შენელებული გულისცემა, შეშუპება (ორგანოს ან ქსოვილის შეშუპება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), სითხის დაგროვება ორგანიზმში, არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომის დადაჯდომის დროს (ორთოსტატული ჰიპოტენზია); –              დარღვეული სისხლის მიმოქცევა კიდურებში (ცივი ფეხის და ხელის თითები, გარდამავალი კოჭლობა); –              რეინოს სინდრომი (ხელის ან ფეხის თითების ტკივილი, რომელთაც შესაძლებელია თავიდან მიიღონ მოცისფრო ფერი, შემდეგ გახდეს თეთრი და საბოლოოდ – წითელი); –              სუნთქვის პრობლემები (ქოშინი), ფლიტვის შეშუპება (სითხე ფილტვებში), ასთმის სიმპტომების გაუარესება; –              გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, გულძმარვა, კუჭის ტკივილი; –              ხელების და ფეხების ტკივილი, გენერალიზებული ტკივილი; –              თირკმლის დისფუნქცია და თირკმლის უკმარისობა, პრობლემები შარდვის მხრივ; არა-ხშირად: –              ძილის დარღვევები; –              თავბსურსხვევა, გულის წასვლა, კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია); –              გულის ბლოკადა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია); –              კანის ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი; –              ფსორიაზი, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი; –              თმის ცვენა; –              ერექციის დარღვევა; იშვიათად: –              თორმბოციტების რააოდენობის შემცირება (შესაძლებელია გამოიწვიოს ადვილად ჩალურჯება და ცხვირიდან სისხლდენები); –              ცხვირის შეგუბება; ძალიან იშვიათად: –              ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია გაამოიწვიოს ინფექციის სიმპტომები, აუხსნელი ცხელება, ხელის ტკივილი); –              ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია); –              სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ALAT, ASAT, GGT) მომატება; –              უნებლიე შარდვა (შარდის შეუკავებლობა) ქალებში. თუ რომელიმე სიმპტომი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რაც არ არის არწერილი ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოზაარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოზაარის გვერდითი მოვლენებია:  თავბრუსხვევა, ორთოსტატული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპება), ჭინჭრის ციება, დიარეა, შაკიკი, ქავილი, მიალგია, ურტიკარია; ზოგჯერ ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ექუიტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექუიტონის გვერდითი მოვლენებია: ამ წამალმა შესაძლოა გამოიწვიოს გამაღიზიანებელი ან ადგილობრივი რეაქციები (როგორიცაა კონიუნქტივიტი, ბლეპარიტი, კერატისი, კორნეალური მგრძნობიარობის შესუსტება). აღნიშნულია ასევე შემდეგი რეაქციები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულისრევა, ბრადიკარდია, მაღალი წნევა, არითმია, ბრონქოსპაზმები, გულის ტკივილი ბრონქიალური ასთმის მქონე პაციენტებში. შესაძლოა ადგილი ექნეს სხვა არასასურველ ეფექტებსაც, რომლებიც ვლინდება ბეტა-ბლოკერების ორალური მიღებისას, მაგ. ატრიო-ვერტიკულარული რეაქციები, რეინაუს ფენომენი, ლიბიდოს შესუსტება. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა გულსისხლძარღვთა დარღვევები, მაგ. პულსის სიხშირის შემცირება, გულისცემის დარღვევა. ბრონქოსპაზმები აღენიშნა ბრონქოსპასტიკური დაავადებების მქონე პაციენტებს. რეკომენდირებულია, რომ აქ აღნიშნული რომელიმე არასასურველი ეფექტის გამოვლენისას, პაციენტმა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როტაფერ პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტაფერ პლუსის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის მხრივ ძალიან იშვიათია გაღიზიანების სიმპტომები (მათ შორის – სისავსის შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა). შესაძლოა განავლის მუქად შეფერვა – შეუწოველი რკინის გამოყოფის გამო (არ გააჩნია კლინიკური ღირებულება). სხვა – ალერგიული რეაქციები ფოლიუმის მჟავაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები