Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით პალადას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პალადას გვერდითი მოვლენებია:  ადგილობრივი რეაქციები: 5%-ზე ნაკლები – მხედველობის დაბინდვა, თვალების წვა და ტკივილი, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივის ჰიპერემია, კერატიტი, ირიტი, ქუთუთოების შეშუპება. სისტემური რეაქციები: 0,1-1%-ში – სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, გემოვნების შეცვლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეკარცინ D4-D6 ამპულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეკარცინ D4-D6 ამპულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ზოგადად, პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, შეიძლება აღინიშნოს შეზელვის ადგილის სიწითლე, რომელიც თავისთავად სწრაფად გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ, როგორც არა გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინება. ასეთ შემთხვევაში Recarcin-ით მკურნალობა უნდა დროებით შეჩერდეს და გაგრძელდეს სიმპტომურად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიბიგლიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიბიგლიმის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად დიბიგლიმსაც® შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. შესაძლო მძიმე გვერდითი ეფექტები •    ალერგიული რეაქცია: გამონაყარი კანზე, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. •    გაყვითლებას იწყებს კანი და თვალები. რომელიმე მძიმე გვერდითი ეფექტის გამოვლინებისას აუცილებელია დაუყოვებლივ ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვა: ეს ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენებია (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში). შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზება. სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები მკურნალობის დროს: არახშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): •    მხედველობის დროებითი პრობლემები; •    ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (განსაზღვრული სისხლის ანალიზში); •    კანის ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი ან ქავილა გამონაყარი; იშვიათი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 1000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): •    სისხლის უჯრედების რაოდენობისა და სახეობის შეცვლა; •    სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია); ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): •    არასიჯანსაღის შეგრძნება ან არაჯანსაღი მდგომარეობა, დიარეა, მუცლის შებერილობა ან ტკივილი; •    კანის ჰიპერმგრძნობელობა გარუჯვის მიმართ; •    სისხლის ნატრიუმის დაბალი დონე (განსაზღვრული სისხლის ანალიზში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეპრექსორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეპრექსორის გვერდითი მოვლენებია: სრული ჩამონათვალი გვერდითი მოქმედების სიხშირე (გამოვლენის ალბათობა) კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (ვლინდება 10 მომხმარებლიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში), ხშირი (ვლინდება 100 მომხმარებლიდან 1-10 შემთხვევაში), არახშირი (ვლინდება 1000 მომხმარებლიდან 1-10 შემთხვევაში), იშვიათი (ვლინდება 10000 მომხმარებლიდან 1-10 შემთხვევაში), ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებ  შემთხვევაში), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).  დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ არახშირი: სისხლჩაქცევა, კუპრისებრი განავალი ან სისხლი განავალში, რაც შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შინაგანი სისხლდენის სიმპტომი.  უცნობი სიხშირის: სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რაც იწვევს სისხლჩაქცევის ან სისხლდენის რისკის მომატებას), სისხლდენის დროის გახანგრძლივება, დარღვევები სისხლის მხრივ (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რისკის მომატება).  დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ  ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე, გულისრევა ხშირი: მადის დაქვეითება, ღებინება, შეკრულობა. არახშირი: გემოვნების შეცვლა, კბილების კრაჭუნი, დიარეა. უცნობი სიხშირის: ძლიერი ტკივილი მუცელში ან ზურგში (რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავების, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული პრობლემებით).  ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევა ხშირი: წონის კლება, ქოლესტერინის დონის მომატება. არახშირი: წონის მატება უცნობი სიხშირის: წყლის ჭარბი მიღება, რძის პათოლოგიური გამოყოფა, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება.  დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ უცნობი სიხშირის: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მსუბუქი ცვლილება; ქავილი, კანის და თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება ან გრიპისმაგვარი სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენენ ღვიძლის ანთების (ჰეპატიტის) გამოვლინებას.  დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან ხშირი: თავის ტკივილი; ხშირი: პათოლოგიური სიზმრები, თავბრუსხვევა, კუნთების ტონუსის მომატება, ნერვიულობა, გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, დამშვიდება, ტრემორი. არახშირი: კუნთების უნებლიე მოძრაობები, კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა. იშვიათი: მოუსვენრობის შეგრძნება ან წყნარად ჯდომის ან დგომის უუნარობა, კრუნჩხვები ან გულყრები. უცნობი სიხშირის: ნეიროლეპტიური ავთვიასებიანი სინდრომი (მაღალი ტემპერატურა კუნთების შებოჭილობით (რიგიდული მუსკულატურა), ცნობიერების არევა და აგზნება, ოფლიანობა, კუნთების უეცარი მოძრაობები, რომელთა კონტროლი შეუძლებელია); სეროტონონული სინდრომი (ეიფორია, ძილიანობა, თვალების მუდმივი სწრაფი მოძრაობა, მოუქნელობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ოფლიანობა ან კუნთების შებოჭილობა), კუნთების სპაზმები და უნებლიე მოძრაობები.  ფსიქიკური დარღვევები ხშირი: უძილობა, ცნობიერების არევა, საკუთარი თავიდან და რეალობიდან იზოლირების (ან გარიყულობის) შეგრძნება. არახშირი: გრძნობების და ემოციების დაკარგვა, ჰალუცინაციბი (ადამიანი ხედავს, შეიგრძნობს და ესმის არარსებული), აგზნება. იშვიათი: ჭარბი აგზნების შეგრძნება და ეიფორია (ზედმეტი და უსაფუძვლო კარგი თვითშეგრძნება, მომატებული მხიარული განწყობა რეალობასთან კავშირის გარეშე). უცნობის სიხშირის: დელირიუმი (გონების დაბინდვა ცნობიერების ზოგადი არევით, დეზორიენაციით, აზროვნების და მეხსიერების დარღვევით, დეფექტური აღქმა, მოძრაობითი მოუსვენრობა), აზრები თვითდაზიანების და თვითმკვლელობის შესახებ.  დარღვევები მხედველობის მხრივ ხშირი: მხედველობის დაბინდვა, გუგების გაფართოება, მხედველობითი დარღვევევბი უცნობი სიხშირის: თვალების ძლიერი ტკივილი და შესუსტებული ან დაბინდული მხედველობა (მახვილკუთხოვანი გლაუკომა).  დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ არახშირი: ხმაური ყურებში (ტინიტუსი).  დარღვევები გულის მხრივ ხშირი: გულისცემა არახშირი: გულის აჩქარება უცნობი სიხშირის: გულის რითმის დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულყრები, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე.  სისხლძარღვოვანი დარღვევები ხშირი: წამოწითლება, მომატებული არტერიული წნევა. თავბრუსხვევა (განსაკუთრებით სწრაფად წამოდგომისას), გულყრები უცნობი სიხშირის: არტერიული წნევის დაქვეითება  დარღვევები სუნთქვის მხრივ ხშირი: მთქნარება. უცნობი სიხშირის: ხველა, ხიხინი, მოხრჩობა და მაღალი ტემპერატურა, რომლებიც წარმოადგენენ ფილტვების ანთების სიმპტომებს, რაც დაკავშირებულია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატებასთან (ფილტვისმიერი ეოზინოფილია).  დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ ძალიან ხშირი: ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით).  არახშირი: გამონაყარი, პათოლოგიური თმის ცვენა, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა. უცნობის სიხშირის: კანის გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფორმის გამონაყარი და კანის აქერცვლა, ქავილი, სუსტი გამონაყარი.  დარღვევები კუნთების მხრივ უცნობი სიხშირის: კუნთების აუხსნელი ტკივილი, კუნთების მგრძნობელობა ან სისუსტე.  დარღვევები საშარდე სისტემის მხრივ ხშირი: ხშირი შარდვა, შარდვის გაძნელება. არახშირი: შარდის შეკავება.  რეპროდუქციული და სექსუალური დარღვევები ხშირი: ლიბიდოს (სექსუალური სურვილის) დაქვეითება, პათოლოგიური ეაკულაცია/ორგაზმი (მამაკაცები), ორგაზმის არარსებობა, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენტობა), არარეგულარული მენსტრუაცია (გაძლიერებული ან არარეგულარული სისხლდენა). არახშირი: ქალებში ორგაზმის დარღვევა  დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ უცნობი სიხშირის: სისტემური ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (სახის ან ენის შეშუპება, მოხრჩობა ან გაძნელებული სუნთქვა, რომელსაც ხშირად თან ახლავს გამონაყარი). ზოგადი დარღვევები ხშირი: სისუსტე (ასთენია), შემცივნება.  ზოგჯერ დეპრექსორმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , რომელიც შეიძლება ვერ შეიგრძნოთ (მომატებული არტერიული წნევა, აბნორმალური გულის რითმი, სისხლში ღვიძლის ფერმენტების, ნატრიუმის ან ქოლესტერინის დონის მსუბუქი ცვლილება). შედარებით იშვიათად დეპრექსორმა შეიძლება შეამციროს სისხლში თრომბოციტების ფუნქცია, რასაც მოსდევს სისხლჩაქცევის ან სისხლდენის რისკის მომატება. თუ თქვენ ხანგრძლივად იღებდით დეპრექსორს, თქვენი ექიმი პერიოდულად დაგინიშნავთ სისხლის გამოკვლევებს. თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვილპრაფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვილპრაფენის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად მადის დაკარგვა, გულისრევა, გულძმარვა, ღებინება, დიარეა შესაძლოა ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება. მომატებული მგრძნობელობა: შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება. ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფერმენტების აქტივობა იზრდება, რაც შეიძლება გამოვლინდეს სიყვითლით. სმენის ორგანოზე მოქმედებით: შეიძლება განვითარდეს სმენის გარდამავალი დაქვეითება. უკუჩვენებები: *მაკროლიდების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება; *ღვიძლის მძიმე დაზიანება. განსაკუთრებული მითითებები: თირკმელების დაავადებით შეპყრობილ პირებში ორსულ და მეძუძურ დედებში სიფრთხილით იხმარება. შესაძლოა ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა მაკროლიდებთან. ჭარბი დოზირება: მოწამვლისას სპეციფიკური სიმპტომები არ ვითარდება. დოზის გამოტოვებისას, საჭიროა წამლის მიღება. თუ შემდგომი დოზის გამოყენების დროა გამოტოვებული დოზა არ მიიღება. მკურნალობის შეწყვეტა ან დროებით შეჩერება ამცირებს მის ეფექტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კურიოზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კურიოზინის გვერდითი მოვლენებია:  მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია წვის შეგრძნება, კანის სიწითლე. მშრალი კანის არსებობისას შესაძლებელია დაჭიმულობის შეგრძნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ექსფორჯს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსფორჯის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოების, სისტემებისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით, ამასთან, ყველაზე გავრცელებულები მითითებულია პირველად. გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის შეფასებისას გამოიყენებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (> 1/100 ≤ 1/10), არც ისე ხშირი (>1/1000 ≤1/100); იშვიათი (>1/10000 ≤1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით. თითოეული სიხშირისათვის ჯგუფში გვერდითი რეაქციები განლაგებულია სერიოზულობის კლების მიხედვით. დამატებითი ინფორმაცია კომპონენტების თაობაზე. ექსფორჯმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, რომელნიც ადრე აღნიშნული იყო ერთ-ერთი კომპონენტისთვის, მაშინაც კი, თუ ასეთი რეაქციები არ აღინიშნებოდა კლინიკური გამოკვლევების დროს. ამლოდიპინი. დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომელნიც აღნიშნული იყო კლინიკურ გამოკვლევებში ამლოდიპინით მონოთერაპიის დროს, შესწავლილ პრეპარატთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირისაგან დამოუკიდებლად, მოყვანილია ცხრილში ქვემოთ. ვინაიდან, ამლოდიპინის კლინიკური გამოცდები ტარდებოდა ვარიაციების ფართო დიაპაზონის პირობებში, მონაცემები გვერდითი რეაქციების შესახებ, რომელნიც აღინიშნებოდნენ პრეპარატის კლინიკურ გამოცდებში, არ შეიძლება უშუალოდ შეჯერებულ იქნენ სხვა პრეპარატის კლინიკური გამოცდების მონაცემებთან და შეიძლება არ შეესაბამებოდნენ პრაქტიკაში აღნიშნულ მონაცემებს. მონაცემები გვერდითი რეაქციების შესახებ ამლოდიპინით მონოთერაპიის დროს ვალსარტანი. დამატებითი გვერდითი მოვლენები: , რომელიც აღინიშნებოდა კლინიკურ გამოკვლევებში ვალსარტანით მონოთერაპიისას, შესასწავლ პრეპარატთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირისაგან დამოუკიდებლად, მოყვანილია ცხრილში ქვემოთ. პოსტმარკეტინგულ გამოკვლევებში და ლაბორატორიული მაჩვენებლების მიხედვით რეგისტრირებული ყველა გვერდითი რეაქციისთვის არ არის შესაძლებელი გვერდითი რეაქციების რაიმე სიხშირის მითითება და შესაბამისად, ასეთი რეაქციები მოიხსენიება სიხშირით ”უცნობია”. გვერდითი რეაქციები პრეპარატზე ვალსარტანით მონოთერაპიის დროს  კლინიკური გამოცდების დროს შემდეგი გვერდითი რეაქციები, აგრეთვე, აღენიშნებოდათ პაციენტებს ჰიპერტონიული დაავადებით, გამოსაკვლევ პრეპარატთან მათი მიზეზობრივი კავშირისგან დამოუკიდებლად: უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ვირუსული ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლოვეიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოვეიტის გვერდითი მოვლენებია: თუ მალამოს დადების შემდეგ შეიგრძენით წვა ან ქავილი, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. შეიძლება განვითარდეს: კანის ადგილობრივი რეაქციები: ფერიმჭამელები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პურპურა), კანისა და კანქვეშა ქსოვილის გათხელება, სტრიების ფორმირება. გაფართოვებული კაპილარები ან ტერმინალური არტერიების დაგროვება კანზე თუ ლორწოვან გარსებზე, კანის დეპიგმენტაცია ან გაუფერულება, თმის ფოლიკულების ჩირქოვანი ანთებები, გამონაყარი, კანის ანთება პირის გარშემო. გრძნობათა ორგანოების მხრივ: ქუთუთოებზე წასმის შემდეგ შესაძლებელია გლაუკომის სიმპტომების გაძლიერება ან კატარაქტის განვითარება.  ზოგადი: შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან კანის დიდ უბნებზე წასმისას, ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ქვეშ გამოყენებისას ან ბავშვებში. ACTH ჰორმონის (ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას) შექცევადი შემცირება შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობით, სისუსტით, მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, არტერიული ჰიპერტენზიით ბავშვების ზრდის შენელებით.  მძიმე გვერითი მოვლენების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როცეფინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როცეფინის გვერდითი მოვლენებია: როცეფინის გამოყენების დროს გამოვლენილი იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენა, რომელიც შექცევადი იყო თვითნებურად ან მედიკამენტის შეწყვეტის შემდგომ: სისტემური გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ჩივილები (შემთხვევების დაახლოებით 2%): თხევადი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და ენის ანთება. ჰემატოლოგიური ცვლილებები (დაახლოებით 2%): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიტური ანემია, თრომბოციტოპენია. გამოვლენილი იქნა აგრანულოციტოზის (< 500/მმ3) ცალკეული შემთხვევები, მათი უმეტესობა გამოვლენილი იქნა მკურნალობიდან 10 დღის განმავლობაში და 20 გრ ან მეტი საერთო დოზის მიღების შედეგად. კანის რეაქციები (დაახლოებით 1%): ეგზანტემა, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. გამოვლენილი იქნა კანის გვერდითი მწვავე მოვლენების ცალკეული შემთხვევები (მულტიფორმული ექსუდატური ერითემა, სტივენს ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).   სხვა, იშვიათი გვერდითი მოვლენები:  თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის სიმპტომატური დანალექი ნაღვლის ბუშტში, ღვიძლის ენზიმების მომატება, ოლიგურია, შრატის კრეატინინის მომატება, გენიტალური მიკოზი, ცხელება, კანკალი და ანაფილაქტიური ან ანაფილოქტოიდური რეაქციები. ურთიერთქმედება კალციუმთან ცეფტრიაქსონის და კალციუმის ურთიერთქმედების შეფასების მიზნით ჩატარებული იქნა ორი ინ ვიტრო კვლევა – ერთი კვლევა ჩატარდა მოზრდილის პლაზმა გამოყენებით, ხოლო მეორე კვლევა კი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედებიდან აღებული ახალშობილის პლაზმის გამოყენებით. 1 მM –მდე ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია (ინ ვივო მიღწეული კონცენტრაციებზე მეტი 2 გრ ცეფტრიაქსონის 30 წუთის განმავლობაში ინფუზიის შემდეგ) გამოყენებული იქნა კალციუმის კონცენტრაციასთან კომბინაციაში 12 მM–მდე (48 მგ/დლ). ცეფტრიაქსონის პლაზმადან აღდგენა შემცირებული იქნა კალციუმის 6 მM (24 მგ/დლ) ან შედარებით მაღალი კონცენტრაციით მოზრდილების პლაზმაში, ხოლო 4 მM (16 მგ/დლ) ან შედარებით მაღალი კონცენტრაციით ახალშობილთა პლაზმაში. აღნიშნული შესაძლოა ასახავდეს ცეფტრიაქსონ-კალციუმის დალექვას.  როცეფინისა და კალციუმის შემცველი სითხეების მიმღებ ახალშობილებში დაფიქსირდა რამოდენიმე ფატალური შემთხვევა. აღნიშნულის შედეგად, გაკვეთის დროს ფილტვებსა და თირკმელებში აღმოჩენილი იქნა კრისტალური ნივთიერება. აღნიშნულიდან რამდენიმე შემთხვევაში როცეფინისა და კალციუმის შემცველი სითხეებისათვის გამოყენებული იქნა ინტრავენური ინფუზიის ერთი და იგივე ხაზი და რიგ შემთხვევებში ინტრავენური ინფუზიის ხაზში გამოვლენილი იქნა დანალექი. სულ მცირე ერთი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა იმ ახალშობილებში, რომლებშიც როცეფინისა და კალციუმის შემცველი სითხის შეყვანა ხორციელდებოდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ინტრავენური ხაზის მეშვეობით; აღნიშნული ახალსობილის გაკვეთის დროს კრისტალური ნივთიერება აღმოჩენილი ვერ იქნა. ახალშობილთა გარდა აღნიშნული სახის შემთხვევები სხვა პაციენტებში არ გამოვლენილა (იხილეთ 2.4.1  გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები, ზოგადი).  ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენების სახით გამოვლენილი იქნა ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი და კოაგულაციის მოშლა. გამოვლენილი იქნა თირკმლის დანალექის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ძირითადად აღინიშნებოდა 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, რომელთა მკურნალობაც ხორციელდებოა ან მაღალი დღიური დოზის მეშვეობით (მაგ.: ³ 80 მგ/კგ/დღეში) ან საერთო დოზა აღემატებოდა 10 გრამს და წარმოდგენილი იყო სხვა რისკ ფაქტორებიც (მაგ.: სითხის შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი, და ა.შ.). აღნიშნული მოვლენა შესაძლოა იყოს სიმპტომატური ან ასიმპტომატური, შესაძლოა თირკმლის უკმარისობა და შექცევადია როცეფინის შეწყვეტისთანავე. ადგილობრივი გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში ფლებიტური რეაქციები გამოვლინდა ინტრავენური ადმინისტრირების შემდგომ. აღნიშნული შესაძლოა მინიმუმამდე შემცირდეს ნელი (2-4 წუთიანი) ინექციით. ინტრამუსკულარული ინექცია ლიდოკაინის ხსნარის გარეშე მტკივნეულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენზიმტალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენზიმტალის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:არ არის შემჩნეული სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის აღწერილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები