Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით პროგრაფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროგრაფის გვერდითი მოვლენებია:  ქვემოთმოყვანილი არასასურველი რეაქციების უმეტესობა შექცევადი ან/და შემცირებადია დოზის დაწევისას. პერორალური მიღებისას, არასასურველი რეაქციების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე ვენური შეყვანისას. ქვემოთ მოყვანილია (ქვემოთ მიმავალ რიგში) განვითარების სიხშირიდან გამომდინარე რეაქციები: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100, ბ1/10); არც ისე ხშირად (>1/1000, <1/100). იშვიათად (>1/10000, <1/1000). ძალიან იშვიათად (>1/10000 მათ შორის ერთეული შემთხვევები). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ძალიან ხშირად: ჰიპერტონია. ხშირად: ჰიპოტონია, ტაქიკარდია, არითმია, გამტარებლობის დარღვევა, თრომბოემბოლიური და იშემიური გამოვლინებები, სტენოკარდია, სისხლძარღვოვანი დაავადებები, არც ისე ხშირად: ეკგ-ს პარამეტრების გადახრები, ინფარქტი, გულის უკმარისობა, შოკი, მიოკარდის ჰიპერტროფია, გულის აგჩერება. სმტ-ს და ღვიძლის დაავადებები: ძალიან ხშირად: დიარეა, გულისრევა ან პირღებინება. ხშირად: სმტ-ის დისფუნქცია (მაგალითად დისპეფსია) ღვიძლის ფერმენტების დონის გადახრა, ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა, წონის და მადის შეცვლა, წყლული, სიყვითლე, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის დაავადებები. არც ისე ხშირად: ასციტი, ნაწლავური გაუვალობა (ილეუსი) ღვიძლის ქსოვილის დაზიანება, პანკრეატიტი; იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა. სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემორაგია, ლეიკოციტოზი, კოაგულაციის დარღვევა; არც ისე ხშირად: ჰემატოპოეზური სისტემის უკმარისობა, მათ შორის პანციტოპენია, თრომბოციტული მიკროანგიოპათია. თირკმლების მხრივ: ძალიან ხშირად: თირკმელის ფუნქციების მოშლა (მაგალითად კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში). ხშირად: თირკმლის ქსოვილის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა. არც ის ხშირად: პროტეინურია. მეტაბოლიზმი და ელექტროლიტები: ძალიან ხშირად: ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, შაქრიანი დიაბეტი. ხშირად: ჰიპომაგნიემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერრურიკემია, ჰიპოკალციემია, აციდო-ზი, ჰიპონატრიემია, ჰიპოვოლემია, ელექტროლიტური ბალანსის სხვა დარღვევები, დეჰიდრატაცია. არც ისე ხშირად: ჰიპოპროტეინურია, ჰიპერფოსფატემია, ამილაზის დონის მომატება, ჰიპოგლიკემია. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ხშირად: კრუნჩხვები, არც ისე ხშირად: მიასთენია, სახსრების დაავადება. ნერვული სისტემა: გრძნობათა სისტემა: ძალიან ხშირად: ტრემორი, თავის ტკივილი, უძილობა. ხშირად შეგრძნების დარღვევა (მაგალითად პარესთეზიები) მხედველობის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, თავბრუსხვევა, განგაში, ნევროზულობა, ძილის დარღვევა, ემოციური ლაბილობა, ჰალუცინაციები, სმენის დარღვევა, აზროვნების მოშლა, ენცეფალოპათიები. არც ისე ხშირად: ჰიპერტონია, თვალის დაავადებები, ამნეზია, კატარაქტა, მეტყველების დარღვევა, დამბლა, კომა, სიყრუე. ძალიან იშვიათად – სიბრმავე. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად: რესპირაციული ფუნქციის დარღვევა, მაგალითად (ქოშინი) პლევრალური ექსუდაცია. არც ისე ხშირად: ატელექტაზი, ბრონქოსპაზმი. კანის მხრივ: ხშირად: ქავილი, ალოპეცია, გამონაყარი, ოფლიანობა, აკნე, ფოტომგრძნობელობა. არც ისე ხშირად: ჰირსუტიზმი. იშვიათად – ლეიელის სინდრომი. ძალიან იშვიათად: სტივენს-ჯონსის სიმპტომი. შერეული გამოვლინებები: ძალიან ხშირად: ლოკალიზებული ტკივილი (მაგალითად ართრალგია). არცთუ ისე ხშირად: ცხელება, პერიფერიული შეშუპება, ასთენია, მოშარდვის დარღვევა. არც ისე ხშირად: გენიტალიების შეშუპება ქალებში. ახალწარმონაქმნები: პაციენტები, რომლებიც იტარებენ იმუნოსუპრესორულ თერაპიას, მიეკუთვნებიან ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკის ჯგუფს. ტაკროლიმუსის გამოყენებისას აღინიშნება როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, მათ შორის ეპშტეინ-ბარის ვირუსი. ასოცირებული (EBV) ლიმფოპროტეინული დაავადებები და კანის კიბო. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ტაკროლიმუსის მომხმარებელ პაციენტებს აღენიშნებოდათ ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები. ინფექციები: ისევე როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატების მკურნალობისას, ასევე ტაკროლიმუსის მიღებისას აწეულია ინფექციური დაავადებების (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული) რისკი. შესაძლებელია გართულდეს ადრე დიაგნოსტირებული ინფექციური დაავადებები. იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს პარკუჭის და პარკუჭთაშორისი ძგიდის ჰიპერტროფიას (დარეგისტრირებულია როგორც კარდიომიოპათიები) უმეტეს შემთხვევებში ამ გამოვლინებებს გააჩნიათ წარმავალი ხასიათი,  და ძირითადად ვითარდება ბავშვებში, რომელთა სისხლში ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციები, მნიშვნელოვნად აჭარბებს რეკომენდებულ მაქსიმალურ დონეებს. – სხვა ფაქტორებს, რომლებიც მაღლა სწევენ ასეთი გამოვლინებების რისკს, მიეკუთვნება: გულის ადრე არსებული დაავადება, კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ჰიპერტონია, თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქცია, ჭარბი სითხე ორგანიზმში და შეშუპება. – ისევე, როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატების გამოყენებისას პაციენტებშიც, რომლებიც იღებენ პროგრაფს, აღინიშნება EBV ლიმფოპროტეინული დარღვევების განვითარება. პაციენტებში, რომლებიც გადაიყვანეს პროგრაფით თერაპიაზე ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მკურნალობის დაწყებამდე არსებული გადაჭარბებული იმუნოსუპრესიით. – პაციენტებს, რომლებიც გადაიყვანეს პროგრაფით თერაპიაზე ეკრძალებათ, თანმხლები ანტილიმფოციტარული თერაპიის გამოყენება. ძალიან პატარა EBV- სერო-ნეგატიურ ბავშვებში (2 წლამდე ასაკის) აღენიშნებათ ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების მომატებული რისკი (ავადმყოფების ამ ჯგუფში პროგრაფის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია EBV ვირუსზე სეროლოგიური გამოკვლევა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარლეტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარლეტონის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიმექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიმექსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, დიმექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა არა ყველა პაციენტში. შეწყვიტეთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამკურნალო დაწესებულებას, თუ იგრძნობთ ან შენიშნავთ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, სახისა და ენის შეშუპება. თუ იგრძნობთ გულის რითმის დარღვევას, შარდვის გაძნელებას ან შეკავებას, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებში შენიშნავთ მომატებულ აგზნებასა და გაღიზიანებას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. დიმექსმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სხვა გვერდითი ეფექტებიც – ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ყურადღების დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, კოორდინაციის მოშლა, მოუსვენრობა, უძილობა, არტერიული წნევის დაწევა, ცხვირის, პირის ღრუსა და ყელის სიმშრალე, ცხვირის შეგუბება, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, ყაბზობა, გარდამავალი მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში, მომატებული მგრძნობელობა სინათლისადმი. რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროსპანი მცენარეული წვეთებს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროსპანი მცენარეული წვეთების გვერდითი მოვლენებია: : ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და სხვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რენალოფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რენალოფის გვერდითი მოვლენებია: რენალოფი® – ნატურალი პროდუქტი გვერდითი ეფექტების და უკუჩვენების გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პენესტერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პენესტერის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, გინეკომასტია, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება და ეაკულატის მოცულობის შემცირება. გვერდითი ეფექტების სიხშირე არ აღემატება 3-4% და მცირდება მკურნალობის პროცესში. რიგ შემთხვევებში აღინიშნა მალუტეინიზირებელი და ფოლიკულების მასტიმულირებელი ჰორმონების და ტესტოსტერონის კონცენტრაციის გაზრდა დაახლოებით 10%, მაგრამ ეს მაჩვენებლები ნორმალურ ზომების ფარგლებში რჩებოდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიბაზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიბაზოლის გვერდითი მოვლენებია: : ალერგიული რეაქცია. მაღალ დოზებში გამოყენებისას – სიცხის შეგრძნება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლეპტუცინ D6 კაფსულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეპტუცინ D6 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კვამატელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კვამატელის გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათ და იშვიათ შემთხვევებში აღწერილია ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები. თუმცა ბევრ შემთხვევაში ფამოტიდინით მკურნალობასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.  ჩასასმელია ცხრილი *გინეკომასტია გვხვდება მეტისმეტად იშვიათად და მკურნალობის შეწყვეტისას აქვს შექცევადი ხასიათი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტოროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოროლის გვერდითი მოვლენებია:  დისპეფსიური მოვლენები, გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი; ძილიანობა, თავბრუსხვევა; თირკმელის მწვავე უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი, შრატში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება; სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა; კანზე გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები