Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით დეკლოსიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეკლოსიდის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).  შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რადომიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რადომიტის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება (რომლებიც 2–3 კვირაში თავისთავად გაივლის და იშვიათად წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს), მეტეორიზმი, იშვიათად – ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ცალკეულ შემთხვევებში – ტკივილი მუცლის არეში; სისხლის შედედების სისტემის მხრივ: ლოკალური კანქვეშა ჰემატომები, ჰემატურია, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან სისხლდენა ქირურგიული ჩარევის შემდეგ; ალერგიული რეაქციები: იშვიათად მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში მოსალოდნელია გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, რომლებიც მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაივლის, ერთეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ცალკეულ შემთხვევებში – პანციტოპენია, ერთეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენიური აკროანგიოთრომბოზი, ჰემოლიზური ანემია, ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გაზრდა (ნორმასთან შედარებით 2-ჯერ). მკურნალობის დაწყებიდან 1–4 კვირის შემდეგ შესაძლებელია სისხლის შრატში ქოლესტერინის (HDL-C, LDL-C, VLDL-C) და ტრიგლიცერიდების დონის მომატება (დაახლოებით 8_10%-ით). მკურნალობის გაგრძელებისას ამ მაჩვენებლების შემდგომი მატება არ ხდება. ლიპოპროტეინების ფრაქციებს (განსაკუთრებით HDL და LDL) შორის თანაფარდობა უცვლელი რჩება. აღნიშნული ეფექტი არ არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, ალკოჰოლის მიღებაზე ან შაქრიან დიაბეტზე და გავლენას არ ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმდინარეობაზე;  სხვა: ერთეულ შემთხვევებში – თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ვასკულიტი, მგლურასმაგვარი სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანტოგარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანტოგარის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს მედიკამენტიც, ასევე, იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: ს სიხშირე განმარტებულია შემდეგნაირად: • ძალიან ხშირი: ვითარდება 1-ზე მეტ პაციენტში 10-დან • ხშირი: ვითარდება 1-დან 10 პაციენტში 100-დან • არახშირი: ვითარდება 1-დან 10 პაციენტში 1 000-დან • იშვიათი: ვითარდება 1-დან 10 პაციენტში 10 000-დან • ძალიან იშვიათი: ვითარდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში 10 000-დან • უცნობი: სიხშირის განსაზვღრა ვერ მოხერხდა არსებული მონაცემების საფუძველზე. ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: უცნობი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა  გულის მხრივ დარღვევები: იშვიათი: ტაქიკარდია, პულსის სიხშირის მომატება.  უცნობი: გულის ფრიალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები უცნობი: დიარეა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულძმარვა, გულისრევა.  კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები იშვიათი: ურტიკარია, კანზე გამონაყარი და ქავილი უცნობი: კანის სიწითლე.  ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის ცვლილებები იშვიათი: ოფლიანობა  გვერდითი მოვლენები: ს შესახებ შეტყობინება: თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. პაციენტს ასევე შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს შესახებ შეტყობინება პირდაპირ ფორმის შევსებით ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე: www. vvkt.lt, ზირმუნუ გ. 139ა, ლტ 09120, ვილნიუსი, ტელეფონი: 8 800 73568, ფაქსი: 8 800 20131 ან ელექტრონული ფოსტა: NepageidaujamaR@vvkt.lt. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი ეხმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსაზოზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსაზოზინის გვერდითი მოვლენებია: – პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას აღინიშნება ჰიპოტენზია მდგომარეობის შეცვლის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ვერტიგო, ცალკეულ შემთხვევებში – გულყრა, ეს ეფექტები ქრება სპონტანურად, მაგრამ თუ ისინი ატარებენ მძიმე ხასიათს ან შენარჩუნებული არიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დოზა მცირდება ან წყდება პრეპარატის მიღება. – შეიძლება აღინიშნებოდეს დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ქვემო კიდურების შეშუპება, გულისრევა. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ტაქიკარდია, გულისცემის გაძლიერება, შარდის შეუკავებლობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვაზაპროსტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაზაპროსტანის გვერდითი მოვლენებია:  ადგილობრივი რეაქციები (ტკივილი, შეშუპება, ერითემა, მგრძნობელობის დაქვეითება, ფლებიტი ი/ვ ინფექციის ადგილიდან პროქსიმალურად), ქრება დოზის შემცირებისას ან ინფუზიის შეწყვეტისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნუროპლექს ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნუროპლექს ფორტეს გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რემერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რემერონის გვერდითი მოვლენებია: : ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, დამუხრუჭება, კრუნჩხვა, კანკალი, მიოკლონუსი, ჰიპერკინეზები, ჰიპოკინეზია, განწყობის და მენტალობის  ცვლილება, აჟიტაცია, შფოთი, აპათია, ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია, ემოციონალური ლაბილობა, მანია, ეპილეპტიური გულყრები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ჰიპერესთეზია. სისხლწარმოქმნის მხრივ: სისხლწარმოქმნის დათრგუნვა – გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მადის მომატება, წონაში მომატება, პირის სიმშრალე, წყურვილი, ტკივილი მუცელში, ღვძლის „ტრანსამინაზების“ მომატება. შარდ–სასქესო სისტემის მხრივ: პოტენციის დაქვეითება, დისმენორეა. გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება. სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი, მოხრჩობა, შეშუპების სინდრომი, მიალგია, ტკივილი ზურგში, დიზურია, წამალზე დამოკიდებულება, „მოხსნის“  სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლანსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლანსოლის გვერდითი მოვლენებია:  დიარეა, მუცლის ტკივილი, იშვიათად – შეკრულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფარინგიტი. რინიტი, კანზე გამონაყარი, დეპრესია, მიალგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ერგობათს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ერგობათის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიბომუნილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიბომუნილის გვერდითი მოვლენებია:  გარდამავალი ჰიპერსალივაცია მკურნალობის დასაწყისში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები