Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ორნაკლინის ვაგინალური სანთლებს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორნაკლინის ვაგინალური სანთლების გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად, ორნაკლინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. აცნობეთ ექიმს თუ: • გაგივითარდათ მწვავე, უწყვეტი ან სისხლიანი ფაღარათი (რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კუჭის ტკივილთან, ან ცხელებასთან). ეს არის იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც ვლინდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ და შეიძლება მიანიშნებდეს ნაწლავთა მწვავე ანთებაზე. • გაქვთ ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციები, ან რეაქციები კანის მხრივ. ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები. ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში) • ვაგინალური სოკოვანი ინფექციები • დარღვევები ვაგინალური, ან გენიტალური სისტემის მხრივ • ვაგინალური ტკივილი იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში) • კუჭის სპაზმი, კუჭის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება • ტკივილი გამოყენების ადგილას, ადგილობრივი შეშუპება • ტკივილი შარდვის დროს, საშარდე გზების ინფექციები • ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი • სოკოვანი ინფექციები • პერიოდების დარღვევა, ვაგინალური  გამონადენი • ქავილი, გამონაყარი ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1 პაციენტში) • ვაგინიტის, ცერვიციტის, ან საშოს შესასვლელის გარშემო  გაღიზიანება, სისხლშილეიკოციტებისან  თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, მცირედ   დაქვეითების შემთხვევაში შეიძლება არ გამოვლინდეს სიმპტომები. რაც უფრო მეტად ქვეითდება ლეიკოციტების  რაოდენობა, მით მაღალია დაინფიცირების შანსი. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას და ცხელებას. რაც უფრო ძლიერია თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, მით მეტია სისხლდენების და სისხლჩაქცევების განვითარების ალბათობა. • კანის, ან თვალის სკლერების გაყვითლება • სერიოზული ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, ან თავბრუსხვევა. •ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკებით, ან მათ გარეშე და კანის აქერცვლა. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან თუ შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ელკოპას-პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელკოპას-პლუსის გვერდითი მოვლენებია:  ელკოპას პლიუსი არაა ტოქსიური. იგი კარგად გადაიტანება. არ იწვევს შეკრულობას. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და პირღებინება, ხანშიშესულ პირებში  შეიძლება აღინიშნოს შეკრულობა, კოპროლითების ფორმირებით; ძალიან იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ფოსფორის გამოფიტვის სინდრომი (ალუმინის ჰიდროქსიდით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ედირექსი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ედირექსი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება (მსუბუქიდან, გამოხატულ ჰიპოგლიკემიამდე) – შემთხვევათა 1%-ში პლაცებოს მიღებისას, 2%-ში _ პიოგლიტაზონის სულფანიშარდოვანას წარმოებულებთან კომბინაციაში მიღებისას, 5%-ში – პლაცებოს ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას, 8%-ში _ 15 მგ პიოგლიტაზონის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას, 15%-ში _ 15 მგ პიოგლიტაზონის 30 მგ ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას; შეშუპება; 4.8% – მონოთერაპიისას, 15.3% – ინსულინთან კომბინაციისას. სისხლისწარმომქმნელი სისტემის მხრივ: 1-1.6% _ ანემია; 2-4% _ ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემცირება. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: რეგისტრირებულია ალტ-ს ≥ 3-ჯერ მომატების (0.25%) შემთხვევები, რომლებიც შექცევადია და დაკავშირებული არ არის პიოგლიტაზონის მიღებასთან. აღინიშნა კრეატინფოსფოკინაზის (კფკ) დონის დროებითი მომატების იშვიათი შემთხვევები, რომლებსაც არ ჰქონდა კლინიკური შედეგები და მათი კავშირი პიოგლიტაზონის მიღებასთან დადგენილი არ არის. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დექსკეტოპროფენი ნორმონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დექსკეტოპროფენი ნორმონის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება: როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, დექსკეტოპროფენი ნორმონს აქვს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.  ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი მოვლენები: მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ცხრილში მითითებულია სიხშირის შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი ხშირად განვითარებული გვერდითი მოქმედება: გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რაბელოკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაბელოკის გვერდითი მოვლენებია: და სპეციალური სიფრთხილის ზომები ყველაზე ხშირი არასასურველი მოვლენები იყო თავის ტკივილი, დიარეა და გულისრევა. სხვა არასასურველი მოვლენები იყო, მუცლის ტკივილი, ასთენია, მუცლის შებერილობა,  ღებინება, არასპეციფიკური ტკივილი/ზურგის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყაბზობა და უძილობა. სხვა ნაკლებად ხშირი არასასურველი მოვლენები იყო გამონაყარი, მიალგია, ტკივილი გულ-მკერდის არეში, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ფეხებში სპაზმები. ცალკეულ შემთხვევებში, პაციენტთა 2%-ში აღინიშნა ანორექსია, გასტრიტის, წონაში მომატება, დეპრესია, ქავილი, მხედველობის ან გემოს დარღვევა, ოფლიანობა, ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება. აღინიშნა თრომბოციტოპენიის, ნეიტროპენიისა და ლეიკოპენიის შემთხვევები. აღინიშნა ბულოზური გამონაყარი და სხვა დერმატოლოგიური რეაქციები, ერითემას ჩათვლით. კანის დაზიანებების განვითარებისას მკურნალობა დაუყოვნებლოივ უნდა შეწყდეს.  რაბეპრაზოლის ნატრიუმით თერაპიაზე სიმპტომატური პასუხი არ გამორიცხავს კუჭის ან საყლაპავის ავთვისებიანობის არსებობას. ამიტომ, რაბეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანობის შესაძლებლობა.   მიუხედავად იმისა, რომ პერპარატთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემების შესახებ მტკიცებულებები არ გამოვლენილა მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების კვლევისას, ექიმმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რაბეპრაზოლით მკურნალობის პირველად დანიშვნისას ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რემედის პასტილას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რემედის პასტილას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს პირში გემოს ცვლილება.  სხვა გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა, რადგან მისი კომპონენტები არ მოქმედებენ სისტემურად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პეპსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პეპსანის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი გვერდითი მოვლენები: ყველა სხვა აქტიური პროდუქტის მსგავსად, ამ პრეპარატმა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად არასასურველი გვერდითი მოვლენები: . ნებისმიერი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რაპტენ რაპიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაპტენ რაპიდის გვერდითი მოვლენებია: ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ფაღართი, თავის ტკივილი თავბრუს ხვევა, იშვიათ შემთხვევებში პეპტიური წყლულის გამწვავება, ძილიანობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორნიქსილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორნიქსილის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად კანის რეაქციები, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიოსეპტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიოსეპტის გვერდითი მოვლენებია:  ვიოსეპტის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია კანის დროებითი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები