Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ომესამი ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომესამი ფორტეს გვერდითი მოვლენებია: ომესამი ფორტეს გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დრ. მომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დრ. მომის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიკლო-დენკს 75 ინექცია რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლო-დენკი 75 ინექციის გვერდითი მოვლენებია: უნდა გვახსოვდეს, რომ გვერდითი ეფექტების გამოვლენა ძირითადად დოზაზე დამოკიდებული და განსხვავებულია სხვადასხვა ინდივიდში. განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენების რისკი (წყლული, ლორწოვანის დეფექტები, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: საკმაოდ ხშირია (> 10 %) გულისრევა, ღებინება, დიარეა, უმნიშვნელო სისხლდენების შემთხვევები, რამაც ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ანემია. ხშირად შესაძლებელია (≥ 1% – < 10%) ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენა, როგორიცაა: დისპეპსია, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, მადის დაქვეითება, ასევე კუჭისა და ნაწლავის წყლულები (საიდანაც შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და პერფორაცია). ძალიან იშვიათად (≥ 0.1% – < 1%) ვითარდება ჰემატემეზი, მელენა და სისხლიანი დიარეა. ეპიგასტრიუმის მიდამოში ძლიერი ტკივილის განვითარების, განავლის გამუქების და განავალში სისხლის აღმოჩენისას შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ძალიან იშვიათად (> 0.01 %) გვხვდება სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის მხრივ (მაგ. მსხვილი ნაწლავის არასპეციფიური სისხლდენები, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი). ცენტრალური ნერვული სისტემა და სენსორული ორგანოები ხშირია (≥ 1 % – < 10 %) თავის ტკივილი, აღზნება, გაღიზიანება, დაღლილობა, თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათია (< 0.01 %) მგრძნობელობის და მხედველობის დაქვეითება (დაბინდული ან გაორებული მხედველობა), გემოს შეცვლა, ყურებში შუილი, სმენის გარდამავალი დარღვევები, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, მოუსვენრობის გრძნობა, ღამის კოშმარები, კანკალი, დეპრესიის და სხვა ფსიქოლოგიური რეაქციების გამოვლენა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დიკლოფანაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, კისრის რიგიდობის, თავის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, სიცხის და დეზორიენტაციის ჩათვლით.  კანი  შესაძლებელია გამოვლინდეს (≥ 1 % – < 10 %) კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით. იშვიათია (≥ 0.1 % – < 1 %) ურტიკარია და ალოპეცია. ძალზედ იშვიათია (< 0.01 %) მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, კანზე გამონაყრის შეწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა (ეკზანთემა, ერითემა), პურპურა (ასევე ალერგიული პურპურა), კანის სერიოზული რეაქციების განვითარება (სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).  თირკმელი ძალიან იშვიათად (< 0.01 %) ვითარდება თირკმელების ნეკროზი (ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილონეკროზი) ან თირკმლის მწვავე უკმარისობა, პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი. თირკმელების ფუნქცია რეგულარულად უნდა გადამოწმდეს.  ღვიძლი  ხშირია (≥ 1 % – < 10 %) სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება. იშვიათია (≥ 0.1 % – < 1 %) ჰეპატიტის შემთხვევები (სიყვითლით და სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმები, ერთეულ შემთხვევებში ფულმინანტური მიმდინარეობის ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე)  პანკრეასი  ძალიან იშვიათად (< 0.01 %) დაფიქსირდა პანკრეასის ანთებითი მოვლენები.  სისხლი  იშვიათ შემთხვევებში (≥ 0.1 % – < 1 %) დაფიქსირდა ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. მისი გამოვლენის პირველი ნიშნებია სიცხე, ანგინა, ტუჩების ზედაპირული დაზიანება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ცხვირიდან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი. ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) გვხვდება ჰემოლიზური ანემიაც (ერითროციტების მომატებული დაშლის შედეგად განვითარებული ანემია).  სისხლძარღვთა სისტემა ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) დაფიქსირდა: გულის ფრიალი, ტკივილი მკერდის მიდამოში და მომატებული არტერიული წნევა. ერთეულ შემთხვევებში (< 0.01 %) გამოვლინდა გულის უკმარობა.  სისტემური რეაქციები და სხვა ორგანოები შესაძლებელია მწვავე ჰიპერსენსიტიული რეაქციების გამოვლენა: სახის ან ენის შეშუპება, ხორხის შეშუპება სასუნთქი გზების შევიწროვებასთან ერთად სუნთქვის გაძნელება და ასთმის განვითარება, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაცემა შოკის დონემდე. აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. მოცემული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს წამლის პირველივე მიღებისას. ხანდახან (≥ 0.1 % – < 1 %) ვლინდება პერიფერიული შეშუპება, განსაკუთრებით კი მომატებული არტერიული წნევის ან თირკმელის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში (< 0.01 %) ფიქსირდება ალერგიული ვასკულიტი და პნევმონია. ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი, რომელთაც მიეკუთვნება დიკლო-დენკ 75 ინექცია) გამოვლინდა ინფექციური პროცესის მიმდინარეობის გაუარესება (მაგალითად ნეკროზული ფასციიტის განვითარება). თუ დიკლოფენაკ ნატრიუმის მკურნალობისას აღინიშნება სიმპტომების გამოვლენა (სიწითლე, შეშუპება, ლოკალური ტემპერატურის მომატება, ტკივილი, სიცხე) ან გაუარესება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსორუბიცინი ებევეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსორუბიცინი ებევეს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი მოვლენები: ს განვითარების სიხშირე გადმოცემულია შემდეგი გრადაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი -≥10%, ხშირი – ≥1%<10%, არც ისე ხშირი -≥0,1%<1%, იშვიათი -≥0,01% <0,1% ძალიან იშვიათი -<0,01%. სისხლმბადი სისტემის მხრიდან ძალიან ხშირი: დოზაზე დამოკიდებული შექცევადი მიელოსუპრესია (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია). ლეიკოპენია მინიმალურ მნიშვნელობას ჩვეულებრივ აღწევს პრეპარატის შეყვანის შემდეგ 10-14 დღეში, სისხლის სურათის აღდგენა ჩვეულებრივ აღინიშნება 21-ე დღეს. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის  მხრიდან ხშირი: ადრეული (მწვავე) კარდიოტოქსიკურობა: სინუსური ტაქიკარდია, ტაქიარითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით), პარკუჭისზედა ან პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, აგრეთვე, ბრადიკარია, ანტრიოვენტრიკულარული ბლოკადა და ჰისის კონის ფეხების ბლოკადა და/ან პათოლოგიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) (ST-T ტალღების არასპეციფიური ცვლილება), არტერიული წნევის შემცირება, გულის ფრიალის შეგრძნება; გვიანი (გადავადებული) კარდიოტოქსიკურობა, რომელიც ვლინდება გულის მარცხენა პარკუჭის ამონატყორცნის ფრაქციის შემცირებით, შეგუბებითი გულის უკმარისობის კლინიკური სიმპტომების გარეშე და/ან სიმპტომებით, როგორიცაა ქოშინი, ფილტვების შეშუპება, პერიფერიული შეშუპებები, კარდიომეგალია და ჰეპატომეგალია, ოლიგურია, ასციტი, ექსუდაციური პლევრიტი, ჭენების რითმი, პერიკარდიტი, მიოკარდიტი. ძალიან იშვიათი: ფლებიტი, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური გართულებები, ფილტვის არტერიის ემბოლიის ჩათვლით (რიგ შემთხვევებში, ლეტალური შედეგით).  საკვების მომნელებელი სისტემის მხრიდან ძალიან ხშირი: გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსების დაწყლულება (სტომატიტი, ეზოფაგიტი, წყლულოვანი კოლიტი, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან მე-5 მე-10 დღეს და განმეორებითი თერაპიული ციკლების დროს შეიძლება პროგრესირებდეს), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერპიგმენტაცია, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, კოლიტი. სისხლის შრატში საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის  და ”ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტიურობის გაზრდა.  შარდსასქესო სისტემის მხრიდან ხშირი: შარდის შეფერადება წითლად დოქსორუბიცინის შეყვანის შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში, ჰემატურია, პოლიურია, სტრანგურია, მტკივნეული შარდვა, გემორაგიული ცისტიტი, ამენორეა (თერაპიის დასრულების შემდეგ ხდება ოვულაციის აღდგენა, თუმცა შეიძლება დადგეს ნაადრევი მენოპაუზა), ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია (რიგ შემთხვევებში ხდება სპერმატოზოიდების რაოდენობის აღდგენა ნორმალურ დონემდე; ეს შეიძლება მოხდეს თერაპიის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელიწადში);  11784754-02 იშვიათი: შარდმჟავას მომატებულ წარმოქმნასთან დაკავშირებული ნეფროპათია. გრძნობის ორგანოების მხრიდან იშვიათი: კონიუქტივიტი, კერატიტი, ცრემლდენა. კანის და კანქვეშა დანამატების მხრიდან ძალიან ხშირი: შექცევადი სრული ალოპეცია (თმის ზრდის განახლება ჩვეულებრივ იწყება პრეპარატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ 2-3 თვეში), კანის და ფრჩხილების ჰიპერპიგმენტაცია, ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი. ზოგიერთ ავადმყოფს, რომელთაც ადრე ჩაუტარდათ სხივური თერაპია დოქსორუბიცინის შეყვანის შემდეგ  (ჩვეულებრივ 4-7 დღეში) აღენიშნებოდა გაღიზიანებული კანის ჰიპერმგრძნობელობა, ერითემის გაჩენა ბუშტუკების წარმოქმნით, შეშუპება, ძლიერი ტკივილი შეყვანის ადგილას, დასხივების ველების შესაბამისი სველი ეპიდერმიტი.  სუნთქვის სისტემების მხრიდან: ძალიან იშვიათი: ტაქიპური დისპნოე, ექსუდაციური პლევრიტი, ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციალური პნევმონია. ადგილობრივი რეაქციები არც ისე ხშირი: ერიტემატოზური დახაზულობა ვენის სვლის გასწვრივ, რომელშიც ჩატარდა ინფუზია, ადგილობრივი ფლებიტი ან თრომბოფლებიტი, ფლებოსკლეროზი (თუ განმეორებით დოქსორუბიცინის შეყვანა ხდება მცირე ვენაში). პრეპარატის მოხვედრისას გარშემო არსებულ ქსოვილებში შეიძლება გაჩნდეს მტკივნეულობა, კანქვეშა უჯრედისის მძიმე ანთება და ქსოვილების ნეკროზი. ინტრაარტერიული შეყვანისას სისტემურ ტოქსიკურობასთან დამატებით შეიძლება აღინიშნოს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (სავარაუდოდ კუჭის არტერიაში პრეპარატების რეფლუქსის ხარჯზე); ნაღვლის სადინრების შევიწროვება პრეპარატით გამოწვეული მასკლეროზირებელი ქოლანგიტის შედეგად. ბუშტისშიდა შეყვანისას: ცისტიტი.  სხვა: იშვიათი: შეუძლოდ ყოფნა, ძილიანობა, ასთენია, ციებ-ცხელება, სისხლის მოქცევა სახესთან, მწვავე ლიმფოციტარული ან მიელოციტარული ლეიკოზის განვითარება, ბავშვებში გვიანი ნეოპლასტიკური დაავადებების განვითარება, კერძოდ, მიელოიდური ლეიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეირაქსინი Bს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეირაქსინი B გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება. არასასურველი გვერდითი ეფექტები მოყვანილია  მათი გამოვლენის  სიხშირის გათვალისწინებით: იშვიათი (აღინიშნება ნაკლები, ვიდრე 1 000-დან 1 პაციენტში) – მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, სუნთქვის დათრგუნვა, შოკი, ანგიოედემა). ბენზილის სპირტი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ძალიან იშვიათი (აღინიშნება ნაკლები, ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში) – პალპიტაცია (ტაქიკარდია). – ძლიერი ოფლიანობა, აკნე, კანის რეაქციები – ქავილი და ჭინჭრის ციება. უცნობია (შეფასება შეუძლებალია არსებული მონაცემების საფუძველზე) – ვერტიგო, ცნობიერების დარღვევა. – გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია), გულის რითმის დარღვევები. – ღებინება. – კრუნჩხვები. – სისტემური რეაქციები, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება ან / და დათრგუნვა (კოორდინაციის დარღვევა, ნერვიულობა, საფრთხის განცდა, ეიფორია, დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, ყურებში შუილი, ბუნდოვანი მხედველობა და გაორება, ღებინება, სიცივის ან სიცხის შეგრძნება) შეიძლება მოხდეს სწრაფი ინექციის შედეგად (შეცდომით ინტრავენური  ინექცია,  ინექცია ქსოვილებში კარგი სისხლმომარაგებით) ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციპრონექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრონექსის გვერდითი მოვლენებია: ციპროფლოქსაცინს, ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ციპროფლოსაქცინით მკურნალობისას ყველაზე ხშირია: გულის რევის შეგრძნება, დიარეა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, თავის ტკივილი, აგზნებადობა, გამონაყარი კანზე. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულის რევა, ღებინება; ზომიერად – ამინოტრანსფერაზების (AспАТ, АлАТ) და ტუტე ფოსფატაზის მომატება შარდში ბილირუბინის დონის მომატება, თირკმლის სინჯების ჩვენებების ცვლილება, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი; იშვიათად – პირის ღრუს ლორწოვანის მიკოზი, სიყვითლე, ფსევდომემბრანულ ენტეროკოლიტი; ძალზე იშვიათად – ენტერომიკოზი, ჰეპატიტი. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზომიერად – თრომბოფლებიტი; იშვიათად – ტაქიკარდია, სისხლძარღვთა გაფართოება, სითბოს მოდინების შეგრძნება; ძალზე იშვიათად – თრომბოფლებიტი. სისხლმბადი და ლიმფური სისტემების მხრივ: ზომიერად – ეოზინოფილია, ლეიკოპენია; იშვიათად – ანემია, გრანულოციტოპენია, ლეიკოციტოზი, პროთრომბინის დროის ცვლილება, თრომბოციტოპენია, ძალზე იშვიათად – ჰემოლიტური ანემია. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზომიერად – ტკივილი სახსრებში; იშვიათად – კუნთების ტკივილი, სახსრების შეშუპება. ნერვული სისტემის მხრივ: ზომიერად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნებადობა; იშვიათად – ჰალუცინაცია, ოფლიანობა, პარესთეზიები, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, კუნთების თრთოლვა, კრუნჩხვები; ძალზე იშვიათად – დიდი გულყრა, სიარულის დარღვევა. გრძნობის ორგანოების მხრივ: ზომიერად – გემოს შეგრძნების დარღვევა; იშვიათად – ხმაური ყურებში, გარდამავალი სიყრუე, მხედველობის დარღვევა. მეტაბოლური დარღვევები: ზომიერად – კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, აზოტის მომატება სისხლში; იშვიათად – შეშუპება (სისხლძარღვოვანი, პერიფერიული, სახის არეში), ჰიპერგლიკემია. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მედიკამენტოზური ცხელება, ანაფილაქსიური რეაქციები, ძალზე იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი, გამონაყარი. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – სულისხუთვა, ხორხის შეშუპება. შარდსასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, საშოს კანდიდოზი, ჰემატურია, კრისტალურია, ინტერსტიციული ნეფრიტი. კანის მხრივ: ხშირად – გამონაყარი; ზომიერად – მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება; იშვიათად – სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა; ძალზე იშვიათად – ჰემორაგია, პოლიმორფული ერთიემა, კვანძოვანი დაავადება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტროლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტროლინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები. თუმცა ანტროლინი რექტალური კრემი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც სამკურნალო ადგილზე აღენიშნებათ ლორწოვანის გაღიზიანება ან ფლეგოზი (ანთება), რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების ჭარბი შეწოვა. წამალი აგრეთვე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ან ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში. ანტროლინი რექტალური კრემის გამოყენება ხანდაზმულებში, თვრამეტ წლამდე ასაკის პირებში ან პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ ბეტა-ბლოკერებით ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. არტერიული წნევა უნდა გაიზომოს მკურნალობამდე და შემდგომში პერიოდულად შემოწმდეს.  თუ მკურნალობა წარმატებული არ არის (გაუმჯობესების არ არსებობა ან სიმპტომების გაუარესება), პაციენტებმა მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მიმართონ ექიმს სხვა ზომების მისაღებად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაილენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაილენის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები ლოკალური ტიპისაა: წვა ან გაღიზიანება, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტიგრიპინი ბავშვებისათვისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტიგრიპინი ბავშვებისათვის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია. ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, პირის სიმშრალე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიფედიპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიფედიპინის გვერდითი მოვლენებია: კანის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება, კანზე გამონაყარი იშვიათად_ ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია. გულისრევა, გულძმარვა, ფაღარათი. ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია დისპეფსიური მოვლენები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები