Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება კაფრა?

კაფრას გამოყენების ჩვენებებია: ოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: – ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია); – ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება, ლარინგიტი, ტრაქეიტი); – კანის, რბილი ქსოვილების, ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (აბსცესი, ფურუნკული, კარბუნკული, ფლეგმონა, პიოგენური ართრიტი); – მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა ინფექციები (ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, ცერვიციტი, პროსტატიტი, ორქიტი, ეპიდიდიმიტი); – თირკმლის და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოთა ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, გონოკოკური ინფექცია, ქლამიდიოზი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როსტალეპტი-როტა?

როსტალეპტი-როტას გამოყენების ჩვენებებია: – შიზოფრენია (მწვავე და ქრონიკული) და სხვა ფსიქოზური მდგომარეობები გამოხატული პროდუქტიული (ჰალუცინაციები, ბოდვა, აზროვნების დარღვევები, აგრესიულობა, ეჭვიანობა) და/ან ნეგატიური (ემოციური და სოციალური გარიყულობა, დუნე აფექტი, ლექსიკის სიღარიბე) სიმპტომებით; – შიზოფრენიის მქონე პაციენტებში აფექტური სიმპტომატიკის შესამცირებლად (დეპრესია, დანაშაულის გრძნობა, შფოთვა); – რეციდივების (მწვავე ფსიქოზური მდგომარეობების) პროფილაქტიკა შიზოფრენიის ქრონიკული მიმდინარეობის დროს; – დემენციის მქონე პაციენტებში ქცევითი დარღვევების მკურნალობა აგრესიული სომპტომების (მრისხანება, ფიზიკური ძალადობა), ფსიქიური აქტივობის დარღვევის (აგზნებადობა, ბოდვა) ან ფსიქოზური სიმპტომების დროს; – მანიების მკურნალობა ბიპოლარული დარღვევების დროს (დამატებითი თერაპიის სახით); – ქცევითი დარღვევების მკურნალობა მოზარდებში 15 წლის ასაკიდან და მოზრდილ პაციენტებში დაქვეითებული ინტელექტუალური დონით ან გონებრივი განვითარების შეფერხებით, იმ შემთხვევებში, თუ დესტრუქციული ქცევა (იმპულსურობა, აუტოაგრესია) წამყვანია დაავადების კლინიკურ სურათში.  გამოყენება პედიატრიაში  არ არსებობს მონაცემები 15 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კონკორი?

კონკორის გამოყენების ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია); გულის ქრონიკული უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლორიფორტი?

კლორიფორტის გამოყენების ჩვენებებია: ვულვო-ვაგინალური კანდიდოზი, ვულვოვაგინალური ტრიქომონიაზი, არასპეციფიური ვაგინიტი, შერეული ვაგინალური ინფექციები და ინფექციური ლეიკორეა, გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როზუკარდი?

როზუკარდის გამოყენების ჩვენებებია: ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIა, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩატვლით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIბ), როგორც დამატება დიეტაზე, როდესაც დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, სხეულის მასის შემცირება) არ არის საკმარისი. ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტასთან და სხვა ქოლესტერინდამაქვეითებელ თერაპიასთან ერთად ან იმ შემთხვევებში, როდესაც ეს თერაპია არ არის სასარგებლო პაციენტისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დროპერიდოლი?

დროპერიდოლის გამოყენების ჩვენებებია: პრემედიკაცია ნარკოზის წინ, ბაზის ნარკოზი, პრეპარატების მოქმედების პოტენცირება ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიის დროს. ნეიროლეპტანალგეზია (ოპიოიდურ ანალგეტიკებთან კომბინაციაში, უმეტესად ფენტანილთან ერთად). იყენებენ გულისრევისა და ღებინების პროფილაქტკისათვის დიაგნოსტიკური და ქირურგიული მანიპულაციების დროს, ასევე პოსტოპერაციული ტკივილებისა და ღებინების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიფოსფოცინი?

დიფოსფოცინის გამოყენების ჩვენებებია:  იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენითი პერიოდი. კოგნიტური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლარიტინი?

კლარიტინის გამოყენების ჩვენებებია: კლარიტინი გამოიყენება სეზონური და წლიური ალერგიული რინიტების სამკურნალოდ. კლარიტინი აგრეთვე ნაჩვენებია ქრონიკული ჭინჭრის ციების და სხვა ალერგიული წარმოშობის კანის დაავადებების სამკურნალოდ მოზარდებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროპრანოლოლი?

პროპრანოლოლის გამოყენების ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტენზია; დაძაბვის სტენოკარდია; სინუსური ტაქიკარდია (მათ შორის ჰიპერთირეოზის დროს); სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია; წინაგულების ციმციმის ტაქისისტოლური ფორმა; სურპავენტრიკულური და ვენტრიკულური ექსტრასისტოლები; ესენციური ტრემორი; შიშის სინდრომი; შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა; თირეოტოქსიური კრიზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნაზოლი?

ნაზოლის გამოყენების ჩვენებებია: ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაციების, გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ალერგიული რინიტის, სინუსიტების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი