Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება დრ. ტაისი არნიკას მალამო?

დრ. ტაისი არნიკას მალამოს გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ტრავმების, კანის ჩრიქოვანი ანთებების,  კანზე გამონაყარის, მსუბუქი დამწვრობისა და (მაგ. მზის სხივებით დამწვრობა) და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ. აგრეთვე სპორტულ მედიცინაში მასაჟის ჩასატარებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვალტანი?

ვალტანის გამოყენების ჩვენებებია: – ჰიპერტონიის მკურნალობა; – გულის უკმარისობა (II-IV კლასის NYHA-ს კლასიფიკაციით), როდესაც სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები, როგორიცაა შარდმდენები, სათითურას პრეპარატები, აგფ ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკატორები არაეფექტურია; – ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა. აუმჯობესებს მარცხენა პარკუჭის უკმარისობისა ან/და სისტოლური დისფუნქციის სიმპტომებს, მაჩვენებლებს და რენტგენოლოგიურ მონაცემებს კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნებივორლდი?

ნებივორლდის გამოყენების ჩვენებებია: – არტერიული ჰიპერტენზია; – გულის იშემიური დაავადება: დაძაბვის სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა; – გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დეკატილენი?

დეკატილენის გამოყენების ჩვენებებია: პირის ღრუსა და ყელის მწვავე ანთებითი დაავადებები, გინგივიტი, წყლულოვანი სტომატიტი, აფტოზური სტომატიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი და ფარინგიტი. ასევე პირის ღრუსა და ყელის შერეული ინფექციები. რეკომენდებულია ტონზილექტომიისა და კბილის ამოღების შემდგომ პერიოდში, აგრეთვე პირის ღრუში უსიამოვნო სუნის დროსაც.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვიტ-B-დენკი?

ვიტ-B-დენკის გამოყენების ჩვენებებია: vit -B – დენკი გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ვიტამინების В1 და В6 უკმარისობით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კორეგა ?

კორეგა  გამოყენების ჩვენებებია: კრემი კბილის მოსახსნელი პროტეზების ფიქსაციისათვის; პროტეზების ფიქსაციის და ჰიგიენის საშუალებები. ჩვენებები: ასუფთავებს პროტეზს რთულად მისადგომ უბნებში, ისე რომ, არ აზიანებს მის ზედაპირს; ანადგურებს ბაქტერიების 99.9%-ს, რომლებიც იწვევენ არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან, ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთებით დაავადებებს; ახდენს კბილის ქვების და ანთებითი დაავადებების განვითარებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რეოფარი?

რეოფარის გამოყენების ჩვენებებია:  – საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს; – საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება და მეტეორიზმი გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს; – ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან; – საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან; – რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვილპრაფენ სოლუტაბი?

ვილპრაფენ სოლუტაბის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეულიMმწვავე და ქრონიკული ინფექციები, მაგალითად:  ზედა სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: ანგინა, ფარინგიტი, პარატონზილიტი, ლარინგიტი, შუა ყურის ოტიტი, სინუსიტი, დიფტერია (დიფტერიულ ანატოქსინებთან ერთად), ასევე ქუნთრუშა პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.   ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია (მათ შორის ატიპიური გამომწვევებით გამოწვეული), ყივანახველა, ფსიტაკოზი.   სტომატოლოგიური ინფექციები გინგივიტი და პაროდონტის დაავადებები.   ინფექციები ოფთალმოლოგიაში ბლეფარიტი, დაკრიოცისტიტი.   კანის საფარველის და რბილი ქსოვილების ინფექციები პიოდერმია, ფურუნკულოზი, ციმბირის წყლული, წითელი ქარი (პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს), აკნე, ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, ვენერიული ლიმფოგრანულემა.   შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები  პროსტატიტი, ურეთრიტი, ათაშანგი (პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას), ქლამიდიური, მიკოპლაზმური (მათ შორის ურეაპლაზმური) და შერეული ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როვასტატი?

როვასტატის გამოყენების ჩვენებებია: ჰიპერქოლესტერინემია როვასტატი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, B აპოლიპოპროტეინისა და ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაციების შემცირების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მეთოდები (დიეტის შეცვლა, ფიზიკური ვარჯიშები, წონის დაკლება) სასურველ შედეგებს ვერ გვაძლევენ: – ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის, მათ შორის ოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემია); – კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია (შერეული) (IIბ ტიპის);  – ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია;  გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლარიციდი 250 მგ?

კლარიციდის 250 მგ გამოყენების ჩვენებებია: კლარიციდი გამოიყენება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ: ზემო სასუნთქი გზები ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის მწვავე ანთება. ქვედა სასუნთქი გზები ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია. რბილი ქსოვილები და კანის ინფექციები: კლარიციდი, მჟავას დათრგუნვის პირობებში, ასევე ნაჩვენებია Helicobacter pylori – ს აღმოსაფხვრელად პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით. Helicobacter pylori – ს აღმოფხვრა აქვეითებს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის განვითარების შესაძლებლობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი